ოთხშაბათის სვეტი

წინა კვირის საინტერესო მოვლენებს შორის ბუნებრივია უმთავრესი ტალიავინის კომისიის დასკვნა იყო, ხუმრობა ხომ არ არის ერთწლიანი მოლოდინის შედეგად დაიდო დასკვნა იმაზე თუ ვინ დაიწყო ომი და ვინ იყო სინამდვილეში ”ბოროტება” ხოლო ვინ იყო ”წამებული”.

რატომღაც ჩვენთან რამდენიმე არასწორი მოლოდინი იყო ამ საკითხის ირგვლივ, პირველი ეს იყო ის რომ სააკაშვილს როგორც უხეირო ავანტურისტს ამ დასკვნის შედეგად დასჯიდნენ და ჰააგაში წააცუნცულებდნენ, მეორე ის იყო ამ დასკვნის შედეგად რუსეთს გამოაცხადებდნენ მონსტრად და მსოფლიო მისგან ნავთობს თუ არა იყიდდა მინიმუმ იზოლაციაში მოაქცევდა, ნუ კიდევ იყო რამდენიმე სასაცილო ვერსია მაგრამ მათი ტოტალური სისულელის გამო გახმოვანებას აზრი არ აქვს, ისე გულწრფელად ვაღიარებს მიხარია რომ გვეღირსა ეს დასკვნა იმიტომ რომ ეს საშუალებას აძლევს ქართულ საზოგადოებას და მით უფრო ”ექსპერტებს” შეეშვან ახალი ფანტასტიური რომანების წერას და ახლა კიდევ უფრო სასაცილო საქმიანობაზე დასკვნის ანალიზზე გადავიდნენ.

დავიჯერო ასეთი გაუგებარია ეს ნაწერი??? შავით თეთრზე დებილებისთვის წერია ორი რამ დამნაშავე ორივეა, ჩვენ იმიტომ რომ შევარდით ცხინვალსი ხოლო რუსები იმიტომ რომ რა უნდოდათ სენაკში და ასე შემდეგ, მოკლედ ტიპური ევროპული მიდგომა, ქუჩის აკადემიაში აპრობირებული ტერმინით რომ ვთქვათ ”გატისკეს” ორივე.

მაგრამ დასკვნა დასკვნად მაგრამ იცით რა მაღელვებს??? ნუთუ ასე ძნელია ღირსეულად ომის წაგება??? ნუთუ ასე დაგვინგრევს ეს ჩვენს ეგოს რომ ვაღიაროთ რომ ომი წავაგეთ???? წავაგეთ იმიტომ რომ..აქ ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არის მაგრამ მთავარია ვაღიაროთ რომ ომი წაგებულია იმიტომ რომ ჩვენ თუ ამას ვერ ვაღიარებთ ვერ მოვარხერხებთ ვერანაირ წინსვას… ომის წაგებას ასე თუ ისე გადავიტანდით რომ არა ჩვენი ისტორიისადმი ”ვალდებულება”, ძალიან დიდია ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების ვალდებულება ჩვენი ისტორიის მიმართ, შეუძლებელია ადამიანი რომელიც გაიზრდება მითზე რომელიც მას მკაცრად ეუბნება რომ ერთი ქართველი მუდამ ნებისმიერი შემთხვევაში ამარცხებდა 15 ჯერ მეტ მომხვდურს, ხოლო თუ ის ამას ვერ ახერხებდა ის სუსტი მეფე იყო, სანამ ეს სისულელე არის დაბეჭდილი ჩვენს წიგნებში მანამდე ნებისმიერი ქართველი არაცნობიერის დონეზე მზად არის ეომოს რუსეთის არმიას, თან ისე რომ მცირე ნაბიჯიც კი არ გადადგას რაიმე დიპლომატიური მხარისკენ.

გუშინ ალექსანდრე ტარასოვის სტატიას ვკითხულობდი(ძალიან მიყვარს ეს რუსი პოსტ-მარქსისტი, უნიკალური ტიპია საბჭოეთის დროს კომუნისტობის გამო იჯდა ციხეში,სადაც წამების ყველა მეთოდი გამოსცადა, რადიკალია და ძალიან საინტერესოდ წერს თანამედროვე რუსი ახალგაზრდების პრობლემებზე) სადაც ლენინის კარგ ციტატას მივაგენი, დემოკრატიულ ლიბერალურ არჩევნებზე, ვეცდები ვთარგმო ”არჩევნების დროს ჩაგრულებს აძლევენ საშუალებას თავად აირჩიოს რამდენიმე მჩაგვრელიდან ერთ-ერთი”, ნუ პირველი რეაქცია ის იყო რომ გულიანად გამეცინა იმიტომ რომ მეც დაახლოებით ანალოგიური მიწერია ერთ-ერთ პოსტში მაგრამ ამავდროულად ასოციაციურად გამახსენდა ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები, ჩვენი ხელისუფლება უკვე ისეთ დონეზე მივიდა ყველანაირი ჭეშმარიტება დაიკიდა და პირდაპირ ასარჩევად ერთი კაცი მისცა საზოგადოებას, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს ამ ”ერთადერთმა” კანდიდატმა არჩევენებში გაიმარჯვა, თავიდან არ მჯეროდა მაგრამ ფაქტს ვერ გავექეცი ერთკაციან არჩვენებში კანდიდატმა გაიმარჯვა.

წინა კვირას მისმა აღმატებულებამ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა, დუშელებთან წამოცდა რომ კიდევ კარგი პრეზიდენტად შალვა ნათელაშვილი არ მოგაჯდათო, იხარე ქართველო ერო მიხეილ სააკაშვილის მოჯდენა კარგია მარგამ აი შალვა ნათელაშვილი დაუშვებელიაო, მერე გაახმოვანა ინიციატივა რომ აქაოდა ეკონომიკური ლიბერალიზაცია კონსტიტუციაში ჩავწეროთო, რაც მთავარია არის ალბათობა რომ ეს ნოვატორული აღმოჩნდეს და მალე მოვისმინოთ ახალი სიმღერა ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციაზე რომელიც უცხოელ ინვესტორებს დაიცავს, სასაცილოა მაგრამ ასეა…

წლების წინ სკოლასი სწავლის დროს მომიწია აჭარის ბავშთა ოპერის კონცერტზე წასვლა, იმდენაც საშინელება იყო რომ იმის შემდეგ ინსომნია დღემდე ვერ მოვიშორე მაგრამ მთავარი ის არის რომ როგორც გამოირკვა ის ანსამბლი მსოლფიოში ერთადერთი იყო, პატარაობიდან მეტყობოდა სკეპტიციზმი და როდესაც დამაინტერესა თუ როგორ დაემართა საოპერო მონსტრ ქვეყნებს რომ აჭარამ მოასწრო თქო ამის გაკეთება თქო, პასუხი მარტივი იყო არ შეიძლება პატარა ბაშვების იოგების დატვირთვა ამ დონეზე და სხვები ასეთ რამეს არ გააკეთებენო, მოკლედ ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე რომ სააკაშვილი ნელ-ნელა ემსგავსება ბაბუს.ისე იგივე მსოფლიოშ ყველაზე სწრაფი კატარღები, ყველაზე მაგარი კორტები და ყველაზე ლამაზი პირამიდა ბათუმის ბულვარში…

პ.ს ეს კვირა ჩემთვის მძიმე იყო, პატარა ანი ისევე მალევე გაფრინდა ჩვენი ცხოვრებიდან როგორც მოფრინდა, ჩემი დეიდაშვილის პატარა ბაიამ ვერ გაუძლო იმ განსაცდელს რომელიც მას დაემართა და მხოლოდ ჩვენს მოგონებების სამყაროში გადაინაცვლა, მშვიდად იძინე ანა….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s