ოჰ ეს ”საზიზღარი” საქართველო

ახლაც მახსენდება პატარა რომ ვიყავი 7 თუ 8 წლის ძალიან მწვავედ განვიცდიდი იმას თუ რა ხდებოდა აფხაზეთში, ეს ჩემი ბავშური პროტესტი იყო, ისიც მახსოვს ერთხელ როგორ გამიხარდა როდესაც მოვისმინე ოჯახის ახლობლისგან რომ თურმე ჩვენი ჯარი მიდის წინ და უკან ხალხი მიჰყვება ჩვენ იქ დავრუნდებითო.. ეს ძალიან ადრე იყო, შემდეგ იყო პატრიოტული-ნაციონალისტური პოზიციებიდან სრული სვლა საპირისპირო მხარეს, ლამის სტუდენტობის ბოლომდე პროტესტი მქონდა ყველაფერი ქართული მიმართ… დღეს უკვე კლასიკურ მარქსისტულ ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე ვარ. მძულს ნაციონალიზმი და ინტერნაციონალისტურ(და არა კორპორატიულ გლობალისტურს) მსოფლიოს მივესალმები.

რატომ მოვაყოლე ამხელა შესავალი ჩემს ახალ პოსტს??? ისე უბრალოდ რომ უფრო კარგად გაიგოს მკითხველმა ჩემი პოზიციები. საუბარი მექნება ერთ ახალ ფენომენზე რომელიც თუ კარგად დავუკვირდებით არც ისე სიახლეა,ადრეც უეჭველი გვეყოლებოდა , ეს ფენომენი : ეროვნული მაზოხიზმია.

ალბათ ყველას მოგისმენიათ დასკვნები იმაზე რომ ქართველები არაფრად ვარგივართ(თვითონ ამას რომ ამბობს ნეპტუნელია როგორც წესი), ყველაფერში დამნაშავე მენტალიტეტია, ტრადიციებია და ასე შემდეგ, ბუნებრივია ამას გააჩნია თავისი ობიექტური საფუძველი მაგრამ კარგით რა… ნუთუ ვერ ხვდებით რომ თვით ამ კრიტიკასაც რატომღაც გასდევს ხოლმე რამდენიმე საფუძველი პირველი ეს არის ხელისუფლების პოლიტიკა(იხილე http://geoleft-marx.blogspot.com/2009/06/blog-post_9911.html) ხოლო მეორე არის მითი ქართველების ყოვლისშემძლეობაზე, არა ლოგიკა არ ამეჭრა სწორედ ამ საუბრებიდან გამომდინარეობს რომ თვით ამ ხალხსაც რეალურად აქვთ იმის შეგრძნება რომ ჩვენ ზეადამიანები ვართ, დაუკვირდით ყველა ასეთი ხალხის იდეურ წარსულს მათი დიდი ნაწილი ულტრაპატრიოტი იყო და შემდეგ შეიცვალა პოზიციები, მაგრამ მთავარი მაინც სათაურებია ”მხოლოდ საქართველოში”, გეგონება რომ მხოლოდ საქართველოში არსებობენ დემაგოგი პოლიტიკოსები, მხოლოდ საქართველოში არის უხერიო ტრადიციები, ამ ხალხს ვინც აკრიტიკებს ხოლმე ამ ტრადიციებს ვერ გაუგია რომ ქვეცნობიერად როგორც წესი თითქმის ყველა იზიარებს რომ ჩვენ გამორჩეული ერი ვართ რადგან მხოლოდ საქართველოში ხდება ასე.

თან რაც ყველაზე საკაიფოა ყველას თან ამ დროს თავი ალბათ ან ილია ჭავჭავაძედ წარმოდგენიათ ან კიდევ რაც შემაძრწუნებელია რომელიმე ლოკალურ მოღადავედ(როგორც წესი მათი იუმორი უვე ბოლის ფილმებზე უფრო მძიმე საყურებელია), რაც ყველაზე მთავარია ამ ხალხის დიდი ნაწილი 100 პროცენტით ღებულობს თანამედროვე მასკულტურას და ერთი წუთით არ შეაქვს ეჭვი მაგალითად რომელიმე თავსმოხვეულ ტრადიციაში ეჭვი, ნუთუ აუცილებელია რომ ჰელოუინი ვიზეიმო,იმიტომ რომ ამას ფილმში მავანი კინო იდოლი აკეთებს??? ეგებ ისიც ანალოგიურად მარაზმულია როგორც ქალიშვილობის ინსტიტუტი ან თუნდაც სუფრის აკადემია????

აუ ისე ვერაფრით ვისწავლე მოკლე პოსტების წერა(აშკარად ჩანს ჩემი არაპროფილური თვითგანათლების მძიმე კვალი)მაგრამ რადგან არ გამომდის დავწერ ისე როგორც ვწერ, ეროვნული მაზოხიზმი დაახლოებით ისეთივე იდიოტიზმია როგორიც ქართული ტრადიცებით სიამაყე, სუხიშვილების კონცერტზე ცრემლების ღვრა და მუდმივი საუბარი იმაზე რომ მასონებს კაცობრიობის გადარჩენის უკანასკნელი ციტადელის ”მართლმადიდებლობის” დანგრევა სურთ.

4 thoughts on “ოჰ ეს ”საზიზღარი” საქართველო

  1. Sophie Golden

    კარგი იყო.

    მე, მაინც, ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ საქართველოში სოციალიზმის ისე ეშინიათ, როგორც ცოფიანი ძაღლის. პრინციპში აშშ-შიც ასეა, იქაც ორი პარტია ლიდერობს და ხალხს ატყუებს, რომ ოცნებები ხდება 😐

    კიდევ კარგად არის საქართველო იმ პერიოდის მერე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას და სამოქალაქო ამბებს მოჰყვა 😐 ყველაფერს დრო უნდა, მოთმინება და თვინის განძრევა.

    შეიძლება ლოგიკური კომენტარი არ არის, მაგრამ პოსტმა ამის დაწერა მომანდომა.

  2. nikusha/chegesto

    კი სოფი ეშინიათ მაგრამ ეს შიში ალბათ მალე გავა, იმიტომ რომ მცირე ანალიზია საჭირო იმისთვის რომ აღმოაჩინო თუ როგორ მიესადაგება ქართულ აზროვნებას სოციალისტური შეხედულებები:)

  3. DreaMar

    ჩემი აზრით, შენ არ ითვალისწინებ იმას, რომ ქართული ტრადიციების ხშირი კრიტიკა ქართველთა მიერ გამოწვეულია:
    1) იმით, რომ ეს არის ქართველებისთვის ნაცნობი თემა. (უცხო ქვეყნის ტრადიციების გაკრიტიკებას ხომ არ დაიწყებენ. ბევრად ადვილია ილაპარაკო იმაზე, რაც იცი)
    2) ეს არის ის, რაც აწუხებთ.
    ამის მიზეზი კიდევ შეიძლება იყოს პროგრესულად მოაზროვნის იმიჯის შექმნის სურვილი :დ
    მაგრამ მე ბევრ ისეთ ადამიანსაც ვიცნობ, ვინც ზომიერია ამ საკითხში: არც თვალდახუჭული იზიარებს თავსმოხვეულ ტრადიციებს და არც უხეირო ქართულ ტრადიციებს იწონებს.

  4. geoleft

    2) ეს არის ის, რაც აწუხებთ.
    ამის მიზეზი კიდევ შეიძლება იყოს პროგრესულად მოაზროვნის იმიჯის შექმნის სურვილი :დ

    ხო მეც ასე ვფიქრობ… უბრალოდ მოდაშია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s