Monthly Archives: თებერვალი 2010

”მეურნის” დაბრუნება

საინტერესოა რამდენხნიანი საშუალო სტატისტიკური ქართველი ობივატელის მეხსიერება???

თუ ხელისუფლების პიარ ტექნოლოგების ლოგიკას მივყვებით: ერთი საარჩევნო პერიოდი, დღეს ერთ დროს ნოემბრის აქციების ”გმირი” ბატონი გიგი მოსახლეობას ხვდება და ყურადღებით ისმენს მათგან პრობლემებს და მაქსიმალურად ცდილობს გადაჭრას ყველანაირი პრობლემები.

ერთგანზომილებიანი ადამიანები კი მზად არიან აპატიონ  ბატონ გიგის ყველაფერი, მათთვის ხომ ყველაფერი ერთი საარჩევნო ციკლით შემოიფარგლება, გიგიც იყენებს,   მაქსიმალურად ცდილობს გიგი იგულავადან გიგი მეურნედ გადაიქცეს, მაგრამ გიგის ერთი ავიწყდება ხალხს როგორც მისი სისულელეები ავიწყება უფრო მალე მისი დროებითო აქციები დაავიწყდებათ, კაპიტალისტური მორალი ცუდია, ამარზენია მაგრამ ლოგიკურია, გიგის აქციები მანამ არის ფასეული სანამ ოპოზიცია ნოღაიდელის რეიტინგის ზრდაზე მუშაობს, მანამ სანამ საკუთარ ეგოს ატყუებენ აქაოდა ნაღდი ოპოზიცია ჩვენ ვართ, ნაღდი ლიბერალებიც  ჩვენ ვართ, როდესაც აღმოაჩენენ რომ პრობლემა ”გიგიშია” სულ სხვა თამაშის მომსწრენი გავხდებით.