ადრე:
სამსახურიდან გამოსვლის ვაკეში აღმოჩენილი აღმოვაჩენდი რომ სასწორი გაცილებით მეტს აჩვენებდა ვიდრე ცოტა ხნით ადრე და იწყებოდა პანიკა ”აუ ჩემი კაი კიდევ გავსუქდი”, ”ასე გაგრძელება არ შეიძლება” . ”ხო გახსოვს ადრე რა სიმპო იყავი” და ასე შემდეგ, მოკლედ პანიკა და ლოგიკურად ერთადერთი გამოსავალი, ხვალიდან დილით სირბილი…
მეორე დღეს:
არაფერია იმაზე უფრო საშინელება ვიდრე მოლოდინი იმის რომ უდროოდ წამოდგე და დებილივით ირბინო, მით უმეტეს როდესაც ალტერნატივა ტკბილი ძილია და ოცნება იმაზე თუ როგორ ზასაობენ შენი ყოფილი შეყვარებული და ნიკოლ კიდმანი(ერთხელ დამესიზრმა და მთელ სამეგობროს გავანდე), რადგანაც სირბილი ამ საშუალებას გიკლავს საჭიროა ვარჯიში ორშაბათიდან დაიწყო.
ორშაბათი:
ორშაბათ დილით, სირბილს საშინელი სინდისის ქეჯნა ახლავს თავს, როგორც წესი ათი წუთით ადრე გეღვიძება მაღვიძარას დარეკვამდე და ნატანჯი სახით ელოდები საშინელი წუთის დადგომას როდესაც მობილურიც ზანზალაკი აყვირდება და შენ უნდა მიატოვო თბილი ლოგინი და სარბენად გაეშურო, სწორედ ასეთ გარდამტეხ მომენტებში გენიალური აზრები: სირბილი- პირველ რიცხვში.
პირველი რიცხვი:
ყველაზე საშინელი, მოცემულ პირობაში არის ის რომ დგება დღე როდესაც გიწევს პირობის შესრულებაზე ფიქრი, პირობის შესასრულებლად გაღვიძებისთანავე ცივი შხაპი, ვერ წარმოიდგენთ როგორი შეგრძნებაა ზამთარში არაბუნებრივად(თუ ბუნებრივად) ცივი წყალი, დაახლოებით იმას ჩამოჰგავს, 17 საათიანი მოსმენა ჩემი მეგობარი ანრი მელექსეძის(სახელი-გვარი შეცვლილია) ლექსების, სწორედ ციხი წყლის ზემოქმედების ბრალია ალბათ ის გენიალური იდეა: სირბილს ვიწყებ ორშაბათს პირველ რიცხვში.
ორშაბათი, პირველი რიცხვი:
გულის სიღრმეში ყოველთვის გაქვს იმედი რომ ეს დღე არ დადგება, ალბათობა ხომ არც ისე მაღალია მაგრამ როდესაც დგები ფაქტის წინაშე, ტირილი, ვაება და გოდება არ გიშველის, გაკოტრებული ბურჟუას სახით გასული აივანზე ვხდები ჭეშმარიტებას, ”ვის ვატყუებ”. არაფერია იმაზე უფრო საამური ვიდრე დილით ძილი. ამიტომაც სჯობს ნაკლები ვჭამო ვიდრე დილით ძილი მოვიკლო.
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ რატომ ვზეიმობ ამ ყველაფერს 13 აპრილს დღემდე ვერ გამიგია… უბრალოდ 13 აპრილი აღმოჩნდა ის დღე როდესაც ეს ყველაფერი გამახსენდა.
დაახლოებით მაგ განრიგით ”ვვარჯიშობ” მეც :დ
😀
პრესს და ატჟიმანიებს მიეძალე!
მე ეგ გამოსავალი ვიპოვნე და გირჩევ 😀
Этот комментарий был удален автором.
ასეთი 13 აპრილი ყოველი კვირის ბოლოს მაქვს :)ოღონდ ღამით და მერე სიზმარში დავრბივარ გამწარებით 🙂