სად იყო ღმერთი???

კიდევ ერთი  guest პოსტი, პოსტის ავტორია athe.

იმ კითხვაზე არის თუ არა ღმერთი, ვერც ათეისტი და ვერც ღვთისმეტყველი ვერ გაგვცემს პასუხს.
         ამა თემაზე საუბარი და წერა შეიძლება მთელი ცხოვრება. ქრისტიანული რელიიგის წარმოშობის და განვითარების შემდეგ ყოველთვის იყვნენ ისეთები რომლებიც ებრძოდენ პირდაპირი გაგებით ქრისტიანობას და სერიოზულ დარტყმებსაც აყენებდენ. გამიჭირდება იმ დიდი ათეისტების ჩამოთვლა, რომლებიც უმტკიცებდენ სხვადასხვანაირად ხალხს და მაღალ საზოგადოებას რომ ღმერთი არ არსებობდა.
        ამ დაპირისპირების დიდი ისტორია შეიქმნა, მე ჩამოვაყალიბე ის 4 ძირითადი საკითხები რაზეც ათეისტები ყოველთვის ედავებოდენ ღვთისმეტყველებს და უბრალო ხალხს.
1.ქრისტეს დაბადება, მისი ფიზიკური არსებობის საკითხი.
2.ის 37 წიგნი, რომელიც მთლიანად ამ რელიგიაზე არის შექმნილი.
3.რომის პაპების და სასულიერო პირების მოღვაწეობა.
მე  განსახილველად ავიღე მეოთხე თემა, სადაც ჩემი შეხედულებები მაქვს, ღმერთის აპათურ დამოკიდებულებაზე!
4.სად იყო ღმერთი?
მინდა გამოვკვეთო ერთ-ერთი იმ მილიონი შემთხვევიდან, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა.  240, 0000 კაცი დაიღუპა ამ ტრაგედიის შედეგად. მე მაინტერესებს, როდესაც ასეთი მაშტაბური ტრაგედია მოხდა რატომ არ ჩაერია ღმერთი? ან სად იყო მაგ დროს?  ვითომ, იმიტო რომ იაპონელები არ არიან ქრისტიანები? არა მგონია, ისინიც ხომ ღმერთის შვილები არიან, და თუ ჭეშმარიტ ღმერთს არ ადიდიებენ იმას ხო არ ნიშნავს გავწიროთ? მაგრამ მე როგორც ქრისტიანი ათეისტი ვამართლებ ღმერთს. იმ დროინდელ ამერიკის პრეზიდენტს ერგო ეს «ჯილდო» ღმერთისგან, მან გასცა ბრძანება რომ ჩამოეგდოთ ეს ბომბები, და იცით რატომ გაიწირა ამდენი ხალხი, მარტივად იმიტომ რომ ეს ომს დაასრულებდა. აი ეს იცოდა ყოვლის შემძლე ღმერთმა!
        კარგათ ვიცით, როგორი დაუნდობელია ისტორია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, როცა დიდი მიზნებია.  «დაბადება»- დან  კარგად ჩანს ღმერთის გადაწყვეტილებები, სადაც ის უდანაშაულო ცხოველებს და ადამიანებს წირავს.
       ამის ყველაზე დიდი მაგალითი წარღვნა, როდესაც 8 ადამიანი გადაარჩინა ღმერთმა და ის რჩეული ცხოველები. ეხ, რამდენი უდანააულო ცხოველი შეეწირა ღმერთის ახირებას. ჩემი აზრით, ღმერთს სასამართლოში უნდა უჩივლოს ცხოველთა დაცვის სამსახურებმა.
       ვუბრუნდები იმ საცოდავ იაპონელებს, დავიჯერო სხვა უფრო ჰუმანური ვერ მოაფიქრებინა ღმერთა ტრუმენს?  რა მაინც და მაინც, ორი ხელის მოსმით უნდოდა ამდენი უდანაშაულო ადამიანის მოკლვა. აქ რაღაც სხვა ამბავია!
      შეიძლება ისტორია გვიმალავს, შეიძლება ეს თანამედროვე სოდომი და   გომორი იყო. შეიძლება ამ ქალაქებში ისეთი არამზადობები და საზიზღრობები    ხდებოდა რომ იაპონიამ ეს დამალა და ამაზე ღმერთმა თვალი ვერ დახუჭა?
შეიძლება. მაგრამ როგორც ვიცით დამნშავესაც კი აქვს უფლებები.
ჰიროსიმას მოსახლეობა 350000 ათასი ადამიანს შეადგენდა, დაბომბვის შემდეგ 140 ათასი დაიღუპა. აქ მაინც ჩანს ღმერთის ხელი, 210 ათასი გადაარჩნა, ისინი რჩეულები იყვნენ. 
       ერთი რამ ვიცი, იმ დროს თუ იყო ღმერთი ის ნადვილად ადევნებდა თვალს ამ ტრაგედიას და წარბიც კი არ აწია. ეხ, ღმერთო რამდენი ცოდვა გაქვს.
       მეორედ მოსვლაო?  ასეთ რაღაცასაც ამბობენ, ხალხს კი არა, ღმერთს უნდა ეშინოდეს.
 ჩემი აზრით სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას და ღმერთს უნდა წაუყენონ ბრალდებები.
ამ ბომბების ჩამოგდებას ეშმაკს ნუ დავაბრალებთ, ცოდოები არიან, ყველაფერს რაც ცუდი ხდება და რაზეც ღმერთი თვალს ხუჭავდა სატანას აბრალებენ.
       ისე შეიძლება სატანას ეთამაშა რაღაც როლი, მაგრამ ამხელა საქმეს მარტო ვერ გაქაჩავდა. როდესაც ტრუმანს სატანა აცდენდა, ანგელოზებსაც ხომ უნდა ექთვათ თავისი სიტყვა? აი, აქ შეიძლება ვიფიქროთ რომ, ანგელოზებიც «ზემოდან» მითითებული დავალებით თანახმა იყვნენ, თვალი დაეხუჭათ ან ხელი  შეეწყოთ სატანასთვის!

პ.ს.   ამის წაკითხვისას უნდა გაწითლდეს!

Athe

3 thoughts on “სად იყო ღმერთი???

  1. Sophie Golden

    თუ ათეისტი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, სად იყო ღმერთი იმ დროს, როცა ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ხდებოდა
    & თუ გჯერა, ადვილი გამოსაცნობია, ამასაც თუ გამოცნობა ჰქვია – რომ ღმერთი ის თეთრწვერა, კეთილი მოხუცი არ არის, რომელიც ღრუბლებზეა წამოწოლილი და ხალხს დასცქერის. ყველა ადამიანს აქვს განსაზღვრული არჩევანის თავისუფლება, შესაბამისად, დგება და ბომბავს იაპონიას, ან თავის მსგავს ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ არ მოსწონს, ყრის გაზის კამერაში.

    ღმერთი იქ არ არის, სადაც უმეტესობას ჰგონია. ჩვენს თავშია!

  2. Anonymous

    შენ თუ ღმერთს როგორც ადამიანს ისე აღიქვამ მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ შენ რასაც წერ ეგ არის ადამიანის უფლების დარღევა, სიტყვიერი შეურაცყოფით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s