მარშუტკების გაძვირებას თავისი ლოგიკა გააჩნია-ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკის ლოგიკა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს გამოყენებას ერთი კონკრეტული კლასის ინტერესებისთვის, საწინააღმდეგოდ დეკლალირებული საბაზრო პრინციპებისა რომელიც გულისხმობს ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას.
#4 მარშტუტკის საცდელი ფასის გაზრდის შემდგომ ცხადი გახდა, მოსახლეობას ურჩევნია ცოტა მეტი გაიაროს ფეხით, ვიდრე საეჭვო უპირატესობაში გადაიხადოს, 60% პროცენტით მეტი ვიდრე ადრე იხდიდა.
მიუხედავად იმისა რომ მოსახლოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაიწყო ე.წ სამომხარებლო წინააღმდეგობა, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ მარშუტკების მეორე ნაწილმა ფასი გაზარდა ზუსტად იმავე 80 თეთრამდე, ბუნებრივია განსაკუთრებით გულუბრყვილო ფუნდამენტალისტები აქ დაინახავენ ბაზრის მოთხოვნილებას, მაგრამ საკმარისია ცარიელ მარშუტკებს შეავლო თვალი რომ, ცხადი გახდება არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა იმისთვის რომ გაზრდილიყო ფასი მარშუტკებზე, პირიქით 80 თეთრიანი ახალი მარშუტკების და მოუხერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფონზე ძველი მარშუტკების ბრუნვა და მოგება გაიზრდებოდა.
სწორედ ასეთ დროს იწყებს მოქმედებას ნეოლიბერალური სახელმწიფო, მასში დეკლარილირებული საბაზრო პრინციპები მოქმედებს მხოლოდ მაშინ როდესაც საუბარია სოციალურ დაცვაზე და ისეთ ქმედებებზე რომელიც მიმართულია მოსახლოების ფართო ფენების ინტერესების დაცვაზე მაგრამ საკმარისია რომელიმე ბურჟუაზიულმა ინტერესთა ჯგუფს შეექმნას პრობლემები, ის(სახელმწიფო) მზად არის რკინის ქალამნების ჩაიცვას და ბოლომდე დაიცვას მათი ინტერესები, ასე იყო მაგალითად, როდესაც წყლის გადასახადის გადაუხდელობითვის ელ-ენერგიის გათიშვა დააპირეს.
ახლაც იგივე სიტუაციაა, როდესაც ახალ მარშუტკებს შეექმნათ საფრთხე მაშველ რგოლად ბუნებრივია სახელმწიფო იძულება მოევლინა(ბუნებრივია ფარულად), უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სხვა მარშუტკების ფასების ზრდაც და არ გამოვრიცხავ მეტროს ფასის გაზრდასაც, რადგანაც მარშუტკების და საზ-ტრანსპორტიდან წამოსული ხალხი მეტროს გამოიყენებს, ბუნებრივია მარშუტკების მფლობებელს(ახალის) თუ შეუძლიათ სხვებს აიძულონ ფასების ზრდა დარწმუნებული ვარ არც მეტროს ფასის ზრდაც გაუჭირდებათ.
ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში გახლავთ ის რომ ირღვევა სწორედ ის საბაზრო პრინციპები რომლებსაც აგრერიგად ელოლიავებიან ჩვენი ფუნდამენტალისტები, უბრალოდ სხვაობა კლასობრივ მიდგომაშია, ბურჟუაზია ყოველთვის თვლის რომ საბაზრო პრინციპები მხოლოდ სხვებისთვის არსებობს ხოლო საკუთარი ინტერესები მარადიულია და ის საყოველთაოა.