ნებისმიერ სოციალურ ფორმაციას დროის მიუხედავად გააჩნია საკუთარი წარმატების მითები ,არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შუა-საუკუნეების ფეოდალიზმი თუ საბჭოთა სოციალიზმი. ნაცარქექია და საბჭოთა საქართველოს ფილმების გმირები მათი ეპოქის წარმატების მაგალითებია. ადამიანს სჭირდება მაგალითები რომლებზეც ექნება სწორება, რადგანაც რაც არ უნდა იყოს საკუთარი ცხოვრება ყოველთვის უფრო უარესია ვიდრე სხვისი, მით უმეტეს წარმოსახვითის.
კაპიტალიზმი წარმატების ფორმულებშიც გამორჩეულია,მის ყველა ნაირსახეობაში, იქნებოდა ეს ველური კაპიტალიზმი, კეინსიანური თუ თუნდაც ნეოლიბერალური, ყველგან ერთი მითი გვხვდება -“ჟურღმულებში დაბადებულ ღარიბ ბიჭზე, რომელმაც მძიმე შრომით მიაღწია წარმატებას, დაიწყო რა ყველაფერი “გაზეთების დატარებით” ბოლოს მსხვილი კორპორაციის მენეჯერობით და ულამაზეს გოგონაზე ქორწინებით სრულდება.
არ დავიწყებ ლაპარაკს იმაზე რომ ოფიციალური “წარმატების ისტორიების” მიღმა, ხშირად სრულიად სხვანაირი რეალობები იმალება, როგორც პირველი როკფელერი რომელიც იძახდა “არ მკითხოთ როგორ ვიშოვე პირველი მილიონი და მოგიყვებით თუ როგორ შემდგომი ყველაო”, არც იმის მტკიცებას დავიწყებ რომ მილიონერობს წყურვილის მიღმა სრულიად ობიექტური ფსიქოლოგიური კომპლექსები იმალება, უბრალოდ ქართულ ბლოგოსფეროში აღმოვაჩინე საიტი რომელიც ასეთი succes story-ს აკეთებს, ეს არის უმაგრესი საიტი(თან რეკლამას ვუკეთებ) http://inteleqtika.com/ ეს შინაარსით უფრო დიდი კაიფია ვიდრე ნებისმიერი იუმორისტული შოუ და უფრო საინტერესო ვიდრე, დისკავერის ნებისმიერი სამეცნიერო გადაცემა.
დავიწყოთ თავიდან, საიტზე პირველად რასაც ვხედავ ეს არის ვიღაც ახალგაზრდა რომელიც მეუბნება რომ “ჩვენი ქართული მულტიმედიური ბლოგი-პირდაპირი გზაა თქვენი კეთილდღეობის ამაღლებისკენ”, რაც მთავარია საიტზე შემთხვევით მოხვედრილმა ვიზიტორმა უნდა უნდა იცოდეს ვინ არის ახალგაზრდა რომელიც მე-20 საუკუნის პროპაგანდისტური პლაკატების მსგავსად ომახიანად მომიწოდებს.კარგით თუ რამე არ იცი დღეს ამის გარკვევა არ არის რთული ხოდა მეც ვცადე ამ ახალგაზრდას ვინაობის დადგენა, ბლოგზე ინფორმაციის მოძიება არ გამჭირვებია(ბლოგი ნამდვილად კარგად არის გაკეთებული, რესპექტი) და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც აღმოვაჩინე რომ ეს ადამიანი(გიორგი თვალაძე) არათუ სტივ ჯობსი არ არის, არამედ ბიოგრაფიის მიხედვით რომ შევხედოთ ფაქტიურად ვერც მიხვდები ვინ არის, ან რა გააკეთა და ან რატომ უნდა ვენდო მე “წარუმატებელი და ერთ ადგილის მტკეპნავი მას”. როდესაც ადამიანი სხვას ასწავლის და თან პრეტენზია გაქვს რომ წარმატებული ხარ(მე არ მაქვს ამის პრეტენზია, ვფიცავარ ენგელსის ნათელ სახელს) მინიმუმ ეს წარმატება უნდა აჩვენო, ბიოგრაფიით ამას ვერ გაიგებ, ან შეიძლება ძალიან ღრმა ტიპი ხარ(მე არ ვარ) და რაიმე დაინახო მაგრამ ეს აშკარად არ იქნება ის რაც წერია.
ბიოგრაფიიდან გადავედი ძალიან საინტერესო ადგილზე, რომელსაც ეწოდება საიტის მისია, არ მივაქციოთ ყურადღება მცირე დეტალებს , გადავიდეთ უმთავრესზე-მიზნებზე:
1.ინტელექტუალური კონტექსტის გაზრდა;
2.ცხოვრების დონის ამაღლება;
3.შინაგანი, ფარული უნარებისა და შესაძლებლობების გამომჟღავნება;
4.სულიერი და მატერიალური სიღარიბის სამუდამოდ მოცილება
5.სამეწარმეო სულისკვეთების აღორძინება;
6.ქველმოქმედების აღორძინება;
7.ელექტრონული ბიზნესის აღორძინება;
8.ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობების სწორად გამოყენება;
9.ჰარმონიულად და უაღრესად განვითარებული საზოგადოების აშენება;
მიზნები ძალიან საინტერესოა, არა ვიტყვი პირდაპირ შთამბეჭდავია. ნებისმიერი ქართული და არამარტო ქართული პოლიტიკური პარტია მოაწერდა ხელს პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად .
ვერაფრით გავიდე რა საჭირო იყო ამის ასე დაწერა-ინტელექტუალური კონტექსტის გაზრდა; აშკარად შესაძლებელია ადამიანურად დაწერო ისე რომ არ იყოს საჭირო რახარუხი სიტყვების, მაგრამ კარგით დავანებოთ ამას თავი, სხვები კიდევ უფრო საინტერესოა.
მიზნებიდან განსაკუთრებით საინტერესოა 3.4. და 7.
დავიწყოთ ნომერი 3- შინაგანი და ფარული უნარების გამოვლენა ჩემითვის როგორც წესი ასოცირდება რაღაც ბუდისტურ ფილოსოფიასთან, ხოლო უფრო ბევრისთვის სულაც მაგიასთან ასოცირდება.
მატერიალური და სულიერი სიღარიბის მოშორება(ნომერი4) -ის რომ მატერიალური სიღარიბის მოშორებას მოსდევს სულიერი სიღარიბის, ამას მგონი ყველაზე ფუნდამენტალისტი ლიბერტარიანელებიც არ აწვებიან, არამგონია კორუმპირებული სახელმწიფო ჩინოვნიკების სულიერება ახალ პრადოს შეძენასთან ერთად იზრდებოდეს, შეიძლება ვცდები მაგრამ როგორც წესი სულიერი სიღარიბის დასაძლევად ტრადიციულად, კულტურა,ხელოვნება, თუ თუნდაც ლიტერატურა გამოიყენება და არა ფული.
“ელექტრონული ბიზნესის აღორძინება(ნომერი7) “-დიდებულია სიტყვებია ერთი პრობლემა რომ არ იყოს, აღორძინება გულისხმობს რაღაც ძველის გაცოცხლებას და განახლებას, მის გადააზრებს და ახლინდებურად წარმოჩენას, მაგალითად იტალიური აღორძინება ეს იყო ანტიკური კულტურის ხელახალი აღმოჩენა და მისი გადააზრება. მაპატიოს ინტელექტიკას წარმომადგენლებმა მაგრამ ელექტრონული ბიზნესი საქართველოში წარსულში არ მახსენდება, ნამდვილად ვიცი რომ ბებიაჩემი არ იყენებდა ახალგაზრდობაში ელექტრონულ საშუალებებს, ის კი არა მამაჩემის ახალგაზდრობაშიც ნაკლებად მახსენდება რაიმე, მაპატიეთ შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ ლამაზ სიტყვებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა.
ცოტა ხნით შევეშვათ მისიას და ვნახოთ საიტის ერთი ჩვეულებრივი პოსტი,http://inteleqtika.com/formula-3/ -„მილიონერების საიდუმლო ფორმულა №3“ , მოკლედ რომ ვთქვა ეს არის 21 დღიანი რჩევების კურსი რომელიც გასწავლის წარმატებას და ასე შედგომ, მოკლედ ელექტრონულ ვერსია ათობით წიგნის თუ ბუკლეტის რომელიც გასწავლის თუ როგორ გახდე მილიონერი, წარმატებული, ლამაზი, როგორ დაიპყრო საყვარელი ადამიანის გული და ასე შემდგომ, ტიპიური მაგალითი იმის თუ რა არის კარგი გზა და რომელსაც 99.9 პროცენტი ადამიანების, მათ შორის თავად რჩევების მომცემები ვერ იყენებენ ცხოვრებაში. ამაში ცუდი არაფერია და პირიქით რაც მეტი იქნება ასეთი მით უკეთესი, ეს ყველაფერი კარგი იქნებოდა რომ არა ერთი დეტალი-
მთავარი პოსტი არ არის მთავარია კომენტარები “
კომენტარი ნომერი ერთი
Lasha-ნამდვილად აღარ მინდა ნეიტრალურ და უღიმღამო ადამიანთა რიგებში დარჩენა და გადავწყვიტე, რომ კომენტარი გამეკეთებინა, ვაღიარებ, რომ ასეთი ხალხის რიგებში ვიყავი და გარკვეულწილად ჯერაც ვარ. რა ცვლილებებიც ამ ბოლო დროს მოხდა ჩემში დაიწყო იმის მერე რაც სრულიად შემთხვევით ფეისბუკზე დაგიმეგობრდით, ხოლო თქვენმა ბლოგმა, რომელსაც გახსნის დღიდან გავეცანი, საერთოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და თვალი ამიხილა. ყველა თქვენს სიახლეს თვალყურს ვადევნებ და ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა ჩემში, ეს პირველ რიგში ხედვები და გრძნობებია, მაგრამ ვფიქრობ რო ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან გადამწყვეტი მოქმედებებიც აუცილებლად მოყვება… დიდი მადლობა ყველაფრისათვის!
კომენტარი ნომერი ორი
-elena- Dgiti dge ver vmalav chems AGPRTOVANEBAS, magram vfiqrob rom aq ukve sityvebi zedmetia, xalxis komentarebitac chans ra sasargeblo saqmesac aketebt…. yovel sagamos vzivar pasta da furcelit da gelodebit xolme ) chemi sidzec aviyolie da visac vxvdebi sul am proeqtze velaparakebi, saxlshi ukve meubnebian GAGIJDIO )…. patar patara kitxvebi michndeba da xo sheidzleba rom dagisvat xolme? DIDI MADLOBA!!!!!!!!!!
ზედმეტად დიდი ხანია ვარ ინტერნეტის აქტიური იუზერი და შემიძლია ხატზე დავიფიცო, ასეთი კომენტარები კეთდება მხოლოდ ორ ვარიანტში
პირველი-როდესაც საქმე ეხება ეკლესიას, პატრიარქს,სამშობლოს და მსგავს სიმბოლოებს როგორ წესი ასეთ დროს ადამიანების ერთი ნაწილი წერს შინარსიის მიუხედავად წერს აღფრთოვანების პოსტებს.
მეორე-ასეთი კომენტარები, სხვა არაფერია, თუ არა თავად ავტორების დაწერილი საკუთარ თავზე. რაც ცოტა არ იყოს ტეხავს.
მოკლედ: მაქსიმუმ რაც შეიძლება ამ საიტიდან სიახლე გაიგო ეს რამდენიმე ავტორის სახელია მაგრამ ერთი უეჭველია(ცვეტში) ასეთი დახვეწილი იუმორი პირადად მე ქართულ ნეტ-სივრცეში არ მეგულება.
პ.ს იმედია საიტის ავტორები არ მიწყენენ.
Like this:
Like იტვირთება. . .