xxxx წელი, მეამხოხე გენერალი შედის ოთახში, სიგარეტს უკიდებს და იქ შეკრებილ მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს ჯერ ეცნობა,შემდეგ კი დროის ეკონომიის მიზნით ცხოვრებისეულ გამოცდილების ყველაზე ლამაზ მომენტების უზიარებს,თხრობას იწყებს წარსულიდან და თითქოს ფილმში იღებენო და ბიოგრაფისთვის ლაპარაკობს, უმცირეს დეტალებში ჰყვება რომელი ბატალიონების მეთაური იყო, თან ამას ისე ამბობს რომ, რწმუნებდეა ეს არ გამორჩება არავის. ამის შემდეგ კი იწყება მთავარი, დარბაზში მყოფი მავანი უსაქმურები ისმენენ ქვეყნის დანგრევის და ხელისუფლების მომხრე ჩინოვნიკების დახვრეტის ოპერატიულ გეგმას, ცოტა ხანში ანერვიულებული გენერალი ახალ სიგარეტს ნერვულად უკიდებს და ასახელებს მის მოხრეებს, 60 წლის ემიგრაციაში მყოფ გენერალს და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულ ადამიანს. დანარჩენი მხოლოდ დროის ამბავია. ვივა ლა რევოლუსიონ …
ეს არ არის უნიჭო დეტექტივის შინაარსი, არც მაგიური რეალიზმის დიქტატორების დასასრულის უნიჭო დახასიათებაა ეს არის ქართველი ჩე გევარიზმის სახე. ქართული აჯანყებითი თეორიების იდეური პლატფორმა. ეს არის ის თუ როგორ წარმოუდგენია ერორს ქართული ამბოხებები, ეს არის ხელისუფლების წარმოდგენა აჯანყების.
საერთოდ ამბოხი და რევოლუცია რატომღაც ჩემთვის როგორც რომანტიკოსი მარქსისტისთვის მუდამ კონსპირაციული, ახალგაზრდული, თავგანწირული და რაც ყველაზე მთავარია, ის მთლიანად არის დამოკიდებული ოპერატიულ მოქმედებებს ,მაგრამ ახლა ვგონებ დროა აზრი შევიცვალო,დროა 21-ე საუკუნის რეალობას მოვერგო. ის რასაც ერორი გვაძლევს საერთოდ არ ჰგავს ოქტომბრის, კუბის, საფრანგეთის და სხვა რევოლუციების რეალიებს.
21-ე საუკუნის ამბოხისას არ არის საჭირო სტრატეგიული ობიექტების დაკავება, არც მასმედიის საშუალებების ხელში ჩაგდებაა საჭირო, არც შეირაღებული ჯგუფების დისლოკაციის ადგილის სწორად შერჩევა და არც ოპერატიული მოქმედება, ქართული ამბოხებისთვის აუცილებელი პირობა არის 40-70 წლამდე გაზულუქებული სამხედრო ჩინოვნიკები, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული გენერლები და რაც ყველაზე მთავარია აჯანყების იდეური ლიდერები რომლებიც მზად არიან ნებისმიერ ბომჟსაც კი უმცირეს დეტალებში მოუყვნენ აჯანყების დეტალები. თან რაც მთავარია აჯანყების დროს უნდა გახსოვდეს რომ ერთ ერთი აუცილებელი პირობა ის არის რომ ყველა მეამბოხემ იცოდეს რომ აჯანყება იმიტომ ხდება რომ ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობა შეგაძრწუნა და გინდა ძველი დიდების დაბრუნება.
ახლა გადავიდეთ უკვე თავად ამბოხზე, როგორც ძველ ანეგდოტშია აჯანყების დაწყება დერჟინსკის გარეშე შესაძლებელია მაგრამ ავრორას ზალპის გარეშე არაფერი გამოვა,სწორედ ამიტომ, 21-ე საუკუნის ამბოხს სჭირდება რაიმე ისეთი რაც ავრორას ჩაანაცვლებს, როგორ ფიქრობთ ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური ან სოციალური მუხტის აზვირთებაზე დაკვირვებაა საჭირო და სწორი დროის შერჩევაა საჭირო??? ნურას უკაცრავათ, აჯანყებისთვის ყველაზე იდეალური პირობები არის მაშინ როდესაც აჯანყების გარეშე არის შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა, სწორედ ასეთ ულოგიკო ლოგიკაში ჭეშმარიტება. თუ წინასწარ იცი რომ აჯანყებას შეიძლება ფართო მასება დაუჭიროს მხარი მინიმუმ დებილიზმია. აჯანყებას სამსახურიდან გამდგებუი ღიპიან ბიძებზე უკეთ ვერავინ ახდენს.
შემდეგი ნაბიჯი არის აჯანყება, როგორ ფიქრობთ აჯანყებს დროს ოპერატიული მდგომარეობის მიხედვით არის მოქმედება საჭირო??? არა საჭიროა, კიდევ ერთხელ შეხვედრა შენს მომხრეებთან და უმცირეს დეტალებში მოყოლა აჯანყების.
პ.ს საინტერესოა ასე რომ რევოლუციის ქართული ტაქტიკის გამოყენება ადრე რომ დაეწყოთ დღეს როგორი მსოფლიო იქნებოდა???
🙂 კარგი პოსტია 🙂