ოთხშაბათის სვეტი

მოკლედ დღეიდან გადავწყვიტე ყოველ ოთხშაბათ დღეს მოკლე ჩანაწერი გავაკეთო ხოლმე იმ მოვლენების რომლებიც ამ კვირაში მოხდა და მე უბრალოდ მოუცლელობის,სიზარმაცის თუ სხვა სუბიექტური მიზეზების გამო არ გავაკეთე პოსტი.

აუ ოდესმე გიყიდიათ გაზეთი ”პრაიმ-ტაიმი” ??? აუ თუ არა აუცილებლად იყიდეთ, წარმოიდგინეთ გაზეთი რომელსაც ყვითელ პრესობის ფლაგმანობაზე აქვს პრეტენზია, დაუფასებელ ცდაშია იყოს ”ცუდი” ქართული საზოგადოების დეფლორატორი და რაც მთავარია ეს არის გაზეთი სადაც ორუელის იდეების რეგენერაცია ხდება, სტატიების დიდი ნაწილი სიძულვილის 2 თუ 5 წუთის ნამდვილი განმეორებაა,აუ რაც მთავარია გაზეთში რამდენიმე ნეპტუნელი ლევანია, ხალხი რომლებიც ისე აკრიტიკებენ ქართულ ხალხს თითქოს თავად ნეპტუნიდან ჩამოსული სკაკუნები არიან, თურმე ჩვენ იმიტომ არ ვართ ევროპა რომ თურმე ცუდი ქართველი მძღოლი გზას არ უთმობს სხვას.არა სასამათლოს დამოკიდებლობა არაფერ შუაშია, ან კიდევ დემოკრატიული არჩევნები არამედ ”იმენა” ქართველი მძღოლის ურჩობაა პრობლემა…

დიდი ჟურნალისტური განათლება არ სჭირდება იმის მიხვედრას რომ როდესაც შენს რესპოდენტს უსვამ კითხვას რას ფიქრობთ ბურჯანაძის შავბნელ ფულზე ეს უკვე უბიძგებ რესპოდენტს რომ ისაუბროს ბურჯანაძის შავბნელ ფულზე, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ეს ფული მაქვს(მერე რა რომ აქვს), ჟურნალისტს ცოტა მგონი სხვა რამე მოეთხოვება

წინა კვირას ქართულ სპორტულ საზოგადეობაში რამდენიმე საინტერესო რამ მოხდა, არ გაგვიცრუა იმედები ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა და კვლავ წააგო, სამაგიეროდ როგორც იქნა რეფორმების სიომ მიაღწია ძიუდოს სამყაროს, ნაკრები რომელიც ბოლო 19 წელიწადში რეალურად ერთადერთი იყო რომელსაც რაიმე წარმატება მაინც ჰქონია მიღწეული დაადგა რეფორმირების შრომატევად და დიდებულ გზას, მალე ვიხილავთ ალბათ რეფორმების შედეგებს: რაც მთავარია გული მიგრძნობს რომ მალე კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რომ თურმე არაფერში ვარგივართ.

რატომ ვწერ ასე ქარაგმებით??? უბრალოდ საქართველოს ნაკრებიდან შოთა ხაბარელი გაუშვეს და მის ადგილას მოიყვანეს ვიღაც სხვა, ნუ რა მოხდა მერე. იასნია ნაკრებმა ვერ ითამაშა კარგად და ევროპის 4 გზის საუკეთესი მწთვნელი გაუშვეს მაგრამ საინტერესო არის ის ჭორები რომლებიც პრესაში ფიგურირებს, აქაოდა ნაკრების ლიდერებმა ხაბარელი არ გვინდაო და ვინც ხაბარელთან იჭიდავებს კოჭებს დავუხვრეტთო, ხაბარელი მაყუთს ტეხავდაო და რაც მთავარია არც ერთი მხარე არ საუბრობდა ინტერვიუებში რა ხდებოდა, უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ თუ არ რომ ჩვენი პრობლემა ისევ დახურულ კარებებშია, ბატონ ხაბარელს რომ ეთქვა რომ ჩემს ბიჭებს თავში აუვარდათო ხოლო მეორე მხარეს რომ ხაბარელი ფულში ხელს ცუდად აფათუებდაო არც კარგ მწრთვნელს დავკარგავდით და არც თავში ავარდნილი ძველი ბიჭი ძიუდოისტები გვეყოლებოდა.


ცხინვალში ქართული წიგნები დაწვეს, პირველად რეი ბრედბერი გამახსენდა, შემდეგ ორუელი და ასე შემდეგ, ამ ფაქტმა ჩემში სინანული გააღვიძა ოსები სულ უფრო მეტად ავადდებიან მცირე ერებისთვის დამახასიათებელი ნაციონალიზმით რომელიც ფაშიზმში გადადის ხოლმე, წიგნების დაწვაზე ამაზრზენი არაფერია, წარმომიდგენია იმ ოსი ინტელექტუალის განწყობა რომელიც ამას უყურებდა,რთულია როდესაც უყურებ როგორ იწვის ის რასაც შენთვის ამდენი სიამოვნება მოუტანია, ცეცხლის ალმა საუკუნეების სიბრძნე მხოლოდ იმიტომ უნდა გაანადგუროს რომ მავანთ ეს აწყობთ….


სამწუხაროდ ველოდები ჩვენს საპასუხო დარტყამს,იმპერია ხომ ყოველთვის აკეთებს საპასუხო დარტყმას, ასეთია კინოტრადიცია….სავარაუდოდ ჩვენი ჯედაები არ დაარტყამენ კლონებს და იერიშს პირდაპირ ლორდზე ანუ რუსეთზე მიიტანებენ, ველოდები დათო ტურაშვილიდან ან გია თორთლაძიდან ასეთ ინიციატივას, ნუ ესენი თუ არა იუმორისტები იმედია არ გაუცრუებენ იმედებს საზოგადეობას.

ქარულ ოპოზიციას კიდევ ზიმნაია სპიაჩკა აქვს, უკაცრავად კალკისთვის მაგრამ ქართული ანალოგია ვერაფრით გავიხსენე, ოპოზიციის მემარჯვენე სასტავი ზის და ოცნებებში ლამაზ ქართულ დემოკრატიაზე აპრავენებენ რეჟიმს ხოლო კონსევატორული წრეები კი რაღაც ისევ რეგიონების სიდიადის მითებზე საუბრობენ, ერთი ლეიბორისტები ხვდებიან რომ ოპოზიციის გასაღები სოციალურ პრობლემებშია და არა შელახულ ქართულ ღირსებაში მარგამ ლეიბები კმაყოფილნი არიან საკუთარი 12 პროცენტით და ზედემტი თავის ტკივილი არად სჭირდებათ… ისე დროა საწყლებს რაიმე რჩევა დავუწერო…

შალვა რამიშვილიც გამოსულა… იმხელა იმედით უყურებს შალვას მთელი მოინტელექტუალო ოპოზიციური წრეები რომ გეგონება აი ვიპოვეთ ჩვენი საიუდუმლო იარაღიო, მაგრამ შალვას ინტერვიუებში ერთიდ დეტალი მოსჩანს, ზედმეტად ხშირად ახსნებს ის ღმერთს, ხოლო ყოფილი ათეისტების კი მე არ მჯერა რადგან როგორც წესი ასეთი ხალხი კარგავს იმას რის გამოს ისიცნი იყვნენ გამორჩუელნი, პროტესტს, ყველაზე დიდი პროტესტი როგორც წესი ღმერთის მიმართ აქვთ ხოლმე პროტესტანტულ ადამიანებს, არ ვიცი მე არ მჯერა რომ ციხიდან ღრმად გაერუდირებული გამოსული ყოფილი პროტესტანტი რამეს შევცლის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s