რამდენიმე დღის წინ ნაფტამ ფეისბუკზე რუდი დუჩკეს ინტერვიუს ქართულ თარგმანზე დამთაგა, ცნობილი რევოლუციონერი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე 1968 წლის მსოფლიო რევოლუციის დამარცხების მიზეზებზე საუბრობდა, აანალიზებდა გამოცდილებას , სტატია საინტერესო იყო მაგრამ სტატიაზე მეტად ყურადღება მთარგნელის შენიშვნამ მიიქცია , ავტორი რომელიც პოზიცინირებას უკეთებს როგორც მემარცხენეს წერს ” ინტერვიუ განსაკუთრებით საინტეროსოა დღეს, როდესაც ბევრი ევროპული სახლემწიფოები ისევ იმეორებენ შეცდომას და არ სურთ დაინახონ ის თუ რა ხდება დღევანდულ რუსეთში, თუ როგორ იხრწნება რუსული სოციალური და პოლიტიკური სივრცე დიქტატურის მყარი ელემენტებით და რაც მთავარია, ევროპას არ სურს დაინახოს ის, რომ რუსეთი წარმოადგენს სერიოზულ საფრხეს დემოკრატიისათვის. რუდი დუჩკე ამ ინტერვიუში სწორედ იმაზე მოგვითხრობს. რომ რუსეთზე ნდობა დამღუპველი რამ არის და სრული უაზრობაა. ” (1968 წელს განცდილი მარცხის შესახებ. რუდი დუჩკე) .
პრობლემა ის არის რომ ავტორი(მთარგმნელი) როგორც ჩანს იზიარებს ჩვენი ქართული პროპაგანდის მოსაზრებას და საქართველოს აიგივებს რევოლუციურ ჩეხოსლოვაკეთთან რომელიც საბჭოთა კავშირმა პრაღის გაზაფხულის დროს იძულებით დააბრუნა ძველ დეფორმირებულ სისტემაში , ისევე როგორც ჭეშმარიტად ლიბერალური საქართველო ლამის დაიპყრო ბოროტმა დიქტატორულმა რუსეთმა. რეალურად კავშირი მარქსისტულ ჩეხოსლოვაკეთსა და ნეოლიბერალურ საქართველოს შორის მხოლოდ პროპაგანდისტური ხრიკი თუ შეიძლება იყოს. ასევეა საბჭოთა კავშირიც და რუსეთიც ორი წარმოუდგენელად განსხვავებული ცნებებია. საბჭოთა კავშირი დეფორმირებული მუშათა სახელმწიფო იყო(ტროცკისეულად) ხოლო რუსეთი კი მონოპოლისტური ნეოლიბერალური სახელმწიფოა.
სინამდვილეში 20-ე საუკუნის 60 იან წლებში კომუნისტურმა ჩეხოსლოვაკიამ სცადა ნეომარქსისტული იდეებით და რაზეც არავინ საუბრობს ადგილობრივი კომუნისტური მთავრობით შეექმნა ჭეშმარიტად სოციალისტური სახელმწიფო, ყოველგვარი ბიუროკრატიის და სხვა მანკიერი საბჭოთა გადმონაშთების გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ ყველა კარგ ჩანაფიქრს არ უწერია ახდენა. ბრეჟნევის მთავრობამ რომელსაც ალბათ სამართლიანად მიაჩნდა ერთი გამონაკლისიც კი დომინოს ეფექტის დასაწყებად ამას ვერაფრით დაუშვებდა და საბჭოური ტანკების მეშვეობით პროგრესული მარქსისტები შეიცვალა საბჭოური ყაიდის ბიუროკრატებით. ამ დროს რა ხდებოდა საქართველოში, ორი პარამილიტარისტული საქართველო და რუსეთი(იდენტური სახელმწიფო და ეკონომიკური სისტემით) იწყებენ ომს და საბოლოოდ იმარჯვებს ძლიერი რუსეთი, სენტიმენტების გარეშე თუ შეხედავ ეს უფრო თვალნათვლივ ჩანს.
ეს პოსტი გასაგები იქნებოდა ეს რომ ყოფილიყო რომელიმე ხელისუფლების მხარდამჭერის დაწერილი , მრავალი გვინახავს და კიდევ უფრო მეტს ვნახავთ მაგრამ, როდესაც ამას წერს ადამიანი რომელიც საკუთარ თავს უწოდებს მემარცხენეს აშიშვლებს რა საერთოდ პრობლემებს რომელიც მემარცხენე ფლანგზეა. ჩანს მემარცხენეების ნაწილს ლევაკობა ან ჩეს მაისურის ტარება ჰგონიათ ან მოდური ტენდენცია.
საოცარია მაგრამ ქვეყანაში სადაც ძალიან დიდი სოციალური პრობლემებია მემარცხენეები სანთლით საძებარები არიან, ფაქტიურად ხელისუფლების და სხვადასხვა მარგინალური ჯგუფების(დასავლური მასშტაბებით) პროპაგანდის შედეგად 10 მემარჯვენეზე მაქსიმუმ 3 მემარცხენე მოდის , ეს მიუხედავას საზოგადოებაში არსებული მემარცხენე ტენდენციებისა.
ყველაფერმა შარშან გაზაფხულზე(დაახლოებით) დაიწყო შეცვლა როდესაც ერთდროულად ახალგაზრდების რამდენიმე ნაწილმა აღმოაჩინა რომ მემარცხენეა, ამას მოჰყვა თავისებური ლეფტისტური აუთქამები მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის პირობებეში რაღაც მოდურ ტენციადაც გადაიქცა, თვით გარემოს დამცველების ექს-ფორუმზეც კი დაიწყეს საუბარი რაღაც აბსტრაქტულ ლიბერალ-მემარცხნეებზე. არა როგორც დავუშვათ ცალკეულ ინდივიდ მარგინალებზე არამედ როგორც ორგანიზირებულ ჯფუფზე(ნუ სიმართლე როგორი სხვანაირია გასაგებია ).
საერთოდ როდესაც ადამიანთა ჯგუფი იწყებს მოქმედებას და მათ შორის კოორდინაცია მცირეა, იწყება პრობლემებიც, ასეა მემარცხნეეებშიც ფაქტიურად მცირე ხანში აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი(ადრეული რაოდენობიდან გამომდინარე) მემარცხენენა რომლებიც ყველა საუბრობს სხვადასხვა ენაზე და ძლიერია მათ შორის განსხვავებულობის შეგრძნება. მაგრამ ეს კიდევ გასაგები იქნებოდა რომ არა სხვა პრობლემები. დიდია მემარცხენეებში წმინდა იდეოლოგიური პრობლემები ფაქტიურად ბევრს მემარცხენეობაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და არ იციან განსხვავებები სხვადსხვა მემარცხენე ტენდენციებს შორის. ძლიერი განათლების პრობლემები, ჯერ კიდევ ძლიერია სხვადასხვა პოსტ-მემარცხენე იდეებიც(ისე მემარცხენების პრობლემებზე მგონი ცალკე პოსტი უნდა დაიწეროს).
ეს პრობლემები თუ არ მოგვარდება აღმოჩნდება შემდეგ რომ მემარცხენები არამარტო უიმედო მარგინალები ვიქნებით არამედ ბევრი აღმოაჩენს 30 წლის ასაკში რომ თურმე უგულო არ ყოფილა და ახლა დასერიოზულობის დროა.