რუსეთი ჩვენი თვითილუსტრაციის

რუსეთი. ეს არის თემა რომელიც აღელვებს ყველას:

ფორუმებს, იმიტომ რომ მოდერები არიან ანტირუსული ისტერიით შეპყრობილნი და ეგოს ახარებენ ასეთი თემების არსებობით. მთავრობას, იმიტომ რომ რაღაცაზე ხომ უნდა გადაიტანონ ყურადღება. ნაციონალისტებს, იმიტომ რომ თვითიდენტიფიცირება რამე ჯგუფთან ხომ უნდა მოახდინონ, მე იმიტომ რომ რუსეთუმეს მეძახიან ჩემი რომ მემარცხენეობის გამო და ტაქსის მძღოლებს მონატრებულებს უზრუნველი არაკაპიტალისტური ცხოვრებას.

ჩვენთან რუსეთის მიმართ რამდენიმე ჩამოყალიბებული პოზივია წინასწარ მინდა ვთქვა რომ არც ერთი ჩვენ ანუ მემარცხნეებს არაფერში გამოგვადგება და დროა რაიმე ჩვენეური ადეკვატური რეალობასთან ჩამოვაყალიბოთ, მოდით დავიწყოთ არსებული აზრების განხილვა. პირველი აზრი რომელიც საერთოდ რუსეთის მიმართ ისმოდა ეს იყო ორი რუსეთის არსებობა, ნუ ეს გულისხმობდა რომ არსებობდა ერთი ბოროტი იმპერიალისტური რუსეთი(იმპერიალიზმის არამარქსისტული გაგებით) და არსებობდა მეორე ინტელიგენტური რუსეთი, ნუ უნდა ვაღიარო რომ ჩემთვის არსებობს ცდუნება ამ თეორიის სასარგებლოდ, ნუ ალბათ ჩეამჩნევდით რომ ამ თეორიას აშკარად დაჰკრავს მარქსისტული სუნი მაგრამ, ეს თეორია არასწორია თანამედროვე გაგებით არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს, თუ არსებობს რუსეთი აშკარად უფრო მეტია ვიდრე ორი კლასი თუ სოციალური ჯგუფი, თანაც იმპერიალისტური იდეები აშკარად ჩვენებური შეთქმულების თეორიაა.თან შარშანდელმა 08.08.08 თუ ჩვენეულმა 07.08.08 ეს პოზიცია გაანადგურა და მისკენ შებრუნებ წამგებიანია.

მეორე მოსაზრება ეს არის მართლმორწმუნე ძმების კონფეფცია, ამ თეორიას ჩვენი ეკლესია ავრცელებს და რეგიონალური მორწმუნე მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი იზიარებს მაგრამ ჩვენთვის ეს მოსაზრება ცოტა არ იყოს შორს დგას, ერთი მარტივი მიზეზის გამო ჩვენი რწმენა გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ რომ ათეისტური თუ არ არის უმრავლესობის ღრმად არარელიგიურია(ნუ გამონაკლისები ბუნებრივია არის, მათ შორის ამ ბლოგის ერთ ავტორიც), მაგრამ რელიგიას თავი დავანებოთ და რუსეთზე დაბრალება რელიგიურობის ამ ქვეყნის ღრმად არცოდნაა, რუსეთი არარელიგიური ქვეყანაა და ეს არცთუ ისე ცუდია. ასე რომ ეს თეზისიც არ არის სწორი.თან ”ჩვენი” მართლმადიდებლობა განსსხვავებით ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის კათოლიციზმისგან არასოდეს ყოფილა შემჩნეული მემარცხენე იდეების მხარდაჭერაში.


მესამე მოსაზრება ეს არის რუსეთი როგორც უფროსი ძმა, ნუ რუსეთის როლი თუ ისტორია იცი რთულია უარყო(ქვეყნის გაერთიანება, განმანათლებლობა და სხვა რაღაც-რუღაცეები) მაგრამ რუსეთუ ყველაზე უხეირო უფროსი ძმაა ნებისმიერ სხვა ანალოგიურ როლის ქვეყნებთან შედარებით, რომ შეადარო ჩვენი ახლანდელი კოლონიზატორის ამერიკის და რუსეთის მოქმედება ხარხარი აგიტყდება, ავიღოთ რუსეთის გავლენის აგენტურა, გიორგაძის საწყალი მომხრეების სახით და ანალოგიური ამერიკული გავლენის ბლანჟიანი ძიები, მეორეების ფონზე სამწუხაროა თუ სასაცილო და იგორ გიორგაძის მომხრეებ არარაობად მოსჩანან. სუფთა პრაქტიკული სახით ყოველგვარი მორალური ქვეტექსტებიდან ტიპა ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს და ტაკ დალეეს გამორიცხვით რუსეთი ამ კონტექტსში არ გამოდგება. თან ის დიდი სახელმწიფო სადაც ქართველი ხალხი მთელ სხვა ანალოგიურ ”მოძმე” ერებთან შედარებით კარგად ცხოვრობდა აღარ არსებობს და რაც უნდა მინდოდეს აღარ იარსებებს, ასე მოსჩანს ასე და არც ახალი ლენინ-ტროცკი ჩანს რომ ეს ასე არ იყოს. ასე რომ რუსეთთის როლი როგორც უფროსი ძმის არამარტო განუხორციელებელია არამედ ჩვენთვის და ნებისმიერი სხვისთვის მყისირეი მარგინალიზაციის მანიშნებელია.

დანარჩენ თეორიებს არ ჩამოვთვლი იმიტომ რომ მათი უმრავლესობა როგორც წესი ვიწრო ნაციონალისტურია და ფაშისტური ფესვები მოჩანს შორიახლოს, მოკლედ ამხანაგებო! მეგობრებო! თუ როგორც გინდათ ისე დაირქვით თავი ჩვენ თუ დროზე არ ჩამოვყალიბდებით დრო გადის და ჩვენს გვერდით ყალიბდება ფაშისტური ყაიდის იდეოლოგია,გგონიათ არა, გადახედეტ ფორუმებს, თქვენს მეგობრებს, ტელევიზიებს(ხოლო ტელევიზიებს რა როლის თამაში შეუძლია ეს ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი)და უბრალოდ მასას რომელთა აზროვნება რაც არ უნდა სასაცილო არ იყოს დროთა განმავლობაში სასაცილოდან საგანგაშომდე დადის, დღეს თუ რუსებს ღორებს ეძახიან ხვალ უკვე ნადირობას დაიწყებენ არა რუსებზე არა სხვას ნახავენ,ჩვენს ქვეყანაში კი არ არის რთული სხვა ერის შვილების მოძებნა, ახლა როდესაც ვკითხულობ ძველ ჩანაწერებს 30 იანი წლების თუ სამხრეთ ამერიკის ფაშისტურამდელ სახელმწიფოებზე ვაი რომ ძალიან ბევრი საერთო კონტექსტია. ნუ შეგვეშინდება იარლიყების, ნუ შეგვეშინდება იმის რომ შეიძლება მავანმა ვერ გაგვიგოს, ჩვენი ბრძოლა სამართლიანია თუ ამას ჩვენ დავიჯერებთ მოდით შევიმუშავოთ ჩვენი სტრატეგია ჩვენს დიდ მეზობელთან მიმართებაში. ველოდები თქვენს გამოხმაურებას(გული მიგრძნობს რომ შეიძლება დაიკიდოს ბევრმა იმიტომ რომ …) დრო გადის და ჩვენს თვალწინ არამარტო ფაშიზმი იწყებს აყვავებას არამედ უნიჭო მლიქვნელების ახალი თაობები მძლავრდებიან და იკავებენ ჩვენს ინტელექტუალი და თავისუფალი აზროვნების მქონე(ნუ თავმდაბლობიდან თავისუფალი ვარ ვაღიარებ) ადგილს.

ახლა იმათთვის ვისი აზროვნებაც დახშულია ამ წერილის ავტორი არ არის რუსეთუმე, იმიტომ რომ მე მემარცხენე ვარ და არ მეგულება მემარცხენე როგორი იდეოლოგიის არ უნდა იყოს ის რომელსაც ახლანდელი რუსეთის მთავრობა მოეწონება, ავამდყოფი ან ძალიან დაკომპელქსებული უნდა იყო რომ ისე გძულდეს საკუთარი ხალხი რომ რუსეთის ოლიგარქიულ ნეოლიბერალური მარაზმი მოგეწონოს, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია რომ ეს არ არის ნეოლიბერალიზმი ალბათ ცდება რადგან რეალური სახე სწორედ ასეთია.

2 thoughts on “რუსეთი ჩვენი თვითილუსტრაციის

  1. nikusha/chegesto

    წავიკითხე… ჩემი აზრი გაინტერესებს???
    ჩემს პოსტთან რა შუაშია??? თუ გგონია რომ რადგან რუსეთზე დავწერე აუცილებლად რუსეთი უნდა მიყვარდეს??? მოკლედ როგორც ჩანს იმაზე უფრო სერიოზული პრობლემებია ჩვენს ვირტუალურ სივრცეში ვიდრე აქამდე მეგონა…

    არა მართლა ვერ გაგიგე შენი პოსტები ჩემს პოსტთან რა კავშირშია??? მემარცხენე ხარ??? მოკლედ პირველი შთაბეჭდილებით მგონია რომ უბრალოდ არ წაგიკიტხავს ჩემი პოსტი ან აზრი ვერ ან არ გამოიტანე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s