რუსული პოსტ-მარქსიზმი(ალექსანდრე ტარასოვი)

           ბოლო დღეებია ვფიქრობდი გამეკეთებინა იმ მემარცხენე თუ მარქსისტული ჯგუფებზე ინფორმაცია რომელიც ჩემთვის ფასეულია და მინდა ჩემს მეგობრებს გავუზიარო., მათ შორის  ერთი ჯგუფია  რომელსაც ჩემზე უდიდესი გავლენა აქვს ეს ჯგუფი რუსი   პოსტ-მარქსისტი დისიდენტებია, ბორის კაგარლიცკის და ალექსანდრე ტარასოვის სახით. დღეს გადავწყვიტე ტარასოვზე დავწერო.

           საერთოდ როდესაც ვგებულობ რომ ეს ადამიანი დისიდენტი იყო, პირველი რეაქცია მაქვს რომ მინიმუმ არარაციონალი ნაციონალისტია გამოკვეთილი შოვინისტური იდეებით, ან მეორე ვარიანტია ადამიანია რომელი ერთი ბოროტება საბჭოთა კავშირი გულუბრყვილოთ გაცვალა მეორე უკიდურესობაზე შეერთებულ შტატებზე, ეს აზრი რომ არ დავმალო ლამის სტუდენტობის ბოლომდე გამომყვა, პირველი ბზარი აკვიატებულ იდეას   2006 წელს გაუჩნდა  როდესაც  ინტერნეტში ქექვის დროს აღმოვაჩინე ალექსანდრე ტარასოვის  სტატია   აუგუსტო პინოჩეტზე, სტატიაში შეულაზებლად მიდიოდა საუბარი ჩილეს ფსევდო რეფორმებზე, ინტერესის გაჩენის  შემდეგ ამას მოჰყვა ტარასოვის  რამდენიმე სტატიის წაკითხვა,  დისიდენტებზე ჩემი წარმოდგენა  საბოლოოდ დაიმსხვრა იმის შემდეგ რაც აღმოვაჩინე რომ ტარასოვი საბჭოთა კავშირის დროს ციხეში იჯდა როგორც მემარცხენე მარქსისტი, როგორც აღმოჩნდა საბჭოეთის დროს ყველა დისიდენტი არ ყოფილა ნომეკლატურის გარეთ დარჩენილი ნაციონალისტი შიზოიდები.

           ალექსანდრე ტარასოვი დაიბადა 1958 წელს მოსკოვში, სკოლის წლებიდან მოყოლებული ჩამოყალიბდა როგორც მემარცხენე, ინტერესდება არაორთოდოქსალური მარქსისტული ლიტერატურით, 1972 წლიდან(14ლის!)  იწყება მისი  როგორც მემარცხენე აქტივისტის პოლიტიკური კარიერა,  მეგობრებთან ერთად აყალიბებს ”რუსეთის ნეოკომუნისტურ პარტიას”, სამიზდატის(ქართულად ვერ ვთარგმნე:( სახით ავრცელებს   მარქსისტული ლიტერატურას , წერს პარტიის ძირითად   პარტიის ძირითად პრინციპებს. იწყება პარტიის ზრდა და ცოტა ხანში 35 კაცამდე ადის რაოდენობა.

           ყველაფერი 1975 წელს  დასრულდა როდესაც  უშიშროების ცენტრალურმა კომიტეტმა ტარასოვი და მისი პარტია მთლიანად დააპატიმრეს, ტარასოვი როგორც ლიდერი სპეც-საგიჟეთში გადაიყვანეს, ლევაკების  მკურნალობის თავისებური მეთოდი არსებობდა ყველაზე დიდ მემარცხენე სახელმწიფოში, გაუთავებელი  ცემა-ტყეპა. ინსულინის და ნეიროლოპტიკების დიდი დოზების  პერმანენტური  გაკეთება,  ერთი წლის შემდეგ  ციხიდან ფაქტიურად დაინვალიდირებული  გამოვიდა ტარასოვი.  რეპრესიები პერესტროიკამდე გაგრძელდა, მხოლოდ 1988 წელს მისცეს ცნობა რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი იყო.

          საბჭოთა  პერიოდში მრავალი სამუშაო შეიცვალა დაწყებული შემდუღებლიდან დამთავრებული მედდძმათი,  პერესტროიკის პერიოდში ჩამოყალიბდა როგორც სოციოლოგი და პოლიტოლოგი.

           პირველმა აღწერა და  შეისწავლა 90- იან წლებში რუსეთში ჩამოყალიბებადი სკინ-სუბკულტურა, (Порождение реформ: бритоголовые, они же скинхеды;  Экстремисты по вызову;  ремль наконец выработал молодежную политику: тащить и не пущать;  О молодежи — в жанре доноса;  Фашизм в идеологии, ежовщина на практике. Именно это предлагает России бывший интеллигент Василий Аксенов;  Фашизмов много;  Учебники для скинхедовНаци-скины в современной РоссииМеняющиеся скинхеды. Опыт наблюдения за субкультурой) სტატიების დიდი ნაწილი ანალიზია და სკინჰედების მოძრაობის სოციალური თუ კულტურული ბაზისის შესწავლა, აღსანიშნავია ისიც რომ 2008 წელს რუსმა ნაციონალისტებმა ტარასოვი 10 ყველაზე საშიშ ადამიანების სიაში შეიყვანეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.

          მრავალმხრივი განათლების და უზომო ერუდიციის გამო ის მრავალ სფეროზე წერს დაწყებული კინოკრიტიკით (Анти-«Матрица», или «Борьба» бабла с ослом;   Годар как Вольтер; ) მემარცხენე მოძრაობების ისტორიით (1968 год в свете нашего опыта;  44 года войны ЦРУ против Че ГеварыСИТУАЦИОНИСТСКИЙ ИНТЕРНАЦИОНАЛ ; ) კიდევ მრავალი სფეროთი. ტარასოვის სტილი ბევრს არ მოსწონს იმიტომ რომ ზემდეტად რადიკალურია, მეტად განსხვავდება სხვა პოლიტოლოგების თუ სოციოლოგების წერის მანერიდან, მაგრამ ერთიც არის, ყველაზე მძაფრი ოპონენტებიც აღიარებენ ტარასოვის მართლად უზომო ერუდიციას და მრავალმხრივ განვითარებას.

         უცხო ენების(ინგლისური, ფრანგული, უნგრული, ესპანური, იტალიური) ცოდნის და ერუდიციის გამო თარმგნის მრავალ მემარცხენე ინტელქტუალს(დერიდა, ფრომი, მარკუზე, თეოფილიო დოს სანტუში, ულრიხა მაინჰოფი და ასე შემდეგ).

პ.ს პირადად ჩემი უდიდესი სურვილია გაისად ქართულმა მემარცხენე მოძრაობამ(ჩანასახში მყოფმა) ჩამოვიყვანოთ ალექსანდრე ნიკოლაევიჩი თბილისში

პ.პ.ს ასე სურვილი მაქვს რომ ჩემმა კოლეგებმა წაიკითხონ ტარასოვი, ის არ არის მოდური ავტორი მაგრამ კაგარლიცკთან ერთად რუსული მემარცხენე ინტელექტუალებსი ლიდერად ითვლება.

ინფო  ალექსანდრე ტარასოვზე
ტარასოვის ვებ-გვერდი
სკეპსისზე
პორტალ ხრონოსზე
რაბკორზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s