ძალიან ბევრი ჟურნალისტი, კიდევ უფრო მეტი სეირის მაყურებელი და ძალიან ცოტა ვინც ზასაობას აპირებდა . ასეთი იყო გუშინდელი აქციის შედეგი. აქცია პარკებში ხვევნა კოცნის აკრძალვას უპირისპირდებოდა, გუშინ კომენტარებს გადავხედე და ცოტა არ იყოს შთაბეჭდილება მრჩება რომ თითქმის არავის არ გაუკეთებია ანალიზი იმის თუ რატომ არ მოვიდა ხალხი აქციაზე. მხოლოდ მოსალოდნელი კომენტარები, ძირითადად მორალისტური ხასიათის. აქაოდა “რა ბანძები ხართ რომ არ იზასავეთო”, “ასეც ვიცოდიო” და ასე შემდეგ. ბუნებრივია ლოგიკური და მუდმივი კითხვა შენ რატომ არ გააკეთე??? არასოდეს ეხებათ ხოლმე კომენტატორებს.
არადა შესაფასებელი და დასაფიქრებელია. დაწყებული იმით თუ რატომ არ მივიდა ხალხი და დამთავრებული იმ ფაქტით თუ რატომ არ იზასავეს “პროგრესულებმა”.
1. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც დავწერ, ყველაფერი პოლიტიკაა, პოლიტიკაა იმიტომ, რომ აქციაზე ძალიან ბევრის არ მისვლის მიზეზი ბანალურად ხელისუფლების მომხრეობა აღმოჩნდა, პროგრესულობაც და რადიკალიზმიც მაშინვე სრულდება როდესაც საქმე ხელისუფლების უზენაესს ინტერესებს ეხება. ბევრი უკვე პირდაპირ მუშაობს ხელისუფლებაზე, ნაწილს იმედი აქვს რომ იმუშავებს , ნაწილი კი უბრალოდ კლასობრივად თვლის ხელისუფლების ნაწილად თავს და ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებების გარეშე ხვდება სად უნდა მივიდეს და სად არა. ეს რაღაც ქვეცნობიერი კავშირია, აი დაახლოებით ისეთი “აგვისტოს 5 დღე” ძირითადად მარტო მიშისტებს რომ მოეწონათ.
2. ფეისბუკის რეალობა და რეალური ცხოვრება ძალიან განსხავდება ერთმანეთისგან, ფეისბუკზე არსებობს ერთი წრე რომელშიც იხარშება მთელი ჩვენი “პროგრესული ელიტა”, რომლებიც ცოტა გულწრფელები რომ ვიყოთ, თითქმის არ არიან ის ხალხი ვისაც აწუხებს პარკებში ზასაობის აკრძალვის პრობლემა, უბრალოდ როგორც ხდება, არსებობს რადიკალური ინტელიგენციის ნაწილი(ჩვენთან ლიბერალებს რომ ეძახიან) რომლებიც სოლიდარულები არიან ჩვეულებრიც ხალხთან. გუშინ გაირკვა ერთი სამწუხარო რამ, ძალიან ცოტაა ასეთი ლიბერალები, ერთი ნაწილი ზემოთ დავწერე ხელისუფლების მხარდამჭერია, მეორე ნაწილი(შედარებით ახალგაზრდა. აი ის ნაწილი ბოლო პერიოდში რომ გამოჩნდა და აქტიურობს) კი ზედმეტად რადიკალიზაციის პროცესს განიცდის და “წვრილბურჟიზიულ” წამოწყებებში არ მონაწილეობს. ხო რაც შეეხება იმ ხალხს რომლებიც პარკებში დადიან, ამ ხალხთან კავშირი, სამწუხაროდ ლიბერალებს(რადიკალურ ინტელიგენციას) თითქმის არ აქვს.
3. კიდევ არსებობს ერთი საკმაოდ სერიოზული ფაქტორი, რატომღაც გვიტყდება ყველას მიტინგები, აქციები და ასე შემდგომ, მიზეზიც არცთუ ისე უსაფუძვლოა. როდესაც 21 საუკუნეში, 10 ჯერ, 20 ჯერ ხედავ მიტინგებზე გამოსულ ხალხს, რომლებიც სადღაც 21 საუკუნეში ისევ მე-19 საუკუნის კონსერვატორულ ფასეულობებზე ახურებენ ცოტა არ იყოს გაგიტყდება, მაგრამ, კარგით რა, თუ არ გავალთ და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს სხვა არ დაიცავს. ბევრი ფიქრი არ სჭირდება ამას, საჭიროა მოქმედება. ჩვენი ერთადერთი იარაღი სოლიდარობაა და რაოდენობაა.
ასეთია მცირე ანალიზი იმის თუ რატომ ჩავარდა ჩვენთვის საკმაოდ უცხო და საინტერესო აქცია, მაგრამ სიტუაცია არც ისე კატასტროფულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჯერ ერთი იმიტომ რომ რადიკალური ინტელიგენცია(შინაურობაში “ლიბერალები”) არსებობს და თუ შეძლებს ხიდის გადებას ჩვეულებრივ ხალხთან, სიტუაცია არც ისე კატასტრფოული იქნება. მეორეც , საჭიროა ბოლო პერიოდში გააქტიურებული სტუდენტობის ნაწილმა და მემარცხენეების დიდმა ნაწილმა, შეიგნოს(შევიგნოთ) რომ გარდა გლობალური პრობლემებისა, საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა ნებისმიერ წვრილმანებითვის, რადგანაც როგორც ამბობენ ეშმაკები წვრილმანებში იმალება. სწორედ ასეთი ფრონტის ხაზია საჭირო ნებისმიერი წვრილმანებისთვის, მათ აქვთ რა დაკარგონ და ახლა ის პერიოდია როდესაც განსაკუთრებით სწრაფ ტემპებში ეცდებიან მაქსიმალურად ბევრი რამ წაგვღვლიტონ.