26 მაისი

             26 მაისს ორი რამ არ მოხვდა: პირველი მე არ მირბენია დილით და მეორე არ შედგა ბევრისთვის მოსალოდნელი რევოლუცია. მივყვეთ თავიდან მე რატომ არ ვირბინე ამაზე პასუხი ერთმიშნვნელოვანია “სიზარმაცე”, დილით როდესაც ავდექი და აივნიდან გადავხედე მზიურს პირველი რაც თავში გამიელვა იყო ვის ვატყუებ თქო და ძილი გავაგრძელე. ხოლო თუ რატომ არ მოხვდა რევოლუცია ამასაც აქვს ალბათ მიზეზები.   დილით ადგომა, როგორც ყველა წესიერ და პატიოსან ბუს მეც მიჭირს ამიტომაც როდესაც მიტინგზე მივედი 12 საათზე ნახევრად მეძინა,მიუხედავად ნახევრად მთვლემარე მდგომარეობისა პირველი რაც შევამჩნიე ეს იყო ყვითელი ფერის სკამების სიცარიელე და აღშფოთებული გავეშურე იმ მიმართლებით რათა დამეფარა დაუშვებელი სიცარიელე, ხო შეიძლებოდა ეს დაენახა მიშას და არ გადამდგარიყო!!! ამას თავს ვერ ვაპატიებდი!!! ალბათ არც იმის თქმა იქნებოდა უპრიანი რომ უკვე 12 საათზე სტადიონი დაახლოებით 70 პროცენტით სავსე იყო,   იგძნობოდა ხალხის შიში აქაოდა ხალხი არ მოვა და ამის გამო მიშა არ გადადგებაო მაგრამ ხალხი მაინც მოდიოდა, თითქმის მთელი საათი ნაკადი არ შეწყვეტილა, ორ საათზე უკვე მთლიანად შევსებული იყო სტადიონი, ხალხი მოდიოდა მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი მოულოდნელად სულაც არ აპირებდა წასვლას, დაუჯერებელი იყო დემოკრატიულ სახელმწიფოში ქვეყანაში სადაც ხალხის აზრის გათვალისწინება ნებისმიერი პოლიტიკოსის ვალია პრეზინდეტი ერის ხმას არ დაჰყვა და არ გადადგა, ნწუ, ნწუ. არადა მეგონა რომ ადგებოდა და იტყოდა მაპატიეთ ძმებო და მივდივარო. მაგრამ რეალურად აღმოჩნდა რომ მიშა არ არის იდიოტი.                                                                                            ისე ყოველთვის მაინტერესებდა რომელ იდიოტს დაებადა თავში იდეა დაენახა არარსებული პირდაპირპროპორციული კავშირი ხალხის რაოდენობასა და მიშიკოს წასვლას შორის. ნამდვილად საინტერესოა იმ დაუნის ტვინში ჩახედვა.                                                                      შემდეგ იყო ოპოზიციის ლიდერები გამოჩენა, პირველი კოკო გამოჩნდა, მეგრული მესიანური კლანის უფროსი მემკვიდრე , მის გამოჩენას ხალხში დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია როგორც ჩანს სტადიონზე არასაკმარისი მეგრელი იყო და ჩვეულებრივ მოკვდავებს ვარდისფერი სათვალის გარეშე არ შეგვიძლია დავინახოთ მასში გადმოსული დიდი კოწიას და უდიდესი ზვიადის ამაყი სული. როგორც ჩანს თბილისში მხოლოდ გვარის გამო მთლად ყველა არ ევასებათ.
             კოკოს მალე მოჰყვა შალვა, სწრაფი ნაბიჯით მოდიდოდა შალვა და მოჰქონდა სოციალისტური იდეების დამახინჯებული ინტეპრეტირება, მეც გულის სიღმრეში მინდოდა დამეჯერა რომ ეგებ ახლა მაინც არ დაიწყებს თქო ეროვნულ იდეებზე საუბარს თქო, ამისრულდა ნატვრა შალვა არ ალაპარაკეს. მის გამოჩენას გაცილებით დიდ ოვაციები მოჰყვა იქ სადაც მე ვიჯექი ხალხი იძახოდა რომ ხალხო დაუქნიეთ ხელი ამ კაცს იმსახურებსო, როგორც ჩანს ხალხს შალვას მიმართ უკვე შეცოდების მომენტი აქვთ 20 წლიანი ოპოზიციური ომი დაუფასდა და შესაძლოა ამის გამოც აღირსონ გაისად რაიმე საკაიფო(ანუ პარლამენტში ფრაქცია).
            ინვალიდის ეტლში მჯდომი გია ყარყარაშვილის გამოჩენას კი მართლა დამანგრეველი ოვაციები მოჰყვა, ქართველებს გვიყვარს ჩაგრულები ოღონდ და არა ჩმორები, ბატონი გიას ადგილას რომ ყოფილიყო დღევანდელი ოპოზიციის რომელიმე ლიდერი არა მგონია მას დაემსახურებინა მსგავსი პატივისცემა . ჩვენს მენტალობაში ყარყაშვილი ყოველთვის იყო ძველი თბილისელი ბიჭი რომელმაც ჯიგრულად იომა აფხაზეთში, კი ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ სამაგიეროდ ვაჟკაცურად მოიქცა და როდესაც ააფეთქეს და ახალგაზრდა ადამიანი ეტლს მიაჯაჭვეს ამით მან გამოსიყიდა ყველაფერი რაც მანამდე ჩაიდინა, ვაღიაროთ უნდა რომ ჩვენ არ გვეცოდება ჩვეულებრივი ადაიანი რომელიც ცემა სპეცრაზმა, ჩვენ მოგვწონს ადამიანი რომელიც გალახა სპეცრაზმელმა მაგრამ ამ ადამიანმა ბოლომდე ჯიგრულად ებრძოლა მასზე ძლიერს.
             ნუ აპოგეა ბუნებრივია ახალი ილიას, უცნობის გამოჩენას მოჰყვა, აიწიე კაბას მოტრფიალე მომღერალი დღეს რეიტინგით მცირედით ჩამორჩება დონ ილია 2, არ ვიცი რომელი უფრო ტრაგიკულია ის რომ სულით ავამდყოფი პრეზიდენტი ავირჩიეთ 96 პროცენტით თუ ის რომ მომღერალი საეჭვო განათლებით დღეს ეროვნული გმირია. არა უცნობის გინებას არ დავიწყებ, უცნობი საინტერესო ფენომენია, მართლა გულით ბრძოლობს ეს ადამიანი უბრალოდ შეიძლება ითქვას რომ ის საზოგადოების ტყვედ იქცა, მის მოქმედება ბოლო დროს საზოგადოების ბარომეტრად გადაიქცა და ალბათ ამიტომაც არის რომ ის ხშირად ისეთ რამეს ამბობს რისი თავადაც არ სჯერა, მზად იყო კი უცნობი გამხდარიყო ილია??? მგონი არა. შედეგებს ალბათ მალე მოვიმკით.

გუშინდელ დღეზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა მაგრამ ერთიც არის ეს იყო დღე რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ არავინ აზრე არ არის…

პ.ს მომავალი ჩვენია???????

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s