სვეტი

19 ოქტომბერს კავკასიის საკვირაო გადაცემაში გასული სიუჟეტი პატრიარქის გაშარჟებასთან დაკავშირებით, ბოლო აკორდი იყო იმ დაპირისპირებაში რომელიც ბოლო პერიოდში ხან ძლიერდება ხან კიდევ პირიქით უკან იხევს. ჟურნალისტმა მაქსიმალურად შეეცადა რომ პრობლემა გაემუქებინა და დემონური სახე მიეცა ყველაფრისათვის, ფაქტია ავად თუ კარგად ეს მას გამოუვიდა.

სიუჟეტის ყურებისას პირველი რაც თავში მომივიდა ეს თავისუფლების ინსტიტუტის მარადიული დემონიზაცია რაც ძალიან ცუდია, ამ ჯგუფის დემონიზირება შარჟის და იეღოველობის მხარდაჭერის გამო პრინციპულად არასწორია, წესით ნორმალური საზოგადოებამ ეს ჯგუფი საეჭვო ეკონომიკური ”ნეო-ლიბერალური” დოქტრინის უაზრო პროპაგანდისთვის უნდა აკრიტიკოს და არა რაღაც სულელური შარჟებისთვის, მაგრამ ჟურნალისტები არცოდნის თუ სხვა მიზეზების გამო გაცილებით უფრო ცუდ საქმეს აკეთებემ ვიდრე თავად ჰგონიათ, ასეთი დემონიზირების შედეგად საზოგადოებაში მტკიცდება აზრი რომ ეს ჯგუფი ბევრ კარგ რამეს აკეთებს მაგრამ მხოლო ერთი ეშლებათ, იეღოველებს იცავენო, ახალგაზრდები არიან და გაუვლითო , შედეგად რელიგია ისეთივე მონსტრია ხოლო ეკონომიკური ბაზისი კი ისე დანგრეული რომ მის რეაბილიტაციას გვარიანად დიდი დრო დასჭირდება.

ამ შარჟმა დაგვანახა რომ ჩვენს საზოგადოებაში საპატრიარქოზე დამოკიდებული ხალხის მთელი პლეადა ჩამოყალიბდა,ხალხის რომლებისთვისაც საპატრიარქომ დაკარგა მისი პირვანდელი ფუნცქიები და რაღაც სხვად გადაიქცა, რაც სასაცილოსთან და სამარცხვინოსთან ერთად საშიშია, ეს ”ლომკაში” მყოფი ხალხი რას მოიმოქმედებს რთულია წინასწარ განსაზღვრო, მართალია გავრცელებული აზრია რომ მართლმადიდებლები არაგრესიულები არიან და არასოდეს გაუკეთებიათ, ის რასაც ”ცუდი” კათოლიკეები აკეთებდნენო, მაგრამ ვაი რომ რუმინელმა მართლმადიდებლებმა მეორე მსოფლიოს ომის დროს ისეთი რაღაცეები აკეთეს რელიგიური მოტივებით, რომ თვით მრავლისმნახველი გერმანელებიც აღაშფოთეს. მტკიცება რომ აქაოდა ეს გველის მინიმუმ არასწორია მაგრამ როდესაც ახლა ვკითხულობ 30 იანი წლების ანტიფაშისტურ სტატიებს იქაც აშკარად ჩანს რომ ანტიფაშისტების მოწოდებებზე ნეიტრალების პოზიცია გამოკვეთილი იყო და პირდაპირ ამბობდა რომ შეუძლებელია განვითარებულ საზოგადოებაში რაიმე ცუდი მოხდესო, მაგრამ ვაი რომ ცდებოდნენ, ასე რომ სჯობს წინასწარ ვისაუბროთ ის საფრთხეებზე რასაც გვიქადის საპატრიარქოს საკრალიზაცია.

არ შემიძლია არ ვისაუბრო თავად პატრიარქზე, მეტად საინტერესო ფენომენია, პირადად მე მიუხედავად იმისა რომ თავად რელიგიის მიმართ არცთუ კარგი დამოკიდებულება მაქვს აშკარად მესიმპატიურება და ამის მიზეზი ”ჩვენი” პატრიარქის საქციელია. საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული საუკეთესო ტრადიციებიდან გამომდინარე ილია II ყველა არსებული ხელისუფლების ლოიალური ოპოზიცია იყო, მუდამ არაერთმიშვნელოვნად ამბობდა ლაითად კრიტიკულ ორაზროვან ფაქტებს და როდესაც მრევლს გაუჩდებოდა მოლოდინი, რომ კონრეტულ მომენტში პატრიარქი იტყოდა რამეს და მდგომარეობას ან განმუხტავდა ან პირიქით მისი სიტყვით რაიმე გადაწყტდებოდა, ტაქტიკურ უკანდახევას ახდენდა და მადლიერი ხელისუფლება შესაბამისად აფასებდა. ახლაც კარგად მახსოვს 7 ნოემბრის შემდეგ როდესაც ჩემი ოჯახის წევრებიც კი(მორწმუნე ნაწილი) მეუბნებოდა რომ აგერ ნახავ ილია II მალე იტყვის სათქმელს და შემდეგ ვერავინ შეაჩერეს ქართველ ხალხსო, ნოემბრის ბოლოს, ხელისუფლების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემულმა ტოიოტის მარკის ჯიპებმა ჩემში შესაბამისი ცინიკური კომენტარები ხოლო სხვებში კი იმედგაცრუება და თავდაცვითი რეაქცია პატრიარქმა ჩვენზე უკეთ იცის გამოიწვია. არ შეიძლება არ გაიხსენო პატრიარქის მეგობრობა სხვადასხვა ოდიოზურ ფიგურებთან, საეჭვო კავშირი რუსეთის მაღალჩინოსნებთან და ასე შემდეგ მაგრამ მთავარი ის არის რომ ილია მეორემ მოახერხა და დღეს მისი ტახტი უკვე იმდენად იდეალიზირებულია რომ პოსტ ილიასეულ პერიოდში სერიოზულად უნდა გვეშინოდეს, რადიკალების მოსვლის შემთხვევაში საინტერესო რაღაცეები იქნება.

თუთბერიძის გაპიარებულ ვიდეოზე კი მინდა ვიფიქრო რომ ეს არ იყო საპირისპირო ნაბიჯი, თავად ქალბატონი თეას ”პატრიარქის”, პრეზიდენტის ირიბ გაკრიტიკებაზე რომელიც ახლახანს ილია მეორემ განახორციელა, როდესაც უხეირო გემის კაპიტანზე საუბრობდა, მაგრამ მისი პოლიტიკური მრწამსმის გამო ამაში ეჭვი მეპარება, ასეა თუ ისეა პატრიარქის კრიტიკა საჭიროა და აუცილებელიც კი მით უმეტეს იუმორი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ძალაა, მაგრამ ასეთი კლიპები უკუშედეგს იღებს, ასე რომ ცოტა ჭკუა დაატანეთ რა.

შევეშვათ რელიგიას და ფეხბურთზე გადავიდეთ ჩვენ ნაკრებმა კვლავ არ გაგვიცუა იმედები და ბულგარეთთან კი არ დამარცხდა არამედ უბრალოდ განადგურდა, თან ისე როგორი ტრადიციაც გვაქვს ბოლო წლებში, უშანსოდ და ყოველგვარი სინანულის გარეშე. რაც მთავარია საქართველოში ორი სტრუქტურა არსებობს რომელიც თეზისს რომ ”უარესი არ არსებობს” აქარწლებს, საქართველოს მთავრობა და ჩვენი ფეხბურთის მესვეურები დიდი ხანია გვეუბნებიან რომ არსებობს, უარესი არსებობს.

ქართული ოპოზიცია შეიკრიბა, ისაუბრეს და როგორც იქნა გამოსავალს მიაგნეს, ჩვენი პრობლემა სააკაშვილია და ერთმანეთის კრიტიკა უნდა შეწყდეს, ვერ დაიჯერებთ მაგრამ ეს მთავარი ოპოსიახლეა, როგორ დავიჯერო რომ ოპოზიციაში ერთი ადამიანიც არ არის რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს??? მოკლედ კიდევ ერთი ეპოქალური სვლა დაიწყო მიტინგებისკენ, რომელიც როგორც გული მიგრძნობს ისეთივე შედეგიანი იქნება როგორიც წინა მიტინგები იყო, ხელისუფლებას ხომ აღარავინ ესალმება??? არ მესმის როგორ ახერხებს ჩვენი ოპოზიცია არ დაინახოს ხალხის პროტესტის სოციალური კონტექსტი, გთხოვთ გაიგეთ რა ხალხი არ გამოდის იმიტომ რომ მოკლეს გირგვლიანი, მით უმეტეს იმის მერე რაც ეს თემა ასე გაცვდა, სოციალურ საკითხებზე მხოლოდ ლეიბორისტები საუბრობენ მაგრამ ბატონი შალვას პარტია ბურჟუაზიული სისტემის სოც-ები არიან, მათი რადიკალიზმი მხოლოდ ლოკალურია,სატელევიზიო და ბრძოლა არა ხელისუფლებთან აქვთ არამედ სხვადასხვა ჯგუფებთან, ხოლო რადიკალურებად წოდებულნი კი ისევ აბსტრაქციების იმედზე ცდილობენ გამოიყვანონ ხალხი გარეთ, მე კი აღარ გავალ, მიტინგების პერიდოში რამდენიმეჯერ დავწერე რომ ლენინი გვჭირდება თქო(ბევრმა ბუნებრივია პირდაპირ გაიგო) და როგორც ჩანს მართალი ვიყავი, ჩვენ ადამიანი გვჭირდება რომელიც საზოგადოებას კიდევ ერთ თეზისებს შესთავაზებს და ეს თეზისები მოსახლოების მოთხოვნებიდან იქნება გამომდინარე და არა ზოგიერთი ბურჟუას პირადი იდეებიდან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s