მალე ახალი პროექტი იწყება, ახალი ინტერნეტ ჟურნალი კეთდება რომლის ერთ-ერთი ბლოგერი ვიქნები, ამიტომაც ახალი დილემა მიჩნდება ჩემს პროექტს წითელ ბლოგს რა ვუყო???
დავტოვო როგორც არის და აქაც ვწერო??? მგონი არასწორი იქნება სხვა თუ არაფერი ახალ პროექტში რომელიც მალე დაიწყება მე როგორც პოლიტიკური მიმომხილველი ვჭირდები ვგონებ ვიდრე სხვა რამეებზე მწერალი, ხოლო ორ ადგილას წერა რთულია…
მეორე ვარიანტია უბრალოდ დავხურო ჩემი ბლოგი, ან უფრო სწორად დავტოვო როგორიც არის და ათასში ერთხელ დავწერო ხოლმე რაიმე…
მესამე ვარიანტი ყველაზე მეტად მაინტერესებს, გადავაკეთო ბლოგი პოლიტიკურ-აქტივისტურიდან ჩვეულებრივ თემებზე მწერალ ბლოგად, მაგრამ აქ დიდი კითხვის ნიშანი მაქვს საკუთარ თავთან- შევძლებ კი ვიყო სხვანაირი ბლოგერი???
დილემა არსებობს, ისიც ვიცი რომ ჩემს თავს ველაპარაკები რადგანაც კომენტები არ იქნება მაგრამ საფიქრელად ღირს..
უამრავი ბლოგერი არის ვინც ინტერნეტ–გამოცემებშიც ბლოგავს და პირად ბლოგზე, ზოგს რამოდენიმე ბლოგიც კი აქვს. ერთი მეორეს არა მგონია ხელს უშლიდეს, მოცლის საკითხი კი დადგება მაგრამ მაინც დახურვას არ გირჩევ, ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტა იქნება 🙂
პოლიტიკას აქ ვერსად გაექცევი.
არაპოლიტიკური პოსტები თუ გინდა ლექსების წერაზე უნდა გადახვიდე 🙂
ან სექსის თემაზე, მაგრამ სექსიც პოლიტიკაა ჩვენთან.