უხილავ მონსტრებთან ბრძოლა

 ძალიან უცნაურია რამ არის ქართული ვირტუალური სივრცე, იმდენად განსხვავდება ქართული ვირტუალური და რეალური ცხოვრება ერთმანეთისგან რომ ხანდახან მიკვირს ხოლმე ნუთუ ეს ყველაფერი  ერთ ქვეყანაში ხდება ??? რეალურ ცხოვრებაში პრობლემები ხომ თავზე საყრელია მაგრამ როგორღაც ახერხევს(ვახერხებთ) ჩვენი ფორუმები და ბლოგები ოსტატურად ავუაროთ რეალურ პრობლემებს გვერდი და ვებრძოლოთ “უხილავ  მონსტრებს”

 მაგრამ  განსაკუთრებით მომწონს ხოლმე როდესაც ქალიშვილობასთან ბრძოლის დროშით ისეთი ხალხი გამოდის რომლებსაც დარწმუნებული ვარ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთანაც კი შეექნებოდათ პრობლემა. ერთი ჩემი მეგობარი თავის წარუმატებელ სექსუალურ ცხოვრებას ამ ინსტიტუტს აბრალებს არადა პრობლემა მგონი იმაში უფროა რომ ეს მეგობარი გოგოებთან მთავარ სასაუბრო თემად ისეთ რაღაცეებს არჩევს რომ ან მაზოხისტი უნდა იყო ან კიდევ ძალიან უნდა იყოს გოგო დავალებული რომ რაიმე იქეთ განვითარების საშუალება მისცეს ურთირთობას.

ისე არ გამიგოთ რომ ან ინსტიტუტის მომხრე ვიყო, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო არც მოწინააღმდეგე ვარ, მე ჯანსაღი ურთიერთობები მომწონს და მიმაჩნია რომ სექსი ამ ჯანსაღი ურთიერთობების ნაწილია მაგრამ სულაც არ მომწონს როდესაც ჩვენთან ანტიქალიშვილობა მავანს იულია ავგუსტოვნას რეკორდების გაუმჯობესება რომ ჰგონია.

არადა რეალ ცხოვრებაში ეს პრობლემა იმდენად გაზვიადებულია რომ ბევრი ვინც არასოდეს დაფიქრებულა ამ პრობლემის არსებობაზე ისინიც კი ფიქრდებიან ხოლმე. აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრი ნორმალური ბიჭს უკვე კომპლექსიც კი გაუჩნდა ამ თემის ირგვლივ. არადა სასაცილოა მეტი არაფერი.


მეორე უხილავი მონსტრი ეს მართლმადიდებლ მშობელთა კავშირი და მსგავსი სიბნელის რაინდებია, უნდა ვაღიარო ერთ გარემოს დამცველების ფორუმზე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ამ ალიანსის ფანკლაბი ჩამოაყალიბა და ბატონი ავთანდილ უნგიაძე(წმინდა იყოს მის სახელი) აპიარა, ამ ცოდვას ახლა უკვე საჯაროდ ვინანიებ, დროთა განმავლობაში მივხდი თუ რაოდენ უაზრო და არაფრის მომცემი იყო დაპირისპირება მავან მცირეოდენობის რადიკალებთან, მათთან ბრძოლა უშედეგო იყო, ჯერ ერთი როგორც წესი ამ დაპირისპირების შედეგად მხოლოდ ის ხდებოდა რომ სიბნელის რაინდები რწმუნდებოდნენ თავიანთ ღვთიურ მისიაში და ის რომ მათი ბრძოლა სამართლიანია , ხოლო მეორე ერთი გამოსწორებულის ადგილას მყისიერად იკავებს მეორე, უწყვეტი ჯაჭვის გაწყვეტას კი სხვანაირი რამ სჭირდება რეალში.

მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ ახლახანს დავფიქრდი რომ მათი პრობლემა რადიკალიზმში კი არ არის არამედ იმ სოციალურ ბაზისში რომელმაც ეს ხალხი წარმოქმნა, უშედეგოა ბრძოლა სარეველა ბალახთან თუ ფესვებიდან არ ამოძირკვავ ბალახს, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც ეს ხალხი მათი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებული გახდა მოეძებნა მტერი, ასეთ დროს ვინ ჩანს ხოლმე მტრად??? ის ხალხი ვინც მათ ერთადერთ ნუგეშს დასცინის და მიიჩნევს რომ სისულელეა(თუნდაც ასე იყოს). ამ ხალხის პრობლემა იმ სისტემაშია რომელმაც აიძულა ჩვეულებრივი ობივატელები სხვადასხვა საეჭვო ღირებულების რადიკალებს მიერთებოდნენ, მოდით დავფიქრდეთ ვინ უფრო მეტად ზიანის მომტანია ჩინოვნიკი რომელმაც მოიპარა ასობით მილიონი ლარი და ამის შედეგად ათიათასობით ადამიანს მიაყენა ზარალი, ხოლო ამ ადამიანებმა არ იციან რა ვინ არის მათი მტერი და სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს მავანი რომელიც მათ გამოიყენებს და მტრად მიუთითებს არა მავან ჩინოვნიკს არამედ იმ ფასეულობებს რომელთა მტრული განწყობილება მხოლოდ ავთანდილ უნგიაძის(დაილოცოს მისი წმინდა სახელი) ღვაებრივი სიბნელით განათებულ თავშია.


უხილავი მონსტრებიდან კიდევ ერთი გამორჩეული მონსტრი რუსეთი და მისი იმპერიალიზმია, მოდით სანამ ამ ნახევრად ხილულ მონსტრზე გადავალ ჩემს პოზიციას დავაფქსირებ რუსეთის მიმართ, მრავალი წელია რუსეთუმეს იარლიყი მაქვს იმიტომ რომ ადრე სოციალისტი ვიყავი კომუნისტური უკლონით და ახლა კომუნისტი ვარ ბოლშევიკური უკლონით, ამიტომაც ლამის ყველამ მომაწერა რუსეთუმეს იარლიყი, ჩვენთან ხომ კომუნიზმი აუცილებლად რუსეთთან ასოცირებული მოვლენა ჰგონია და აზრი არ აქვს იმის მტკიცებას რომ დღევანდელი რუსეთი ყველაზე ნათელი დადასტურებაა კაპიტალიზმის გულისამრეობის და ნაციონალიზმის უაზრობის??? მე კი ვაღიარებ არ მძულს რუსეთი, რუსულად ვკითხულობ ყველაფერს, რუსულ არხებს ვუყურებ და რუსულ ხუმრობებზე ვკაიფობ უმაგრესად, ევროპის ჩემპიონატის დროსაც რუსეთს ვგულშემატკივრობდი და ბევრი რუსი მემარცხენე მეგობარიც მყავს. მაგრამ ამჟამინდელი რუსეთის ნაციონალისტურ ოლიგარქიული მთავრობა ამერიკის და საქართველოს მერე ჩემთვის ყველაზე უფრო საძულველია, ამ ხალხმა დაანგრია სისტემა რომლის მოდერნიზირებით იყო საშუალება შემქნილიყო მართლა კარგი სახელმწიფო და მათ ადგილას შემქნა კორუფციაში და ხალხის ძარცვა გლეჯაში გაწაფული ოლიგარქია.ასეთი სისტემის სიყვარულს კი დედამიწის ზურგზე ვერანაირი ჯილდო ვერ მაიძულებს.

ახლა თვითონ მონსტრზე გადავიდეთ ეს მონსტრი უნდა ვაღიარო მრავალი წელი უხილავი იყო მაგრამ როგორც ქართული ანდაზიდან გამომდინარეობს შეძახილმა ხე გაახმოო ასე დაგვემართა ჩვენც იმდენი ვეძახეთ რუსებს ოკუპანტი და სხვა რომ საბოლოოდ უკვე სრული სიამოვნებით შეგვიძლია ვაღიაროთ რომ ამის სრული საფუძველი გვაქვს….როგორც იქნა უხილავი მონსტრი ხილულ გველეშაპად გადაიქცა ხოლო ჩვენი საზოგადოება კი დაახლოებით ქუთაისური ანეგდოტის გმირს დაემსგავსა , წყლის დასალავეად მიმავალი გმირი გზაში გველეშაპს რომ დაინახავს და თავს დაესხმება რათა წყალი გაანთავისუფლოს და შუა ბრძოლაში ურჩხულის შეკითხვაზე რა გინდაო რომ პასუხობს წყალიო, ხოლო გველეშაპის პასუხზე მიდი მერე დალიე საქმე დაგელიაო მხარს რომ აიჩეჩავს…აი ასე აჩვენი საქმე იმის მაგივრად რომ რეალური პრობლემების მოვაგვაროთ მთელი დღეები თვით ისეთი განათლებული ხალხიც კი სათვალეები რომ უკეთიათ და ბლანჟეც კი აქვთ ზიან და ყველა ხილულ თუ უხილავ პრობლემას დიდ რუსულ ხელს აბრალებენ, ამასობაში კი გადის დრო და რუსეთი ისევ არ დაშლილა და ჰოი საოცრებავ არც ნავთობი ამოლეულა. ხოლო საქართველო პატარავდება როგორც მოსახლეობის რაოდენობით ისე დამთავრებული ტერიტორებით.

ყველაზე საოცარი ულიხავი მონსტრი საბჭოთა კავშირია, ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია სუბიექტურია რა ჩემი დამოკიდებულების გამო მაგრამ სასაცილო არ არის როდესაც 24 წლის ბიჭი დაიწყებს კაიფს მისი ჭკუით 37 მანეთიან ფრენაზე მოსკოვში??? გეგონება ეს არამარტო მოსწრებია და ახსოვს ლამაზი რუსი ქალების რეალური თუ ირეალური გემო, არამედ კვირაში ორჯერ მაინც დაფრინავდა მოსკოვში წვერის გასაპარსად. უნდა ვაღიაროთ რომ ხალხი ვინც ამას მისტირის პირადად მე მეცოდება იმიტომ რომ მათ ხომ რეალურად სისტემის დანგრევის შემდეგ არავინ დააყენა და უთხრა რომ ახალი ”უკეთესი” სისტემის შედეგად მათ არც ღირსეული სიბერე ექნებოდათ, არც ჯანმრთელობის გარანტიები, ხოლო უზრუნველყოფილი მომავალიც მხოლოდ მცირერიცხოვან ბანკირებს, სნობებს და ისევ ძველ კომუნისტურ ელიტას ექნებოდა??? არა მათ ეს არავინ არ უთხრა, მათ უთხრეს რომ ექნებოდათ თავისუფლება და ექნებოდათ არჩევანის უფლება რაც ასე აკლდათ ძველ დამპალ სისტემაში, ცვლილებების შედეგად ადრე თუ ვიღაც უნიშნავდა ერთ არაკაცს და ადამიანური ცხოვრება ჰქონდა ახლა უკვე თავად აქვს არჩევანი სულით ავადმყოფებსა და არაკაცებს შორის ოღონდ ცუდი ცხოვრების პირობებში, ასე რომ ამ ხალხზეც დაცინვა უადგილოა იმიტომ რომ მათი პრობლემა არა მათ აზროვნებაშია არამედ კვლავ ამ დაწყევლილ სისტემაშის სადაც მათი ადგილი უბრალოდ არ მოიძებნა.

კიდევ ბევრი უხილავი მონსტრია დაწყებული მასონებიდან, თავისუფლების ინსტიტუტიდან და დამთავრებული ცისფერებიდან მაგრამ ეს ისეთი მონსტრებია რომლებზეც ჩვეულებრივი რიგითი ობივატელები მსჯელობენ მე კი დღეს ”ელიტად” წოდებულთა უხილავ მოსტრებზე მქონდა საუბარი იმიტომ რომ თუ მათ აქვთ რაღაც უფრო დიდზე პრეტენზიები ვიდრე მავან გივის მაშინ არ უნდა ჰქონდეთ იდენტური მონსტრები ოღონდ სხვა შეფერილობით ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავებს.

5 thoughts on “უხილავ მონსტრებთან ბრძოლა

  1. ediscourse

    ყოჩაღ, საკმაოდ კარგი მიმოხილვაა.
    არ ველოდი )))

    ხვალიუ, ხვალიუ. ეგრე გააგრძელე.

    მოდუსი.

  2. ediscourse

    “ცხელ შოკოლადში” ჩემი სტატია იქნება დაახლოებით ამ თემაზე, ოღონდ იქ საქმე საფრანგეთს, სარკოზის და მუსლიმებს ეხებათ.

    გადახედე, როცა გამოვა.

  3. Sophie Golden

    Haleluiah! გამიხარდა ეს პოსტი და სულ მინდოდა რაღაც მეთქვა და ბარემ დავწერ. სწორედ, ამაზე მქონდა მე დიდი კამათი ზოგ-ზოგიერთებთან, 20-25 წლის ბალღებთან, მართლა 37 მანეთზე იცინიან და ამ დროს თბილისს არ გასცდენიან, იმიტომ, რომ დღეს 37 ლარად ბათუმს ვერ გასცდები. ყველაფერში გეთანხმები, აბსოლუტურად ყველა პუნქტში და თავიდან აღარ მოვყვები. უბრალოდ, საწყალი ადამიანები ვერ არჩევენ, რა არის სინამდვილეში თავისუფლება და მონობა ურჩევნიათ. მე უკვე ჩავიქნიე ხელი, თუკი ასეთი ზომბები არიან, იყვნენ.

  4. Anonymous

    ეორე უხილავი მონსტრი ეს მართლმადიდებლ მშობელთა კავშირი და მსგავსი სიბნელის რაინდებია, უნდა ვაღიარო ერთ გარემოს დამცველების ფორუმზე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ამ ალიანსის ფანკლაბი ჩამოაყალიბა და ბატონი ავთანდილ უნგიაძე(წმინდა იყოს მის სახელი) აპიარა, ამ ცოდვას ახლა უკვე საჯაროდ ვინანიებ, დროთა განმავლობაში მივხდი თუ რაოდენ უაზრო და არაფრის მომცემი იყო დაპირისპირება მავან მცირეოდენობის რადიკალებთან, მათთან ბრძოლა უშედეგო იყო, ჯერ ერთი როგორც წესი ამ დაპირისპირების შედეგად მხოლოდ ის ხდებოდა რომ სიბნელის რაინდები რწმუნდებოდნენ თავიანთ ღვთიურ მისიაში და ის რომ მათი ბრძოლა სამართლიანია , ხოლო მეორე ერთი გამოსწორებულის ადგილას მყისიერად იკავებს მეორე, უწყვეტი ჯაჭვის გაწყვეტას კი სხვანაირი რამ სჭირდება რეალში.

    ზუსტად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s