უწიგნურები და წიგნიერები

რაღაცნაირად სიმბოლურია დღევანდელი ჩემი პოსტი, ზუსტად ერთი წლის წინ იმედმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო, გაითამაშა რა საქართველოს ოკუპაციის სავარაუდო სცენარი: მცხეთასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, აჯანყებული და მტრის მხარეს გადასული ქართული არმია, გმირი პრეზიდენტი და თვით ყველაზე მასშტაბურ ფანტაზიებშიც კი სამ დღეში დაპყრობილი საქართველო(როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლება ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი 3 დღეზე მეტს ვერ უქაჩავს “ჟანგმოდებულ” რუსეთს)  ყველაფერი იდეალურად იყო გაწერილი, მაგრამ  ხანდახან ისეც ხდება რომ იდეალურად დაგეგმილი იდიოტიზმი მიუხედავად დიდებული ფასადისა მაინც იდიოტიზმია და საზოგადეობა მას ადგილს მიუჩენს ხოლმე.

მოდელირებული ქრონიკიდან  ერთი წლის თავზე იმედმა გააკეთა სიუჯეტი რომელშიც ეს ტელევიზია  ახალგაზრდებს განათლებას და ერუდიციას  გვიწუნებს, თითქოს არ ვიცით ვინ არის პეტრე მელიქიშვილი მაგრამ ვიცით ბიჭოლა(ნუ ბუნებრივია ის ფაქტი ბიჭოლას გაპიარებაში მთავარი დამნაშავე  იმედი რომ არის   ეს არ ითვლება) , ასევე არ ვიცით ისიც რომ თურმე საქართველოსა და ვიეტნამს 1956 წელს არ უომიათ. მოკლედ კიდევ ერთხელ გავიგეთ ის რაც ისედაც ვიცით, ქვეყანა მაგარი ბანძია და ხალხი მით უარესი(აბა ახალგაზრდობა, ყველაზე პროგრესული ნაწილი, რომ ასეთია, უფროსი თაობა რა იქნება) ამ დროს არსებობს რაღაც იდუმალი ძალა რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის.

რომაული ტრადიცის თანახმად როდესაც ვინმე კვდებოდა, გამოძიება(ძალიან ხმამაღლა ჟღერს სიტყვა გამოძიება ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაში მაგრამ დაე იყოს) პირველ რიგში იწყებოდა კითხვით ვის აწყობდა ეს მკვლელობა, სწორედ ამ მეთოდით  ვიხელმძღვანელოთ ჩვენც.

საინტერესო ის არის რომ ეს სიუჟეტი თავისებურად ყველას აწყობდა, პირველ რიგში რათქმაუნდა ე,წ ეროვნულ ოპოზიციას, ნუ ეს ასეთი ხალხია რომლებიც ყველაფერში ეროვნულს რომ ეძებს და ნებისმიერ  პრობლემას ეროვნულის არ არსებობაში ხედავს, აი ახლაც როგორც ირკვევა პრობლემა იმაში მდგომარეობას რომ,  ჩვენ ქართველებმა  ეროვნულ ძირს გადავუხვიეთ და მორალურად გახრწნილი დასავლეთის გავლენაზე გადავერთეთ, საუბარი არ სჭირდება იმას რომ  გამოსავალი მხოლოდ  ჩვენს ფესვებთან  დაბრუნებაა. აწყობდა  ხელისუფლებასაც , ამ სიუჟეტმა თვალნათლივ აჩვენა რომ ერთადერთი ძალა რომელიც ამ უვიცობის ტოტალურ ჭაობში შეურყვნელი დარჩა და კვლავ  პროგრესულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა  და რომ არა მათი ტიტანური ბრძოლა, ძალაუფლებას ხელში სწორედ ბიჭოლას და ანრი ჯოხაძის ფანები  აიღებენ  ხელში და მყისვე დაბრუნდება ის რუხი და შავი ფერები რომლებიც სააკაშვილის მოსვლამდე არსებობდა საქართველოში. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ გითხართ ეს  ეს ჩვენს  ე.წ ლიბერალურ წრეებსაც აწყობდათ, კიდევ ერთი თემა რომელიც “აღშფოთების” საფუძველს იძლევა, ზოგი ჟურნალისტების ეთიკურ პრინციპებზე აღშფოთდა, ნაწილი ბოლომდე არ მიყვანილ განათლების რეფორმაზე, ზოგიც კიდევ იმაზე თუ როგორ არ იცის ხალხმა რომ კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტი კი არა,  პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მიზების დამდგენი კომისიის თავჯდომარეა.

არადა საქმე უბრალოდ ცოტა უფრო რთულად არის, სწორედ “იმედია” ერთ-ერთი დამნაშავე იმ სიტუაციაში რომელიც დღეს არსებობს, გადახედეთ იმედის, ერორის თუ სხვა არხების სატელევიზიო ცხრილს და იქ არსებული გადაცემებიდან თუნდაც 0,5 პროცენტი თუ  მაინც არის რაიმე ღირებულების მქონე საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი, თანაც “იმედის” ლოგიკაც მარტივია, ხალხი ითხოვს ასეთ გადაცემებს და აბა ბაზრის წინააღმდეგ ხომ არ წავა, ბაზრის კანონების შეურაწყოფას კი კჰულტუ არავის პატიობს და იმედი ვინ ჩემი გამონაკლისია.

სწორედ ეს დილემა არის ხოლმე ქართული ტელევიზიის დღევანდელი პრობლემა, თითქოს რეიტინგის შენარჩუნების  გამო უშვებენ გადაცემაში იუმორის სერიულ მკვლელ გივი სიხარულიძეს, ათასჯერ  გაშვებულ 2002 წლის ზამთრის სერიის იუმორინას საუკეთესო “ხუმრობების” კრებულს, ვერელი “ინტელიგენტების” პაემნებს საკუთარ უბანში,  ნანუკას შოუს და ასე შემდგომ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გენიალურ იდეა წარმოაგდენ  ფილმების სუბტიტრებით ჩვენების შესახებ,  ინიციატივას სამარისებული სიჩუმით ხვდება და სულ ცალ აივანზე კიდია დაეცემა თუ არა ამ ინიციატივის შემდგომ მისი რეიტინგები,  ბიზნესის რაციონალური არჩევანი მხოლოდ გივი სიხარულიძეზე ვრცელდება.

ბაზარი ნამდვილად არის ინსტრუმენტი რომელიც იძლევა საშუალებას სწორედ გაიზომოს თუ რაზე არის მოთხოვნილება საზოგადოებაში, მაგრამ გულუბრყვილოა ის ვისაც სჯერა რომ ამ მოთხოვნების კონტროლი, ფორმირება და ასე შემდგომ  შეუძლებელია, ფაქტია ტელევიზიამ შექმნა გივი სიხარულიძე და მასზე მოთხოვნილებაც, მითი თითქოსდა ერი  მოითხოვს ეს ზეკაცი ყოველდღე  იხილოს ცისფერ ეკრანებზე სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ საკუთარი უუნარობის გადაფარვა, რომელიც გვამცნობს რეალობას, ქართულ ტელევიზიონშიკებს უბრალოდ არ შეუძლიათ რაიმე ფასეულის შექმნა, ამიტომაც იმიზეზებენ რაღაც ბანალურობებს.

საქართველოში და არამარტო საქართველოში, ტელევიზია რაღაც აბსტრაქტული ცოდნის და ყოვლისმომცველი ინფორმატიულობის სინონიმია , როდესაც ჟურნალისტი მიკროფონით ხელში ეკითხება ადამიანს ნებისმიერ რამეს, რესპოდენტს უბრალოდ არ წარმოუდგენია რომ შეიძლება ჟურნალისტმა, ამ ზე-ადამიანმა  წინასწარი განზრახვით შეეკითხოს სისულელე, მაგალითად საქართველო-ვიეტნამის ომი, ამიტომაც რესპოდენტმა რომც იცოდეს ასეთი ომის არ არსებობის შესახებ მაინც ეცდება ჟურნალისტთან რაიმე უპასუხოს. ამ სიუჟეტმა კიდევ ერთხელ ამაში დაგვარწმუნა ამაში, ისევე როგორც იმ სამწუხარო ფაქტშიც რომ ერუდიციის მხრივ ნამდვილად არის პრობლემები მაგრამ ნამდვილად მეეჭვება იმ ფაქტში რომ იმ თაობას რომელსაც აქვს პრობლემები ჩემი თაობის წიგნიერებაზე თავად მას ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია ჩემს შესაფასებლად.

ერთადერთი საშუალება ამ მოვლენას ვებრძოლოთ ეს არის ტელევიზორისთვის რაღაც საკრალური ფუნქციის მოშორებაა, მაგრამ ეს სათქმელად არის ადვილი თორემ პრაქტიკულად ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ რომ ინტერნეტი უახლოეს 10-15 წლებში მთლიანად შეძლებს ტელევიზორის მავნე ზეგავლენის განეიტრალებას.

ისე ერთიც არის რაც დრო გავა , სისტემას რომელიც დღეს ყალიბდება სრულიად არაფერში სჭირდება ერუდიტები, მას რეალურად არც  განათლებულები სჭირდება, მას სჭირდება ხალხი რომლებმაც იციან თუ როგორ მოაჩვენონ თავი განათლებულელად იმისთვის რათა იმუშაონ სახელმწიფო სექტორში, ხოლო ისეთ ეკონომიკას რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საერთოდ არ სჭირდება არანაირი ერუდიცია, ამისთვის საკმარისი იქნება 3-6 თვიანი კურსები რაიმე სპეციალობის დასაუფლებლად.

9 thoughts on “უწიგნურები და წიგნიერები

  1. litterator

    იო, უფრო მოვიწყინე ახლა 😦 ბოლო აბზაცით განსაკუთრებით

  2. Mallorie

    ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტის წაკითხვით.
    დღეს სკოლაში ყველა ამ სიუჟეტის მთავარ გმირებზე საუბრობდა. უმრავლესობა ხალხის გაუნათლებლობაზე და სამკუთხედს სამგვერდიანობაზე იოფლიანებდა პირს.
    თუმცა ზუსტად ვიცი, არცერთმა არ იცოდა, თუ ვინ იყო პეტრე მელიქიშვილი. გამსახურდია კი პრეზიდენტი რომ ეგონა უმრავლესობას, თან პირველი – ეგ ადრეც დაამტკიცეს. ამით იმას ვამბობ, რომ არაა საჭირო ამდენი უაზრო კომენტარი და “ასეთი ბრიყვი, როგორი უნდა იყო” მთელი ხმით ლაყბობა იმისთვის, რომ დაამტკიცო ბევრი იცი და კარგად აზროვნებ. არა, არ მინდა იმის თქმა, რომ, რაც სიუჟეტში ვნახეთ ეს არაფერია და მერე რა, მაგრამ..
    ახლა ტელევიზიას რაც შეეხება.
    ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი, ელენე ახვლედიანის გამოფენაზე აკეთებდა სიუჟეტს. ჰოდა, რამდენიმე ადამიანს დაურეკა, რომ გაეგო ელენეს ტელეფონის ნომერი. ეს ხდება 2010 წელს, ახვლედიანის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ.
    ასე რომ…
    ზოგადად ასე საჯაროდ რომ აჭენებენ, თუ როგორი დაბალია ზოგადი განათლება მთელ საქართველოში.
    ძალიან მაინტერესებს, რომელი საგანმანათლებლო გადაცემა აქვს თვითონ იმედს წამოწყებული?

  3. Nikusha Marx

    კი ნამდვილად ასეა, ქართველი ჟურნალისტების დიდ ნაწილს ჰგონია რომ მხოლოდ “ჟურნალისტობის” სწავლა არის საკმარისი იმისთვის რომ იყო კარგი სპეციალისტი, არადა რეალობაში უცხოთეში ხალხი ჯერ რამე სპეციალობას სწავლობს და შემდეგ ჟურნაისტიკას…

  4. Mallorie

    წინა კომენტარში გარკვეული შეცდომა დავუშვი.. ახლვედიანის გარდაცვალებაზე ორი წელი რომ მიწერაა.
    დაუფიქრებლად გამომივიდა ორი..

  5. katerina

    “რაც დრო გავა , სისტემას რომელიც დღეს ყალიბდება სრულიად არაფერში სჭირდება ერუდიტები, მას რეალურად არც განათლებულები სჭირდება, მას სჭირდება ხალხი რომლებმაც იციან თუ როგორ მოაჩვენონ თავი განათლებულელად”-ჟუტკო, ნო ფაკტ.და მერე თანდათან ცხოველთა ფერმაში ვიქნებით არა? ნეტავი ამ ფერმაში ერუდიტებს სად მიუჩენენ ადგილს

  6. ნიკუშა მარქსი

    ნუ ცხოველთან ფერმაზე მეტად ეს ოდო ჰაკლსის მიერ აღწერილ საზოგადოებას ვუახლოვდებით…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s