სტერეოტიპული საქართველო

სტერეოტიპები არსებობს მიუხედავად იმისა მოგვწონს თუ არა, მე სულაც არ მომწონს როდესაც თვლიან რომ რადგანაც მსუქანი ვარ, ამიტომაც უნდა მიყვარდეს ქეიფი, დალევა და ასე შემდეგ მაგრამ რა ვქნა სტატისტიკურად ჩემნაირი გარეგნობის ტიპების უმრავლესობა ასეთია და მე  მხოლოდ გაბრაზება მრჩება. მაგრამ ერთიც არის სტერეოტიპები ცვალებადია, აი როგორ და რატომ იცვლება ამას  ყველაზე ნაკლებად ექცევა ყურადღება, როგორც წესი რჩება ხოლმე მხოლოდ გაბრაზება,ან ნაგვიანები რეაქცია.

სტერეოტიპების ჩამოყალიბება ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკურ ფაქტორებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა გარემოებები არ ახდენენ გავლენას  უბრალოდ მთავარი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, მაგ საბჭოთა კავშირში არსებული სტერეოტიპი ქართველებზე დაკავშირებული იყო, იმ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან  რომელიც ეკავა ქართველებს საბჭოთა კავშირში, მდიდარი აგრარული ქვეყანა რომლის მაცხოვრებლებს სხვა ანალოგიურ კლასებთან შედარებით საბჭოთა კავშირში გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა აგროწარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული,  რადგანაც საბჭოთა კავშირში “კარგ ტონად” არ ითვლებოდა დაგროვება(ხშირად ისჯებოდა კიდეც)  საშუალო სტატისტიკური ქართველს სხვა არაფერი რჩებოდა გარდა იმისა რომ მოპოვებული  ფული დაეხარჯათ სხვადასხვა გასართობებზე, ამიტომაც საბჭოეთში  ქართველები ასოცირებულები იყვნენ მიმინოს ტიპაჟთან და რა დასამალია და სრულიად არ სწყინდათ ჩვენი მამების თაობას ეს რეალობა.

საგულისხმოა მიმინოს მაგალითიც, სტერეოტიპები ყველაზე იდეალური საშუალება კარგი კინოპროდუქტის შესაქმნელად, რაც უფრო მეტად არის მთავარი გმირები მიახლოებული ამა თუ იმ კლასის წარმომადგენლის სტერეოტიპზე მით უფრო საინტერესოა და სასაცილოა ფილმი თუ განსაკუთრებით სერიალები. ავიღოთ ყველაზე წარმატებული ამერიკული სიტკომები, ყველაზე კარგ სერიალებში არსებული გმირები მიუხედავად სხვა რეალობისა ჩვენთვისაც ახლობელია და ასე თუ ისე ვხდებით მათ პრობლემებს, მართალია არსებობს გამონაკლისიც,  ეს თანამედროვე ქართული კინო და სერიალების წარმოებაა, სერიოზული სამეცნიერო კვლევა დაგჭირდებათ ისეთივე გმირები მოძებნოთ რეალობაში როგორიც ფილმებში და განსაკუთრებით  სერიალებშია, რატომღაც ჩვენთან კინომწარმოებლებს მიაჩნიათ რაც უფრო არანატურალური და მოგონილი გმირები იქნება მით უფრო კარგია ეს მაყურებლებისთვი, აღარაფერს ვამბობ კინოთი სერიოზულად დაინტერესებულ ხალხზე.

სტერეოტიპები ცვალებადი კატეგორიაა, მაგ სოციოლოგიის  კლასიკოსი მაქს ვებერი თავის მთავარ ნაშრომში პროტესტანტურ ეთიკას როგორც კაპიტალიზმის წამმართველ ეთიკას უპირისპირებს კონფუციანისტურს, როგორც ნიმუშს ჩამორჩენილობის და სტაგნაციის, მართლაც იმდროინდელი ჩინეთი, იაპონია და აღარაფერს ვამბობ სხვა პატარა ქვეყნებზე  ეკონომიკური ჩამორჩენილობის მაგალითს წარმოადგენდა, აი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კონფუციანისტური  ეთიკა  გადაიქცა შრომისმოყვარეობის და წარმატებულის ნიმუშად, მაგ ფილმში “up in the air” ჯორჯ კლუნის გმირი თავის სტაჟიორს ურჩევს რომ თვითმფრინავში გაფრენის წინ ყოველთვის აზიელების უკან დადგეს რადგანაც მათ იციან რომ ყოველი წუთი ფასეულია, ესეც ახალი თანამედროვე სტერეოტიპი.

საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებული სიტუაცია, ადრე არსებული და დროში გამოცდილი სტერეოტიპები დღეს უკვე არააქტუალურია, აღარ არსებობს დიდი და მრისხანე ქვეყანა სადაც ჩვენი ნებისმიერი პროდუქცია გასაღდება და ჩვენ მისგან მიღებული დივიდენდებით  ვიგულავებთ მოსკოვში, რა დასამალია და ახალ თაობას უბრალოდ  აღარ გვსურს მამა-პაპებისგან დატოვებული სტერეოტიპები გადავიბაროთ, სხვა თუ არაფერი ტეხავს 21 საუკუნეში ისევ ძველი დავიტოვოთ მაგრამ აი ახალ სტერეოტიპებთან კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხელოვნურად შემქნილი სტერეოტიპები გრანტიჭამია ინტელექტუალების, ბლოგერი კაი ბიჭების თუ სხვა ჯერ ერთი იმდენად არააქტუალურია, რომ რთულია რეალობას მოარგო მერე მეორე მთელს ერზე მისი გავრცობა არარეალურია, ერთადერთ გამოსავალად ისევ დრო რჩება და იმის გარკვევა თუ როგორ სახელმწიფოს ავაშებენთ, შემდეგ სოციალ-ეკონომიკური პირობები აუცილებლად ჩამოაყალიბებს, ჩვენი 21 საუკუნის ქართველების სტერეოტიპს,  უბრალოდ აქ ჩნდება კითხვა მთავარი კითხვა მზად ვართ თუ არა ჩვენ მივიღოთ ეს სტერეოტიპები, დღევანდელი ეკონომიკური განვითარების ტენდენციიდან გამომდინარე ჩვენ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამსახურე ერად უნდა ჩამოვყალიბდეთ, ამაში ცუდი არაფერია მაგრამ საკითხავია მზად ვართ თუ არა 20-30 წლის შემდგომ გადაღებულ ფილმებში ვალიკო მიზანდარი ტურისტებთან მომუშავე ტიპი მივიღოთ, ეს არის კითხვა რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი, დღევანდელ ინტელექტუალებს ნერვებში გვეშლება როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისევ ძველი სტერეოტიპით მსჯელობენ ჩვენზე მაგრამ მზად ვართ თუ ახალი სტერეოტიპისთვის და როგორი უნდა იყოს ეს სტერეოტიპი,  ჩვენი თაობის მთავარი კითხვა სწორედ ეს უნდა იყოს.

2 thoughts on “სტერეოტიპული საქართველო

  1. lobzhanidze

    pirvel rigshi bodishi rom latinuri klaviaturit vwer, universitetis kompiuterze var da kartuls vere vxmarob.
    rac sheexeba ushualod werils, ra tkma unda stereotipi dziritadad arc tu ise dadebiti movlenaa, anu klishea romelsac adamianebi ikeneben, zogierti ufro tavisufalia stereotipuli azrovnebisgan, zogierti naklebad, magram mtlianad stereotipisgan veravin tavisufldeba. amas martivi psikologiuri axsna akvs, adamianebs gvchirdeba damaxsovreba zog zogierti taviseburis amitomac tvini avtomaturad xshirad mart ert kategoriashi agdebs, xandaxan aset shemtxvevashi ikmneba stereotipi. ase rom stereotipi patara dozit sachiroa kidevac. momewona postis daskvnis adgili, martla sainteresoa ra stereotipul jgufs gavertiandebit momavalshi, radganac es ar ikneba igive valiko mizandari rac 30 wlis win iko, radganac realoba gansxvavebulia. tumca, kitxvas ufro rtuls is xdis rom konkretuli politika am etapze ar gagvachnia, turizms da rig sxva dargs ufro zedapirulad vekidebit da vrchebit mkvetri kursis gareshe. mokled, davelodot, movlenebis ganvitarebas.

  2. geoleft

    მე მგონია რომ ასე თუ ისე ჩამოყალიბდა რაღაც პოლიტიკა და ახლა საკითხავია გავიაზრეთ თუ არა ჩვენ რას ნიშნავს ეს, დღეს ძალიან არ მოგვწონს ადრე არსებული სტერეოტიპები ჩვენზე მაგრამ საინტერესოა მოგვეწონება ის რაც გველოდებოდა 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s