მემარცხენე ილუზიები

ავტორი: ჩეგესტო


ამდღეს მზე გამოვიდა .. რათქმაუნდა აისახა ხასიათზე ეს ყველაფერი, სიხარული, მოჩვენებითი ბედნიერების 12 საათიანი სიმულაცია იმდენად გადმოეფარა ჩვენს ცნობიერს თითქოს წარსული არ ყოფილა, წარსული არ არსებობს.

ყვავილების სურნელი ჩუმ ნიავს მოაქვს ჩვენამდე, გვეუფლება სიმშვიდე , სიმშვიდე, სიმშვიდე!! პროტესტი ქრება წამით ლამაზი ფიქრების ოცნებებში გადაზრდის მომენტი იმდენად შეუმჩნევლად დაეუფლა ჩემს გონებას ვერც კი ვხვდები, როგორ გადამეზარდა პაუზა ფანტაზიის მონოტონური გაქანება დიდ და უტოპიურ იდეებში.ამ დროს მე ვფიქრობ , ვფიქრობ , … …ვფიქრობ ბევრს …ზედმეტად ბევრს …… სად პოულობს ბედნიერებას ადამიანი… ? გართობა ? ქალები? რათქმაუნდა !….. იქნებ საუბარი ….. საუბარი ყველაფერზე, საუბარი იდეებზე , საუბარი რომელიც იმდენად იტაცებს ჩვენს დარდებს და მას შორს ჩვენი გონების სამყაროს კიდეზე საიდანაც დასასრულო მოჩანს, მიუჩენს ადგილს . ფანტაზია, რომელიც ასე უსაზღვროდ შეიძლება გაგექცეს ადამიანს და ცოტახნით მოწყდე რეალობას რომელიც გღრნის გფიტავს და ბოლოს ემოციურად დაცლილს საწოლის კიდეზე მიგაგდებს უმოწყალოდ.

ვისაუბროთ!! გავექცეთ ყოველდღიურ კატაკლიზმებს ოცნებების უსასრულობაში სადაც ფიზიკის კანონები არ არსებობს, აქ მე ჩიტივით შემიძლია ვიფრინო……ვიფრინო ლაღად ვერაფერი შემაჩერებს მე აქ ყველაზე ძლიერი ვარ! ამ იდეების სამოთხეს წუთით გადაუფრენ და დავფიქრდები ისევ!!მე შევძლებ ვაქციო ეს რეალობად ……მე შემიძლია!! თქვენთან ერთად!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s