ღრმა ბავშობიდან მესმის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს აფხაზური პრობლემა ხელოვნურად შექმნეს ბოლშევიკებმა და სტალინმა რადგან როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა საქართველო გაწამებულიყო. ბოლშევიკებს ხომ მეტი გასართობი არ ჰქონდათ გარდა იმისა რომ 70 წლით წინასწარ ეფიქრათ საქართველოში ნაღმის ჩადებაზე.
ხო კარგი ეს გასაგებია მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს რომ ჯერ ბოლშევიკები და შემდეგ სტალინი არ ფიქრობდნენ იმას რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა(ამის რეალურად მგონი არ ქართველი დისიდენტების დიდ ნაწილს სჯეროდა) მით უმეტეს 20 იან წლებში როდესაც მსოფლიო რევოლუციის იდეა კვლავ არსებობდა და მისი განხორციელების შემდეგ საზღვრები საერთოდ აღარ იარსებებდა.