ძალიან მოკლედ და ექსპრომტად ‘სოციალურისა თუ იდენტურობის’ შესახებ(გიორგი კევლიშვილი)

სოციალურ უფლებებსა და იდენტობის უფლებებს, ასევე კულტურული, გემოვნებისა  და ა.შ. ფასეულობებს შორის  პრიორიტეტების დადგენის თავად მცდელობა, ჩემი აზრით, საკითხში ღრმა გაურკვევლობის შედეგია. (აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ზოგიერთი ‘კრიტიკოსის’ გადამკიდე,  რომ ყველა ამ პრობლემას, საკითხს და უფლებას ადამიანის უფლებებად და ადამიანთათვის დამახასიათებლად მივიჩნევ, ხოლო სხვა კრიტიკოსთა გასაგონად ვაზუსტებ, (რა დღეში ვართ კაცო) რომ ვაღიარებ, რომ უფლებები ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია).

არანაირი კულტურის კრიტიკა, არანაირი იდენტობის პრობლემატიკის საფუძვლებში გარკვევა არაა შესაძლებელი სოციალურისა და პოლიტიკურისაგან მათი იზოლირების პირობით! მარქსიდან თუ ბენიამინიდან, ბერგერიდან თუ ბურდიედან, ალთუსერიდან თუ ბადიუდან, ჯემისონიდან თუ იგელტონიდან მოყოლებული ეს იცის ყველამ, ვისაც მართლა ეს საკითხები აინტერესებს, და არა ორშაურად მოპოვებული ფეისბუკ–ფეისობა.

არ ვიცნობ არც ერთ მემარცხენეს, გარდა ზოგიერთი თვითგამოცხადებული ‘ინტელექტუალისა’, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს.

ვინც ამ საკითხებს ხელოვნურად ყოფს, უბრალოდ უვიცია. ამ პრობლემებს შორის დიალექტიკური კავშირია, და არა იერარქიული, ხარისხობრივი, მით უმეტეს – ანტაგონისტური.

ვინც ცდილობს ‘ზედნაშენის’ კრიტიკისას ‘ბაზისს’ აუაროს გვერდი, აისბერგის მწვერვალთან მებრძოლი ბრიყვია – ამ საქმეს უცებ მოითავებს, თავს მოიტყუებს რომ საქმე გააკეთა, მაგრამ მისი ხომალდი ლოგიკური გარდუვალობით უეჭველად ამ აისბერგის საფუძველს დაეფშვნება!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s