ნონ-კონფორმისტები

რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე ერთ-ერთი საუბრისას ერთმა მეგობარმა მიწოდა ტერმინი რომელიც ასოცირებულია სოციალისტურ და საერთოდ მემარცხენე იდეებთან, ნონ-კონფორმისტი, ტერმინი საამაყო და გამორჩეულობის დამადასტურებელი, მაგრამ რეალობაში ამ ტერმინმა დაკარგა ყველანაირი პოზიტიური დატვირთა და გადაიქცა ქართული თუ საერთოდ ნებისმიერი ბურჟუაზიის დანამატად, ოღონდ ისეთ დანამატად რომელიც დროებით ცუდი იდეებით არის გატაცებული და ცოლის მოყვანასთან თუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნასთან ერთად გამოსწორდება. ამას სოცილიაზმთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

რა არის  ნონ-კონფორმიზმი???  როგორც წესი ეს არის არსებული ნორმების მიუღებლობა, ბუნებრივია როდესაც იდეურ წინააღმდეგობაში ხარ არსებულ სისტემასთან მის მიერ დამკვიდრებულ ნორმებს ეწინააღმდეგეები, მაგრამ სწორედ აქ იწყება პრობლემები, თუ რომელი ნორმა არის მისაღები და რომელი მიუღებელი, მაგ ჩემი ერთი მეგობარი თვლის რომ მე თუ მემარცხენე ვარ ამიტომაც არ უნდა ვიყიდო ნორმალური ტანსაცმელი, არ უნდა ჩავიცვა ნორმალურად, არ უნდა ვუსმენდე რაღაც მუსიკას, არ უნდა მომწონდეს რაღაც კატეგორიის ფილმები თან რაც მთავარია რაც დრო გადის სია იმის თუ რას უნდა აკეთებდეს ნამდვილი “ნონ-კონფორმისტი” იზრდება, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მემარცხენეობასთან და საერთოდ სოციალიზმთან.

რა არის სოციალიზმი??? სოციალიზმი გარდა ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკისა ეს არის ადამიანი ემანსიპაციის იდეოლოგია, რომელმაც უნდა გაანთავისუფლოს ცალკეული ინდივიდი საზოგადოებაში კაპიტალის მუდმივ დაგროვებასთან დაგროვებასთან დაკავშირებული სულიერი თუ მატერიალური დიქტატისგან და არა თავად შემქნას დიქტატი იმისა თუ როგორი უნდა იყოს სოციალისტი.

სწორედ განთავისუფლების იდეოლოგია უნდა გახდეს სოციალიზმი საზოგადეობის ცალკეული წევრების წამმართველი ძალა, მაგრამ საინტერესოა “მკვდარი ცხოველების” არ ჭამას და ჩეს მაისურის ჩაცმას ამასთან რაიმე კავშირი აქვს??? გგონიათ თავად ჩე კაპიტალიზმის დასამხობად ან თუნდაც ადამიანურ ფორმებში დასაბრუნებლად ხორცს აღარ ჭამდა და ლენინის მაისურით დადიოდა(მისი მაისურები ჯერ არ იყო მოდური)??? რა განსხვავებაა მეამბოხესა და რევოლუციონერს შორის???

ნეო-მარქსიზმის თუ ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერიხ ფრომი თვლიდა რომ რადიკალებში/რევოლუციონერებში გავრცელებული მოსაზრება პროცესის მონაწილის სავალდებულო ასკეტიზმის შესახებ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამღუპველია, ფრომმა აჩვენა რომ ასკეტებში მოთხოვნებები დათრგუნულია, მაგრამ თავად ცდა მოთხოვნების დათრგუნვის იწვევს ძლიერ მოთხოვნას მოხმარების, ფლობის, ანუ ასკეტიზმი მოხმარებლური ჰედონიზმის მეორე მხარეა, მხოლოდ იმის შემდეგ რაც ადამიანი გააცნობიერებს რომ საჭიროა იცხოვრო მთელი თავისი მრავალფეროვნებით, არ შეუშინდება იყოს  იყო არა-ჰედონისტები, არ ეშინოდეს სიამოვნების და მისი არქონის სწორედ ამის შემდეგ  არის შესაძლებელი დაძლიო სიკვდილის და ბრძოლასთან დაკავშირებული საფრთხეების შიში.

რაც მთავარია წმინდა პრაქტიკულად “ნონ-კონფორმიზმი” იწვევს მორალურ კმაყოფილებას, საკმარისია თმები გაიზარდო, წვერები მოუშვა, ჯინსები მაკრატლით დახიო და ჩეს მაისური ან ბერეტა გაიკეთო რომ ამით მთავრდება მთელი რევოლუციური რადიკალიზმი, ასეთ რადიკალიზმს სჯობს ჰალსტუხი გეკეთოს და შინაგანი უკმაყოფილება გტანჯავდეს ვიდრე სხვების საჩვენებლად იბრძოლო მხოლოდ მაისურით.

გარდა ამისა ქართული “ნონ-კონფორმიზმი” მიმართულია წარსულისკენ, მთავარი იდეა რომელიც 2010 წლის ქართველ ნონ-კონფორმისტებს აქვთ ეს ქართული ვუდსტოკის მოწყობაა, ან კიდევ იდეალურ ვარიანტში ახალი ქრისტიანიის აშენება,  სამწუხაროდ თუ უფრო საბედნიეროდ ვუდსტოკების დრომ ჩაიარა, შესაძლოა  ეს ყველაფერი 1960 იანი წლების ახალი მემარცხენეობის კულტურული გაგრძელება იყო მაგრამ დღეს ახალი მემარცხენეობა უფრო სავალალო დღეშია ვიდრე ძველი მემარცხენეობა(კომუნისტური იდეოლოგია, ანარქიზმი, სოც-დემოკრატია), რაც მთავარია პირადად მე სულაც არ მგონია რომ ეს ცუდია 1968 წელმა კარგად გვიჩვენა რომ კაპიტალიზმს არტი ვერ დაამარცხებს მას მხოლოდ რადიკალური ნაბიჯები და ბრძოლა.

ბოლო ორი სიმღერა და ორი გზა მემარცხენეობის პირველი ეს ჯონ ლენონის სიმღერაა. არც არის საჭირო მგონი ციტირება რომელი, ეს 1960 იანი წლების მემარცხენეობის ჰიმნად შეიძლება მონათლო მაგრამ ვრჩები იმ აზრზე რომ 2010 წელს მემარცხენეოის ჰიმნი არა

 წარმოსახაზე ორიენტირებული ლენონი უნდა იყოს არამედ თუნდაც ეს rage against the machine-guerilla radio

2 thoughts on “ნონ-კონფორმისტები

  1. Lasha-George

    მოუბის ბოლო ალბომსაც მოუსმინე…
    ახლაც იქმენბა ღირებული… :-)))
    წავიკიტხე, ძლაიან “ლევაკურია”…
    ქ უფრო სოციალიზმის პოპულარიზაციაა, ვიდრე “ნონ-კონფორმიზმის” კვლევა… :-))))

  2. geoleft

    მართალია ყველა სოციალისტი არ არის ნონ-კონფორმისტები მაგრამ უმრავლესობა სოციალისტების ნონ-კონფორმისტია, ხოლო რაღაც ბურჟუა ნონ-კონფორმისტების არსებობა ლოგიკურად შეუძლებელია..

    ისე მერე რა რომ ლევაკურია, წესით ყველას მისი პოზიცია აქვს და უნდა აფიქსირებდეს, მეც ვაფიქსირებ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s