რამიშვილი ამბობს (თუ ზუსტად გავიგე), რომ სოფლის მეურნეობაში არის შესაძლებელი მოსახლეობის 80%–ის დასაქმება და თქვენც მაინცდამაინც არ შეეკამათეთ :)სად ნახა ეს ზღაპრული იდეა შალვამ–არ ვიცი. ის თუ იცით მანდ (დედაქალაქში), რომ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა, ანუ სასოფლო–სამეურნეო სავარგულების თავად ოდენობა არის საკმაოდ შეზღუდული, ამასთან, არსებული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ამ მიწებზე რენტაბელური მეურნეობების (რაგინდ ინტენსიფიცირებული და მაღალტექნოლოგიურიც არ უნდა იყოს) თეორიული რიცხვიც დიდი ვერ იქნება – ამის დათვლა შეიძლება. ასე რომ, გამოსავალი შესაძლოა იყოს მომსახურების სფერო, მაგ., ტურიზმი (საკმაოდ მყიფე თავისი სტაბილურობით, თუ საბერძნათის დღევანდელობას შევხედავთ), რაც დღევანდელ მთავრობას არ გამოსდის და რასაც თქვენ (და ივანიშვილი) ამბობთ – ე.წ. “მაღალი ტექნოლოგიები” – არა მარტო ელექტრონული მრეწველობა, ფარმაცია, არამედ მედიცინაც, რომლის სერვისების მისაღებად, შედარებითი სიიაფისა და არანაკლები ხარისხის გამო (მაგ.,სტომატოლოგიაში) აქ ჩამოდიან ევროპიდან. მედიცინა ის დარგია, სადაც კაპიტალისტი ძნელად ჩადებს ფულს (გვიან ამოიღებს), ამიტომ აქ სახელმწიფო კაპიტალი უნდა ჩაიდოს. ასევე შეიძლება სხვა სფეროების “პოვნაც”. –ესეც ჩემი ექიმური “ჩაწოდება” სოცდემოკრატებს 🙂 უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა (უფასოობა), გრანტები უცხოეთში განათლების მისაღებად ასეთ შემთხვევაში აუცილებელია.
ვთქვათ და არ გაამართლა სახელმწიფოს წამოწყებულმა ბიზნესმა და გაკოტრდა. რას ვეუბნებით ხალხს ? უი გვაპატიეთ რომ 100 მილიონი წყალში გადავყარეთ? 🙂
უარს ვამბობთ სახელმწიფო ბიზნესის კეთებაზე და ვყიდულობთ 200 ახალ ტანკს ან ალტერნატივად ჩამოგვყავს 25 ენრიკე იგლესიასი