მახსოვს რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეგობართან ვიყავი სტუმრად მის იუტუბ არხზე და მაშინ გამოვთქვი აზრი რომ ჩვენ სერიალების ეპოქაში ვართ, მართლა ასეა პირადად მე კინოს როგორც ასეთს ფაქტიურად აღარ ვუყურებ, პლუს მარველის სამყაროს და აბსოლუტურად უსარგებლო სამი დეს გამო კინოში სიარულიც შემძულდა, ამიტომაც დამრჩა სერიალები, რომელსაც ფაქტიურად ყოველ საღამოს, სამსახურის შემდეგ, როდესაც მოვკალათდები ჩემს კომპიუტერთან და რამე თამაშს ჩავრთავ, ფონად აუცილებლად ვრთავ, შესაბამისად ვუყურებ ყველაფერს, იქნება ეს კარგი სერიალები თუ ცუდი, ეჭვი მაქვს რომ ასეთები ბევრნი ვართ.
ხოდა როდესაც რამდენიმე წლის წინ ამაზონმა გადაწყვიტა ბეჭდების მბრძანებლის ეკრანიზაცია,(*სერიალის) სიმართლე გითხრათ თავიდანვე ეჭვი გამიჩნდა, მიუხედავად ჩემი მართლა ძალიან დიდი სიყვარულისა ჯექსონის ტრილოგიის, რომელიც ახლაც საკაიფოდ ყურებადია , უკვე ჰობიტს ვეღარ ვუყურე, მებრძოლი ჰობიტების თუ ზღარბების ისტორია რომელიც ალბათ 1,5 საათიანი ფილმის სცენარია სინამდვილეში,რამდენიმე სერიად დაყოფილის ყურება ჩემს ძალებს აღემატებოდა.
არც იმ აზრს ვიზიარებ რომ შუახმელეთი თუ როგორც არის სწორად თარგმანში, იმდენად კარგი სამყაროა რომ იქ გაკეთებული ყველაფერი კარგი იქნება, არანაირად, თუ მაგალითად ჰობიტის წიგნი კარგი საბავშვო წიგნია და ბეჭდების მბრძანებელი მისი დროისთვის მარტლა ეპოქალური ნაწარმოები იყო, მისი კინოშედევრად გადაქცევა მართლა თავიდან ბოლომდე ჯექსონის დამსახურებაა, ვისაც არ გჯერათ გადაიკითხეთ ტომ ბომბადილის ნაწილი, მხოლოდ ჯექსონი მიხვდა რომ ეს სიდებილე ხალხს გააქცევდა კინოთეატრებიდან, თუმცა დღეს ეჭვი მაქვს ამაზონი რომ იღებდეს ტრილოგიას თავიდან, ბომბადილს როლს გაუზრდიდნენ, იდეალური არასაჭირო ზანგი გმირი შეიძლება გამოვიდეს მისგან.
ხოდა თუ ჰობიტი საბავშვო წიგნია, ობიექტურად ძალიან კარგი და ბეჭდების მბრძანებელიც ფანტასტიურია, სილმარილიონი უკვე საშინელებაა, არ მახსოვს რამდენჯერ ვცადე მისი წაკითხვა, თუმცა თუმცა იქაური ესთეტიკა, მიამიტური ქრისტიანული ეთიკა და აბსოლუტურად არქაული სტილისტიკა, ჩემს უკვე მძიმე სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულ სულს ვერანაირად ვერ ეამა.
ხოდა სწორედ სილმარილიონია ამაზონის სერიალის მთავარწყარო, ოღონდ მთლად არა, უფრო საფუძვლები, პლუს ამას ემატება ისიც რომ ამაზონს არ აქვს გამოცდილება, ჰოლივუდის დღისწესრიგის საჭიროა მრავალფეროვნების ასახვა და ეს საჭირო უნარების არქონის გამო აპრიორი კომიკური გამოდის, მივიღეთ სერიალი სადაც მსახიობები ისეთი პათეტიკურად საუბრობენ ერთმანეთში რომ მე ეჭვი მქონდა რომ ჩემი თაობის უკვე რეალიზებული და განათლებული მეგობრების სუფრაზე, 17 წლის ბიჭი არის შემოპარული რომელიც ცდილობს იკაცოს და ისეთებს ამბობს რომ ყველას უხერხულობის შეგრძნება არ გვტოვებს, პლუს არის გალადრიელი რომელიც ფრიად საყვარელი გოგოა მაგრამ რვა წამში ერთ ნახტომში ანადგურებს ტროლს, თან ისე რომ ფაქტირუად გამოდის რომ უბრალოდ ძალიან მაგარია და არანაირად არ იხსნება მისი სიძლიერის საფუძველი, მიუხედავად იმისა რომ დეკორაციებზე მართლაც წარმოუდგენელი თანხებია დახარჯული, რაც ჩანს კიდეც, როგორც ამბობენ სერია 55 ლიმონი ჯდებაო, და რაც მთავარია ეს თანხები ეტყობა კიდეც სერიალს, არსებობს მთავარი შეკითხვა რომელზეც პასუხი არ გვაქვს? ვისთვის ან რატომ არის ეს სერიალი გადაღებული?
სერიალი არ არის გადაღებული ფანებისთვის, ის აბსოლუტურად ცდება კანონს, პირველწყაროს, აბსოლუტურად უინტერესოა მაყურებლებისთვის რომლებიც მივეჩვიეთ სამეფო ტახტის თამაშების დიალოგებს და ინტრიგებს, როგორ ფიქრობ ბოლო სეზონებში იგივე ტრონის პრობლემა გადაღებაში იყო? ბოლო სეზონი საოცრად კარგია, გადაღების მხრივ მაგრამ ხალხს თურმე სხვა რამე უნდოდა, აქ კი მერვე სეზონის საშინელებაზე ცუდი სცენარია. რადგანაც სერიალი მორგებულია საშუალო მაყურებელს და ყველას უნდა მოეწონოს ის მაქსიმალურად ისეთია რომ მართლა მხოლოდ მარველის ფილმებს რომ უყურებს იმ ადამიანს თუ მოეწონება.
თუმცა ახლა გადავედით ყველაზე სასაცილო ნაწილზე თემის, სერიალი ძალიან წარმატებული იქნება, იმიტომ რომ ხალხი ყველაფერს უყურებს, მართლა ყველაფერს, ასე რომ არ იყოს ნეტფლიქსის სისულელეებს რომელიც წარმოუდგენელი ოდენობით გამოდის და არავის მოსწონს ყველა სტაბილურად უყურებს, იმიტომ რომ სერიალები ჩვენი დღისწესრიგის ნაწილი გახდა, სულ ტყუილად ჰგონიათ რომ ხალხს დრო არ აქვს, დრო შეიძლება არ ჰქონდეს ფიტნეს დარბაზში სასიარულოდ, მაგრამ ღამე, ყავასთან ან ჩაისთან ერთად, ლეპტოპის წინ 5 სერიის სასნავახად დრო ყველას გვაქვს. თან კარგი გადაღებაც მის საქმეს გააკეთებს და რაც მთავარია რეკლამა და თუნდაც ის რომ მაგალითად აიმდიბიზე დაბალი შეფასებები წაშალეს, აქვე ნეტა თუ გამოიცნობთ ვისია აიმდიბი, გაოცდებით რომ აღმოაჩენთ.
პირადად მე მივხდი რომ ძალიან მომნატრებია ბლოგები, ნაწერი სახით ვგულისხმობ, თან როგორც ვხვები ბლოგინგი მგონი მოკვდა ხოდა მითუმეტეს საინტერესოა, ჯერ არ ვიცი შევძლებ თუ არა სერიალის ბოლომდე ყურებას, პირველი სერიის ყურების დროს, ყოველ ორ წუთში გათიშვის სურვილს და თუნდაც ოღონდ ეს არა იყოს რენდომ იუტუბის რეკლამა ვუყურებ თქო ცდუნებას ვუძლებდი, მეორე სერიას ჯამში მგონი სამი დღე ვუყურებდი,არ ვარ დარწმუნებული რომ მესამე სერიიდან რაღაც საოცრებებ დაიწყება.
სინამდვილეში ნადვილად არ იქნებოდა ცუდი რომ გადაეღოთ პატარა სერიალი, რაღაც გიჟური დანახარჯების გარეშე, იმ ხალხს ვისაც რაღაც უნარი მაინც გააჩნია, ნიშური სერიალი რომელიც მოეწონებოდა ფენტეზის მოყვარულებს, თან დამიჯერეთ ფენტეზის მოყვარულებს მოლოდინები დაბალი არა, უმდაბლესი აქვთ და ნელნელა მოემზადებიათ მაყურებლები, რადგანაც სწორმა მარკეტინგმა დაამტკიცა რომ სკოლაში დაბულიგნებული ამერიკელი ბავშვების საყვარელი ჟანრი, კომიქსების სახით დღეს მსოფლიო ტრენდია, ასე შეიძლება ყოფილიყო შუახმელეთმდინარეთი თუ როგორც არის, არც მიცდია სწორად თარგმნა.