ნუკრი ქანთარია vs კახა ბენდუქიძე

ორივე დიადი ქართველი ერის შვილია, ერის რომელსაც მუდამ იმაზე მეტი წარმოდგენა ჰქოდა საკუთარ  თავზე ვიდრე მისი შესაძლებლობი იყო,ეს ნებისმიერი მცირე ერის თვისებაა უბრალოდ ქართველები რადგან ვართ ეს ჩვენთვის უფრო ახლობელი და ნაცნობია. 

ორივემ წარმატებული კარიერა გაიკეთა სხვადასხვა სფეროში, ერთი მთავარი რეჟისორი იყო რომელიღაც თეატრების, მეორე  ქაოსში ჩაძირული ელცინის რუსეთის ერთ ერთი წარმატებული ოლიგარქი იყო.
2009 წელს ამ ორი ტიტანის ზურგზე  გადადის ქვეყნის განვითარების მძიმე ხვედრი, ერთი ტრადიციული ჯიგრული მართლმადიდებლობის და ეროვნული სულიერების სადარაჯოზეა ხოლო მეორე კი სნობების და პრადვინუტების ნეო-ლიბერალიზმის გენერალია, ერთისთვის ქართველი ერი ღმერთის რჩეულია ხოლო მეორესთვის კი ბნელეთში და საბჭოეთში ჩარჩენილი უსაქმურები. ერთისთვის ხელისუფლება ეს არის ეკლესიების დამანგრეველი და მასონების შემომყვანი ხოლო მეორესთვის კი ოპოზიცია არის ქურდების ძმაკაცი და ასფალტის მტერი. 
ორივეს მისი ამორმჩეველი ჰყავს, პირველ ხმას უჭერს ტრადიციული თბილისური გაგება, ძმობა, ფარისეველი მართლმადიდებლები და მასონებზე&დრაკონებზე მონადირე პატრიოტები, მეორეს პრადვინუტები, სნობების ახალგაზრდული ფრთა, ზაგრანიცაში ნამყოფი პიზდეც ინტელექტუალები.
სწორედ ამ ორ იდელოგიას შორის ერთ-ერთი განსაზღვარს მომავალს რომელიც რეალისტურად რომ მივუდგეთ მართლა სავავალოდ მოსჩანს, პირველის არჩევანი მეზობლების ჯინაზე მოქმედი კლანური დემოკრატიაა ხოლო მეორის მუდმივ ეროვნულ მაზოხიმზე აპელირებით გამართლება არასწორი თუ არაეფექტური ეკონომიკის.
მომავალი ჩვენიაო ოდესღაც ითქვა მაგრამ როდესაც მიტინგებს ვუყურებ სკეპტიციზმი მიპყრობს,მინდა გავიდე და ვუტხრა ხალხს ნუთუ ქანთარიას და სხვების გადასაწყვეტია ჩემი მომავალი??? ნუთუ იმისთვის უნდა ვიარო მიტინგებზე რომ ისევ კლანური იყოს ყვეალფერი???? როდესაც ტეელვიზორს ვრთავ ან ფორუმს ვნახულობ ამ დროს უკვე სრულ დეპრესია მეუფლება, ნუთუ მართლა ეს არის ჩემი ერის ინტელექტუალი ნაწილის არჩევანი??? ნუთუ ყვეალერი ქანთარიას ჯინაზე უნდა გაკეტდეს და აუცილებლად იდიოტურის საპირისპიროდ??? რომელიც ასევე იდიოტურია???
ნუთუ მართლა ორ მხოლოდ ორი არჩევანია??? 
სლავოი ჟიჯეკს აქვს ძალიან კარგი განმარტება არჩევანის არსებობის, მისი აზრით არჩევანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ილუზია არჩევანის რომელსას ესა თუ ის სისტემა ცდილობს თავს მოახვიოს ობივატელს, ასე იყო 90 იანი წლების საქართველოში არავინ არავის არაფერი ჰკითხა ისე დაიწყო ძველი სისტემი ნგრევა და ველური კაპიტალიზმის მშენებლობა, თითქოს ქართველი ერის შეკვეთა ვანო ჩხარტიშვილის მილიონერობა და ჯოხთაბერიძის ბიზნეს ნიჭის ტაყვანისცემა იყო, ასეა დღესაც არჩევანი არ არსებობს, არსებობს სისტემა რომელიც იძახის რომ მელნიკოვი, კოდუას მილიონერება მიუღებელია მაგრამ აი ქიბარ ხალვაში და ირაკლი ოქრუაშვილი სულ სხვა თემებიაო. სანამ ჩვენთან არჩევანი ნუკრი ქანთარიასა და კახა ბენდუქიძის შორის იქნება მანამ გვექნება პრობლემები.
სანამ ქართველებს თვალები ფართოდ გვაქსვ დახუჭული მანამ ჩვენი ბედი დრაკონებზე მონადირე პატრიოტების და ინგლისური ენის მცოდნე პიზდეცინტელექტუალების ხელში იქნება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s