გუშინ ტელევიზორში ვიყავი….

არაერთხელ გავითამაშე თავში სხვადასხვა ვერსია თუ რა გავაკეთებდი გამოსვლის დროს, თითქმის ყველაში თორთლაძეს, ინტელექტუალურად დავცინი ან ვლანძღავ, მაგრამ ერთია როდესაც წარმოსახვაში აკეთებ ყველაფერს და მეორეა მწარე რეალობა რომელსაც საერთო თუნდაც, ათასჯერ წარმოსახულთან ბევრი არაფერი აქვს… რეალური ზუსტად ისეთი აღმოჩნდა რომლისაც გვეშინოდა.

ნუ გეგონებათ რომ არ ვიცოდით სად მივდიოდით, ეკა ხოფერიას გადაცემა რომელიც ორშაბათობით გადის ტელევიზორში სულაც არ იყო ჩვენი ადგილი მაგრამ როგორც ენგელსი იმეორებდა ძველ ინგლისურ ანდაზას “თუ გინდა პუდინგის გემოს გაგება, გასინჯე” ასე საჭირო იყო შემოწმება და შევამოწმეთ.  ეს ყველაფერი იდიოტიზმი აღმოჩნდა, არა ჩვენი გამოსვლა იყო იდიოტიზმი არამედ საერთოდ ტელევიზიის იდეაა იდიოტიზმი, შესაძლოა სხვა ჟურნალისტი (უფრო კომპეტენტური) რომ ყოფილიყო სხვანაირი იქნებოდა მაგრამ რაღაც არამგონია…

საჭირო იყო ტელეეთერში გამოჩენილიყო ახალი ყაიდის დარტყმული ტიპები და გამოჩნდა კიდეც, ოდო ჰაკსლის(თუ უორჰოლის) სიტყვებით რომ ვთქვათ სისტემამ მოგვცა პოპულარობის 15 წუთი, გამოვედით ტელევიზოში და ამიერიდან შეგვიძლია დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ინტელექტუალებში, ალბათ ცოტა ხანში ტელესაუბარსაც დავხვეწთ და უფრო კაი ტიპებიც გავიჩითებით, შემდეგ ფეისბუკიდან ამოვშლით მეგობრების 30-40 პროცენტს და შეწუხებული სახეებით დავიწყებთ წუწუნს რომ შეგვჭამეს უცხო ხალხმა რომლებიც წერილებს გვწერემ პიემებში…

ეკა ხოფერია ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მომწონს როდესაც რუსთავის 2 ჟურნალისტი ვიყავი,   მაღალი ქალების დიდი ფანი რომ ვარ ეს ჩემი მეგობრებისთვის არახალია,  მართალია უკვე ასაკშია მაგრამ არცთუ ცუდი ჟურნალისტია , უბრალოდ როგორც ყველა ქართველი ჟურნალისტი ცოტა შორს დგას ერუდიციისგან.   ასეა თუ ისეა ის პირველი ქართველი ჟურნალისტი აღმოჩნდა რომელმაც სცადა მაინც კომუნისტებთან დაკავშირებულ თემებზე,  არა დედამიწის ზურგზე არსებული ყველა მოვლენის  სპეციალისტები და ყველაფრის, აი ყველაფრის მცოდნე მწერლები მიეწვია, არამე ის ხალხი მაინც ვისაც თუნდაც პოზიორობის საბაბით კომუნისტობენ… რამდენად გამოვიდა ეს ნაკლებმნიშნელოვანია მაგრამ შანსი გაგვეჩითა და მგონი ამის გამაზვა არ იქნებოდა სწორი…

დროა ყველამ გაიგოთ(გავიგოთ) რომ ქართველი სოციალისტები(კომუნისტები, მარქსისტები) გამოვდივართ სცენაზე, არა იმიტომ რომ გვინდა თქვენი კუთვნილი ადგილები დავიკავოთ ინტელექტუალურ ავანსცენაზე არამედ იმიტომ რომ გვინდა ჩვენი ადგილი ისტორიაში, იმიტომ რომ გვინდა ბინძური პოლიტიკა გავწმინდოთ და დავიკავოთ ის ადგილი რომელიც ხელოვნურად იქნა გაუქმებული…

მესმის რთული გასაგებია, მესმის რომ მემარცხენეები თქვენს წარმოდგენებში ეს ის ხალხია რომლებიც გოდარის  ფილმებზე საუბრობენ და ჰასტა სემპრეს უსმენენ, მაგრამ დროა ისიც გაიგოთ რომ ჩვენ სხვანაირები ვიქნებით(ვართ) , შეიძლება მიამიტები, ინფანტილურებიც მაგრამ განსხვავებულები , სხვანაირები ვერ ვიქნებით, ჩვენ ამ რეალობაში გავიზარდეთ და არ გვჯერა რომ კაპიტალიზმი კარგი სისტემაა,20 წლიანი ემპირიული მასალა გვაქვს სახეზე და რაც არ უნდა იძახოთ რომ ეს წარსულის გადმონაშთია ვერ გვარწმუნებთ რადგანაც დღეს ხელისუფლებაში მყოფები ვაი რომ ჩვენზე დიდები სულაც არ ხართ…

ერთიც არის მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ, მე 25 წლის ვარ, შეიძლება ვცდები მაგრამ ერთიც არის, ამ სისტემის ლოგიკიდან გამომდინარე როდესაც 40-50 წლის ადამიანი ლუზერი ხარ ეს მარადიულია და ამას არაფერი ეშველება… მესმის ოდესღაც გეგონათ რომ ყველა პრობლემის თავი დამპალი კომუნისტებია და საბჭოეთია, მაგრამ  დაიშალა საბჭოეთი და როგორც აღმოჩნდა მთების გადატრიალებისთვის სულ სხვა რამე ყოფილა საჭირო, ასე რომ ჩემო უფროსო “მეგობრებო” უკაცრავად და თქვენს ლუზერობაში დამნაშავე არა კომუნისტები ან სოციალისტებია არამედ თავად თქვენ ხართ და რაც მალე გაიგებთ ამას მით უკეთესია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s