რატომ წავაგეთ მმკ-დასჯით

         ახლა მოდაშია საუბარი მმკ დასჯაზე,  ის  ხომ  ფაშისტურია, ნაციონალისტურია , არღვევს რელიგიის პრინციპებს და არის რუსეთის გავლენის აგენტურა, ეს ხალხი მუშტით ხელში ებრძვის თავისუფლებას და პროგრესს, გამარჯვების განწყობილებაა ლიბერალების ბანაკში მათ ხომ დაამარცხეს მონსტრი მაგრამ გუშინ როდესაც მოვწყდი ფეისბუკის სამყაროს და გარეთ გამოვედი აღმოვაჩინე რომ ეს სულაც არ არის ასე, ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა რომლის მოგება არ ცვლის ომის შედეგებს, ჩვენ ვაგებთ ომს იმიტომ რომ არავინ ჩემის ჩათვლით არ ცხოვრობს რეალურ სამყაროში.

           ჩვენ წავაგეთ ბრძოლა იმიტომ რომ ეს ბიჭები რომლებიც სინამდვილეში ხელმოცარული კარიერისტები არიან ვაქციეთ გმირებად, წამებულად,  ხალხს სჯერა რომ ხელისუფლებამ და გაამერიკელებულმა ახალგაზრდებმა პატრიარქის სიყვარულის გამო ციხეში ჩაასმევინეს ხელისუფლებას მართლმადიდებლები, დიახ სწორედ ეს განწყობილებაა, იმ უბრალო ხალხში რომლებსაც როგორც წესი ძალიან მარტივად სჯერათ ხოლმე ყველანაირი კონსპირაციის თეორიის.

           გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, როგორ ვექცეოდით ბავშვს რომელიც ვერ აგვარებდა მის პრობლემას და დედას ეძახდა??? განა ის ბავშვი არ მოიკვეთებოდა ავტომატურად ნებისმიერი საბავშვო თამაშებიდან??? ჩვენც ასე არ მოვიქეცით???როდესაც  ვერ შევძელით თავად მოგვევარებინა ჩვენი პრობლემები დავუძახეთ დედას(პოლიციას) და მათ დასაჯეს ცუდი ბიჭები, განა ხალხს არ უყვარს ცუდი ბიჭები??? ვის ვატყუებთ საკუთარი თავის გარდა, გასაგებია რომ ნორმალურ საზოგადოებაში ასეთი ხალხი ციხეში ხვდება მაგრამ ჩვენთან არსებობს ეს ნორმალური საზოგადოება??? რატომ  გვავიწყდება  ჩვენთან ჯერ დიდი გზაა გასავლელი იმ ადგილამდე სადაც ხულიგნები ასე ისჯებიან.  

            დავივიწყოთ რა წერია წიგნებში და რა ხდება სხვა ქვეყნებში, ჩვენ საქართველოში ვართ და აქ ასეთი ლოგიკაა ჩვენთან არ უყვართ ”ჩმორები’’, არა არ უყვართ, უყვართ გმირი წამებულები მაგრამ არ უყვართ ხალხი რომლებსაც შეუძლიათ თავის დაცვა და სხვას იყენებენ ამისთვის, არ გახსოვთ როდის გავიდა 7 ნოემბერს ხალხი??? როდესაც დაინახეს თუ როგორ დაიწყო ხალხის მცირე ჯგუფმა პოლიციასთან ბრძოლა, სწორედ ამის მერე გავიდნენ რათა თავადაც გალახულიყნენე, იმიტომ რომ ასეთია ჩვენი მენტალიტეტი, შარშან როდესაც ოპოზიციის მიტინგებზე ხალხს ცემდნენ და ოპოზიცია ხმას არ იღებდა რა მოხდა შედეგად??? განა არ დაიშალა მიტინგები და ბოლოს 20 კაცამდე არ ჩამოვიდა???

             დისკრედიტაცია მოხდა სიტყვა ლიბერალის, რომ გითხრათ ვნერვიულობ თქო მოვიტყუები იმიტომ რომ პრინციპულად არ ვარ ლიბერალი და პირიქით მარქსისტი ვარ დაპირისპირებული ლიბერალიზმთან, მაგრამ შეიძლება არ ვეთანხმებოდე ლიბერალიზმს, შეიძლება არ მომწონდეს  მაგრამ ლიბერალური იდეები აუცილებელია ჩვენთან იმიტომ რომ ეს საზოგადოების ფორმირების ერთ-ერთი ძლიერი წყაროა,  ჩვენთან რა ხდება ჯერ ლიბერალად მოინათლა  ყველა დაწყებული  მარქსისტებით , ანარქისტებით, კომუნიტარიანელებით და ასე შემდეგ და დამთავრებული  ხალხით ვისაც ორიგინალურობის იდეები ტანჯავთ, შედეგად გუშინწინ ჩემი 16 წლის დეიდაშვილი საქმეს მირჩევდა შენ ლიბერალი ხარო??? მისთვის და მისი მეგობრებისთვის რომლებიც ამ სახელმწიფოს მომავალია (ჩემს თაობასთან ერთად ბუნებრივია) ეს სიტყვა სალანძღავი გახდა, ეს იყო ჩვენი მიზანი??? რატომ არავინ განმარტავს თუ რა არის ლიბერალიზმი??? ეგებ ხალხი როდესაც გაიგებს რა არის ლიბერალიზაციის პროცესი მოეწონოს და დათანხმდეს თორემ დღეს ლიბერალიზმის არის ჩვენი ხელისუფლების საქმიანობა, რომელიც რბილად რომ ვთქვა ნაკლებად პოპულარულია.

            მმკ იყო არის და იქნება სიბნელის და რეაქციის წყარო, იმიტომ კი არა რომ ამ ხალხს ასე სიამოვნებს იყოს ასეთი იმიტომ რომ ასეთია საერთოდ ეკლესია, როგორც წესი მით უმეტეს ეკლესია რომელიც არ ვითარდება, ნუ ვიტყუებთ თავს ეს ასე აი რას წერს მეოცე საუკუნის ერთ ერთი უდიდესი ინტელქტუალი პიერ პაზოლინი ეკლესიაზე 
                   ” ეკლესია სხვაგვარად არ შეუძლია, გარდა რეაქციონრობისა; ეკლესიას სხვაგვარად არ შეუძლია, გარდა ძალაუფლების მქონეთა მხარეს დგომისა; ეკლესიას სხვაგვარად არ შეუძლია, გარდა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ავტორიტარული და ფორმალური წესების მიღებისა….  ეკლესიას სხვაგვარად არ შეუძლია, გარდა სახარების სწავლებიდან სრულიად მოწყვეტილი ქმედებისა; ეკლესიას სხვაგვარად არ შეუძლია, გარდა იმისა, რომ საკუთარ პრაქტიკაში მხოლოდ ფორმალობისთვისღა თუ გაიხსენოს ღმერთი, ” 

             ეკლესია ასეთია თუ ის ისევ ცდილობს იცხოვროს მე-12 საუკუნის საქართველში, მით უმეტეს როდესაც პროგრესულად მოაზროვნე სამღვდელობის დიდი ნაწილი ფაქტიურად დისიდენტები არიან და მათი მარგინალიზაციის ხარისხი უახლოვდება კრიტიკულს.

             გამოსავალი რა არის??? არ ვიცი, მე მჯერა რომ გამოსავალი არის ინტელექტუალების და ხალხის სინერგიაში, ისე ნებისმიერი პროგრესული მოძრაობა რომელიც ზემოდან განხორციელდება ჯერ ინერციით იმოძრავებს და შემდეგ დისკრედიტირდება, როგორც ეს საქართველოში მოხდა, პროგრესი ჩვენთან ზემოდან არასოდეს მუშაობს. 
         
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s