call me liberal


ინტელექტ კლუბში ამასწინათ შეკითხვა მოვიდა მობი დიკის ცნობილი დასაწყისიდან, რომელიც ჩემმა გუნდმა ვერ აიღო და მეც როგორც ხდება ხოლმე დამამახსოვრდა, სახლში მოსულს რატომღაც ამეკვიატა სიტყვა ლიბერალი და ახლა ვფიქრობ მობი დიკის დასაწყისი და ჩემი ნაწერი გავაერთიანო.

მცირე ხნის წინ სკანდალი მოხდა, სავარაუდოდ ყველა მიხვდით რომელზეა საუბარი და თუ ვერ მიხვდით საუბარი თეა თუთბერიძის საქმეზეა , ბუნებრივია მე როგორც მემარცხენეს არ შემეძლო განზე ვმდგარიყავი და მეყურებინა როგორ ცდილობს კონსერვატორული წრეები გაანადგურონ სიტყვის თავისუფლების პატარა ჩანასახი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა, ისედაც ზედმეტი ვისაუბრე უკვე, ხოდა ამ ვირტუალური ფეის-ომში გართულმა აღმოვაჩინე რომ ხალხმა ლიბერალის ძახილი დამიწყო, ”პახოდუ”(ნუ ძალიან მიყვარს რა სლენგი) ლამის ხელისუფლების მომხრედ გამომიყვანეს და რაც ყველაზე საინტერესოა იმწამსვე მომაწერეს ლიბერალის ყველაზე ვულგარული გაგების იარლიყი, ბუნებრივია როგორც მარქსისტისთვის ეს თითქმის შეგინება თუ არა შეურაწყოფა მაინც არის(კლასიკური ლიბერალიზმს არაფერს ვერჩი რადგან საქართველოში რაც არის ეს ნეოლიბერალიზმია რომელსაც როგორც წესი თავად ლიბერალებიც სერიოზულად აკრიტიკებენ, მასში არსებული ფაშისტური ელემენტების და სოციალური დარვინიზმის გამო) მაგრამ თავი დავანებოთ ჩემს შეხედულებებს, ყველაზე საინტერესო ის არის რომ საქართველოსი ლიბერალიზმმა ისეთი სფეროები მიითვისა და ისეთი სფეროებში გახდა დომინანტი რომ ცრემლებს ვერ შეიკავებ, ისეთი ხალხიც კი რომლებიც კი არ იზიარებენ ამ იდეოლოგიას იძულებულნი არიან შეეფარონ ამ საფარველს.

არ დავიწყებ ლიბერალის განმარტებას თუ რა არის, იმიტომ რომ როდესაც დავინტერესდი ოდესღაც თუ რა იყო ლიბერალიზმის ანი და ბანი საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ საქართველოში სადღაც 99 პროცენტმა არც კი იცის თუ რა რას იზიარებს და ყველაფერს ლიბერალიზმს ეძახიან მიუხედავად მისი იდეური ბაზისისა, ლიბერალიზმი გახდა მიზანტროპიის და სნობიზმის ძირითადი დასაყრდენი,თითქოს ლიბერალური ფასეულობები: ფულს და უცხოურ განათლებას მოაქვს, რაც ყველაზე სასაცილოა ლიბერალს თავს ისეთი ხალხიც ეძახის რომლებსაც ნაცისტი, ფაშისტი, ნეოკონსერვატორი უფრო შეგიძლია უწოდო ვიდრე ლიბერალი, მაგრამ საუკეთესო ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე ყველა განსხვავებული დღეს ლიბერალია. ჩვენთან ხომ მხოლოდ ორი ფერი: შავი და თეთრი არსებობს.

მოკლედ ახალი ქართველების ახალი დევიზია ”დამიძახეთ მე ლიბერალი, მე ერთადერთი გადარჩენილი იდეოლოგია ვარ რომელიც ებრძოდა ბოროტ მონსტრს სახელად საქართველოა”. სანამ ლიბერალობა გამორჩეულობასთან იქნება გაიგივებული მანამდე გვეყოლება მთავრობები რომელთაც 99 პროცენტს კარგი განათლება და ”ლიბერალური” ფასეულობები აქვთ და მაინც კორუმპირებულნი არიან, სანამ საქართველოში გვექნება მხოლოდ შავი და თეთრი მანამ იქნებიან ჩვეულებრივი ხალხი კონსერვატორები და ფეისბუკზე ლიბერალები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s