ახალი წელი 2011(კრიტიკული ფიქრები)

ბათუმს მაგრად არ გაუმართლა, კიდევ უფრო მაგრად მე არ გამიმართლა და მთელი ბავშვობა ბათუმში გავატარე, არა  ბათუმი ძალიან მაგარი ქალაქია  მაგრამ  ბათუმი ლამის 20 წელია  ინფანტილური პოლიტიკოსების ოცნებების რეალიზაციის ადგილია, ჯერ იყო აბაშიძე და მისი საეჭვო იდეები, ახლა არავის ახსოვს მაგრამ ახალ წლებზე ბაბუსაც ჩამოჰყავდა მომღერლები, მართალია მათ შორის   ბოჩელი ან დომინგო არ ყოფილა  მაგრამ იმ დროისთვის პოპულარული რუსი მომღერლები კი, რაც მთავარია აჭარის ტელევიზია 7 ენაზე გვახარებდა ხოლმე აბაშიძის დემოკრატიის ოაზისის წინსვლას. მიშა გაცილებით უფრო დახვეწილია და განსხვავებით აბაშიძისგან ჯერჯერობით პირადიმის მშენებლობა არ დაუწყია, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

დღეს  აბაშიძე აღარ არის მაგრამ მისი საქმე გრძელდება, ადრე თუ ბათუმის განაშენებიანებისთვის მხოლოდ აჭარის ბიუჯეტი იხარჯებოდა დღეს ამისთვის მთელი საქართველოს ბიუჯეტია გამოყოფილი, რაც მთავარია ტექსტებიც იგივეა რაც 7, 8, 10 წლის წინ , სხვაობა ის არის რომ ადრე ალტერნატიულ რეალობას მხოლოდ ერთი ტელევიზია აშუქებდა 7 ენაზე , ახლა ამისთვის კერძო 7 თუ 8 ტელევიზია მუშაობს მშობლიურ ენაზე.

საერთოდ საყოველთაო ზეიმის დროს “ტეხავს” კრიტიკული წერილები თუ პოსტები, ბუნებრივია სავსებით ნორმალურია ასეთ დროს მავანმა ბოღმიანობა დაგაბრალოს, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ გვაქვს კი ჩვენ ისეთი სახელმწიფო რომ მარადიული ზეიმის რეჟიმში ვიყოთ????

განა ზეიმი და ქეიფი ცუდია??? უბრალოდ საინტერესოა რატომ უნდა წყვეტდეს რეგიონის თანხების დახარჯვას მავანი ხელისუფლების ტიპები, რატომ არ აქვს საშუალება ამომრჩეველს თავად გადაწყვიტოს  ფულის დახარჯვა ბოჩელის მოსმენაში ურჩევნია თუ რომელიმე ლოკალური პრობლემის მოგვარებაში.  წარმოიდგინეთ საშინელი სიზმარი,  მივეცით საშუალება რეგიონის მაცხოვრებლებს  იმის უფლება რომ  თავად გადაწყვიტონ საკუთარი პრობლემები, თავში რომ აუვარდეთ სად მივდივართ????

ახალი წელი სიყალბის ლეგალური დღესასწაულია, ერთი “სიამოვნებაა”  ყურება იმის  თუ როგორ იჩითებიან ხელისუფლების წარმომადგენლები უპატრონო ბავშვებთან, საცოდავი ბავშვები გარდა იმისა რომ მხოლოდ ერთ დღეს ახსენდება საზოგადოებას და ხელისუფლებას ,  იძულებულნი არიან მოდებილო ჰალსტუხიან ტიპების მორალიზმს   უსმინონ, მაგრამ რა დონის სადისტი უნდა იყო  ჟურნალისტი  რომელიც ამ საცოდავი ბავშვებიდან აიღებ ინტერვიუს და   მადლობას გადაახდევინებ პატარას ვიღაც ძიებისთვის  რომელიც მხოლოდ საკუთარი არსებობით ამტკიცებს რომ ამ ბავშვებს არანაირი შანსი არ აქვთ რამეს მიაღწიონ.

1 thought on “ახალი წელი 2011(კრიტიკული ფიქრები)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s