100 დღის პოზიტიური შედეგები

მიტინგების 100 დღიან ეპოპეას ჰქონდა რამდენიმე დადებითი მომენტი, ამ შემთხვევაში მე იმაზე მეტად სუბიექტური ვიქნები ვიდრე ჩეულებრივ, იმიტომ რომ არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვარ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის რომ ხელისუფლება და ერთი ადამიანი არც ისეთი მაგარია როგორიც გვეგონა და თავადაც ეგონათ, მივყვეთ თავიდან

1. ხელისუფლებამ არმია დაკარგა.
რევოლუციის შემდეგ ქართული მორალურად და მატერიალურად დეგრადირებული არმია სავალალო დღეში იყო,ნებისმიერი ხვდებოდა რომ საჭირო იყო არმიის განახლება რადგან კავკასიაში ასეთი ბეჩავი არმიით არაფრის პოტენციალი არ გვქონდა,ეც გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ და კაზაკების მისიების დახურვის შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა რომ შეეძლო არმიის რეფორმირება .
უსწრაფესად დაიწყო პოტიომკინის ყაიდის არმიის მშენებლობა, გიგანტური თანხები(5-12 მილიარდ დოლარამდე) იქნა გამოყოფილი. არმიის მოდერნიზება როგორც ეს ჩვენს ხელისუფლებას შეეფერება ისე მიმდინარეობდა 24 საათიანი პიარით და 21-ე საუნეში შეძენილი მოდერნიზეული უძველესი რუსული T-55; ოფიცრებად დანიშნული არაპროფესიონალი კმარელებით და გიგანტური ატკატებით.
არმიაში ხელისუფლებამ სამი პიარ ილეთიდან(იხილე სამი აგურის თეორია) ორის გამოყენება დაიწყო.მართაც სჯეროდა არმიას რომ ყველაფერი კარგად არის(მაყუთი იხარჯება, ამერიკელები გვასწავლიან,და ტაკ დალეე) და მტერი კარიბჭესთანა არის. პროექტი მართლაც წარმატებული იყო ა არმია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ნოემბრის მოვლენების დროს აქციების დარბევაში მათ ხომ სჯეროდათ რომ მავანი ცდილობს დაანგრიოს ედემი და შემოიყვანოს მტერი. მაგრამ აგვისტოს ომმა ხელისუფლებას დააკარგვინა არმია, კარგად გამოჩნდა რომ ფული წყალში იყო გადაყრილი და მორალურად, ტექნიკურად და ყველანაირად დაჩლუნგებულმა მტერმა უპრობლემოდ მოუგო ზეთანამედროვე ქართულ არმიას,შემდეგ იყო შეცდომები რომლებმაც კიდევ უფრო გაარღმავა ანტაგონიზმი არმიასა და ხელისუფლებას შორის, ხელისუფლებას დაიწყო ჯარისკაცების დაპატიმრება და მათთვის არასასურველი ხალხის გამოყრა არმიიდან, ხოლო შემდეგ კი ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა იქნა დაშვებული არმიაში სადაც სადღეგრძელოების ტყვეობაშია 98 პროცენტი მსახურების დაუწყეს საუბარი რომ ქართველები და არმია არაფრად ვარგა., შედეგად მუხროვანის კურიოზი და არმიაში სასწრაფოდ გადასროლილი ახალაია. არმია დღეს იკავებს იმ პოზიციას რაც უნდა ჰქონდეს ის რეალურად ნეიტრალურია და უფრო ოპოზიციისკენ გადაიხარა, ოპოზიციაში ხომ სადღეგრძელოები უფრო მეტად ფასობს.

2. ქართველი ხალხი უფრო რადიკალურია ვიდრე ოპოზიცია.
ის რომ ქართველები უფრო რადიკალურები იყვნენ ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლები ამაზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი სხვადასხვა უწყებებში თუ მასმედიაში, სწორედ ამიტომ იყო რომ გრანდიოზული მიტინგების შემდეგ მუხტი მალე ეცემოდა და თუ ერთ დღეს 60 ათასი გამოდიოდა მეორე დღეს უკვე 2 ათასი კაციც კი სანატრელი იყო. ამ მოვლენის ახსნას როგორც ხდება ხოლმე რაღაც მარაზმებით ცდილობდნენ დაწყებული დროშების არასაკმარისი რაოდენობით და დამთავრებული ცუდი ოპოზიციით მაგრამ დღეს უკვე ქართველების ფსიქოტიპზე დაკვირვებით შეიძლება სწორი დაკვნების გაკეთება.
ვაღიაროთ ჩვენ არ გვიყვარს ჩმორები,არ ვცემთ პატივს იმ ხალხს ვისაც მთელი აპრილი ცემდა ხელისუფლება მაგრამ როდესაც ვნახეთ თუ როგორ ცემეს ოპოზიციის მოხმრეებმა ხელისუფლების წარმომადგნენლები ყველას გვესიამოვნა, თუნდა ეს ერთეულოვანი შემთხვევა იყო.
7 ნოემბერს გგონიათ იქ ხალხი იმიტომ გავიდა რომ უსამართლობა, მანამდეც ხომ ხედავდა უსამართლობას რატომ არ გადიოდა??? იმიტომ რომ ჩვენ უსამართლობა კი არ გვაღელვებს არამედ უბრალოდ არ გვიყვარს მხოლოდ ჩაგრულები,ჩვენ მოგვწონს ვაჟკაცი ჩაგრულები, გალიაში ჩასმული ბულბულები, ხალხი ვისაც მოექცნენ უსამართლოდ მაგრამ ამ ადამიანმა მისი საქციელით თავი არ დაუხარა. განა ამიტომ არ მოგვწონდა უთანასწორო ბრძოლაში იყვნენ ჩაბმული ქურდები,მათ ხომ მითურ მონსტრ არ დაუხარეს თავი. ამიტომაც როდესაც დავინახეთ თუ როგორც სცემდა ხელკეტიანი ჯარისკაცი ჩვენნაირს და ის ცდილობდა ეპასუხა იმ წუთას მოგვინდა გარეთ გასვლა,მოგვინდ ჩვენს გვესროლა ქვა. ჩვენ ხომ მანამდე მხოლოდ გალახულებს ვნახულობდით ტელევიზორში რომლებიც საჩვენებლად გვეცოდებოდა მაგრამ შინაგან გვქონდა იმის შეგრძნება რომ ესენი თუ თავს ვერ იცავენ მაშინ რა ჩემი რა პრობლემაა.
9 აპრილის მოვლენებმა ოპოზიციის ლიდერებს არაცნობიერად უჩვენა რომ საჭიროა მცირე შეტაკებები და მუხტი არ დავარდება ამიტომაც მიმდინარეობს მუდმივი გართულება სიტუაციის. ოპოზიციამ ისწავლა მუხტის მართვა რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა.

3. ეკლესია არ არის პოლიტიკური სუბიექტი.
როგორც იქნა მიხვდა ჩვენი პოლიტ ოპოზიცია რომ ეკლესია არ არის პოლიტიკური სუბიექტი და მისგან არ უნდა ელოდოს გადამწყვეტ მხარდაჭერას, ილუზია რომ ილია მეორე გამოვა და დატუქსავს რომელიმე მხარეს გამოკვეთილად როგორც იქნა გაქრა, მოსწონს თუ არა მავანს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პროსახელისუფლებო, თუნდაც იმ ტოიოტა ლანდ კრუიზერების ხარჯზე რომლების იმ ბედნიერ ნოემბერში მიიღეს. ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს მავანს უაზრო ილუზიებიდან განთავსუფლდეს და 70 ათასი კაცი არ აბოდიალოს სამებამდე.

ეს არის სამი ძირითადი პოზიტივი რაც დავინახე. ნეგატივს რაც შეეხება ის გაცილებით მეტია და მაგაზე შემდეგ თემაში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s