Monthly Archives: თებერვალი 2011

დილემა: პოლიტიკური ბლოგი თუ არაპოლიტიკური ბლოგი

მალე ახალი პროექტი იწყება, ახალი ინტერნეტ ჟურნალი კეთდება რომლის ერთ-ერთი ბლოგერი ვიქნები, ამიტომაც ახალი დილემა მიჩნდება ჩემს პროექტს წითელ ბლოგს რა ვუყო??? 

დავტოვო როგორც არის და აქაც ვწერო??? მგონი არასწორი იქნება სხვა თუ არაფერი ახალ პროექტში რომელიც მალე დაიწყება მე როგორც პოლიტიკური მიმომხილველი ვჭირდები ვგონებ ვიდრე სხვა რამეებზე მწერალი, ხოლო ორ ადგილას წერა რთულია…
მეორე ვარიანტია უბრალოდ დავხურო ჩემი ბლოგი, ან უფრო სწორად დავტოვო როგორიც არის და ათასში ერთხელ დავწერო ხოლმე რაიმე…
მესამე ვარიანტი ყველაზე მეტად მაინტერესებს, გადავაკეთო ბლოგი პოლიტიკურ-აქტივისტურიდან ჩვეულებრივ თემებზე მწერალ ბლოგად, მაგრამ აქ დიდი კითხვის ნიშანი მაქვს საკუთარ თავთან- შევძლებ კი ვიყო სხვანაირი ბლოგერი???
დილემა არსებობს, ისიც ვიცი რომ ჩემს თავს ველაპარაკები რადგანაც კომენტები არ იქნება მაგრამ საფიქრელად ღირს..

იდეალური ბიზნეს-საქართველო

ბოლო პერიოდში საინტერესო სტატიები იწერება როგორც რადიკალურ მემარჯვენე ისე შედარებით მორცხვ მემარცხენე ჟურნალებში, რომლებიც ძირითადად ტრიალებენ აპრიორული მოსაზრებების თუ სტერეოტიპების ირგვლივ

მაგ :
1.ასახელმწიფო ჩარევა რეგულაციებით თუ ნებისმიერი სხვა სახით არის ცუდი.
2. არსებობს იდეალური ბაზარი რომელშიც არ არსებობს არავითარი მონოპოლიები და ადამ სმითის შემდგომ  გასულ სამ საუკუნეშიც ისეთივეა როგორიც მაშინ იყო.

3. იდეალურ ბაზარს თან ახლავს  იდეალური ბიზნესმენები, რომლებიც არიან  პასუხისგებლიანებიანი, ქველმოქმედები, აქვს კარგი განათლება,არის ლამაზია, პროგრესულია და ასე შემდგომ.

მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის რომ გარდა წარმოსახვაში არსებული იდეალური ტიპებისა , არსებობს რეალური ცხოვრება და სამწუხაროდ ის ასრულიად განსხვავდება იდეალური ტიპებისა.

1. ლიბერტარიანულ სახელმწიფოებში ჩარევა არამარტო მცირდება,  არამედ  ზოგ შემთხვევაში იზრდება , ხოლო თუ არ იზრდება  და იგივე რჩება,  უბრალოდ ნაცვლად ინსტიტუციონალური ფორმებისა რომელიც მიმართულია საშუალო და დაბალი კლასების ინტერესების დაცვაზე ახლა ის ელიტას იცავს მავნე კლასებისგან .
2. ბაზარი სამწუხაროდ, ვიმეორედ სამწუხაროდ არ არის თავისუფალი და ჩვენნაირ მესამე სამყაროს ქვეყნებში მისი მიღწევა შეუძლებელია..  ჩვენთან არის კლასიკური მონოპოლისტური კაპიტალიზმი მთელი თავისი ნაკლოვანებებით..
3. არავითარი იდეალური ბიზნესმენები არ არსებობენ, ისინი არიან ბიუროკრატები რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ბიზნესები და სახელმწიფოს შეეზარდნენ, ეს ბიზნესმები პიროვნულად ზუსტად ისეთივე ხალხია რომლებიც ყველაზე მეტად არ მოსწონთ ჩვენს ლიბერტარიანელებს, ღრმად მომწუნე “ტრიპაჩები” რომლებიც პირველივე შემოსავალის მიღების შემდგომ არა საწარმოში ახდენენ რეინვესტირებას და ახალი სამუშაო ადგილებს ქმნიან არამედ ან ახალ “ბეენვეს” ყიდულობენ, ან ახალ ეკლესიას აშენებენ/ურიცხავენ ამ ფულს.. ხოლო ეს კი სხვა არაფერია თუ არა ფულის გადაყრა…




სახალხო ფროიდიზმი

16 წლის ვიყავი როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფროიდი გამოჩნდა, თავდაპირველად პატარა ბროშურის სახით რომელიც წავიკითხე და შემდგომ უკვე კლასიკური წიგნებით, როგორც ბევრი მეც ვერ ავცდი ფსიქოანალიზმის მავნე ხიბლს, ყველას ყველაფერში ვეხმარებოდი ჩემი ფროიდისტური დასკვნებით მიუხედავად იმისა მთხოვდნენ თუ არა ამას თავად, შემდგომი ეტაპი სტატიების თუ ყველანაირი წიგნების ფროიდისტური ანალიზი იყო, მთელი ეს ბავშვური აღტაცება რამდენიმე წელი გაგრძელდა, სწორედ ის “სიალალე” ამახსენდა რევაზ რიჟამაძის “არარსებული რევოლუცია” ( http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=290 ) წაკითხვაზე, არა ორიგინალური იდეების წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ როდესაც მარქსისტებს აბრალებ იმას რაც არასდროს გაუვლიათ თავში და ამას რაღაც ფროიდისტური ხილვებით ამას ამართლებენ კომენტარი მიძნელდება.

ხო მართლა რევოლუციას სოციალური სიდუხჭირე იწვევსო, არ მარქს და არც მარქსის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს არსად არ უთქვამთ, მაგრამ ამას განა რამე მნიშვნელობა აქვს?

ამ სტატიას განსაკუთრებით ჩემი მეგობრის ანის კომენტარი მომეწონა “ამის ავტორს აშკარად ჰგონია რომ უსამართლობა დაუმსახურებელი სიღარიბეა და მის გარდა დამსახურებული სიღარიბე არსებობს კიდე”.

ჩემი აზრით კი ეს სტატია კი, სხვა არაფერი თუ არა საკუთარი უმოქმედობის და სულიერი თუ ინტელექტუალური კონფორმიზმის გამართლება იმით რომ “პატარა კაცი” ვერაფერს შეცვლის…