Monthly Archives: დეკემბერი 2009

მაიკლ მურის "ჯანდაცვა"

 ცნობილი ამერიკელი რეჟისორის  მაიკლ მურის(ფარენჰეიტ 9/11 რეჟისორი) ფილმი ჯანდაცვა(ოკუპანტების ენაზე)
კარგი ფილმია განსაკუთრებით აქტუალური მათვის ვისაც გულწრფელად სჯერა პოსტ-საბჭოთა მითების

http://www.allshares.ge/download.php?id=29B5EE4A9

წინ ნაციზმისკენ

რატომ ნაციზმისკენ და არა ფაშიზმისკენ???? ნაციზმის ძებნა  უბრალოდ სოფისტური დისკურსია  თუ უბრალოდ  ჩემი პარანოია???
იმისთვის რომ ნაციზმი გაიგო საჭიროა  საჭიროა უბრალოდ ისტორიის რეკონსტრუირება,   იტალიურ ფაშიზმს   20 იან წლებში  ყველა  ერთ იდიოტურ გამონაკლისად თვლიდა რომელიც იტალიაში მოხდა, სამხრეთული ტემპერამენტის კიდევ ერთი უცნაურობა,  მაგრამ  გერმანული ნაციზმმა  გამოაჩინა რომ ეს გამონაკლისი კი არა უკვე სრულფასოვანი მოვლენა იყო.  იტალიური ფაშიზმი თუ  პაროდია იყო ყველაფერზე რაზეც შეიძლება ყოფილიყო  ,  ნაციზმი  გამოვლინდა როგორც  სოციალიზმის რადიკალური ალტერნატივა,   რა შედეგები მოჰყვა ნაციზმის პირველ გამოსვლას  ყველამ კარგად ვიცით მაგრამ დღეს 64 წლის შემდეგ ნელ-ნელა ძალიან პოპულარულია ნაცისტური ტენდენციები, რაც მთავარია ეს ყველას ძალიან მოსწონს და სულაც არ აქვთ პრობლემები წარსულზე. სააკაშვილის მიერ ამილახვარების გაიდიალებაც არ დიადი გზის დასაწყისია.

ნაციზმის მოძლიერებას და განვითარებას ჩვენს ზეციურ სამეფოში  რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს:

1. სოციალისტური პროექტების კრახი.
თავის დროზე ნაციზმიც შეიქმნა როგორც რეაქცია  გაძლიერებულ სოციალისტურ ტენდენციებზე,  ასე ვთქვათ პასუხი დაბალი ფენების გაძლიერებაზე, კაპიტალისტური კლასისთვის საჭირო გახდა ისეთი პროექტი რომელიც მოიქცეოდა ზუსტად ისე როგორც იქცეოდა რევოლუციური სუბიექტი, თავისი შინაგანი წინააღმდგეგობებით და რაც მთავარია რადიკალური გარდაქმნების დაუოკებელი სურვილით ოღონდ რაც მთავარია ზემოდან, ”სწორად”  განხორციელებული, თავად ექსპლუატატორების მხრიდან, ამიტომაც იყო ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას მსხვილი გერმანული კაპიტალი უჩვეულო ენთუზიაზმით შევხდა.  დღეს  ნაციზმის მოძლიერება არა სოციალისტური იდეების სიძლიერის ბრალია არამედ პირიქით მისი სისუსტის, საბჭოთა სოც-ბასტიონის განადგურებამ  , დისკრედიტირებულმა  სოციალისტურმა იდეებმა  და ნეოლიბერალიზმის ტოტალურმა ექსპანსია სრული საფუძველი შეუქმნა ნაცისტური იდეების რეგენერაციას.

2. გაბოროტებული საშუალო კლასი
 საქართველოში  საშუალო კლასი ახალგაზრდულია  22-40 წლამდე, ჩემმა  თაობამ ბოლო 20 წელიწადში   მთლიანად  ხელში აიღო  ყველანაირი ბერკეტი ხელისუფლების, ისინი აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას დაწყებული ეკონომიკიდან დამთავრებული განათლების სისტემით,  თავდაპირველად თუ უფროსი თაობები ამას ნეიტრალურად უყურებდა და ამ ყველაფერს შინაგანად რწმენით ”ასე არის საჭირო ცვლილებებისთვის ამართლებდა”  დღეს უკვე ეჭვის თვალით უყურებს ამ ყველაფერს ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ არც ისე მარტივი ყოფილა ყველაფერი, იარაღად დარჩა მხოლოდ რიტორიკა და გაუთავებელი კარუსელები,  ეს ძალად გაკლასებული ახალი თაობა  იმ საშიშროების წინაშე დგას რომ ყოველი მომავალი არჩევნები მათ კეთილდღეობას შეუშლის ხელს, რადგანაც თამაშგარეთ დარჩენილმა უფროსმა თაობებმა არ არის გამორიცხული უბრალოდ რაოდენობრივად აიღოს რევანში. ეს კი სრული საფუძველია იმისთვის რომ ჩემმა თაობამ რომელსაც ყველანაირი ბერკეტი აქვს ხელში მხარი არამარტო დაუჭიროს რადიკალურ მოძრაობას არამედ ავანგარდში ჩადგეს ნებისმიერი მსგავსი მოძრაობას. ამიტომაც იყო რომ მიტინგების თუ სხვა რადიკალური მოვლენების დროს ვირტუალურ სივრცეში ენით აუტანელი ღვარძლი იყო ხოლმე, საოცარია და სტუდენტების და სხვა მოხალისეების აუცილებელ ატრიბუტს საქართველოში სწორედ ახალგაზრდები აპროტესტებენ.

3. სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე.
 საქართველოში სამოქალაქო საზოგადეობა რაღაც ამოუცნობ ფენომენად გადაიქცა, ნებისმიერი ქართველი პროსახელისუფლებო ინტელექტუალი ჩვენს ყველა პრობლემად სამოქალაო საზოგადოების არარსებობას ასახელებს, მაგრამ საკმარისია ამ სამოქალაქო საზოგადეობამ მცირე  პროტესტი მაინც გამოთქვას და რაიმე მაინც გააკეთოს რომ წამსვე დაიწყება ნიაღვარი ბრალდებების და დაბრალელების  დაწყებული ტერმინით  უსაქმურების პროტესტი და დამთავრებული კრემლის აგენტების და  წითელი ინტელიგენციის რევანში, პარადოქსია ნებისმიერი სახელისუფლებო ინტელექტუალი მთავარ პრობლემად საზოგადოების არარსებობას ასახელებს მაგრამ საკმარისია ვინმემ მაინც ხმა ამოიღოს რომ მთელი თავისი რესურსით დაიწყება ამ ჯგუფის მარგინალიზაცია. მათი გამოცხადება ჩამორჩენილება, მოღალატეებად, გრანტებზე მონადირეებად  და ასე შემდეგ, როგორც ჩანს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი ლიბერალებისთვის მხოლოდ მათი მომხრეებია. ეს კი სრულ საფუძველს უქმნის ნაცისტურ იდეების მოძლიერებას ვერავინ გაუწიოს წინააღმდეგობა.

4.ნეოლიბერალიზმი
თანამედროვე მემარცხენე წრეებში ძალიან პოპულარულია ნეოლიბერალიზმის შედარება ფაშიზმთან, ეს ხშირად განპირობებულია  იმით რომ მემარცხენეებმა ბევრ ფრონტზე განვიცადეთ დამარცხება და ნეოლიბერალიზმის შედარება ნაციზმთან განსაკუთრებით მომგებიანია წმინდა პრაგმატულად, ხო შეიძლება ვინმე ლევან რამიშვილზე ან ბენდქიძეზე ოსვენციმის ასოციაცია გაუჩნდეს და რამე გვეშველოს(მემარცხეებს)  მაგრამ ვაი რომ ამას მართლა გააჩნია ობიექტური საფუძვლები, ნეოლიბერალიზმი მინიმალური სახელმწიფოს აპოლოგეტიაა და თითქოსდა თეორიულად ხელი უნდა შეუშალოს ძლიერი სახელმწიფოს მომხრე ნაცისტებს,  მაგრამ ნეოლიებერალური რეფორმები ყველაზე წარმატებით ნაცისტების  სოციალური დარვინისტურ თეორიებს ყოველგვარი კონცლაგერების გარეშე,  ეკონომიკური ეფექტურობის მოტივით ხორციელდება ყველანაირი სოციალური გარანტიების ლიკვიდაცია,    როგორც ბოროტი ენები ამბობენ 
 ეს საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეების წარმოუდგენელ ეკონომიკურ წინსვლას. მომენტალურად იქცევა ხოლმე კობა ბექაურები ეკონომიკური აზრის გიგანტებად მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა,  ევროპაში ეს  ისე ხორციელდება რომ ასე თუ ისე არსებობს სოციალური გარანტიები და სამოქალაქო საზოგადეობის სიძლიერე მკვეთრად აფერხებს გარდაქმნებს,  ჩვენთან ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს ყველაზე დაუცველ ფენებს, შედეგად ვღებულობთ სოციალურ ფენებს რომლებიც ძლიერი ხელის მოლოდინით ცოცხლობენ,  როგორ ჩემი მეგობარი მიშა ამბობს მემარცხენეები ”დაჩმორებული” და ”ჩაჯმულები” ვართ , ნაცისტებს უფრო მეტი შანსი აქვთ მოძლიერების.

5. მილიტარისტულ-ნაციონალისტური რიტორიკა
საერთოდ დიდი ხანი არ არის რომ ეს საინტერესო იდეა  გამიჩნდა, ჰეგელის საპირისპიროდ ჩვენი ხელისუფლება  ისეთი კი არ არის როგორიც ხალხია  არამედ საპირისპირო ტენდენციაა ხოლმე, ხალხი ემსგავსება  ხელისუფლებას . დროთა განმავლობაში მოსახლეობა ნელ-ნელა მთლიანად იზიარებს ხელისუფლების იდეებს. პარადოქსია  იმის ფონზე რომ  ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ ნაწილს მართლა სჯერა რომ ღვთიური მისია აქვს გარდამქნას ჩვენი სახელმწიფო იძულებულია დაეთანხმოს   უფრო პრაგმატული ნაწილს რომელიც  ხედავს რა რომ მათი დასაყრდენი შემოცლილია ცდილობს აარჩიოს კონკრეტული ხალხი რომლებიც მათი მხარდაჭერები იქნებიან, მოძებნეს კიდეც ეს არის ჩვენი საზოგადეობის ე.წ ნაციონალისტური ზვიადისტური ფრთა, ჩვენი ხელისუფლება როგორც ჩანს არაცნობიერად მიხვდა რომ ეს ხალხი საკმარისია არჩევნებში ხმების მოსაგროვებლად, ამიტომ სპეკულირებენ ნაციონალისტურ-მილიტარისტული იდეებით, ხოლო შემდეგ პროპაგანდის წყალობით დროთა განმავლობაში ხალხიც გადადის ამ რელსებზე.ხოლო ხელისუფლების ღვთიური მისით შეიარაღებული ნაწილი სულაც არ არის წინააღმდეგი მათ მისიაში ნაციონალიზმი გამოიყენოს,  პესიმიზში არ მინდა ჩავვარდე მაგრამ ადრე თუ ნაციონალისტი როგორც წესი მარგინალები იყვნენ ხოლმე ახლა მარგინალად მე ვგრძნობ თავს, რაც მთავარია ოპოზიცია კი ლეიბორისტების ჩათვლით(მემარცხნეე პარტიაა მაინც) ასე ვთქვათ რეიტინგების ტყვეები არიან, რეიტინგები კი ნაციონალისტური იდეების მოძლიერებას ადასტურებენ.

არ მინდა ისე გაიგოთ რომ შავ ოთახში შავ კატას ვეძებ რომელიც არ არის მაგრამ ვაი რომ ასე თუ ისე ტენდენციები საგანგაშოა.

ნიკუშა მარქსი(ქობულაძე)

რაციონალიზმი თუ ირაციონალიზმი ანუ ლარსის საბაჟოს ვნებანი

საქართველოში ძალიან დიდი პრობლემებია რაციონალურ აზროვნებასთან დაკავშირებით, როგორც საერთოდ ქვეყანაში ასევე საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.


ერთ-ერთი კარგი მაგალითი ამის არის ვირტუალური აჟიოტაჟი ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებით. მოკლედ რომ ვთქვა რა ხდება რუსებს აქვთ იდეა რომ მოდით გავხსნათ საზღვრებიო, ჩვენებიც იძახიან სტეფანწმინდის მოსახლეობას ასე სჭირდებაო და სომხეთიც აღრფთოვანებულია ამ პერსპექტივით.

ყველაზე მთავარი ის არის თუ როგორი დამოკიდებულებაა ჩვენი მეგობრების ამ საკითხზე, დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ ”საზღვარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხსნას იმიტომ რომ *******(აქ დამალულია პატრიოტული მუხტი), ასევე საზღვრების გახნსა რუსეთს დაანახებს ჩვენს გაუვალობას და პრინციპულობას, რუსეთი ხომ ძალას სცემს მხოლოდ პატივსო”

ყველაფერი გასაგებია რომ არა ერთი მცირე დეტალი, როგორც ჩანს საზღვრის გახსნა უკვე გადაწყვიტეს ჩვენს გარეშე, ჩვენმა სამხრეთელმა მეზობელმა სავარაუდოდ  ზარი ახლობელთან(ლობის დახმარებით) გააკეთა და ჩვენც ამ საერთო ახლობელს  ჩამოყალიბებული ტრადიციიდან უარს ვერასოდეს ვერაფერზე ვერ ვეტყვით და …. 

სათაურში ტყუილად არ გამომიტანია რაციონალიზმი და ირაციონალიზმი, ქართველები ზედმეტად ირაციონალური ხალხი ვართ ჩვენთვის აბსტრაქტული ფასეულობები,  ტრადიცია, ძმობა,  და ასე შემდეგ, უფრო ფასეულია ვიდრე რაციონალური მიდგომა,  მუდამ წარსულით აპერილერაბ ხდება რასაც ძალიან კარგად იყენებს ხოლმე ხელისუფლებასი მყოფი ძალები.

გასაგებია რომ არსებობს რაღაცეები რისი დავიწყება და პატიება შეუძლებელია მაგრამ მონეტას ავერსთან ერთად რევერსიც აქვს და ჩვენ ვერ ვხედავთ ამ რევერს,  ჩვენ მხოლოდ ვხედავთ იმას რისი დანახვაც გაცილებით მარტივია და პირად დამოკიდებულებით ვხელმძღვალენოთ მუდამ, არ გვინდა დავინახოთ რომ თუ ისევ გავარძელებთ წარსულში ყურებას ჭაობში უფრო ღრმად ჩავეფლებით, ჩვენს კონკრეტულ საბაჟოს შემთხვევაში  როდესაც ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება სჯობს რუსეთს რეალური რამ მოვთხოვოთ თორემ მოთხოვნაზე ჯარი გაიყვანეო სუფთა რუსული პასუხი იქნება ჩვენს გამგზავრებაზე ერთ ადგილას, ყველაზე ცუდი ის იქნება რომ საბოლოოდ ჩვენ იქ წავალთ მაგრამ ირაციონალურიც გაბანძებული იქნება დავრჩებით დაუკმაყოფილობის შეგრძნებით და რაციონალურიც, ვერაფერს მივიღებთ.

ქართული ეკონომიკის 2 სასწაული

1. ქართული ბაზარი ყველაფერს “სამართლიანად” არეგულირებს,  ე.წ  კალონკები იმავე დღეს რეაგირებენ საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდაზე და 1 % ფასის ზრდას მომენტალურად 10 % ზრდა მოჰყვება ბენზინზე, მაგრამ ნავთობის ფასის 20 პროცენტიანი გაიაფების პირობებშიც კი თავს იმართლებენ, მარაგები გვაქსო 7-8 თვიანიო, შედეგად 7-8 თვის მერე ისედაც ძვირდება ნავთობი და ბენზინზე  ფასიც იზრდება.



2.  ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასის პერმანენტური გაიფებას ვადევნებთ თვალს, ოღონდ ეს გაიფება სპეციფიურ ხასიათისაა,  20 ლარამდე ღირებულების  წამლები წლიურად  მხოლოდ 100 პროცენტით იზრდებიან მაგრამ სამაგიეროდ 200 ლარის წამლების შესყიდვისას თქვენ ღებულობ ერთჯერად კუპონს 2,5 პროცენტიანი ფასდაკლების. 

.


ღამის შოუVS ჩვენი ოფისი

საქართველოში იუმორისტულ შოუების ტრადიციას საფუძველი 90 იან წლებში ჩაეყარა როდესაც სატელევიზიო სივრცეში იმ დროს ძალიან პოპულარული პა-სეანსი გამოჩნდა,  სატელევიზიო არტები საკმაოდ საინტერესო და ყოველდღიურ ცხოვრებაზე იყო მაგრამ  მიუხედავად ამ გადაცემის უდიდესი პოპულარობისა  ნამდვილი იუმორისტული  რევოლუცია არა ტელევიზიაში  არამედ საკმაოდ რადიოში, მამაჩემის რადიო ანუ რადიო 105 საქართველოში გრიგალივით შემოვიდა, ის იყო ერთ-ერთი პირველი შოუ სადაც იმდროინდელი ქართული რეალობები მიწასთან იქნა გასწორებული, პირველი შოუ სადაც ახალგაზრობის პრობლემები ფართოდ იქნა გამოტანილი საჯაროდ და ყოველდღიურად ხდებოდა ტაბუდადებული თემებზე შეტევა რაც პოსტკომუნისტური ახალგაზრდობისთვის დიდი ფუფუნება იყო,  დღემდე შემორჩა ჩვენს მეტყველებაში იმ პერიოდში დამკვიდრებული გამონათქვამები თუ სხვადასხვა სკეტჩები.

შემდეგი ეტაპი იყო პოლიტიკური ანიმაცია, დარდუბალა რომელიც ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, ეს იყო შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟი და საკმაოდ დადებითი როლი შეასრულა ამ საქმეში. მაგრამ დარდუბალას დიდი დრო არ ეწერა შევარდნაძის წასვლის შემდეგ ამოიწურა განვითარების საშუალება, ხოლო შემდეგ კი სააკაშვილმა ლაითად რომ ვთქვათ თავიდანვე აღკვეთა მასზე ხუმრობის დაწყების ცდები.

აი უკვე ლამის ორი წელია ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ორი შოუ დამკიდრდა, ერთი იმედზე ხოლო მეორე რუსთავი 2 ზე, აშკარაა დღეს იმედი რეიტინგებით   აშკარად უგებს რეიტინგულ ბრძოლას რუსთავი 2.

პირადად მე დამაინტერესა იმ ფაქტმა თუ რატომ არის ჩვეულებრივ ხალხში იმედის პროექტი ”შუა-ქალაქში” უფრო პოპულარული ვიდრე რუსთავი 2-ის ანალოგიური შოუ ”ჩვენი ოფისი”.

ბანალური მიზეზი რომ იმედს უკეთესი ხუმრობები აქვს ნამდვილად არ გამოდგება არგუმენტად, ჯერ ერთი იმიტომ რომ ორივეგან თანაბარი სიძლიერის ხუმრობებია ხოლო მეორეს მხრივ რუსთავი ორის კრეაციულ გუნდს ხშირად ცალკე აღებული ხუმროებები უკეთესი აქვს ვიდრე კონკურენტებს მაგრამ ”შუა-ქალაქი” აშკარად უფრო რეიტინგულია.

არანაირი საოცრება ამაში არ არის უბრალოდ ”შუა-ქალაქის” მესვეურებმა სწორი გათვლა გააკეთეს,  პროექტის ყურებისას  გგონია რომ თითოეული გმირი ახლობელია, ასეთი მეგობარი გყავს, მეზობელი ან უბრალოდ ახლობელი,  მათი საქციელი  ნაცნობია და არეკლილია  ის რეალობა რომელიც ჩვენს ქალაქში თუ ქვეყანაში ხდება,  ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ ოფისში  კი ხედავ შენს ტოლებს რომლებიც თითქოს არა შენს გვერდით ცხოვრობენ არამედ რაღაც სხვა სამყაროში, როგორც ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა თქვა ვერა-ვაკის ქრონიკებიაო, არადა საქმე იმაშია რომ ასეთი ხალხი არც  იქ არსებობენ, შთაბეჭდილება მრჩება რომ შოუს შემქნელებმა არა რეალური პერსონაჟები შექმნეს არამედ თითქოს  ტროცკისტული ახალი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, ოღონდ არა მომავლის  კომუნისტური საზოგადოების შვილებს არამედ ალტერნატიულს კაპიტალისტური საზოგადოებიშ შვილებს, ამიტომაც არის რომ პერსონაჟებს გამოკვეთილი ინდივიდუალისტური თვისებები აქვთ, იქცევიან ისე როგორც უნდა მოიცქნენ კაპიტალისტური საზოგადოების წარმომადგენლები, ერთმანეთს მტრობენ, ცდილობ ჩაძირონ და ასე შემდეგ,  სამუშაო ადგილიც ხომ ასეთია შერჩეული,  ოფისი, მომავლის კაპიტალისტური საქართველოს სიმბოლო.

შესაძლოა ეს ყველაფერი წარმატებული ყოფლიყო რომ არა რამდენიმე ხილული შეცდომა, შოუს მსახიობები ზემდეტად ”ნაიგრანის” შთაბეჭდილებას ტოვებენ, ხუმრობები ზემდეტად რთულია ან გაცვეთილია და რაც მთავარია იმდენად აშკარაა კონკრეტული იდეების პოპულარიზაცია რომ ჩვენი საზოგადოება ქვეცნობიერად პროტესტის გრძნობით უყურებს ამას.  ერთია როდესაც შენ ეუბნები ადამიანს რომ ის არის ჩამორჩენილი მაგრამ მეორე როდესაც ამას არამარტო ეუბნები არამედ აჩვენებ შენს უპირატესობა  მასთან მიმართებაში ეს მის მძაფრს პროტესტს იწვევს,  არავის სურს საკუთარი თავის დანახვა იმ სარკეში რომელსაც ეს შოუ აჩვენებს ხოლმე საზოგადეობას, ეს ის სარკეა რომელიც მომავალში უნდა იყო და არა ის რომელიც ახლა არის.

საპირისპიროა სიტუაციაა შუა ქალაქში, ამ შოუში ქართული რეალობა გაცილებით უფრო მარტივი და ახლობელია,  რეალობის   კრიტიკაც კი არ არის არამედ  თვითკრიტიკაა ,   პერსონაჟებმა   იციან რომ ცუდს აკეთებენ მაგრამ მერე რა ეს ხომ საქართველოა და  არსებობენ მეგობრები რომლებიც  გაგიგებენ და გაპატიებენ.  კარგად არის გამოხატული ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ახალი თაობის ხელისუფალთ მიმართ,  შოუს ყველაზე სასაცილო და გულუბრყვილო წევრი სანდროც ხომ ზუსტად ისეთივე განათლებით  არის როგორც ჩვენი უცნობი მამების დიდ ნაწილი. ის ხომ ლონდონშია ნასწავლი. სწორედ მასზე სიცილით ჩვენი საზოგადეობის დაკარგული ნაწილი პროტესტს უცხადებს უცნობ მამებს.

შოუში კარგად ჩანს ჩვენი სოციუმის სურვილი საკუთარ თავში ჩაიკეტოს და ყველაფერი მხოლოდ ოთხ კედელშიდ დატოვოს, დები ღლონტები კარგად გამოხატავენ საბჭოთა კავშირში 30 იან წლებში, სტალინისისტური ბონაპარტიზმის   დამკიდრებულ ტრადიციას როდესაც  შენ შეგიძლია რაც გინდა აკეთო ოღონდ მთავარია ეს არ გაიგოს სხვამ და მხოლოდ ოთხ კედელში დარჩეს.

საინტერესო პარალელებია სერიალში ორი მსმელი კაცის შედარებაზე, რუსთავი ორი პერსონაჟი აშკარად უარყოფითი გმირია, შეუძლებელია მის მიმართ დადებითი განწყობა შეგექმნას, ის ხომ ე.წ მაყუთა ტიპია რომელსაც ვერ გაიგებ საიდან აქვს ფული და ფიქრდები რომ ასეთი ხალხი ჩვენი საზოგადეოების ყველაზე ცუდი ნაწილია მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილისთვის ხომ დღემდე ასეთი ხალხი ასოცირდება იმ ხალხთან რომლებიც მათი მამებია, ბიძებია ან კიდევ ის ხალხი ვისაც მათ ცხოვრებაში დიდი ადგილი უთამაშიათ,  თან საინტერესოა ეს ადამიანი ყველას დედას აგინებს ხოლმე რაც ცოტა არ იყოს ცუდად ჯდება ხოლმე იმ სტერეოტიპზე რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის შემქნილი ასეთ ხალხზე,  მეორე მხრივ იმედზე მსგავსი პერსონაჟი გაცილებით საინტერესოდ არის  წარმოდგენილი, აქ მთავარი გმირი, პროფესორია, განათლებული და ყოვლად საინტერესო ადამიანია,  დაახლოებით ისეთი როგორიც წარმოუდგენიათ ხოლმე საზოგადოების წევრებს როდესაც თამადაზე საუბრობენ.  იმედის გმირის ერთადერთი უარყოფითი თვისება გრძელი სადღეგრძელოების სიყვარულია მაგრამ ეს ისეთი თვისებაა რომელსაც ჩვეულებრივი ხალხი ადვილად პატიობს ხოლმე გმირებს, რასაც ვერ ვიტყვი მის ანალოგზე რუსთავი-2ში, რომლის ბრძანებლური ტონი და არარაციონალური მოქცევა ყველას მიმართ არა ასეთი ხალხის მიმართ პროტესტს წარმოქმნის არამედ სამწუხაროდ პირუკუ შედეგი აქვს.

ორივე შოუს თავისი ადგილი აქვს მაგრამ ფაქტია ჩვენი ოფისი აშკარად ვერ ასრულებს იმ მისიას თუ ჩანაფიქრს რომელიც აქვს ამ შოუს ის ვერ არის ცვლილებების  ლოკომოტივი ხოლო მეორეს მხრივ შუა ქალაქი აგრძელებს ჩვენი საზოგადოების ტრადიციას და პრობლემების მასიური მიჩქმალვა გრძელდება.

სურვილი თუ რეალობა

ჩვენი საზოგადოების თუ პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრობლემა არის სურვილის და რეალობის არევა ერთმანეთისგან. დიდი ხანია ვაკვირდები ტელევიზიებს და პრესას და როგორც წესი ჟურნალისტებიც და თვითშერქმეული ექსპერტები ანალიზს კი არ აკეთებენ მიმდინარე მოვლენების არამედ საკუთარ სურვილებს წერენ ხოლმე. თან არამარტო ისეთი ხალხი სცოდავს რომელსაც რაღაც კვალიფიციური განათლება აქვთ არამედ ჩვეულებრივი ხალხიც. მაგრამ თავიდან ჩვენი ელიტით დავიწყოთ:

მაგ ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ფრთა ე.წ სახელისუფლებო ექსპერტები, მათი დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია წინასწარმეტყველებს ნატოში შესვლა მოხდება 2002, 2004. 2006. 2008. 2010. 2013 წლებში, მეაომბოხე რეგიონების დაბრუნებას შევძლებთ 1994. 95, 97. 98. 2007, 2008, და ასე შემდეგ. თითქმის არასოდეს არ ხდება რაიმე პრობლემის შესწავლა პირდაპირ ისე იტყვიან ხოლმე რომ რუსეთი იშლება რომ ძალაუნებურად მხოლოდ გაგეღიმება,განსაკუთრებით სასაცილოა ხოლმე როდესაც ექსპერტი ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფაქტს აიღებს და ისეთ ლოგიკურ კავშირს დაინახავს რომ პირი ღია დაგრჩება. ეს ყველაზე ცუდი ის არის რომ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა არსებული რეჟიმის მიმართ არ შეიძლება ყველაფერზე დარწმუნებული იყო რომ ტყუილია, ანალოგიურ პრობლემებზე წერს რუსი ისტორიკოსი იური სიმიონოვი რომელიც თავის სტატიაში რომელიც წითელ ტერორს ეხება აღნიშნავს რომ თეთრმა ისტორიკოსებმა ბოლშევიკური რევოლუციის შესწავლის დროს იმდენი სისულელე თქვეს რომ ევროპულ ინტელექტუალურ ელიტას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აღარ სჯეროდა იმ ინფორმაციების რომელსაც რეჟიმის მოწინააღმდეგენი გზავნიდნენ რუსეთიდან, ამიტომაც სტალინის რეპრესიების დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდა ბებერ ევროპას.

რეალობის და სურვილი არევა ეხება ხოლმე იმ მომენტებს როდესაც საჭიროა ჩვენი და ვინმეს ჰიპოთეტური დაპირისპირება, არანაირ ლოგიკურ წინააღმდეგობად არ მიაჩნიათ 1000 კაცით 100 ათასის განადგურება, ეს ოდესღაც მოგვიხდენია და ახლა რატომ ვერ შევძლებთო. თან ასეთ დროს როგორც წესი ან სადღეგრძელოს ამბობენ ან რაც ყველაზე საშიშია სახელისუფლებო ტელეეთერის დროს მარიაჟობენ.

ეს არამარტო პოლიტიკას ეხება, დარწმუნებული ვარ თქვენს სამეგობროშიც ბევრია ადამიანი რომელიც სურვილს რეალობაც ასაღებს, მაგალითად ჩემი უახლოესი მეგობარი ისე მარტივად გადაწყვეტს ხოლმე რაიმე ისეთ მოვლენას რომ გაგიკვირდება, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანის გუშინდელ საქციელზე იმსჯელოს 7 წლის წინანდელი ფაქტიდან გამომდინარე და დასკვნა წარსული ფაქტიდან გამოიტანოს და არა მიმდინარედან. ან კიდევ რაიმე სერიოზული პრობლემა თეორიაში გადაჭრას უმარტივესად. განსაკუთრებით სასაცილოა როდესაც მეგობარს გაუხსნებ 4 წლის წინ მეგობრული ქეიფის დროს ნათქვამ სისულელეს მაგრამ როდესაც ამ სისულელეს დაუკავშირებ რეალობას და აქედან გამომდინარე იმსჯელებ ეს უკვე სასაცილოც აღარ არის.

სწორედ სურვილების აყვანა იმპერატივის რანგში შემდეგ ხდება საფუძველი იმის რომ ჩვენს ქვეყანაში არარაციონალური ნაბიჯების ბუმია, თან ამას დაერთო ის რომ ჩვენს ხასიათში კარგად ზის ე.წ მარიაჟობის მომენტები და შედეგად ვღებულობთ იმას ჩვენ უმრავლესობის იდეას ვიღებთ რეალობის გასაღების მცდელობად, შედეგად ვღებულობთ საქართველოს, რომელიც იწყებს ომს, შემდეგ სამარცხვინოდ აგებს და ამას იმის ხსნის რომ ომის მიზანი რუსეთის დე-ნიღბიზაცია იყო, შემდეგ ირკვევა რომ თურმე ომი ჩვენ არ დაგვიწყი და ასე იცვლება ყველაფერი იმის მიხედვით თუ რისი დაჯერება უნდა ელიტის ნაწილს და ბუნებრივია ქართული ტრადიციიდან გამომდინარე ჩვენს საზოგადოებასაც.

განა ე.წ ქალიშვილობის პრობლემის ფეტიშიზაციაც ეს არ არის??? განა არ ვიცით რომ სექსი ადამიანური ურთიერთობების ნაწილია?? მოწინააღდმეგეების ორივე მხარეს უბრალოდ მარტივად უნდათ საკუთარი სურვილი გაასაღონ რეალობად, ერთნი რომელსაც ქვეცნობიერი შიშები აქვთ ამბობენ რომ არა ტო რა პრობლემაა მე ვიგულავებ მაგრამ სამაგიეროდ ცოლს ქალიშვილს მოვიყვან და შემდეგ თვალს ხუჭავენ ხოლმე საკუთარი მეუღლეების ქორწინებამდელ ვიზიტზე კუზანოვის სამკერვალოში, მეორენი კი საკუთარ სექსუალურ წარუმატებლობებს აბრალებენ იმას რომ ირგლივ ამდენი ქალიშვილია და ამიტომ დადიან დაუკმაყოფილებელნი, და არა იმას რომ შეიძლება უბრალოდ არ იცოდნენ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, არც ერთნი და არც მეორენი ვერ ან არ აქცევენ ყურადღებას იმას რომ ეს სასიცოხლო პრობლემა არ არის უბრალოდ ჩვენ გვინდა ვაქციოთ და ან ვიცხოვროთ ზეციურ საქართველოში ან კიდევ ჯორჯიაში.

რთულია იცხოვრო რაციონალურად მაგრამ ისიც ფაქტია რაციონალისტური ნაბიჯების გარეშე წინ სამწუხაროდ მხოლოდ კინოში მიდიან, კინო კი რეალობად როგორც წესი არასოდეს იქცევა ხოლმე.

ჩვენი ”მამაპაპური” ბიუროკრატია

ბოლო დროს ჩემი ინტერესების სფეროშია მოსაზრება რომელიც ასე თუ ისე გავრცელებულია საზოგადოებაში, საქმე ეხება მოსაზრებას რომელიც გულისხმობს სახელმწიფო კომპანიების სავალდებულო არაეფექტურობას, რადგანაც ამჟამად სახელმწიფო კომპანიაში ვმუშაობ და ასე ვთქვათ შიგნიდან ვუყურებ ყველაფერს გადავწყვიტე ვცადო ამ ყველაფრის აღწერა(ახლანდელი გადასახედიდან ცოტა მიამიტურია ნ.მ 9 ნოემბერი 2010). შედეგად საინტერესო კანონზომიერება აღმოვაჩინე:

1. სახელმწიფო კომპანიები შედარებით ნაკლებეფექტურია ვიდრე კერძო კომპანიები. მაგრამ ეს სხვაობა დაძლევადია.
2. ბიუროკრატიის პრობლემები არამარტო სახელმწიფო კომპანიების სენია.
3. კაპიტალიზმის უბრუნდება მე-19 საუკუნეს

დავიწყოთ დასაწყისიდან, ერთი წელია წარმატებულ სახელმწიფო კომპანიაში ვმუშაობ, რომელშიც პირველად გამოვცადე ის რასაც ქვია “კარგ” სამსახურში მუშაობა, ანუ არამარტო ნორმალური ხელფასი არამედ სოციალური სტატუსი და უბრალოდ კარგი და მეგობრული კოლექტივი.

შესაძლოა რასაც ახლა დავწერ ამან სამსახურში რაიმე პრობლემები შემიქნას(შემიქმნა კიდეც რადგანაც ახლა უმუშევარი ვარ 9 ნოემბერი 2010) მაგრამ გადავიტან(სიმართლეა, გადავიტანე), მოკლედ ნორმალური სიტუაციის მიუხედავად საწარმოს რომელიც ასრულებდა საკუთარ ფუნქციას წარმატებით და სახელმწიფოსთვის არცთუ ცოტა დივინენდები მოჰქონდა ხელისუფლებამ ალმაცერად დაუწყო ყურება, ჯერ იყო უბრალოდ სახელმწიფომ ფული შეაწერა(სხვა ტერმინი არარელევანტურია), შემდეგ უარი უთხრა კომპანიის მომსახურების გაზრდაზე და საბოლოოდ ბუნებრივია შემოსავალის გარეშე დარჩენილი საწარმო მძიმე დღეში ჩავარდა, საუკეთესო ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე განტევების ვაცი დირექტორი აღმოჩნდა რომელიც ჯერ გატელევიზიორდა შემდეგ კი დაიჭირეს.

სახელმწიფომ რომელსაც ხელისუფლებაში ჰყავს გუნდი რომელიც ეკონომიკური კრედოა სახელმწიფო კომპანიების არაექფეტურობა,  ეს კიდევ ერთხელ   დაადასტურა მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს ასე არ ყოფილიყო,  სტუქტურა რომელიც თავისით დეცენტრალიზირებულად მუშაობდა დღეს უკვე ნაკლებად ჰგავს ნორმალურ საწარმოს. საწარმოში გამოჩნდა დირექტორის ინოვაციური აზროვნება: 4 საათიანი თათბირები, ტრაბახი საკუთარ პროფესიულ მიღწევებზე რომელიც საბოლოოდ იქამდე მიდიოდა რომ თურმე პრემიერს ესაუბრება ხოლმე ლაივში და “ლიბერტარიანული”  მუშაობის სიახლეზე ანუ გინებებზე. აღარაფერს ვიტყვი 4 საათიან თათბირებზე და საჯარო ლანღვა გინების წუთებზე. კარგი მე ჯერ ახალგაზრდა დამწყები სპეციალისტი ვარ მაგრამ როდესაც ვხედავ რომ ახალი დირექტორი ჩემთან შედარებით დამწყებია ცოტათი მეცოდება ის კვალიფიციური ხალხი რომლებიც ამ სტრუქტურაში ჯერ კიდევ არიან დარჩენილები.

ნუ ბევრი შეიძლება შემეკამათოს(მოიკლეს თავი) რომ ეს ტიპური საბჭოური ნაცრისფერი ბიუროკრატიის სტილი იყო მაგრამ რეალურად ეს სულაც არ არის მხოლოდ საბჭოური ნომეკლატურის სტილი.

დღეს გაცისკროვნებული ოფისებში ზუსტად ისეთივე პროცესებია როგორიც იქ იყო, უბრალოდ განსხვავება ის არის რომ საბჭოეთში ბიუროკრატიას არ სწავლობდნენ და არ ცდილობდნენ მის გარდაქმნას ან მის ტრანსფორმირებას უკეთეს ვარიანტებში, ახლა კი ცდილობენ შეცვალონ და როგორც წესი ეს ზოგჯერ გამოსდით ზოგჯერ  არა.ბუნებრივია ეს კარგია მაგრამ ხშირად პრობლემა ის არის რომ დიპლომიანი “მენეჯერები” რეალობაში ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას წიგნებში ნასწავლი ქეისებით ცდილობენ მიუხედავად იმისა იქნება ეს ნაყინის მწარმოებელი კომპანია თუ ტელეკორპორაცია, შედეგად ვღებულობთ იმას რომ თუ სულ მეტი კომპანია არის წარუმეტებელი. ამას მოჰყვება ხოლმე პრობლემის გამოსწორების ახალი  გზა,  ისევ ახალ მენეჯერი ან კიდევ კადრების შემცირება, მაგრამ პრობლემა გაცილებით მარტივია და ამავდროულად ურთულესია, ნებისმიერ საწარმოს თუ კომპანიას ადეკვატური მართველები სჭირდებათ სათანადო თეორიული განათლებით, პრაქტიკული გონებით და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად სიმდგრადით, რათა მათმა კომპლექსებმა არ მოახდინონ გავლენა სამუშაო პროცესებზე.(რაღაც დღევანდელი გადასახედით ეს გაცილებით უფრო მიამიტურია ვიდრე მეგონა ნ.მ 9 ნოემბერი2010)

ჩემი წინა სამსახური  ერთი საშუალოზე პატარა კომპანია იყო, კომპანიის მფლობელებმა თავის დროზე აღმოაჩინეს ისეთი სფერო რომელიც ბაზარზე აუთვისებელი იყო და როგორც ხდება ხოლმე დაიწყეს მინიმალური დანახარჯებით დიდი შემოსავალის მიღება, საწყისი წარმატების შემდეგ ჩვენი ბაზრის კონიუნქტურად გამომდინარე რომელიც როდესაც მთელი ბაზარი ორიენტირდება ხოლმე ერთი წარმატებული ფირმის მაგალითზე და ყველა იმ სფეროში იწყებს შესვლას, მცირე დროში დაიწყო სერიოზული პრობლემები, საჭირო გახდა ცვლილებები და შედეგად ფირმის მენეჯმენტმა მხოლოდ ის მოიფიქრა რომ ფირმაში გააქრო სრულიად ის თავისუფალი სისტემა რომელიც იყო რეფორმებამდე და პატარა კომპანია პატარა ბიუროკრატიულ სამეფოდ გადააქცია, თითქოს პრობლემა იმაში კი არ იყო რომ ფირმის მენეჯმენტმა ვერ მოახდინა სწორი საფასო პოლიტიკის წარმოება არამედ იმაში რომ ფირმის თანამშრომლებს არ ეცვათ შარვალ კოსტუმები, გააუქმა სტიმულები,შემოღებული იქნა მთელი წყება ბიუროკრატიული ჩანაწერების და ასე შემდეგ, შედეგად ამას მოჰყვა რამდენიმე ფილიალის გაუქმება და ზარალი რომელმაც ფირმას მძიმე დღეში ჩააყენა.

ეს არის ერთი კონკრეტული პატარა ფირმის მაგალითი, ეს და სხვა ათასობით ფაქტი ადასტურებს იმას რომ არაფექტურობა და ბიუროკრატიზაცია არამარტო სახელმწიფო კომპანიებს აწუხებთ არამარტო ნებისმიერ ცუდად ორგანიზებულ სისტემას. მაგრამ თუ სახელმწიფო კომპანიებს ის მაინც აქვთ გამამართლებელი საბუთი რომ ისინი კრიზისის დროს უზრუნველყოფენ მოსახლოების ნაწილს სამსახურით კერძო კომპანიები პირდაპირ ურტყამენ მომუშავეების ჯიბეებზე.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამერიკელი ”ფანტასტების” ერთმა ნაწილმა ისტორიის დასასრულის შესახებ გამოაცხადა მაგრამ არამარტო არ დასრულდა არამედ პირიქით სულ უფრო მეტად ხდება ამ ისტორიული ქარცეცხლების გაძლიერება, მით მეტად ძლიერდება კლასობრივი დაპირისპირება, საბჭოეთის დაშლის შემდეგ სულ უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება უთანასწორობა ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბებს შორის. სისტემა ძველ კლასიკურ კაპიტალიზმს უბრუნდება, ყველაზე კარგად ეს ჩვენ საკუთარ თავზე პოსტსაბჭოტა ქვეყნებმა გამოვცადეთ.

დღეს ქართულ საზოგადოებაში მომუშავეების უფლებებელი სრულიად დაუცველია, ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანის ბედი დამოკიდებულია კერძო ანგარებიანი არაკვალიფიციური კარგი მენეჯერების პირად კეთილგანწყობილებაზე, მიღებული პრაქტიკაა საწარმოში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ თანამშრომლების მიერ განცხადების დაწერა განთავისუფლებაზე. ეს კეთდება იმის ასაცილებლად რომ მომუშავეებმა ვერ მიიღონ კომპენსაცია. 40 საათიანი სამუშაო კვირის მონაპოვარი უბრალოდ გათელილია, ყველაფერი ლოკალური იმპერატორების ნებასურვილზეა დამოკიდებული.

სოციალური გარანტიების და სხვა საბჭოური დანატოვარის გაუქმებაზე აღარაფერს ვამბობ, ასეთ პირობებში აქტუალური დგება თავად მომუშავეების პოზიციები,ძალიან ცუდია ის არის რომ ჩვენს მომუშავეებს არ აქვთ კლასობრივი თვითშეგნება. საერთოდ არ არსებობს ის რასაც წლების წინ ლენინმა კლასობრივი თვითშეგნება უწოდა(ქართუ თარგმანში მგონი ასეა თავს ვერ დავდებ) ფაქტია მარქსის შემდეგ რომლის შრომებმაც დიდი გარდატეხა მოახდინა და მუშათა კლასმა იგრძნო რომ კლასია დღეს ამის შეგრძნება თანამედროვე მომუშავეებს არ გააჩნიათ.

ამაში დამნაშავეები ჩვენც ვართ, მით უფრო მარქსისტები რომლებიც ჩავიციკლეთ პროლეტარიის მცნებაზე და ვერ ვხდებით რომ თავად მარქსი არ იყო დოგმატიკოსი და მსჯელობდა მე-19 საუკუნის საზომებით,ის რაც მის დროს იყო ადეკვატური მან აღწერა თავის შრომაში, მაშინ პროლეტარიატი ყველაზე პროგრესული ძალა იყო დღეს კი პროლეტარიატი მისი კლასიკური გაგებით ფაქტიურად ძალიან შემცირებულია. ბუნებრივია არ მტკიცდება ის აზრი რომ პროლეტარიატი გადაშენდა როგორც ამას ნაწილი ნეომარქსისტებისა ამტკიცებს და არც ის აზრი რომ პროლეტარიატი ისევ აქტუალურია დღეს საჭიროა ადეკვატური რეალობებიდან მსჯელობა და ისეთი თეორიების შემუშავება აქტუალური იქნება თანამედროვე პირობებებისთვის. დღეს ყველაზე მეტად დგას აუცილებლობა ასეთი თეორიების ამას თუ ჩვენ მემარცხენეები ვერ გავაკეთებთ ამას სხვა გააკეთებს და ასეთმა გამოცდილებად საუკუნის წინ ფაშიზმი წარმოშვა.