ყველაფერი იცვლება(ადრე და დღეს)

ადრე

  • მეგობრობის ერთადერთი მახასიათებელი ბათუმელობა იყო, ყველაზე მაგარი გართობა კი ხინკალ ცენტრში წასვლა…

დღეს

  • მეგობრების დიდი ნაწილია მემარცხენეა ან მინიმუმ ლიბერალი მაინც, სახინკლეში მგონი ჯერ არ ვყოფილვართ…

ადრე

  • მუსიკა რომელსაც ვუსმენდი ძირითადად ლაითი როკი და რომანტიული პაპსა იყო, ზოგიერთი სიმღერა ხან რომელ გოგოს მახსენდებდა და ხან რომელს.

დღეს

  • საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობების დიდი ნაწილი დეპრესიული პოსტ–მეტალი და პოსტ–როკია.   უკანსკნელად როდესაც რომელიმე სიმღერამ რომანტიულ განწყობაზე დამაყენა შევშფოთდი, არ შეიძლება წესიერი კაცი მერილინ მენსონზე დადგე რომანტიულ განწყობაზე.

ადრე

  • მეგობრების ერთი ნაწილი მეძახდა ნიკუშას.

დღეს

  • თუ ვინმე ბატონო ნიკუშათი მომმართავს ე,ი არ მიცნობს, ის კი არა ერთხელ ვიღაცამ მისაყვედურა “ახალგაზრდა კაცი ნიკუშას რომ დაირქმევსო(მარქსი ნაღდი გვარი ეგონა) 

    ადრე

    • გულწფელად მჯეროდა სიყვარულის არსებობის და მეგონა მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ქალთან ჩაივლიდა.

    დღეს

    • სიყვარულის მიმართ დაახლოებით ისეტივე განწყობილება მაქვს როგორიც ლეპრიკონების, თოვლის კაცების და თავისუფალი ბაზრის მიმართ მაქვს, ყოველთვის არსებობს ხალხი ვისაც სჯერა ხოლმე ნებისმიერი სისულელის

    ადრე

    • გულწრფელად დავცინოდი ცინიკოსებს და გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა ცინიკოსი ვყოფილიყავი, იმიტომ რომ “თესლი” ტიპები არიან ცინიკოსები.

    დღეს

    •  სულაც აღარ მომწონს როდესაც საკუთარ თავს სულ უფრო მეტად ვიჭერ ცინიკურ კომენტარებზე, თან რაც მთავარია უკვე მეც ვეღარ ვარჩევ როდის ვიტყუები და როდის ვარ რეალური.

    ადრე

    • იმისთვის რომ ჭკვიან ტიპად ჩავთლილიყავი ინტელექტ–კლუბში დავდიოდი და აქტიურად ვიმახსოვრებდი ვიკის.

    დღეს

    • იმისთვის რომ ჭკვიან ტიპად ჩავითვალო საკმარისია, გასხივოსნებული მზერა მივიღო და რომელიმე მარქსისტი ინტელექტუალის რაიმე სტატიიდან ციტატა მოვიყვანო, მერე რა თუ შეიძლება საერთოდ არ ეხებოდეს თემას. 

      ადრე

      • რელიგიის მიმართ საშინელი დამოკიდებულება მქონდა და ყველას ვუმტკიცებდი–”ღმერთი არ არსებობს” თქო

      დღეს

      • ისევ ათეისტი ვარ ოღონდ იმ განსხვავებით რომ დღეს ამხანაგების ერთ–ერთი ყველაზე საიმედო ნაწილია, რელიგიურია… მაგრამ უახლოესი ძმაკაცი რომელმაც ამ სიბერეში დაიწყო ეკლესიაში სიარული ჩემი საყვარელი საღადაო თემაა

      ადრე

      • ყველაზე მაგარ ინტელექტუალად ბორის კაგარლიცკის და ალექსანდრე ტარასოვს ვთლიდი.  

      დღეს

      • პირველი მალადოი ეკონომისტად მიხსენიებს და მეორესთან მეილით მაქვს  მიმოწერა.

        ადრე

        • ყველაზე კარგ სამსახურად ბანკში მუშაობა და ბანკის მართველობა მეგონა, აი თესლი ფინანსისტი, კარგი მანქანით და ჭკვიანური გამომეტყველებისთვის სათვალით.

        დღეს

        • ყველაზე ცუდ სიზმრებში ისევ კორპორატივშიკი ეკონომისტი ვარ

        ადრე

        • ყველაზე ცუდ პოეტად დეფაულტ ქართველი პოეტები მყავდა და იმათ ლექსებს ვერ ვიმახსოვრებდი.

        დღეს

        • დღეს ყველა ცუდი პოეტი მინიმუმ ნაცნობი მაინც არის, ისე მაგათი ლექსები ჩემმა მტერმა დაიმახსოვროს..

          ადრე

          • ძირითადი სალაპარაკო თემა მეგობრებთან ფეხბურთი და ავტომანქანები იყო(მერე რა თუ არ მიყვარდა)

          დღეს

          • ძირითადი თემა პოლიტიკა და სექსია, თან აუცილებლად პირველს მეორე მოჰყვება და პირიქით. 

            ადრე

            • 20 წლის მოინტელექტუალო ნიკა ქობულაძე ვიყავი რადიკალური შეხედულებებით და ფსევდო კონფორმიზმით.

            დღეს

            • 25 წლის ნიკუშა მარქსი ვარ…  საეჭვო ცინიკური იუმორით გამორჩეული ტიპი, გამოკვეთილი შეხედულებებით და თინეიჯერი სამეგობროთი.

            კომენტარის დატოვება

            Fill in your details below or click an icon to log in:

            WordPress.com Logo

            You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

            Google photo

            You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

            Twitter picture

            You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

            Facebook photo

            You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

            Connecting to %s