არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე ტყვეობაში ყოფნაა, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვეობაში ყოფნისას ბევრი დამცირების ატანა მოგიწევს და თუ მაკკეინივით არ გამიმართლებს და კობა სუბელიანი შენს სახელს მისი ხელფასით შეძენილი მანქანის ნომრად არ გამოიყენებს მთელი ცხოვრება მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები გექნება, ხოლო თუ გაგიმართლებს, პატარა მაგრამ წარმოუდგენელად ამაყი ქვეყნის თაყვანისცემის ობიექტი გახდები ან უფრო სავარაუდოთ ფსიქოლოგების დამხარებით განიკურნები , მაგრამ არსებობს ტყვეობა რომელიც საშინელია მთელი თავისი არსით, ეს იდეოლოგიის ტყვეობაა შენ ხომ უბრალოდ არ იცი ამის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე მაშინ არის საქმე როდესაც ეს იდელოგია მეინსტრიმულია და შენთან უამრავი ადამიანიც ტყვეობაშია.
150 წლის წინ მარქსმა დაწერა რომ რელიგია ოპიუმია ხალხისთვის, 150 წლის შემდგომ საქართველოს რელიგიასთან და სუბოტექსტთან, მეინსტრიმს ახალი ოპიუმი გაუჩნდა იდეოლოგიის სახით, როგორც რელიგიაში თითქმის ვერავინ ვერ ერკვევა იდეოლოგიაში, ხოლო ვინც ერკვევა რელიგიის მსახურებივით ისეთი საინტერესო აზრებით შემოიფარგლება როგორიც არის ”ხალხის დახვრეტა ცუდია”, ხო ზუსტად ეს მოვისმინე ახლახანს ერთ-ერთი მეინსტრიმული იდეოლოგიდან, ბუნებრივია მრევლი მყისიერად დაეთანხმა ამ მეტად ორიგინალურ თეზისს სხვა რაღა დამრჩებოდა თუ არა ეკონომიკური სახის კამათი დამემთავრებინა, ხო ეკონომიკაზე იყო საუბარი როდესაც ოპონენტებმა მათი საყვარელი სტალინი გამოიყენეს აგერ უკვე მერამდენედ, მერე რა თუ მათ ოპონენტებს შეიძლება სტალინი არ უყვარდეთ და მით უმეტეს ვერ წარმოუდგინოთ უწყინარი საუბარი კრიზისზე რა კავშირში არის სტალინთან მაგრამ მეინსტრიმმა იცის, სტალინთან შედარებით მათი ნებისმიერი იდიოტიზმი რა მოსატანია, სტალინმა მაინც მრავალჯერ მეტი დახოცა და გაცილებით უფრო მეტი გააფუჭა. ხოდა როგორც მღვდელი იყენებს ბიბლიის ციტატებს რომელიც არავინ იცის, ისე იყენებს მეინსტრიმი საინტერესო და რაც მთავარია ორიგინალურ აზრებს, როგორიც წესი რაიმე მცნების განმარტებას ან კიდევ უფრო საინტერესო მარადიული კავშირს სტალინურ დახვრეტებსა და ნებისმიერი არასასურველ მოვლენებს შორის.
მესმის იმ ხალხის რომლებიც ამას კითხულობენ და ეჭვის თვალით უყურებენ სტატიას რომელსაც წერს საეჭვო ცხოვრებისეული გამოცდილების ახალგაზრდა რომელიც ყველა ბედნიერებასთან ერთად თავს მარქსისტს ეძახის, იმათიც მესმის რომლებიც ცდილობენ მოერგონ ამ სისტემაც, ყველას არ აქვს უნარი წმინდა ფროიდისტურად დაივიწყონ ყველაფერი რაც არ არგებთ მათ, მაგრამ როდესაც ხედავ რაიმე უტყუარ ფაქტს გასაგებია იდეური მოსაზრებით არ არის სავალდებულო ყველას თვალწინ დაეთანხმო მაგრამ როდესაც თავთან მარტო დარჩენილი ნაცვლად გააზრებისა თუ რა მოხდა ცდილობ ოპონენტის მოსაზრებაში დაინახო მტერი ან გაზპრომის ფინანსური დაინტერესება(მილერის ”კანტორა” როგორ აქუ იტყვის ხომ ყველას აფინანსებს) პრობლემა უკვე კლინიკურია , როგორც მარქსისტს ძალიან მომწონს ისტორიული ფორმაციებიც ცვალებადობა, ასე მგონია ადამიანიც გაივლის ხოლმე ასეთ ცვალებადობას(არამარაზმულ ბისმარკისეული გაგებით) ადამიანი დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე მუშაობით იზრდება და როგორც მარქსი ამბობდა ახალი ფორმაციაში მოიხსნება ის ყველაფერი კარგი რაც ძველში იყო ანუ მოხდება ძველის კარგის გადმოტანა ახალში, ასეა ადამიანიც ისიც თუ ჩაიკეტება ძველში ჩეუძლებელი გახდება წარმატების მიღწევა, ამიტომაც დაეცა საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ნებისმიერი თუნდაც ყველაზე კარგი და საინტერესო იდეა განვითარდეს მხოლოდ ჩაკეტვით და იზოლაციით.
დღე ისეთი სიტუაცია რომ დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს იმ ფაქტს რომ ტყვეობაში ძალიან ბევრია და რაც ყველაზე ცუდია არავინ ცდილობს იქედან გამოაღწიოს, ადამიანი სოციალური ცხოველია და ბუნებრივია ყველა ცდილობს იყოს რაიმე ჯგუფის ან არაფორმალური გაერთიანების წევრი, ბევრისთვის ფეისბუკზე დაწერილი “like” უფრო მეტია ვიდრე მოწონება მაგრამ მეორე მხარე ის არის რომ ყველა მაქსიმალურად ცდილობს ჩაიკეტოს და ნებისმიერი უსიამოვნო მოვლენა, იქნება ეს გიორგი ცხადაიას საინტერესო სტატია თუ ეკონომიკური კრიზისი განიხილოს მხოლოდ ცალი მხრიდან, ისე როგორც მათ აწყობთ, ყველაზე საინტერესო ის არის რომ მათი ანგარებიანი ინტერესები სმითისეულად კი არ განაპირობებს საერთი წინსვლას არამედ რეალურად მხოლოდ ერთეულთა წინსვლის გარანტიაა, ერთეულთა რომლებიც ფლობენ წმინდა წიგნის ჭეშმარიტებებს და გვეუბნებიან იმას რაც უკვე ისედაც ყველამ იცის მაგრამ ვაი რომ მრევლი*(არამოდურ. ნამდვილ რელიგიურ ხალხთან პრობლემა არ მაქვს და არც არასოდეს მექნება) გინდა ეს რელიგიის იქნება თუ გინდაც მეინსტრიმს მუდამ ყველაზე გულუბრყვილო ნაწილად რჩება რომელსაც ყველა იყენებს. არაფერია იმაზე მარტივი ვიდრე არ გამოაყენებინო თავი, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა უბრალოდ ეჭვი შეიტანო იმაში რომ დანიის სამეფოში ყველაფერი ეგებ მართლად არ არის კარგად.
Like this:
Like იტვირთება. . .