პროტესტი!!! მარშუტკის საიდუმლო აკუმულატორში დამარხული თავისუფლება

პირველი, რაც თავში მოგივა მარშუტკის მძღოლის გაგონებაზე ადამიანს, მსუქანი, მაისურზე ბაჟე ჩამოწვეთილი, წვერებიანი ანზორაა სავარაუდოდ .ზესტაფონიდან,ყავს 4 შვილი და 24 იდან 11 საათი მოძრაობს თბილისის ირგვლივ.
ყოველთვის, როდესაც ვმგზავრობდი ტრანსპორტით, მიჩნდებოდა საშინელი პროტესტის გრძნობა, გაუგებარი და საშინელი. ასახსნელად კამიუს, სარტრს, და ბორხესს მივმართე .მათგან პასუხი ვერ მოვისმინე, თუ რატომ მიჩნდებოდა პროტესტი. ჩავფიქრდებოდი და ვფიქრობდი. ერთხელაც მივხდი ჭეშმარიტებას, ასეთმა ადამიანებმა დაღუპა იდეა, ის იდეა რასაც თავისუფლება ქვია. ასე ნანატრი, ასე სასურველი. იდეა ,რომელიც ვარდის ეკლებით შემოვიტანეთ ქვეყნის მთავარ შენობაში.როგორc იქნა გავარკვიე ვინ იბრძვის იმ სიდიადის გასანადგურებლად, ამისთვის მრავალი უძილო ღამე და ჩემს ალტერ ეგოსთნ მძიმე შეტაკება დამჭირდა.და აი ,ის მივხდი….მარშუტკის მძღოლები!!! აი ვინ ებრძვის ჩვენს თავისუფალ სულs. სინამდვილეში ეს ხალხი მართმადიდებლობას ამოფარებული გადასართავი კოლოფის სიმართლის და პროგრესის სამარეები არიან ვაანალიზებ ამ ყველაფერს და გულიდან ძალიან დიდი ტვირთი მეხსნება… ამის მისახვედრად სხვას მთელი ეპოქა სჭირდება მე მხოლოდ ორი წელი მეყო, სიხარულისგან მინდა გავიდე გარეთ და ვიყვირო ხმამაღლა, ყველას გასაგონად,მე მივხდი…მივხვდი, გაიგეთ ხალხო, მე უკვე ვიცი ვინ არის ის რის გამოც ვერ ავაშენეთ ედემი დედამიწაზე, ვიმეორებ სამჯერ და დემოკრატიული სვლით ვაგრძელებ მოძრაობას ყველაზე ლიტერატურული პროსპექტის ორღობეში.
ფიქრები არ მასვენებს, ეს ოფლიანი დემონი არის ის ძალა ვის წინააღმდეგაც ბრძოლა უკვე კურთხეულია, რით შეუძლია უბრალოდ მოკვდავს შეებრძოლოს მარშუტკის მძღოლს???მის ინტელექტს, უძირო ძლიერებას??? რა ძალას შეუძლია შეაჩეროს ეს მონსტრი??? ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ…

პირველი და ისევ პირველი ,პათოსი რომელიც ამ ტექსტში კეკლუცად იმალება და არ გვაძლევს ფანტაზიის გასაქანს პირველად დამაბნეველი, შოკური მცირე პრესის ეფექტში ამოყოფს სადღაც ქვემოთ ჭეშმარიტი აბრაჰამი თავს თვალს ჩაგიკრავს და ავტორის სიყვარულზე მოგიყვება

p.s 😀 ეს ყველაფერი მარტივად და გასაგებად დაიწერა… იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გაგვიგონ…. ეს დაიწერა იმისათვის რომ წაიკითხონ და არა იმისათვის რომ ვიგაც ფორუმელმა დამპალი ტონიმ დაწერილს სანთელი დაუნთოს და გამოქლიავებული სიფათით სხვა სიუჟეტის კომენტარი იქვე ჩემს ქვემოთ მიაწეროს რბილად გაქანებული კმაყოფილი სახით ისევ დაელოდოს ჩემს შეფასებას მის კომენტარზე რათქმაუნდა გენიალური სიტყვებით…. რა ჭკვიანი ხარ 🙂 არა ეს არ არის ჩვენი მიზანი

ავტორები: ჩეგესტო და ნიკუშა მარქსი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s