Monthly Archives: დეკემბერი 2010

ახალი წელი 2011(კრიტიკული ფიქრები)

ბათუმს მაგრად არ გაუმართლა, კიდევ უფრო მაგრად მე არ გამიმართლა და მთელი ბავშვობა ბათუმში გავატარე, არა  ბათუმი ძალიან მაგარი ქალაქია  მაგრამ  ბათუმი ლამის 20 წელია  ინფანტილური პოლიტიკოსების ოცნებების რეალიზაციის ადგილია, ჯერ იყო აბაშიძე და მისი საეჭვო იდეები, ახლა არავის ახსოვს მაგრამ ახალ წლებზე ბაბუსაც ჩამოჰყავდა მომღერლები, მართალია მათ შორის   ბოჩელი ან დომინგო არ ყოფილა  მაგრამ იმ დროისთვის პოპულარული რუსი მომღერლები კი, რაც მთავარია აჭარის ტელევიზია 7 ენაზე გვახარებდა ხოლმე აბაშიძის დემოკრატიის ოაზისის წინსვლას. მიშა გაცილებით უფრო დახვეწილია და განსხვავებით აბაშიძისგან ჯერჯერობით პირადიმის მშენებლობა არ დაუწყია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

დღეს  აბაშიძე აღარ არის მაგრამ მისი საქმე გრძელდება, ადრე თუ ბათუმის განაშენებიანებისთვის მხოლოდ აჭარის ბიუჯეტი იხარჯებოდა დღეს ამისთვის მთელი საქართველოს ბიუჯეტია გამოყოფილი, რაც მთავარია ტექსტებიც იგივეა რაც 7, 8, 10 წლის წინ , სხვაობა ის არის რომ ადრე ალტერნატიულ რეალობას მხოლოდ ერთი ტელევიზია აშუქებდა 7 ენაზე , ახლა ამისთვის კერძო 7 თუ 8 ტელევიზია მუშაობს მშობლიურ ენაზე.

საერთოდ საყოველთაო ზეიმის დროს “ტეხავს” კრიტიკული წერილები თუ პოსტები, ბუნებრივია სავსებით ნორმალურია ასეთ დროს მავანმა ბოღმიანობა დაგაბრალოს, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ გვაქვს კი ჩვენ ისეთი სახელმწიფო რომ მარადიული ზეიმის რეჟიმში ვიყოთ????

განა ზეიმი და ქეიფი ცუდია??? უბრალოდ საინტერესოა რატომ უნდა წყვეტდეს რეგიონის თანხების დახარჯვას მავანი ხელისუფლების ტიპები, რატომ არ აქვს საშუალება ამომრჩეველს თავად გადაწყვიტოს  ფულის დახარჯვა ბოჩელის მოსმენაში ურჩევნია თუ რომელიმე ლოკალური პრობლემის მოგვარებაში.  წარმოიდგინეთ საშინელი სიზმარი,  მივეცით საშუალება რეგიონის მაცხოვრებლებს  იმის უფლება რომ  თავად გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები, თავში რომ აუვარდეთ სად მივდივართ????

ახალი წელი სიყალბის ლეგალური დღესასწაულია, ერთი “სიამოვნებაა”  ყურება იმის  თუ როგორ იჩითებიან ხელისუფლების წარმომადგენლები უპატრონო ბავშვებთან, საცოდავი ბავშვები გარდა იმისა რომ მხოლოდ ერთ დღეს ახსენდება საზოგადოებას და ხელისუფლებას ,  იძულებულნი არიან მოდებილო ჰალსტუხიან ტიპების მორალიზმს   უსმინონ, მაგრამ რა დონის სადისტი უნდა იყო  ჟურნალისტი  რომელიც ამ საცოდავი ბავშვებიდან აიღებ ინტერვიუს და   მადლობას გადაახდევინებ პატარას ვიღაც ძიებისთვის  რომელიც მხოლოდ საკუთარი არსებობით ამტკიცებს რომ ამ ბავშვებს არანაირი შანსი არ აქვთ რამეს მიაღწიონ.

დახვრეტის ლეგალური მიზეზები(პირველი)

 გადავწყვიტე, მომავლის სოციალისტურ მთავრობას და ჩემს თანამებრძოლებს მივწერო წერილი,  რომელშიც დეტალურად იქნება ინსტრუქცია თუ რა მიზეზების საფუძველზე ექნებათ საშუალება დამხვრიტონ, ისე რომ სინდისის ქეჯნა არ იგრძნონ .

მოკლედ დამხვრიტეთ:
1. თუ  ახალი წლის დღეებში გუგლიდან ამოღებულ თეთრი კურდღლის  სურათზე დაგთაგეთ ვინმე და მოგილოცეთ ახალი წელი.
2. ბათუმის ბულვარში სეირნობის დროს, მობილურით ხმამაღლა დავიწყებ ნინო ჩხეიძის მუსიკის მოსმენას .
3. პროფილს ვუყურებ საკუთარი ინიციატივით.
4. ბათუმის ბულვარში დავიწყებ მაისურის გარეშე სიარულს და პახოდუ გროზნად დავიწყებ კაჩაობას.
5. გაწელილად დავწერ კომენტარს ვინმეს სურათზეეეე…
6. ჯეოსტარზე დავწერ პოსტს ბლოგზე რომელშიც  გავარჩევ მომღერლების შესრულების ტექნიკას და გამოვარჩევ რომელია ბანძი და რომელი უმაგრესი.
7. სტატიას დავწერ ისეთ სიახლეებზე როგორიც არის : სექსი კარგია და კონსერვატორები ბანძები არიან.
8.ფეისბუკზე დავპოსტებ თვითრეკლამის სტატუსს, არიქა შემჭამეს გოგოებმაო.
9. რომელიმე ჩემს მეგობარს მივწერ პირადში არიქა დამილაიკეთ სურათი, ჯეოსელის სმარტ კლუბი 10 ლარიან ბარათს მჩუქნისო.
10. რუსეთის დაშლის 20 დღიან გეგმას შემოგთავაზებთ.
11. ალეგორიულად დავწერ პოსტს  სინგაპურელ მეცხვარეებზე.

რა მაღიზიანებს(ნეო-ბოღმიანი პოსტი)

  • მაღიზიანებს ხალხი, ბათუმში ჩასულები ფოტოაპარატ მომარჯვებულნი შეცდომით დაწერილ აბრებს ეძებენ.
  • მაღიზიანებს ხალხი რომლებიც ჩემგან გულწრფელობას მოითხოვენ და საპასუხოდ თანამედროვე ზღაპრების ახალ სერიას მიკითხავენ.
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც ცდილობენ იყვნენ ორიგინალურებ ტიპებში კიდევ უფრო გამორჩეულები.
  • მაღიზიანებს გოგოები საუბრის დონეზე ფემინიზმს რომ ითხოვენ და რეალურ ცხოვრებაში ტიპურ მაჩოებზე ოცნებობენ.
  • მაღიზიანებს მეგობრები რომლებიც თვლიან რომ თუ მეც მათნაირად არ ვცხოვრობ ამიტომ “ლუზერი” ვარ.
  • მაღიზიანებს მეგობრები რომლებიც თვლიან სოციალურ სტატუსს აუცილებლად უნდა ახლდეს შესაბამისი ატრიბუტები : მარხვა, ინტელექტუალური ნძრევა, სიგარეტის მოწევა(25 წლის ასაკში დაწყება), სავალდებულო კორპორატივიზმი და ასე შემდეგ.
  • მაღიზიანებს მორალისტები.
  • უფრო მეტად მაღიზიანებს ხალხი რომლებიც მორალისტებს ლანძღავენ და თავად მორალისტობის დახვეწილ ფორმებს იყენებენ.
  • მაღიზიანებენ ტიპები რომლებიც სამსახურის მიხედვით იცვლიან შეხედულებებს.
  • მაღიზიანებენ შეწუხებული ნათესავები.
  •  მაღიზიანებს ხალხი რომლებიც შეკითხვაზე “როგორ ხარ”??? გიყვებიან თუ როგორ იღლებიან სამსახურში და როგორ ეწამებიან დღეში 8 საათი, ( კულტურის მომენტია თორემ სულ არ მკიდია თქვენი სამსახური)
  • მაღიზიანებენ ბლოგერები რომლებსაც ბლოგერობა რაღაც ახალი ფენომენი ჰგონიათ, რომლებსაც უნდა ჰქონდეს კლასობრივი თვითშეგნება და სოციალური კლასისთვის დამახასიათებელი თვისებები.
  • მაღიზიანებს ხალხი რომლებიც თვლის რომ ოდესმე მილიონერი გახდება და ამისთვის ინტელექტუალური პადხალიმობაა საჭირო.
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც ეკლესიას ცუდი “მენეჯმენტის” გამო იწუნებენ.
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც მეუბნებიან ისეთ რამეს რაც ისედაც ვიცი.,
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც “პოსტ” და “ნეო” წინსართავებს იყენებენ(დროზე უნდა მივხედო ამას თორემ უკვე დამოკიდებული გავხდი)
  • და ბოლოს მაღიზიანებენ ტიპები რომლებიც წერენ იმათ თუ რა აღიზიანებთ.

ანტიკაპიტალისტური ბიბლიოთეკა

1. ერიკ ჰობსბაუმის “Век империи” 
2. ერიკ ჰობსბაუმის Век капитала
3. ერიკ ჰობსბაუმის  Век революции
4.  იმანუელ ვალერსტაინი АНАЛИЗ МИРОВЫХ СИСТЕМ”
5. იმანუელ ვალერსტაინი “Конец начала”
6. იმანუელ ვალერსტაინი “ Ни патриотизм, не космополитизм”
7. იმანუელ ვალერსტაინი “Орел пошел на аварийную посадку ” 
8. დანიელ ბენსაიდი “ბოლშევიზმი”(რუსულად)
9. დევიდ ჰარვი “ნეოლიბერალური ურბანიზაცია
10. სუბკომანდანტე მარკოსის  “წიგნები, სტატიები(სხვადასხვა დროს დაწერილი)”
11.ჰერბერტ მარკუზე “ერთგანზომილებიანი ადამიანი” 
12. იმანუელ ვალერსტაინი, ეტიენ ბალიბარი Этьен Балибар, Иммануэль Валлерстайн – Раса, нация, класс: двусмысленные идентичности”
13.ბორის კაგარლიცკი Периферийная империя: циклы русской истории “
14. ერიხ ფრომი “Революция надежды. Избавление от иллюзий

ჩვეულებრივი ადამიანი (ავტორი ჩეგესტო)

სკოლა 7 კლასი .  ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ჩემი ოჯახის ბურჟუაზიული ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და ჩვეულებრივ მოკვდავთა სასუფეველში გადმოინაცვლა. სიმართლე გითხრათ “განცხრომის” პერიოდი საკმაოდ ბუნდოვნად მახსოვს იყო ძალიან ბევრი კანფეტები და ჯიბეში ჩაკუჭული სხვადასხვა კუპიურები მამაჩემის გულის მოსაგებად, საკმაოდ კარგად ფლობს ქართველი რიგითი მლოკველი თავის საქმეს. იყო ბევრი ადამიანი ჩვენს სახლში და მძღოლი არტური რომელსაც სკოლაში დავყავდი. როგორც ვახსენე ეს პერიოდი არ მახსოვს კარგად და ამაზე არ შევჩერდები ..
ისტორია იწყება 7 ე კლასიდან როდესაც დიდუბის ერთ-ერთ სკოლაში მიკრეს თავი და მიმაგდეს იქაური პირანიების საჯიჯგნად (სუკონკა) სკმაოდ რთული დახვედრა მქონდა პირველი 2 საქმის გარჩევა ადგილობრივ ტუალეტში საკმაოდ ცუდად დასრულდა ჩემთვის, თუმცა საბოლოო ჯამში გამოჩენილი ვაჟკაცობის გამო დამაწინაურეს და ძმაკაცი ვაჟკაცის წოდება მივიღე. ლეგენდები დადიოდა ჩემზე როგორ ვებრძოდი ათობით “იდეინ” ძველ ბიჭს სკოლის დერეფნებში მარტო. 
პირველი სასიყვარულო რომანიც ამ კლასში “დამემართა” როგორც ყოველთვის გამარჯვებულებს კონიუქტურული გაგებით ტრაფეი ეკუთვნოდათ ეს ტრაფეი,ნებაყოფლობითი იყო საჩუქარიც თვითონ წყვეტდა ვისი უნდა გამხდარიყო.
მოკლედ ბევრი არ მიფიქრია ამაზე მივიღე ეს როგორც ჩვეულებრივი . სკოლაში საუკეთესო გოგოების გარემოცვაში მიწევდა ტრიალი თან  მე ყოველთვის დიდი პაპკით დავდიოდი, რატომღაც ყველას ეგონა რომ აუცილებლად წიგნები უნდა ყოფილიყო შიგნით , შესაბამისად ადგილობრივი “ბატანიკები”ც მწყალობდნენ.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ყველაფერი დალაგდა და დაექვემდებარა კალაპოტს.
მოგეხსენებათ თბილისის პერიფერიებში და არამხოლოდ, როგორ მძვინვარებდა ძველბიჭური რომანტიზმი ძმაკაცური კულტი და “ბუფეტთან” აკრეფილი 20 თეთრი ზონაზე გასაგზავნად ან თავნის ჩასაბარებლად.   არც ჩემი სკოლა იყო გამონაკლისი , სათვალიანი ხუთოსნები ყოველთვის ერიდებოდნენ ბუფეტში ჭამას და დიდი “კონტეინერებით” დაათრევდნენ ამერიკულ ჰამბურგერებს.
მიუხედავად ამისა იყო ხოლმე მომენტები , (ამერიკული ფილმებით ხორცშესხმულები) რიგითი ბატანიკი, როგორ ცდილობდა თავისი ადგილი მოეპოვებინა ამ სივრცეში და გამოჩენილი მამაცობით გაეოცებინა სკოლა, თუმცა არც ეს იყო ამერიკული ფილმი და არც ჩვენ ვიყავით ამერიკაში, სამწუხაროდ ყოველი ასეთი მცდელობა კრახით სრულდებოდა.
სწორედ აქ აღმოვაჩინე ჩემი ნიშა, დავარწმუნე რა ჩემი “სასტიკი” მეგობრები უფრო ლოიალურად მობყრობოდნენ ჩვენს ხუთოსან შემადგენლობას და ორმაგი გარეგიბის პრინციპით დამემყარებინა ჰარმონია. ესეიგი ბუფეტში ადგილი გარანტირებულად გადავულოცე ბატანიკებს და სამაგიეროდ საკონტროლოებში და კომპიუტერული თამაშების დაინსტალირებაში ისინი გვეხმარებოდნენ.  ერთგვარი კავშირი დავამყარე ამ ორ სამყაროს შორის ქართული გაგების მენეჯერების და ლუზერების მთლიანობით ახალ სამყაროში შევაბიჯეთ. ყველაზე საქმიანი და საჭირო ფიგურის ნიშა სკოლის შემდეგი კლასებისთვის გარანტირებული მქონდა, საკმაოდ კარგად დამუშავებული სტრატეგია იდეალურად მუშაობდა ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო.
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნეგატიური მოვლენებიც ყურადსაღებია , საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მეზობელი ქუჩის სუპერკაიბიჭებთან ჩვენი დრუჟინა ყოველთვის კონფლიქტში მოდიოდა და ჩვენდა საბედნიეროდ დიდი უპირატესობით მიგვყავდა ანგარიში მათთან.. მაღალ კლასებში საკმაოდ დაიძაბა ეს ურთიერთობა იყო სასაფლაოებზე “სტრელები” ავტომატის ჯერები სკოლის მოედანზე ჰაერში და დანით მოსავსავე სამურაები. საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა სკოლა დამთავრდა და მეზობელი ქუჩის სუპერკაიბიჭების დიდი უმრავლესობა დაიჭირეს.
უნივერსიტეტის პერიოდი ყველაზე საინტერესო იყო, ახალ გარემოში ახალი ამბიციებით და შემართებით მივიწევდი. ყველა დისკუსია ყველაფერი სადაც აქტივობა შეინიშნებოდა ჩემი მონაწილეობის გარეშე ვერ ჩაივლიდა.  სკოლის ნიშა აქაც შევინარჩუნე საკმაოდ კარგი დრუჟინა შევქმნენით და საინტერესო პროექტებში ვმონაწილეობდით.  როგორც ყოველთვის ჩემი ტკბილად მოუბარი ენის წყალობით ყველა ლექტორთან თუ დეკანთან ბრწინვალე ურთიერთობა მქონდა, მოდიოდა ჩემზე რეკომენდაციები და ერთ-ერთი ესეთი რეკომენდაციის წყალობით აღმოვჩნდი ცნობილი კომპანიის საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობაზე, დავარცნილი თმით საგანგებოდ ნაყიდი “საროჩკით” და სიტყვაწყლიანი საუბრის მანერით . დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე (სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რატომ) მქონდა შეხვედრები თითქმის ყოველი დღის ბოლოს კომპანიის მენეჯერთან და ის მიზიარებდა მის გამოცდილებას მიყვებოდა თუ როგორ აღმოაჩინეს ისიც კარგმა ბიძიებმა და როგორ გაზარდეს . მისი სურვილიც იგივე იყო ჩემთან მიმართებაში საქართველოს ფინანსურ ელიტაში უნდა მომეკიდებინა ფეხი.
 
ყველაფერი “კარგად” მიდიოდა ერთი შეხედვით, სუპერ ბიზნესმენებთან შეხვედრები “ყლუპი” ვისკი და უნიჭო იუმორი, საკუთარი ოფისი საკუთარი კომპიუტერი და სრული თავისუფლება მოქმედებაში.  ეს როგორ გამოვიყენე ეს ცალკე თემაა.
პირველ პერიოდში ძალიან მოხიბლული ვიყავი ამ ყველაფრით (ვინ არ იქნებოდა: ))ვესწრებოდი კორპორატიულ ღონისძიებებს მიმყავდა აქტიური დღეები “მითინგები”ს დროს , მოკლედ ეპიცენტრი “დავითრიე”.  კომპანიაში საუკეთესო გოგონები მუშაობდნენ მოკლედ არც ეს მაკლებდა ბედნიერ სივრცეს.  თითქოს ყველაფერი ამით თავბრუდახვეული უნდა ჩავეთრიე სიტუაციას და გავმხდარიყავი რიგითი ზომბი რიგით ტრაკში პერო კომპანიაში, მქონოდა კარგი ხელფასი მენეჯერისთვის დამახასიათებელი მკაცრი მზერა პერსპექტივაში, სახლი ,მანქანა და კეთილი ძაღლი .
მიუხედავად ყველაფრისა მახასიათებს მე როგორც ადამიანს “მეამბოხეობა” , უსამართლობის მიმართ პროტესტის საშინელი შეგრძნება და ბევრი ბევრი ემოცია.
ჩემი ამ თვისებების წყალობით ცოტახანში მივხვდი რა უბედურიც ვიყავი ამ ფეკალიების სამყაროში და უბრალოდ ჩავიქნიე ხელი ყველაფერზე, დავიწყე ახლის ძიება ახალი შეგრძნებებით ახალი ემოციებით. რთული პროცესი იყო ბევრი პრობლემა დამხვდა ამ გზაზე ოჯახური თუ სხვადასხვა სახის სირთულეები პირადი თუ სხვა სახის ტრაგედიები.  ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე ლენინის ბიოგრაფია . სიმართლე გითხრათ წინასწარი განწყობა მქონდა რომ საბჭოთა კავშირი მე ამ წიგნში ბევრს მატყუებდა და სკეპტიკურად დავიწყე ამ წიგნის ათვისება. აქვე იყო საინტერესო დისკუსიები საინტერესო ადამიანებთან სხვადასხვა სახის პუბლიკაციების და სტატიების სივრცე, ერთი სიტყვით ყველაფერი საინტერესო რაც კი ჩვენს სამყაროში არსებობს. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე ის რასაც მე როგორც პიროვნებას ყოველთვის ქვეცნობიერად მიზიდავდა და მავსებდა ენერგიით, აღმოვაჩინე ჩვეულებრივი ადამიანების ბრძოლის ჟინი და ამ ბრძოლაში მისი გამარჯვების მაგალითი. აღმოვაჩინე სოლიდარობა და თანასწორობის იდეა აღმოვაჩინე ჰარმონიის და სამართლიანობის სინთეზი მოკლედ აღმოვაჩინე ჩემი თავი, როგორც  ადამიანი და არა რობოტი . მთელი ჩემი პატარა “იმპერიის” დაცემაც ამ რომანტიზზმმა განაპირობა მთელი ჩემი მცდარი დასკვენებიც ამ ლოგიკამ ჩაყლაპა. მოკლედ ეს ინერცია შევინარჩუნე დღემდე და ვთვლი რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი და ამავე დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება !
ასეთი იყო ჩემი მოკლედ გადმოცემული ისტორიის დინამიკა , ბანალური ჩვეულებრივი და ამავე დროს ყველაზე ადამიანური , სასაცილო და ტრაგიკული .

როგორ დავაფრთხოთ გოგოები:ინტელექტუალები იცნობენ გოგოებს

გოგოს გაცნობა თეორიაა რომელსაც თუ კაცებს დავერწმუნებით ყველა ფლობს, ოღონდ სხვაობა გაცნობის მეთოდშია და შესრულების ოსტატობაში, სადღაც 50 პროცენტი ირწმუნება რომ “არა ტო ქართველი ქალები არა, ვერ ქაჩავენ ან არ ღირს” ხოლო 40 პროცენტი მაშინ იცნობს ქალებს როდესაც არავინ არ ხედავს და არ არსებობს არავინ ვინც ამ ფაქტს დაადასტურებს…

მე ბიჭების იმ კატეგორიაში გავდივარ რომლებიც ე.წ ჭკვიანი ბიჭების მიეკუთვნებიან, აი ისეთები  ყველა ტიპის სამეგობროს რომ ჰყავს, ძველ ბიჭებს რომლებშიც ყოველთვის არის ერთი,  რომელიც საკუთარი  ინტელექტუალურობის ნიშნად “ყივჩაღის პაემანს” ციტირებს ყველა არსებულ თუ არარსებულ სუფრებზე, ბანკის ელიტაში არსებული ტიპები  რომლებიც არამარტო ბალანსის ზუსტად დაჯენის ოსტატები არიან არამედ პირადად იცნობენ მამა პანტელეიმონს, ბლოგერებებში ტიპები რომლებიც არამარტო html ფლობენ როგორც საკუთარ მარჯვენას არამედ უპრობლემოდ ასაღებენ უცხოურ საიტებზე მოძიებულ საინტერესეო ინფოს საკუთარად. აი ასეთი ტიპი ვარ მე ჩემი სამეგობროსთვის.

ჩემი სამეგობრო ძალიან ჩვეულებრივი საშუალო კლასის შვილების “სასტავია”, იურისტები, ინგლისური ენის სპეციალისტები,  დანტისტები, გეოგრაფები(იშვიათი, გადაშენებადი  ჯიში) და რათქმა უნდა  ეკონომისტები, კაი ბიჭების  და პოსტ-კაიბიჭების გარეშე რა სამეგობრო იქნებოდა. ხოდა ამ დიდ სამეგობროში მე ყოველთვის მეკავა ინტელექტუალური ლიდერი ამაყი ფუნქცია, ანუ თუ მოხდებოდა სასწაული და ჩემი ძმაკაცები გაიცნობდნენ ვინმე თბილისერ ნაშას რომელიც რაღაც სასწაულ თემებზე საუბრობდა მე ჩემი მუდამ მზადყოფნაში ექსპერტული გამომეტყველებით და რაც მთავარია “თბილისელების” ცოდნით ვერთვებოდი ბრძოლაში როგორც უკანსაკნელი კოზირი…

2006 წელს ჩემმა სამეგობრომ ბათუმში 32 გოგო დააფრთხო, დაფრთხობა ეწოდება მოვლენას რომლის დროსაც ბიჭი მარტო ან მეგობართან ერთად მიდის რომელიმე გოგოების ჯგუფთან ბათუმში და თავაზობს გაცნობას, აი გოგოები რომ შეცბუნებული სახეებით დატყდებიან ან კიდევ სასწრაფოდ მოიხმობენ მეგობარს ბიჭებს რომლებიც დაყენებული სახით დაიწყებენ საუბარს “ხო მშვიდობაა ბრატცი” ამ სიტუაციას ვუწოდებდით დაფრთხობას…

მთავარი დამფრთხობი ჩემი იურისტი მეგობრები იყვნენ, არ ვიცი როგორ ახერხედნენ მაგრამ სტატისტიკა მრავლისმეტყველია მხოლოდ ერთმა,  ერთ ბათუმურ  ღამეს 5 გოგო შეაშინა ისე რომ ლამის დაგვისტრელეს გოგოების მეგობრებმა(ეს კი იყო არადეკვატური ზედმეტობა მაგრამ ხდება). ხო მთავარი ის არის რომ წარუმეტებლობის ფონზე წარმატებებიც იყო, 7 გაცნობილი გოგო!!!  მართალია ყველა ირწმუნებოდა რომ 7 წარმატებული იყო მათ შორის მეც, მაგრამ გულწრფელად შეიძლება ამ ციფრის სამჯერ შემცირება…

ერთ დღეს ჩემი ჯერიც მოვიდა გაცნობის, არაფერმა გაჭრა არც მტკიცებამ რომ არც ერთი ნორმალური გოგო არ არის ბათუმის ბულვარში ზაფხულში მაშინ როდესაც დაგავსებულია ბულვარი გოგოებით, არც იმ ფაქტმა რომ შევთავაზე ხვალ მწვადებს მე ვკისრულობო(მაინც მომიწია:(  )

გზას რომელსაც გადის ინტელექტუალი სანამ გოგოს გასაცნობად მივა მე ინტელექტუალურ გოლგოთას შევადარებდი,(რა ორიგინალურია)  იმ 20 წამში როდესაც მიდიხარ გასაცნობად  თავში ბევრ ვარიანტს ათამაშებ, ყველა საბოლოოდ სრულდება იმით რომ გოგოების აღფთოვანდებიან ჯერ შენ გეხვევიან და გკოცნიან, შემდეგ ერთამენთს და ბოლოს მიდიხართ რომელიმე სასტუმროში, მაგრამ რეალობაში …

საერთოდ ორნაირი ვარ ხოლმე გოგოებთან, როგორც ყველა ჰიპერაქტიური ინტელექტუალი მე გოგოებთან ან მეგატვინისმტყნელი ვარ(დაუმთავრებელი ისტორიებით, ინტელექტუალი შუტკებით) ან კიდევ არ ვსაუბრობ… ხოდა როდესაც გოგოს არ იცნობ რთულია ამოირჩიო სტილი..

რატომღაც თავიდან ვერ მოვიშორე იდეა მელაპარაკა კანადურ თახვებზე(ვისაც ვახსოვარ იმ პერიოდში გაიხსენებს ჩემს არაჯანსაღ გატაცებას თახვებით და მაჩვებით) ხოდა როდესაც წარმოვიდგინე რომ უცხო გოგოებთან თავხებზე ვსაუბრობ თუ ვღადაობ სიცილი ამიტყდა, გაოგნებული გოგოები დიდხან მიყურებდნენ ვერ ხვდებოდნენ რა უნდოდა ბიჭს რომელიც მათთან მისული კვდებოდა სიცილით, მოვუყევი ისტორია თუ როგორ ვაპირებდი მათ გაცნობას თახვებზე ისტორიით არ ვიცი შევეცოდე თუ არ ვიცი მოვეწონე მაგრამ ფაქტია იმ ზაფხულ პირველი საზაფხულო რომანი მქონდა, ბუნებრივია აგრესიულ ქალიშვილთან, მორწმუნე მართლმადიდებელთან  და ისეთ გოგოსთან რომელიც ყველა მუსიკას უსმენს მაგრამ ფაქტია გოგოს გაცნობაში ლოგიკის ძებნა იდიოტიზმია…

პ.ს 21 წლისაც პრინციპული ვიყავი, გოგომ მითხრა თუ გინდა ზღვაზე არ იარო ჩემთან ერთად დილის 7 საათზეო(ეს ისეთი ტქმა იყო იმედი კი არა დარწმუნებული რომ ხარ უარს რომ არ იტყვის) მეც არ მივლია…