უსათაურო ფიქრები

აუ ისე გუშინ ვკითხულობდი ჩემს რამდენიმე წლის წინანდელ პოსტს ფორუმზე, გულწრელად ვამბობ დიდი ხანია არ გამიცინია ასე თვითკრიტიკულად, ბავშური გულუბრყვილობა და დაუჯერებელი რწმენა იმის რომ ყველაფრის ექსპერტი ვარ და ყველაფრის აზრზე ვარ.

თურმე როგორ იცვლება ადამიანი, ახლაც მახსოვს რომ თუნდაც ორი წლის წინ დარწმუნებული ვიყავი რომ ძალიან ბევრი ვიცი და ძალიან მაგარი ვარ, იმასთან შედარებით რაც ახლა ვიცი იმ პერიოდის ოპტიმიზმი სასაცილოდაც არ მეჩვენება მაგრამ ხომ მჯეროდა??? ხომ მეგონა რომ შეიძლება იყო მარქსისტი და აზრზე არ იყო მარქსის შემოქმედებაზე და მასზე მხოლოდ ვიკი-ცოდნით და ორიოდე ციტატით შემოიფარგლო??? ახლა კი რაც მეტს ვკითხულობ მით მეტი არ ვიცი, ახლაც მახსოვს როდესაც პირველად ლიშთოთას ბლოგში წავიკითხე ჟიჟეკის შესახებ წავიკითხე მომეწონა და გადავწყვიტე წამეკითხა ჟიჟეკი, 5 სტატია წავიკითხე და ერთი გავიგე მხოლოდ, დანარჩენებიც მომეწონა მხოლოდ იმიტომ რომ საინტერესოდ წერდა. ვერ მივხდი იმიტომ რომ ჩემი დემონური უმეცრება(Невежество — это демоническая сила, и мы опасаемся, что оно послужит причиной еще многих трагедий. Карл Маркс)ხელს მიშლიდა გაგებაში, ახლა კი როდესაც გადავიკითხე ჟიჟეკის სტატიები მიხვდი თურმე რას გულიხსმობდა ეს კაცი უმრავლეს სტატიებში და არა ერთში და ორში რომლებიც მე გავიგე და ჟიჟეკისტი გავხდი. სწორედ ეს პრობლემა რომელიც მე ახლა მიშლის ხელს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემაც, ყველა ყველაფრის ექსპერტია, ყველა ქართული ბიუროკრატიზირებული ინტელიგინეციის ტრადიციებს აგრძელებს, მხოლოდ ერთეულები არიან კონკრეტული სფეროს სპეციალისტები, პირადად მე არ მომწონს ამერიკული ზე ვიწრო სპეციალიზაცია როდესაც რუსული ენის სპეციალისტმა შეიძლება დოსტოევკსი არ იცოდეს მაგრამ ისიც ფაქტია კონკრეტიკის გარეშე ”დემონისტები” ვართ. ყველანი რაღაცისტები ვართ და მცირე ანალიზი რომ ჩავიტაროთ იმის რისიც გვჯერა აღმოჩნდება რომ სულაც არ არის ისე როგორც ჩვენ წარმოვაჩენთ არ წარმოგვიდგენია.

ბოლო დროს ძალიან მაინტერესებს და მომწონს ფეისბუკი, ქართული ალტერნატივშიკების თავშეყრის ძირითადი ადგილი, ადგილი სადაც ყველაზე მეტად არის კონცეტრირება საზოგადოების წარმომადგენელების და ფეისების, ახლა დავუკვირდი და მგონი ფეისბუკი რაღაცით აღსარების ადგილად იქცა, ”ლიბერალურ ეკლესიად” სადაც იუზერები პატიობენ ცნობილ სახეებს შეცდომა-გადაცდომებს, როგორც წესი რომელიმე ცნობილი ფეისი საღამოს გამოვა ტელევიზორით რაიმე სისულელეს ხმამაღლა გამოცხადებს და უკან დაბრუნებული ფეისში დაიწყებს საპირისპიროს საუბარს, შენ კი თანაგრძნობის განწყობილი ამაყად ეუბნები მეგობარს: არა ტო ჩვენიანი პროსტა ლაივში სხვანაირი მასტია და ხო იცი რა სამსახური ავალდებულებს რომ ასეთი იყოს. დიდსულოვნად ვპატიობთ ცნობილ სახეებს ადამიანურ სისუსტეებს და ვტკებით იმ პატივით რასაც ნოტიფიკეიშენში აღმოჩენილი ცნობილი სახის გვარია შენი გვარის გვერდით.

1 thought on “უსათაურო ფიქრები

  1. Sophie Golden

    მე მომბეზრდა ფეისბუქი, ხან იმდენად გულისამრევ და მოსაბეზრებელ ინფორმაციებს ავრცელებენ, ვითომ ალტერნატიული ტიპები და ამ დროს ყველაზე დაშტამპული გონებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s