ოთხშაბათის სვეტი

წინა კვირის საინტერესო მოვლენებს შორის უდაოდ ყველაზე საინტერესო უფროსი ახალიას დაჯილდოება იყო, ეს რომ ყოფილიყო სააკაშვილისეული დაჯილდოება მაშინ გასაგებია მაგრამ ახლა სულ სხვა ფაქტი მოხდა, ახალაია საპატრიარქომ დააჯილდოვა!!!ამ ფაქტმა ძალიან ბევრს იმედები გაუცრუა და ბევრიც აღაშფოთა მაგრამ საოცარი იცით რა არის??? მე ეს არ გამიკვირდა და არც ავღშფოთდი იმიტომ რომ მგონია საჭიროა ყველაფერს მისი სახელი დავარქვათ, უნდა ვაღიაროთ რომ ეკლესია საერთოდ იყო არის და იქნება მუდამ ხელისუფლების ინსტრუმენტი ხალხის მართვის, ეს თვით მებრძოლი ათეიზმის საბჭოეთში იყო და ახლა მით უმეტეს, თანაც ეკლესიისთვის რეალურად რომ ვთქვათ სულ ერთია მისი მრევლი რას აკეთებს თუ ის ისე იქცევა როგორც ახალია, რადიკალური ვარ და მკვახე??? კი მაგრამ ასეა და მგონი სჯობს ვაღიაროთ, იმიტომ კი არა რომ მე ვამბობ ამას, არამედ იმის გამო რომ რელიგიის დადებითი როლის ნიველირება არ მოხდეს, ილუზიებით ცხოვრება ქართული რეალობის ცუდი მხარეა და დროა გამოსწორდეს.

ამ ფაქტში მეორე მხარეც არსებობს, ახალაია უფროსი, განა დარწმუნებულები არ ვართ რომ ეს ადამიანი ღრმად მორწმუნე იქნება და მისი რეგიონის მღვდლები პატივში ეყოლება??? მოდით გინდათ დავენიძლავები ვინმეს რომ მალე ახალი ეკლესიაც გაჩნდება ახალაიების აშენებული და 10 წელიწადში იტყვიან როლანდ ახალაია რა კარგი ადამიანი იყო ეკლესია ააშენაო, სანამ ჩვენს ეკლესია არ იტყვის უარს შავ ფულით მიღებულ სარგებელზე მანამდე იქნებიან ახალიაები და იქნება იმედგაცრუებული მრევლი რომელიც თავს მხოლოდ თვითმოტყუებით გაამათლებს ამ ფაქტებს. ასე რომ ამ ფაქტს თავისი დადებითი მხარეც გააჩნია ეკლესიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ბიუროკრატიული აპარატი კლასად ქცეული იქნება ეს საბჭოთი თუ ეკლესია არანაკლებ გულისამრევია ვიდრე ჩვეულებრივი მჩაგვრელი კლასები.

ახლა მოდით სხვა თემებზე გადავიდეთ, წინა კვირას სუბარი ალასაინიას თანამებრძოლი გახდა, ანუ ალასანიას დიპლომატების არმია კიდევ ერთი ადაიანით გაძლიერდა, სიმართლე გითხრათ მგონია რომ ალასიანია გაძლიერდა და სუბარი კიდევ დასუტდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ალასანიამ მიიღო რეალურად რეიტინგული და ავტორიტეტი ხოლო სუბარმა კი მიიღო იმპოტენტი პარტიის ბილეთი.


მოდით კარგად ავხსნი რისი თქმა მინდა, ძალიან კარგია როდესაც პოლიტიკაში მოდიან განათლებული და დალაგებული აზროვნების მქონე ადამიანები მაგრამ ძალიან ცუდია როდესაც ასეთი ადამიანების ნაცვლად პოლიტიკაში მოდიან არა ასეთი ადამიანები, არამედ ასეთი იმიჯის მქონენი, განა ასე არ არის??? მოდით ვიყოთ გულახდილები ალასიანიას რომელ ინტერვიუს გაიხსენებდით, რომელიც ისეთივე საინტერესოა როგორც დავუშვათ ლევარ ბერძენიშვილის ან თუნდაც დათო უსუფაშვილის??? ან კარგი ვინმეს ახსენდება რაიმე ისეთი ამ ადამიანის ნათქვამი რომელშიც ინტელექტის ნატამალი იგრძნობა??? აუ ახლა არ მითხრათ ინგლისური ენის ცოდნა ინტელექტუალობაა თორემ დაგცინებთ, უბრალოდ ალასანია არის ადამიანი რომელმაც ბაზარზე ზუსტად მოარტყა ნიშას სიმპათიური, სიტყვაძუნწი ადამიანი რომელიც მოაზროვნეს გამომეტყველებით და გეგონება ახლა ისეთს იტვყის რომ მორჩა ამის შემდეგ დაიწყება ახალი ერაო მაგრამ არ ამბობს, იმიტომ რომ უბრალოდ არ იცის რა თქვას.

სუბარიც საინტერესო ფენომენია, ეს არის ადამიანი რომელმაც მართლაც ჩინებული საქციელი გააკეთა, უსამართლობაზე ხმა ამოიღო, მხოლოდ ეს არის საკმარისი რათა მის ადამიანურ მხარეზე კარგი წარმოდგენა გქონდეს მაგრამ ვერც იმას გავექცევით რომ ძალიან ბევრი მისი ნაბიჯი პოლიტიკური იყო, არა ეს ცუდი არ არის უბრალოდ ეტყობოდა რომ წინასწარ გამიზნული იყო პოსტომბუსდმენის დროისთვის, ეს დროს მოვიდა და სუბარმა ჩემი აზრით ცუდი არჩევანი გააკეთა. სააშვილის ვერ მოუგებ ბრძოლას ისე როგორც ჩვენი ბატონები ებრძვიან ეს ცუდია, მაგრამ ეს ის შემთხვევა როდესაც პირადად მე გამიხარდება თუ ჩემი სკეპტიციმზი არ გამართლდება.

წინა კვირას კარგი დასკვნა გამიკეთებია, შალავა რამიშვილი ისე მოიქცა როგორც ვივარაუდე, მეგობრები დამცინიან და მეკაიფებიან იმის გამო რომ კვირის განმავლობაში ლამის მთელ ყვითელ გაზეთებს თუ ჟურნალებს ვყიდულობ, ამას გააჩნია თავისი ახსნა ერთია პოლიტიკური საუბარი და მეორეა ის თუ რას ამბობს ადამიანი ასეთ იდიუტურ არაკვალიფიციურ ინტერიუებში, ქვეტექსტებით ბევრი რამის წაკითხვაა შესაძლებელი ასე იყო შალვას შემთხვევაშიც, ძალიან ხმამაღლა ყვიროდა მისი აზრები თუ დაუკვირდებოდი რომ შალვა აღარ იყო ის ვინც ჩვენ გვეგონა ან უბრალოდ დავაბრალეთ.

შესაძლოა ამის მიზეზი ის იყო რომ რადიკალი შალვა ციხესი გარიყეს და არც ერთმა მისმა თანამებრძოლმა არ მოინახულა, ასევე ისიც რომ მის გვერდით მხოლოდ ის ხალხი დადგა რომლებიც კონფორმისტები უფრო არიან ვიდრე ნონკონფორმისტები, ასეა თუ ისეა შალვა ისეთ რადიკალად გადაიქცა რომელიც სისტემაში ჯდება და მისი ადგილი მატრიცის ანალოგიურად წინასწარ არის განსაზღვრული. მაგრამ არის ერთი მომენტიც, მცირე ისტორიულ პასაჟს გავაკეთებ 1990 წელს ლანჩხუთის გურია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა ეს დღევანდელი საზომებით იგივეა რაც ბოლნისის სიონი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მაგრამ ამ ადამიანებმა უარი თქვეს ჩემპიონატში თამაშზე პატრიოტული მოტივებით და ითამაშეს საქართველოს ჩემპიონატში, დღეს მათი სახელები გამძაფრებული საფეხბურთო მეხსიერების მქონე გულშემატკივრების გარდა ლამის არავის ახსოვს, მეორე მხრივ კი კახა ცხადაძე მოსკოვში დარჩა და მისი კარიერა იქ გააგრძელა, რამდენიმე წელი მოღალატე იყო მაგრამ დღეს ის საქართველოს ნაკრების საუკეთესო კაპიტანად მიიჩნევა და მისი კარიერა სანატრელია, ასე რომ ნუ განვსჯით ზემდეტად შალვას, მე ჩემი აზრი მაქვს და გული მწყდება რომ კარგი რადიკალი დაიკარგა მაგრამ ეგებ უკეთესი აღმოჩნდება. იმედია ასეთი შედევრები ყველაფრის მიუხედავად ისევ გაკეთდება

დღეს ძალიან დიდი პოსტი გამომივა და წინასწარ გიხდით ბოდიშ ერთ-ერთ მთავარ წეს ვარღვევ ბლოგინგის მაგრამ გავარტყი წესებს, იმედია გამიგებთ სათქმელი კიდევ მაქვს, ნუ გაგიმხილეთ რომ ყვითელი პრესის ფანი ვარ და ამით ჩემს არშემდგარ ფსიქოლოგიურ ჭიას ვახარებ, წინა კვირის ”ყვითელი” მოვლენებიდან საინტერესო ორი წიგნი არის, პირველი ვინმე კლარა აბრამიას და მეორე ლალი მოროშკინას, პირველი წიგნი როგორც აღმოჩნდა ადრეული წლების საბჭოეთის და შემდგომი დამოუკიდებლობის წლებს ეხება მეორე კიდევ ერთი ცნობილი ქალის განცდებია რომელიც მთლიანად 2003 წლის შემდგომ პერიოდს ეხება.

საკაიფო იყო აბრამიას ინტერვიუ, რომელშიც ეს ქალბატონი აცხადებს რომ ნუგზარ საჯაიაზე დაბრალებული არატრადიციული ორიენტაცია ტყუილი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ იცით რაზე მეცინებოდა დადებითი პერსონები ყველა ”იაზე” მთავრებოდა(ახალაია,საჯაია) და ცუდები კიდევ ძეზე ან შვილზე, მოკლედ ტრადიციული ქართული კლანურობა, ასეთია ჩემი ქვეტექსტებიდან ამოკითხული აზრი.წიგნზე აზრის შესაქმენელად კიდევ კი ეს საკმარისია, ვისაც მოსწონს წიგნები ტიპა სტალინმა მისი მომხრეები მხოლოდ იმიტომ დახოცა რომ ებრაურ სიონიზმს ებრძოდაო გზა ხსნილია.

მეორე წიგნში კი ლალი მოროშკინას ცხოვრებაა, მგონი ამ ქალბატონმა სწორად მოარტყა მართალია ბევრი გააკრიტიკებს და დასცინებს და სხვადასხვა ეპიტეთებსაც შეამკობს მაგრამ ფაქტია ინტერესი გამოიწვია და სწორედ განმკითხავები წაიკითხავენ, წიგნზე დიდი წარმოდგენის არ ვარ და არც წავიკითხვას მაგრამ ფაქტია ამ ქალბატონმა საინტერესო ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი.

წინა კვირას კიდევ დაიწყო საუბარი სტალინის ძეგლი დემონტაჟზე, მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო ერთ ვიტყვი რომ თუ ეს მოხდება ეს იქნება ცუდი ნიშანი მომავალი მთავრობებისთვის იმიტომ რომ პირადად მე მაგალითად თუ ოდესმე მთავრობაში ვიქნები ჯავრს ერთ რუსული იმპერიის პოლკოვნიკზე ვიყრი რომელიც თურმე გმირი იმიტომ ყოფილა რომ ბოლშევიკებმა როდესაც თავადებს არცთუ დელიკატურად მიუჩინეს მათი კუთვნილი ადგილი ბრძოლა დაიწყო სისტემის წინააღმდეგ, მოკლედ თავი რომ დავანებოთ იმას რომ პიროვნებები არ ქმნიან ისტორიას და ეს დემონტაჟი ვერაფრით შევცლის იმ ფაქტს რომ იმ დროსაც კი მილიონობით ადამიანი ეთაყვანებოდა სტალინს მინიმუმ იმის შანს გვაძლევს მომავალ მთავრობებს რომ ჩვენთვის არასაჭირო ისტორიული პერსონები მოვთხაროთ.

ველოდებით შემდეგ კვირას მგონია კიდევ უფრო საინტერესო მოვლენები გველოდება წინ, ეგებ გაიღვიძოს მძინერე მზეთუნახავმა, ოპოზიციამ და რაიმე გააკეთოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s