ჩვენი ”მამაპაპური” ბიუროკრატია

ბოლო დროს ჩემი ინტერესების სფეროშია მოსაზრება რომელიც ასე თუ ისე გავრცელებულია საზოგადოებაში, საქმე ეხება მოსაზრებას რომელიც გულისხმობს სახელმწიფო კომპანიების სავალდებულო არაეფექტურობას, რადგანაც ამჟამად სახელმწიფო კომპანიაში ვმუშაობ და ასე ვთქვათ შიგნიდან ვუყურებ ყველაფერს გადავწყვიტე ვცადო ამ ყველაფრის აღწერა(ახლანდელი გადასახედიდან ცოტა მიამიტურია ნ.მ 9 ნოემბერი 2010). შედეგად საინტერესო კანონზომიერება აღმოვაჩინე:

1. სახელმწიფო კომპანიები შედარებით ნაკლებეფექტურია ვიდრე კერძო კომპანიები. მაგრამ ეს სხვაობა დაძლევადია.
2. ბიუროკრატიის პრობლემები არამარტო სახელმწიფო კომპანიების სენია.
3. კაპიტალიზმის უბრუნდება მე-19 საუკუნეს

დავიწყოთ დასაწყისიდან, ერთი წელია წარმატებულ სახელმწიფო კომპანიაში ვმუშაობ, რომელშიც პირველად გამოვცადე ის რასაც ქვია “კარგ” სამსახურში მუშაობა, ანუ არამარტო ნორმალური ხელფასი არამედ სოციალური სტატუსი და უბრალოდ კარგი და მეგობრული კოლექტივი.

შესაძლოა რასაც ახლა დავწერ ამან სამსახურში რაიმე პრობლემები შემიქნას(შემიქმნა კიდეც რადგანაც ახლა უმუშევარი ვარ 9 ნოემბერი 2010) მაგრამ გადავიტან(სიმართლეა, გადავიტანე), მოკლედ ნორმალური სიტუაციის მიუხედავად საწარმოს რომელიც ასრულებდა საკუთარ ფუნქციას წარმატებით და სახელმწიფოსთვის არცთუ ცოტა დივინენდები მოჰქონდა ხელისუფლებამ ალმაცერად დაუწყო ყურება, ჯერ იყო უბრალოდ სახელმწიფომ ფული შეაწერა(სხვა ტერმინი არარელევანტურია), შემდეგ უარი უთხრა კომპანიის მომსახურების გაზრდაზე და საბოლოოდ ბუნებრივია შემოსავალის გარეშე დარჩენილი საწარმო მძიმე დღეში ჩავარდა, საუკეთესო ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე განტევების ვაცი დირექტორი აღმოჩნდა რომელიც ჯერ გატელევიზიორდა შემდეგ კი დაიჭირეს.

სახელმწიფომ რომელსაც ხელისუფლებაში ჰყავს გუნდი რომელიც ეკონომიკური კრედოა სახელმწიფო კომპანიების არაექფეტურობა,  ეს კიდევ ერთხელ   დაადასტურა მაგრამ პრობლემა იმაშია რომ არაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს ასე არ ყოფილიყო,  სტუქტურა რომელიც თავისით დეცენტრალიზირებულად მუშაობდა დღეს უკვე ნაკლებად ჰგავს ნორმალურ საწარმოს. საწარმოში გამოჩნდა დირექტორის ინოვაციური აზროვნება: 4 საათიანი თათბირები, ტრაბახი საკუთარ პროფესიულ მიღწევებზე რომელიც საბოლოოდ იქამდე მიდიოდა რომ თურმე პრემიერს ესაუბრება ხოლმე ლაივში და “ლიბერტარიანული”  მუშაობის სიახლეზე ანუ გინებებზე. აღარაფერს ვიტყვი 4 საათიან თათბირებზე და საჯარო ლანღვა გინების წუთებზე. კარგი მე ჯერ ახალგაზრდა დამწყები სპეციალისტი ვარ მაგრამ როდესაც ვხედავ რომ ახალი დირექტორი ჩემთან შედარებით დამწყებია ცოტათი მეცოდება ის კვალიფიციური ხალხი რომლებიც ამ სტრუქტურაში ჯერ კიდევ არიან დარჩენილები.

ნუ ბევრი შეიძლება შემეკამათოს(მოიკლეს თავი) რომ ეს ტიპური საბჭოური ნაცრისფერი ბიუროკრატიის სტილი იყო მაგრამ რეალურად ეს სულაც არ არის მხოლოდ საბჭოური ნომეკლატურის სტილი.

დღეს გაცისკროვნებული ოფისებში ზუსტად ისეთივე პროცესებია როგორიც იქ იყო, უბრალოდ განსხვავება ის არის რომ საბჭოეთში ბიუროკრატიას არ სწავლობდნენ და არ ცდილობდნენ მის გარდაქმნას ან მის ტრანსფორმირებას უკეთეს ვარიანტებში, ახლა კი ცდილობენ შეცვალონ და როგორც წესი ეს ზოგჯერ გამოსდით ზოგჯერ  არა.ბუნებრივია ეს კარგია მაგრამ ხშირად პრობლემა ის არის რომ დიპლომიანი “მენეჯერები” რეალობაში ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას წიგნებში ნასწავლი ქეისებით ცდილობენ მიუხედავად იმისა იქნება ეს ნაყინის მწარმოებელი კომპანია თუ ტელეკორპორაცია, შედეგად ვღებულობთ იმას რომ თუ სულ მეტი კომპანია არის წარუმეტებელი. ამას მოჰყვება ხოლმე პრობლემის გამოსწორების ახალი  გზა,  ისევ ახალ მენეჯერი ან კიდევ კადრების შემცირება, მაგრამ პრობლემა გაცილებით მარტივია და ამავდროულად ურთულესია, ნებისმიერ საწარმოს თუ კომპანიას ადეკვატური მართველები სჭირდებათ სათანადო თეორიული განათლებით, პრაქტიკული გონებით და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად სიმდგრადით, რათა მათმა კომპლექსებმა არ მოახდინონ გავლენა სამუშაო პროცესებზე.(რაღაც დღევანდელი გადასახედით ეს გაცილებით უფრო მიამიტურია ვიდრე მეგონა ნ.მ 9 ნოემბერი2010)

ჩემი წინა სამსახური  ერთი საშუალოზე პატარა კომპანია იყო, კომპანიის მფლობელებმა თავის დროზე აღმოაჩინეს ისეთი სფერო რომელიც ბაზარზე აუთვისებელი იყო და როგორც ხდება ხოლმე დაიწყეს მინიმალური დანახარჯებით დიდი შემოსავალის მიღება, საწყისი წარმატების შემდეგ ჩვენი ბაზრის კონიუნქტურად გამომდინარე რომელიც როდესაც მთელი ბაზარი ორიენტირდება ხოლმე ერთი წარმატებული ფირმის მაგალითზე და ყველა იმ სფეროში იწყებს შესვლას, მცირე დროში დაიწყო სერიოზული პრობლემები, საჭირო გახდა ცვლილებები და შედეგად ფირმის მენეჯმენტმა მხოლოდ ის მოიფიქრა რომ ფირმაში გააქრო სრულიად ის თავისუფალი სისტემა რომელიც იყო რეფორმებამდე და პატარა კომპანია პატარა ბიუროკრატიულ სამეფოდ გადააქცია, თითქოს პრობლემა იმაში კი არ იყო რომ ფირმის მენეჯმენტმა ვერ მოახდინა სწორი საფასო პოლიტიკის წარმოება არამედ იმაში რომ ფირმის თანამშრომლებს არ ეცვათ შარვალ კოსტუმები, გააუქმა სტიმულები,შემოღებული იქნა მთელი წყება ბიუროკრატიული ჩანაწერების და ასე შემდეგ, შედეგად ამას მოჰყვა რამდენიმე ფილიალის გაუქმება და ზარალი რომელმაც ფირმას მძიმე დღეში ჩააყენა.

ეს არის ერთი კონკრეტული პატარა ფირმის მაგალითი, ეს და სხვა ათასობით ფაქტი ადასტურებს იმას რომ არაფექტურობა და ბიუროკრატიზაცია არამარტო სახელმწიფო კომპანიებს აწუხებთ არამარტო ნებისმიერ ცუდად ორგანიზებულ სისტემას. მაგრამ თუ სახელმწიფო კომპანიებს ის მაინც აქვთ გამამართლებელი საბუთი რომ ისინი კრიზისის დროს უზრუნველყოფენ მოსახლოების ნაწილს სამსახურით კერძო კომპანიები პირდაპირ ურტყამენ მომუშავეების ჯიბეებზე.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამერიკელი ”ფანტასტების” ერთმა ნაწილმა ისტორიის დასასრულის შესახებ გამოაცხადა მაგრამ არამარტო არ დასრულდა არამედ პირიქით სულ უფრო მეტად ხდება ამ ისტორიული ქარცეცხლების გაძლიერება, მით მეტად ძლიერდება კლასობრივი დაპირისპირება, საბჭოეთის დაშლის შემდეგ სულ უფრო სწრაფი ტემპებით იზრდება უთანასწორობა ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბებს შორის. სისტემა ძველ კლასიკურ კაპიტალიზმს უბრუნდება, ყველაზე კარგად ეს ჩვენ საკუთარ თავზე პოსტსაბჭოტა ქვეყნებმა გამოვცადეთ.

დღეს ქართულ საზოგადოებაში მომუშავეების უფლებებელი სრულიად დაუცველია, ფაქტიურად ნებისმიერი ადამიანის ბედი დამოკიდებულია კერძო ანგარებიანი არაკვალიფიციური კარგი მენეჯერების პირად კეთილგანწყობილებაზე, მიღებული პრაქტიკაა საწარმოში ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ თანამშრომლების მიერ განცხადების დაწერა განთავისუფლებაზე. ეს კეთდება იმის ასაცილებლად რომ მომუშავეებმა ვერ მიიღონ კომპენსაცია. 40 საათიანი სამუშაო კვირის მონაპოვარი უბრალოდ გათელილია, ყველაფერი ლოკალური იმპერატორების ნებასურვილზეა დამოკიდებული.

სოციალური გარანტიების და სხვა საბჭოური დანატოვარის გაუქმებაზე აღარაფერს ვამბობ, ასეთ პირობებში აქტუალური დგება თავად მომუშავეების პოზიციები,ძალიან ცუდია ის არის რომ ჩვენს მომუშავეებს არ აქვთ კლასობრივი თვითშეგნება. საერთოდ არ არსებობს ის რასაც წლების წინ ლენინმა კლასობრივი თვითშეგნება უწოდა(ქართუ თარგმანში მგონი ასეა თავს ვერ დავდებ) ფაქტია მარქსის შემდეგ რომლის შრომებმაც დიდი გარდატეხა მოახდინა და მუშათა კლასმა იგრძნო რომ კლასია დღეს ამის შეგრძნება თანამედროვე მომუშავეებს არ გააჩნიათ.

ამაში დამნაშავეები ჩვენც ვართ, მით უფრო მარქსისტები რომლებიც ჩავიციკლეთ პროლეტარიის მცნებაზე და ვერ ვხდებით რომ თავად მარქსი არ იყო დოგმატიკოსი და მსჯელობდა მე-19 საუკუნის საზომებით,ის რაც მის დროს იყო ადეკვატური მან აღწერა თავის შრომაში, მაშინ პროლეტარიატი ყველაზე პროგრესული ძალა იყო დღეს კი პროლეტარიატი მისი კლასიკური გაგებით ფაქტიურად ძალიან შემცირებულია. ბუნებრივია არ მტკიცდება ის აზრი რომ პროლეტარიატი გადაშენდა როგორც ამას ნაწილი ნეომარქსისტებისა ამტკიცებს და არც ის აზრი რომ პროლეტარიატი ისევ აქტუალურია დღეს საჭიროა ადეკვატური რეალობებიდან მსჯელობა და ისეთი თეორიების შემუშავება აქტუალური იქნება თანამედროვე პირობებებისთვის. დღეს ყველაზე მეტად დგას აუცილებლობა ასეთი თეორიების ამას თუ ჩვენ მემარცხენეები ვერ გავაკეთებთ ამას სხვა გააკეთებს და ასეთმა გამოცდილებად საუკუნის წინ ფაშიზმი წარმოშვა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s