"2011"

სასტიკად არ მიყვარს ჯორჯ ორუელი, ძალიან დიდი ხანია თანაც, არ მიყვარდა მაშინაც როდესაც უბრალოდ კითხვის მოყვარული თინეიჯერი ვიყავი, არც მაშინ როდესაც ძლიერ საბჭოეთს ვეტრფოდი და არც ახლა როდესაც პოსტ-მარქსისტულ პოზიციებზე ვდგევარ, იხვეწება ჩემი ცოდნაც და პოლიტიკური გემოვნებაც მაგრამ ერთი რჩება უცვლელი, ორუელი არ მიყვარს და ვერაფრით შევიყვარე.

არ ვიცი რატომ, შეიძლება იმიტომ რომ ტროცკისტი ორუელის წყალობით ყველა შეწუხებული  უფროსი ძმის აჩრდილით მაშინებს და მეუბნება რომ “ეს არის სოციალიზმი”, “ეს არის თქვენი კომუნიზმი”, მხოლოდ ფარისეველობა და ტოტალური კონტროლი, ან იმიტომ რომ , ვისაც არ ეზარება ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერში უფროს ძმას ხედავს??? ან შეიძლება უბრალოდ გემოვნება მაქვს ცუდი???

მგონი ახლახანს მივხდი მიზეზს, არც გემოვნებაა დამნაშავე , არც შეწუხებული ლიტერატორები და არც  კონსპირასი თეორიის თაყვანისცემლები, უბრალოდ ორუელი მწარედ შეცდა,  არავითარი უფროსი ძმა  როგორიც მას წარმოედგინა დღეს არ არსებობს და უბრალოდ შეუძლებელია არსებობდეს.

1984  გადაიქცა გამამართლებელ საბუთად ადამიანებისთვის რომ არაფერი შეცვალონ და საკუთარი უმოქმებოდა გაამართლონ ,  ნებისმიერი ფარისეველი “ლიბერალი” გმობს კორუფციას, უსამართლობას, სოციალურ პოლარიზაციას მაგრამ უფროსი ძმის შიშით უარს ამბობს მოქმედებაზე. არსებული სისტემა ცუდია მაგრამ სხვა უარესია. მიუხედავას იმისა არსებულა თუ არა ის ისეთად როგორიც დასახეს.

 როდესაც წარმოვიდგენ ანტი-უტოპიას ყველას წარმოუდგება სისტემა რომელიც კრძალავს წიგნებს, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ რა საჭიროა რაიმეს აკრძალვა როდესაც საკმარისია უბრალოდ ნებისმიერი მოვლენის კომერციალიზაცია მოახდინო, ან მარგინალიზაცია რომ მოკლავ მასში ყველანაირ პოტენციალს ცვლილების.  საკმარისია ნებისმიერი პოპულარული ინტელექტუალი/რადიკალი იქცეს  მოდურად რომ კვდება  მასში არსებულ ყველანაირი სურვილს ცვლილებების, ბაზარი უბრალოდ მოკლავს  მასში ყველაფერს რომელიც ოდნავ მაინც ცვლის რეალობას,  რა საჭიროა რაიმე წიგნების  აკრძალვები  როდესაც იმდენად დიდია არჩევანი სხვადასხვა წიგნებს შორის რომ მათ შორის ნორმალურის არჩევა გაცილებით უფრო დიდი გამოწვევა ვიდრე აბსტრაქტულ  სისტემასთან ბრძოლა.

ორუელის უფროსი ძმა, კონკრეტული ისტორიული მონაკვეთის შვილია და ნებისმიერ დამატებით დაყენებულ სათვალთვალო კამერაში მისი ძებნა მინიმუმ არარელევანტურია და მაქსიმუმ არაფრის მომტანი.  თანაც ეს ყველაფერი სტალინური სისტემის განვითარების მაგალითი უფრო შეიძლება იყოს ვიდრე კაპიტალისტური სისტემის.

დღევანდელ სამყაროს და საქართველოს სულ სხვა ანტი-უტოპიები სჭირდება არა ორუელის 1984 ან ცხოველთა ფერმა არამედ გაცილებით უფრო რელევანტური, შეიძლება ოდო ჰაკსლი რომელიც მაინც დასავლური კაპიტალიზმის  განვითარების ანალიზია მაგრამ ესეც მეეჭვება. როგორც ჩანს თანამედროვე სისტემას გასხვავებული, დროის ადეკვატური ანტი-რეალობები სჭირდება.

პ.ს ვერაფრით მოვიფიქრე სათაური და ამიტომაც ამისთვის ორუელი მოვიშველიე, 2011 წელში ბოლო ორი წელი შევცვალე და ის დავწერე სათაურად, ვინც არ იცის სწორედ ასე დაარქვა ავტორმა 1984 წელს სათაური.

1 thought on “"2011"

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s