სნობებზე მონადირის უბის ბიბლია

პირველ რიგში იმისთვის რათა ნორჩმა სნობებზე მონადირემ დაიწყოს მოქმედება საჭიროა გავარკვიოთ თუ რა არის ტერმინი სნობი. ყოვლისმცოდნე ვიკის თანახმად სნობი თავდაპირველად აღნიშნავდა მდაბიურ წარმოშობის ადამიანს რომელიც ყოველი საშუალებით ცდილობდა არისტოკრატიულ საზოგადოებაში შეღწევას, თანამედროვე განმარტებით ეს არის ადამიანი რომელიც დარწმუნებულია თავის უპირატესობაში, აქვს პრეტენზია რომ აქვს დახვეწილი გემოვნება, ცდილობს დაიკავოს ქემდაღლური პოზიცია ჩვეულებრივი მოკვდავების მიმართ.

იმისთვის რათა ასეთი ხალხი ჩვენს ირგვლივ აღმოვაჩინოთ,  საჭიროა რამდენიმე ძირითად მახასიათებელს მივაქციოთ ყურადღება, პირველ რიგში უნდა ავღნიშნო რომ შეხედულება რომ სნობი სარკეში არ აირეკლება, ეშინია ნიორის და ღამის , არ არის სწორი და თუ ასეთ ადამიანს გადაეყაროთ მაშინ ვამპირი გიპოვიათ და გისურვებთ წარმატებას.  ხოლო ჩვენი წმინდათწმინდა საქმისთვის კი საჭიროა ჩავატაროთ რამდენიმე ცდა:

1. კარგად დაუკვირდით თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაუხარდა თბილისი ოპენ აირის როკ ფესტივალი მაშინ არის ალბათობა რომ თქვენ წინ მოსნობო ელემენტია მაგრამ თუ მას არამარტო გაუხარდა არამედ მონაწილე უცნობილესი ჯგუფები არამარტო გაგონილი აქვს არამედ ყველა ალბომი იცის მაშინ სერიოზული საფრთხე არსებობს  რომ თქვენს წინაშე სნობია.

2. თუ თქვენ ან თქვენ ახლობელს გულწრფელად ეცინება ვანო ჯავახიშვილის ღადაობაზე მაშინ დაფიქრებას საჭიროებს ეს სიტუაცია,  ხოლო თუ ე.წ შუტკის თქმის დროს მხოლოდ ჯონდი ბაღათურიას თმები და მიტინგზე არსებული 2 მილიონი ადამიანი ახსენდებათ სიტუაცია აშკარად არ არის სახარბიელო.

3. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს უყვარს ფანტასტიკური ჯანრის პროზა და არ გაუგია აიზიმოვი, კლარკი, ელისონი, ან თუნდაც ჰარისონი და სამაგიეროდ მიაჩნია რომ ყველაზე მაგარი ფანტასტი არის აკუტაგავა და ბორხესი ეს სიტუაციაც სერიოზული საფრთხის მატარებელია, მაგრამ თუ იმ აღიარებამდე მივიდა რომ ვონეგუტი და ბრედბერი ყველაზე მაგარი ფანტასტები არიან მაშინ პირდაპირი და აშკარა საფრთხე არ არის მაგრამ საფუძველი აშკარად არსებობს.

4. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ოდნოკლასნიკები მიაჩნიათ გოიმობად ეს ნიშანი არ არის იმის რომ სნობი არის თქვენს წინაშე მაგრამ თუ ფეისბუკის ფანია და ბავშვობის მეგობართან საუბრის დროს ჩნდება სურვილი ინგლისურად მისწერო პასუხი სხვის დასანახად ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა.

5. თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს მიაჩნია რომ რომ ყველაზე მაგარი ქართველი პოლიტიკოსი არის კახა ბენდუქიძე, ხოლო ყველაზე დიდი ინტელექტუალი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში თუ არა საქართველოში მაინც  ლევან რამიშვილი ესეც უკვე კლინიკური ნიშნების მქონე შემთხვევაა.

6. სნობი დარმწუნებულია რომ არის ლიბერალი, ხოლო ლიბერალიზმი მიაჩნია რომ არის მართლმადიდებელი გლდანელი ბნელების დაცინვა, გუბაზ სანიკიძეზე ძახილი რომ არის მსუქანი, ხოლო გია ხაინდრავა წვერებიანი, ასევე კლასიკური ლიბერალიზმის ამოსავალ წეტილად მიაჩნიათ ხუმრობა ქალიშვილობაზე.

7. სნობის ამოცნობის დროს უნდა გავითვალისწინოთ გარეგნული ატრიბუტები, სნობი თავს ვალდებულად თვლის ეცვას კეტები აუცილებლად ყვითელი, მწვანე ან ღია ვარდისფერი, ასევე მნიშვნელოვანია რომ სნობებზე მონადირემ იცოდეს რომ კლასიკური სნობი აუცილებლად შეირაღებული იქნება აიპოდით ან ყველაზე ცუდ ვარიანტში მობილურით რომელშიც აქვს მუსიკები ჩაწერილი.

8. სნობის ამოცნობის წმინდათწმინდა საქმეში ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სნობის ოცნებები, ლოკალური სნობის ოცნების მწვერვალი არის იესემი, თუნდაც იყოს მოწოდებით მიკრო ბიოლოგი, ხოლო ინტერნაციონალისტი სნობს მიაჩნია რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი დიპლომი. გაცნობის დროს აუცილებლად დააფიქსირებს რომ პარიზი მაგარი ქალაქია მაგრამ ზანგები და არაბებია ბევრი, პრაღა ულამაზესია ხოლო ნიუ იორკში ცხოვრება ისეთი გიჟურია რომ ეს არის ცხოვრება და იქ რომ ცხოვრობ გრძნობ რომ არსებობ.

9. სნობს მიაჩნია რომ ქართული საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არა სოციალურ-პოლიტიკური კრიზისია არამედ გეების უფლებების დაცვა, ცხოველების უფლებების დამრღვევების დახვრეტა და რაც ყველაზე მთავარია ხმალ ამოღებული ბრძოლა საიტ “დიდგორთან”. 

10. ყურადსაღებია სნობის მუსიკალური და ტელე გემოვნება, კლასიკური სნობის საყვარელი ტელეგადაცემა გოგი გვახარიას ნებისმიერი გადაცემაა, საყვარელი კინორეჟისორი მალტური კინოს ახალი ტალღის რამდენიმე წარმომადგენელია, მუსიკალური გემოვნება კი თახმდება იმ ფაქტზე რომ დიპ პარპლები,ფლოიდები და ოზი უმაგრესია მაგრამ ნაკლებად ცნობილი შვედური როკ ჯგუფის 1992 წლის ალბომის დონე მუსიკა არ დაწერილა არასოდეს. სნობს არ მოსწონს ქართული სუფრა და გრძელი სადრეგრძელოები ის უპირატესობას ისე დალევას ანიჭებს.

ეს არის მცირე კლინიკური შემთხვევები მაგრამ ასევე საჭიროა რომ სნობებზე მონადირემ იცოდეს რომ არსებობს  მემარცხენე და მემარჯვენე  სნობები, პირველები თვლიან რომ ყველაზე ძლიერი ქართველი პოლიტიკოსი არის მიხეილ სააკაშვილი ხოლო მემარჯვენეები კი აღიარებენ რომ ირაკლი ალასანია ყველაზე ძლიერი, შეკითხვაზე თუ რატომ არის სააკაშვილი ძლიერი პოლიტიკოსი პასუხი არის იმიტომ რომ მაგარია, ხოლო ალასანიაზე კი პასუხი არის იმიტომ რომ მიშასავით გიჟი არ არის.

ასევე არსებობს მათ შორის რელიგიური განსხვავებაც მემარცხნეები არიან ათეისტები ხოლო მემარჯვენები კი ფეშენ რელიგიურები, ორივე თანხმდება რომ ბასილ კობახიძე მაგარი კაცია მაგრამ არსებობს განსხვავებაც,  მემარცხნეებს მიაჩნიათ რომ სეკულარიზაცია არის ერის ხსნა ხოლო მეორეს მიაჩნია რომ სეკულარიზაცია გაუგებარი ტერმინია და ერს მხოლოდ მისი მოძღვარის ნაირი მღვდლები გადაარჩენს.

ახლა საჭიროა გადავიდეთ სნობებთან ბრძოლის მეთოდებთან, პირველ რიგში მინდა ყურადღება მიაქციოთ რომ ვერცხლის ტყვია ეფექტური საშუალებაა მაგრამ მაინც რეკომენდირებულია რომ ის მაქციების წინააღმდეგ გამოვიყენოთ. შემოწმებულია რომ ხის სარის დარტყმა გულშიც დადებით შედეგს იძლევა როგორც ვამპირების ისე სნობების კერძო შემთხვევებში მაგრამ მაინც რეკომენდირებულია რომ სარი მაინც ვამპირებისთვის შევინახოთ.

უკანასკნელი გამოკვლევებით დამტკიცდა რომ რამდენიმე ოდინდელი საშუალება ნაკლებეფექტურია, მაგალითად მძიმე ჯვარი, ეს იყო მეთოდი რომლითაც ჩვენი “სულიერი ძმა” ბასილ მკალავიშვილი იბრძოდა თავის დროზე სნობების ელიტარული სექტის წინააღმდეგ  ძალიან არაეფექტურია , ყველაფერი ციხით სრულდება და არის ალბათობა რომ სნობებმა ამ ბრძოლის შედეგად ევროპელი კოლეგებისგან დახმარების სახით მიიღონ ლიკვიდური საშუალებები. ასევე მინდა ავღნიშნო რომ მოსაზრება რომ სნობის მოძღვარის გაჩენის შედეგად განკურნების მითი არასწორია და მრავალი ჩვენი ჭეშმარიტი სნობთმუსვრელი დაუღუპია ამ მოსაზრებას. 

ჯერჯერობით ერთადერთ ქმედით საშუალებას რჩებად იუმორი მაგრამ უდიდესი საფრთხე არსებობს ამ მხრივაც, შესაძლებელია სნობებზე მონადირეს დაემართოს ცუდად მოღადავის სინდრომი რაც ამ წმინდათწმინდა საქმეში უდიდესი დანაკლისი იქნება.
 
ბოლო სიტყვად ჩემო სულიერი ძმებო მინდა გითხრათ რომ გამაგრდით ჩვენი საქმე მართალია და ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ.

პ.ს მოცემული ინსტრუქცია წაკითხვისთანავე გაანადგურეთ,მტერი ჩვენს ირგვლივ დაბოდიალობს ისინი ხომ ათობით, ასობით და ათასობით  არიან.
 

3 thoughts on “სნობებზე მონადირის უბის ბიბლია

  1. karaganda

    მთელი სქართველო სნობებზე არ დგას 😀 მე ვარ სნობი რაარი რო ამ პოსტის გარეშე ისედაც ვიცოდი ის დაგავიწყდა რომ აგეღნიშნა რომ ნამდვილი სნობი თავის სნობობას სახალხოდ აღნიშნავს ამ შემთხვევაში ნადირობა საჭირო აღარ არის ))

  2. ნინი

    ვაიმე რა კარგი იყო :)) ვიცინე ბევრი გაიხარე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s