სამი აგური რომელზეც დგას ქართული მიშიზმი

პირველ რიგში ერთი პატარა დეტალი უნდა დავაზუსტო ქართული მიშიზმი არ არის რაღაც წმინდა ქართული ფენომენი, ეს იყო და ალბათ გაისადაც იქნება მსოფლიო ისტორიის შემადგენელი ნაწილი.უბრალოდ ჩვენ გვაქვს ბედნიერება და ამ ბედნიერების მონაწილენი ვართ. მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკას არ ვაპირებ სხვა დროს ეს.
ამ დღეებში რატომღაც ტელევიზორის ყურების დროს გამიჩნდა სურვილი მომეხდინა სისტემატიზირება იმის თუ რა აბოლებდა ჩვენს ხალხს, გუშინ კი კი ჩეგესთან საუბრის დროს ჩვენდა უნებურად დაიბადა იმ სამი აგურის თეორია რომელზეც დგას მთელი ჩვენი “ნაცისტური” პიარი.
შეიძლება უფრო მეტია მაგრამ გამარტივებისთვის სამი ძირითადი აგური რომლითაც რომლითაც გვაბოლებენ:

1. ყვეალაფერი კარგად არის.
ეს თეზისი არ არის ახალი, ამას სხვადასხვა დროს მრავალი დიქტატურა თუ პატარა კაცუნა მიმართავდა, ნუ სახელიდან გამომდინარე ცხადია თუ რაზეა ეს თეორემა, ჩვენი ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს ყველა დაარწმუნოს რომ ყველაფერი კარგად არის და მხოლოდ ერთეული დაუნახავები ცდილობენ ამ მიწიერი სამოთხის დანგრევას. განა არ ჩამოიშალა იაპონია??? სომხეთი??? და სხვა მრავალი სახელმწიფო??? განა ჩვენს ქვეყანაში კრიზისის მიუხედავად მავანი ეგვიპტელი შაჰიდი არ ცდილობს ორი მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინოს??? ნუ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს აგური ბევრს აქვს დაცემული თავზე , ეს მანკიერი იდეა ხიბლავს ხალხს, ალბათ იმიტომ რომ ჩვენთვის მონარქის და შემდეგ კომუნისტების გამო ხელისუფლების მხარდაჭერის სურვილი უსაზღვროა. ეს ხალხი არც ისე ცოტაა და როგორც წესი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დიდი ძალაა..

2.მტერი კარიბჭესთან არის
საქართველოში ისეთივე წარმატებით მოქმედებს როგორც მაგალითად ნეპალში, სადაც მთელი მოსახლეობის მუდმივი დარაზმვა მიმდინარეობს მეზობელი ინდოეთის საწინააღმდეგოდ რომელიც დღე დღეზე შემოიჭრება და დაამხობს სახალხო მაოისტურ ხელსუფლებას, აღადგენს მონარქიას, ჩვენ საწყალი ნეპალებისგან განსხვავებით ჩვენი ინდოეთი გვყავს: დიადი და ჟანგმორეული რუსეთი რომელიც უკვე როგორც ყველამ ვიცით დაშლილია, ქვეყანა რომელსაც ჯარი არაფრად უვარგა, არაყისგან გამობრუებულია მაგრამ მაინც ცინიკურად გვჩაგრავს ხოლმე, მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ომში დამარცხდა რატომღაც ჩვენი ტერიტორიები დაიკარგა. საფრთხის რეალურობის მიუხედავად ხელისუფლება იყენებს ნიღაბჩამოხეულ რუსეთს საკუთარი სკამის გადასარჩენად საკმაოდ წარმატებითაც, ალბათ იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ბევრია სუფრისტია, მტრის არსებობა დიდი მოტივატორია,ხომ წარმოგიდგენია რა მაგარია სუფრაზე რომ ხარ და საქართველოს სადღეგრძელოს დროს წამოდგები და აცრემლებული დალევ საქართველოს და სუფრაზევე დადებ პირობას რომ მტერს ყელში დაეტაკები. თან კიდევ ფაქტია დღეს რუსული საფრთხის პედალირება აძლევს საშუალებას ხელისუფლებას მუდმივად მოახდინოს საზოგადოების რაღაც ნაწილისვის ილუზიის შექმნა რომ ისინი ერთი დიდი ანტირუსული ჯგუფის წევრები არიან.

3. ქართველები არაფრად ვარგივართ.
ეს ტეორია როგორც წესი მოქმედებს ხოლმე იმ ხალხზე ვისაც ზემოთ მოყვანილი ორი თეორიაზე ეცინება და იწყებს ფიქრს იმაზე თუ რატომ არის პრობლემები საზოგადოებაში, თუ რატომ ვერ შედგა ჩვენი სახელმწიფო, სწორედ აქ ქართული ტელევიზიები და სხვა საშუალებები იწყებენ ზემოქმედებად და თეორიის გავრცობას რომელსაც მხოლოდ ერთი ქვეტექსტი აქვს, ქართველები არაფრად ვარგივართ, მიშა ვინ აირჩია??? ქარტველმა ხალხმა არა??? ვინ არის უვარგისი??? სწორია, აი მაგალითად ერორმა გაუშვა სიუჯეტი რომელშიც აღწერილი იყო ყვარელში ღამის კლუბის გახსნაზე მოსახლეობის რეაქცია, რომელიც რატომღაც თურმე იყო იყო მოულოდნელი, თითქოს ყვარელში პოლ ოკენფოლდის სამშობლოში ღამის კლუბზე სხვა რეაქცია ექნებოდათ. სიუჯეტის ქვეტექსტი დაახლოებით ასეთი იყო ამათ უნდათ ევროპაში??? სასტავს ღამის კლუბი არ უნდათ და ამათ რომ ნახავენ ევროპელები ხომ დაგვცინებენ, მოკლედ ქართველები არაფრად ვარგივართ რა…ამ თეორიას არ ჰყავს ბევრი მომხრე მაგრამ ვინც ჰყავს საკმარისია, ეს არის ახალგაზრობა, ასევე ის ხალხი ვინს ევროპაში და ამერიკაში ისწავლა, ნუ საკუთარი გამორჩეულობის დაფიქსირებისთვის რა არის საჭირო??? ხაზის გასმა რომ ჩვენ მაგარი ბანზები ვართ და ევროპაში ძალიან მაგარი პონტია. ეროვნული მაზოხისტები(დიდი მადლობა ამ ტერმინისთვის ფორუმს) და რატქმაუნდა ქართული კონტრკულურა, აუ ქართული კონტრკულუტრა უეჭველი უნიკალური მოვლენაა, ერთადერტია ალბათ მსოფლიოში რომელიც ხელისუფლების მომხრეა:) წარმომიდგენია ვიეტნამის ომის მომხრე ამერიკელი მომღერლები რომ მოაწყობდნენ ხელიხელჩაკიდებულები მარშს.

ასეთია მოკლე მონახაზი, მეცნიერული ტერმინების და პრეტენზიების გარეშე ჩამოყალიბებული. იმედს ვიტოვებ რომ რეალურობის შეგრძნება ყველას არ აქვს დაკარგული და შეძლებენ დააიძვრინონ თავი მატრიციდან.

nikusha_marx
Chegesto

2 thoughts on “სამი აგური რომელზეც დგას ქართული მიშიზმი

  1. shalva

    “ქართველები არაფრად ვვარგივართ”–ს თითქმის ვეთანხმები 🙂

    მტერი რომ კარიბჭესთანაა, ეგეც ფაქტია, მამენტ. ვინ როგორ იყენებს ამას, ცალკე საკთხია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s