წინა კვირაში მოხმდარმა მოვლენებმა არაერთგვაროვანი დასკვნები დამიტოვა, დაწყებული მეტად პარადოქსალური დასკვნით. იმედგაცრუებული ვარ იმის გამო რომ ჩვენი საზოგადოება არაფრის გამკეთელია, მხოლოდ პროტესტი ისიც იმდენად უპრობლემოდ მოგვარებადი რომ შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ”უცნობი მამები” მინიმალური თავისტკივილის გარეშე ახერხებენ ნებისმიერი სირთულის, ერთი შეხედვით გადაუწყვეტავი პრობლემის გადაწყვეტას, ნებისმიერ საქციელზე შეიძლება წინასწარ განსაზღვრო თუ რა მოჰყვება ამას: დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობამდე.
მომხდარმა სკანდალმა(თუთბერიძის საქმე) მთელი ქართული სპექტრი შეაზანზარა, მამულიშვილების არმადები სანთლებით ხელში აპირებდნენ ერთი გოგოს დამარცხებას, დარწმუნებული ვარ თეა თუთბერიძე ყველას როზმარის ბავშვი ეგონა ამიტომაც იყო ასეთი პროტესტი, აბა ამდენი ხალხი პატრიარქს გაუმარჯოს დასაძახებად ხომ არ შეიკრიბებოდა??? თხა თხაზე ნაკლებიო და ერის ყველაზე დაუფასებელი ნაწილი, კლასად ქცეული ბიუროკრატია ”ინტელიგენციად” წოდებულნი დაირაზმა და ხმა აღიმაღლა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შეურაწყოფაზე, აუ წამომცდა, უკაცრავად სხვა ეპოქაში ვყოფლივართ, საპატრიარქოს შეურაწყოფაზე და როგორც ჩვენი ერის რამდენიმე სინდისმა განაცხადა მზად იყო თავი გაეტეხათ თუთბერიძისთვის, სწორედ ისე გადაწყვიტეს ჩვენი პატრიარქის დაცვა როგორც ამას ჩვენი ქრისტიანობა გვასწავლის,სისხლით და მახვილით, თუ დაიცათ ქრისტიანობა მოყვასის სიყვარულს გვასწავლის???
სკანდალიდან ათი დღის თავზე ერთი შეხედვით პარადოქსალური რამ უნდა ვთქვა, ძალიან ცუდია რომ არ მოხდა ის რასაც ზოგიერთი იმუქრებოდა, არა არ ვგულისხმობ ვინმეს ცემას უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე რომ ამ ფაქტმა გვიჩვენა რომ ჩვენი საზოგადეობა მიიღებს ნებისმიერ იდეოლოგიას, ნებისმიერ აზრს, რომელიც თუნდაც არ მოსწონდეს და პროტესტი მხოლოდ სამ ოთხდღიანი იქნება, რა არა??? ადამიანების ერთმა ჯგუფმა(რომელსაც ასე თუ ისე მეც მივეკუთვნები) მიაყენა შეურაწყოფა ყველაე ავტორიტეტულს ჩვენი საზოგადოებისთვის ეკლესიას და მის მეთაურს და პროტესტი სამიოდე დღე გაგრძელდა. ეს გვაძლევს იმის საფუძველს ვიფიქროთ რომ ჩვენი საზოგადოება მზად არის მიიღოს ყველანაირი იდეოლოგია თუნდაც ყველაზე ამარზენი და საშინელი, ამისთვის მთავარია ხელისუფლებაში მყოფებმა ეს განახორციელონ. ასე რომ გარდა იმისა რომ საჭიროა ავტორეტების ნგრევა საჭიროა მგონი იმაზეც ვიფიქროთ რომ საზოგადოების გამოღვიძებაც არის საჭირო და ორი სამდღიანი პროტესტით შორს ვერც ჩვენ წავალთ და სავარაუდოდ ვერც ვერავინ.
იმდენად დიდია მოსახლეობაში და მის ასე თუ ისე პროგრესულ ძალებში ავტონომიზაციის დაუკებელი სურვილი რომ ვერაფერი აიძულებს ამ ადამიანებს რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯის გადაგმისკენ, მხოლოდ ერთეულები ცდილობენ რაიმეს შეცვლას და ისინიც სამწუხაროდ მარგინალიზაციას განიცდიან. სრულიად არის გამქრალი საზოგადოების აქტიური ნაწილის და პასიური ნაწილის კონტაქტი, ახალაგზრდობის პროგრესული ნაწილი ან ვირტუალურ სივრცეში ზის მთელი დღე და მეგობრების ვიწრო წრეში საუბრობს ან კიდევ კარიერას იკეთებს, ხოლო მოსახლეობა კი უბნის ბირჟებზე საუბრით იკლავს პროტესტის გრძნობას და დასკვნით გლეხის კაცისთვის არვინ არის საშუალებას აძლევს ნებისმიერს განახორციელოს ის რაც მას სურს ამისთვის მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნა არის საჭირო.
არ ვიცი ოდესმე გამოვალთ თუ არა ოდესმე ამ ჩაკეტილი წრიდან მაგრამ გამოსვლა რომ საჭიროა ფაქტია..