დღეს რაზეც მინდა ვისაუბრო ეს ტელევიზიებია, სახელგანთმულ ქართულ ტელესივრცეს ორი შედევრი მიემატა: პირველი კავკასიური არხია და რეალ-ტვ, ორივე ტელევიზიას კონკრეტული დანიშნულება აქვს, პირველის დემოკრატიული იდეების ექსპორტიორია რუსეთში და კავკასიური სეპარატიზმის გაღვივებს, მეორე კი ოპოზიციის ამხელს ყოვლად ამაზრენ ფორმებში.
კავკასიური ტელევიზიაზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ აზრი ნაკლებად აქვს, არა მგონია ტელევიზიამ რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს ჩვენი ჯიბიდან რაიმე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს რუსეთის დაშლის წმინდათწმინდა საქმეში, ეს მხოლოდ ჩვენთან სჯერათ რომ ”აბულაძემ” დაანგრია საბჭოეთი თორემ ცოტა უფრო მაღალ დონეებზე სხვადასხვა რეალური თეორიები არსებობს. ჩემთვის ეს საფუძველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.
აი რეალ-ტვ რაც შეეხება, ყველამ იცის რომ ეს არხი ანტიპოზიციური და ყველაფერი რასაც ამბობენ ტყუილია მაგრამ განა არ გვაქვს ხოლმე სურვილი სხვის სულში ვიფორთხიალოთ??? ეს ჩვეულებრივი ეგოისტური მოთხოვნილება კარგად არის დაცული ამ ტელევიზიაში, რა პრობლემაა შეგიძლია სახალხოდ გამოაცხადო რომ ალასანია კაციჭამიაა და არსებობს ადამიანი რომელიც შეჭამა ალასანიამ, ეს ადამიანი მზად არის ჩვენება მისცეს დაინტერესებულ ორგანოებს, გგონიათ ხალხი დიწყებს ლოგიკური ჯაჭვის ძებნას:
როგორ ტო, შეჭმული კაცი როგორ მისცემს ჩვენებასო??? არა ისინი გაიგონებენ მხოლოდ ალასანიას და იმას რომ ”კაციჭამიობა” ცუდია, მართალია ნაკლებ სავარაუდოა ეს ხალხი ოპოზიციის მხარდამჭერნი იყვნენ მაგრამ ხომ არსებობს ხალხი რომელმაც შეიძლება ხელისუფლების მომხრეების ისტერიას აჰყვევს და ხმა არ მისცეს კანიბალ ალასანიაზე. სწორედ ამ ხალხზეა გათვლილი ეს ტელევიზია, ჯერჯერობით მინდა ვთქვა რომ არცთუ უსაფუძვლოდ.
საინტერესო ის არის რომ გარემოს დამცველების ფორუმზე აღმოვაჩინე რომ ყველაზე დიდი აუდიტორია ტელევიზიების, ამ ტელევიზიების საპირისპირო იდეოლოგიების მქონე ხალხია, მიშისტები მუდამ უყურებენ კავკასიას და გრეჩიხისტები რეალ-ტვ, რაღაც მაზოხისტური მოთხოვნილებაა იმის რომ გაიგონო შენთვის მიუღებელი და ამაზე მთელი ხმით დაიწყო ყვირილი აქაოდა დამპლები ზეციურ საქართველოს ანგრევენო.
საინტერესო დროში ვცხოვრობთ ღმერთმანი…