რა მაღიზიანებს(ნეო-ბოღმიანი პოსტი)

  • მაღიზიანებს ხალხი, ბათუმში ჩასულები ფოტოაპარატ მომარჯვებულნი შეცდომით დაწერილ აბრებს ეძებენ.
  • მაღიზიანებს ხალხი რომლებიც ჩემგან გულწრფელობას მოითხოვენ და საპასუხოდ თანამედროვე ზღაპრების ახალ სერიას მიკითხავენ.
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც ცდილობენ იყვნენ ორიგინალურებ ტიპებში კიდევ უფრო გამორჩეულები.
  • მაღიზიანებს გოგოები საუბრის დონეზე ფემინიზმს რომ ითხოვენ და რეალურ ცხოვრებაში ტიპურ მაჩოებზე ოცნებობენ.
  • მაღიზიანებს მეგობრები რომლებიც თვლიან რომ თუ მეც მათნაირად არ ვცხოვრობ ამიტომ “ლუზერი” ვარ.
  • მაღიზიანებს მეგობრები რომლებიც თვლიან სოციალურ სტატუსს აუცილებლად უნდა ახლდეს შესაბამისი ატრიბუტები : მარხვა, ინტელექტუალური ნძრევა, სიგარეტის მოწევა(25 წლის ასაკში დაწყება), სავალდებულო კორპორატივიზმი და ასე შემდეგ.
  • მაღიზიანებს მორალისტები.
  • უფრო მეტად მაღიზიანებს ხალხი რომლებიც მორალისტებს ლანძღავენ და თავად მორალისტობის დახვეწილ ფორმებს იყენებენ.
  • მაღიზიანებენ ტიპები რომლებიც სამსახურის მიხედვით იცვლიან შეხედულებებს.
  • მაღიზიანებენ შეწუხებული ნათესავები.
  •  მაღიზიანებს ხალხი რომლებიც შეკითხვაზე “როგორ ხარ”??? გიყვებიან თუ როგორ იღლებიან სამსახურში და როგორ ეწამებიან დღეში 8 საათი, ( კულტურის მომენტია თორემ სულ არ მკიდია თქვენი სამსახური)
  • მაღიზიანებენ ბლოგერები რომლებსაც ბლოგერობა რაღაც ახალი ფენომენი ჰგონიათ, რომლებსაც უნდა ჰქონდეს კლასობრივი თვითშეგნება და სოციალური კლასისთვის დამახასიათებელი თვისებები.
  • მაღიზიანებს ხალხი რომლებიც თვლის რომ ოდესმე მილიონერი გახდება და ამისთვის ინტელექტუალური პადხალიმობაა საჭირო.
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც ეკლესიას ცუდი “მენეჯმენტის” გამო იწუნებენ.
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც მეუბნებიან ისეთ რამეს რაც ისედაც ვიცი.,
  • მაღიზიანებენ ხალხი რომლებიც “პოსტ” და “ნეო” წინსართავებს იყენებენ(დროზე უნდა მივხედო ამას თორემ უკვე დამოკიდებული გავხდი)
  • და ბოლოს მაღიზიანებენ ტიპები რომლებიც წერენ იმათ თუ რა აღიზიანებთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s