სურვილი თუ რეალობა

ჩვენი საზოგადოების თუ პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პრობლემა არის სურვილის და რეალობის არევა ერთმანეთისგან. დიდი ხანია ვაკვირდები ტელევიზიებს და პრესას და როგორც წესი ჟურნალისტებიც და თვითშერქმეული ექსპერტები ანალიზს კი არ აკეთებენ მიმდინარე მოვლენების არამედ საკუთარ სურვილებს წერენ ხოლმე. თან არამარტო ისეთი ხალხი სცოდავს რომელსაც რაღაც კვალიფიციური განათლება აქვთ არამედ ჩვეულებრივი ხალხიც. მაგრამ თავიდან ჩვენი ელიტით დავიწყოთ:

მაგ ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ფრთა ე.წ სახელისუფლებო ექსპერტები, მათი დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია წინასწარმეტყველებს ნატოში შესვლა მოხდება 2002, 2004. 2006. 2008. 2010. 2013 წლებში, მეაომბოხე რეგიონების დაბრუნებას შევძლებთ 1994. 95, 97. 98. 2007, 2008, და ასე შემდეგ. თითქმის არასოდეს არ ხდება რაიმე პრობლემის შესწავლა პირდაპირ ისე იტყვიან ხოლმე რომ რუსეთი იშლება რომ ძალაუნებურად მხოლოდ გაგეღიმება,განსაკუთრებით სასაცილოა ხოლმე როდესაც ექსპერტი ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფაქტს აიღებს და ისეთ ლოგიკურ კავშირს დაინახავს რომ პირი ღია დაგრჩება. ეს ყველაზე ცუდი ის არის რომ მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა არსებული რეჟიმის მიმართ არ შეიძლება ყველაფერზე დარწმუნებული იყო რომ ტყუილია, ანალოგიურ პრობლემებზე წერს რუსი ისტორიკოსი იური სიმიონოვი რომელიც თავის სტატიაში რომელიც წითელ ტერორს ეხება აღნიშნავს რომ თეთრმა ისტორიკოსებმა ბოლშევიკური რევოლუციის შესწავლის დროს იმდენი სისულელე თქვეს რომ ევროპულ ინტელექტუალურ ელიტას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში აღარ სჯეროდა იმ ინფორმაციების რომელსაც რეჟიმის მოწინააღმდეგენი გზავნიდნენ რუსეთიდან, ამიტომაც სტალინის რეპრესიების დიდი ხნის განმავლობაში არ სჯეროდა ბებერ ევროპას.

რეალობის და სურვილი არევა ეხება ხოლმე იმ მომენტებს როდესაც საჭიროა ჩვენი და ვინმეს ჰიპოთეტური დაპირისპირება, არანაირ ლოგიკურ წინააღმდეგობად არ მიაჩნიათ 1000 კაცით 100 ათასის განადგურება, ეს ოდესღაც მოგვიხდენია და ახლა რატომ ვერ შევძლებთო. თან ასეთ დროს როგორც წესი ან სადღეგრძელოს ამბობენ ან რაც ყველაზე საშიშია სახელისუფლებო ტელეეთერის დროს მარიაჟობენ.

ეს არამარტო პოლიტიკას ეხება, დარწმუნებული ვარ თქვენს სამეგობროშიც ბევრია ადამიანი რომელიც სურვილს რეალობაც ასაღებს, მაგალითად ჩემი უახლოესი მეგობარი ისე მარტივად გადაწყვეტს ხოლმე რაიმე ისეთ მოვლენას რომ გაგიკვირდება, მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანის გუშინდელ საქციელზე იმსჯელოს 7 წლის წინანდელი ფაქტიდან გამომდინარე და დასკვნა წარსული ფაქტიდან გამოიტანოს და არა მიმდინარედან. ან კიდევ რაიმე სერიოზული პრობლემა თეორიაში გადაჭრას უმარტივესად. განსაკუთრებით სასაცილოა როდესაც მეგობარს გაუხსნებ 4 წლის წინ მეგობრული ქეიფის დროს ნათქვამ სისულელეს მაგრამ როდესაც ამ სისულელეს დაუკავშირებ რეალობას და აქედან გამომდინარე იმსჯელებ ეს უკვე სასაცილოც აღარ არის.

სწორედ სურვილების აყვანა იმპერატივის რანგში შემდეგ ხდება საფუძველი იმის რომ ჩვენს ქვეყანაში არარაციონალური ნაბიჯების ბუმია, თან ამას დაერთო ის რომ ჩვენს ხასიათში კარგად ზის ე.წ მარიაჟობის მომენტები და შედეგად ვღებულობთ იმას ჩვენ უმრავლესობის იდეას ვიღებთ რეალობის გასაღების მცდელობად, შედეგად ვღებულობთ საქართველოს, რომელიც იწყებს ომს, შემდეგ სამარცხვინოდ აგებს და ამას იმის ხსნის რომ ომის მიზანი რუსეთის დე-ნიღბიზაცია იყო, შემდეგ ირკვევა რომ თურმე ომი ჩვენ არ დაგვიწყი და ასე იცვლება ყველაფერი იმის მიხედვით თუ რისი დაჯერება უნდა ელიტის ნაწილს და ბუნებრივია ქართული ტრადიციიდან გამომდინარე ჩვენს საზოგადოებასაც.

განა ე.წ ქალიშვილობის პრობლემის ფეტიშიზაციაც ეს არ არის??? განა არ ვიცით რომ სექსი ადამიანური ურთიერთობების ნაწილია?? მოწინააღდმეგეების ორივე მხარეს უბრალოდ მარტივად უნდათ საკუთარი სურვილი გაასაღონ რეალობად, ერთნი რომელსაც ქვეცნობიერი შიშები აქვთ ამბობენ რომ არა ტო რა პრობლემაა მე ვიგულავებ მაგრამ სამაგიეროდ ცოლს ქალიშვილს მოვიყვან და შემდეგ თვალს ხუჭავენ ხოლმე საკუთარი მეუღლეების ქორწინებამდელ ვიზიტზე კუზანოვის სამკერვალოში, მეორენი კი საკუთარ სექსუალურ წარუმატებლობებს აბრალებენ იმას რომ ირგლივ ამდენი ქალიშვილია და ამიტომ დადიან დაუკმაყოფილებელნი, და არა იმას რომ შეიძლება უბრალოდ არ იცოდნენ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა, არც ერთნი და არც მეორენი ვერ ან არ აქცევენ ყურადღებას იმას რომ ეს სასიცოხლო პრობლემა არ არის უბრალოდ ჩვენ გვინდა ვაქციოთ და ან ვიცხოვროთ ზეციურ საქართველოში ან კიდევ ჯორჯიაში.

რთულია იცხოვრო რაციონალურად მაგრამ ისიც ფაქტია რაციონალისტური ნაბიჯების გარეშე წინ სამწუხაროდ მხოლოდ კინოში მიდიან, კინო კი რეალობად როგორც წესი არასოდეს იქცევა ხოლმე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s