Monthly Archives: ოქტომბერი 2011

ჩემს შესახებ

            მოკლედ ბლოგზე შეიძლება არანაირი ინფორმაცია არ იყოს მაგრამ აუცილებლად  იქნება  ინფორმაცია ავტორზე, ვინ არის, რას წარმოადგენს, რაც იტყუება საკუთარ თავზე და ასე შემდგომ,  ხოდა დღეს ნორმალური პოსტის დაწერა(უფრო სწორად დაწყებული 10 პოსტის დამთავრება) შემეზარა და გადავწყიტე ამ გაუგებრობის  აღმოფხრვა, ხოდა მაშ ასე პოსტი ჩემს შესახებ.

             ისე,  ეს არ არის ჩემი პირველი ავტობიოგრაფიული პოსტი.  პირველი,  ორი წლის წინ დავწერე სხვა ბლოგზე,  მაგრამ ვაღიარებ  იმ პოსტს ვივიწყებ, ჯერ ერთი ნამეტანი თინეიჯერულია და მეორე  სტილში არ ჯდება.

             მოკლედ, მე ნიკუშა მარქსი ვარ, 26 წლის ეკონომისტი. წარმოშობით ბათუმიდან გახლავართ, როგორც ყველა ბათუმელს, მეც  მძულს ზღვა და ჩემი ბუნებრივი კანის  სითეთრით ძალიან ვამაყობ, განსაკუთრებით  ზაფხულობით როდესაც ნახევრად დამწვარია მთელი ქალაქი(უფრო სწორად ჩამოსული ტურისტები) , მიუხედავად იმისა რომ თავს ბათუმელად ვთვლი, უბანში სულ უფრო  და უფრო მეტი,  მთვლის რომ უკვე “თბილისელი” ვარ. მეტი ბიოგრაფიული ცნობებიდან რა შეიძლება,  ინტელექტუალების ოჯახიდან ვარ(დედა– რუსული ენის სპეციალისტია, მეცნიერებათა დოქტორი, მამა–ყოველთვის წარმატებული სახელმწიფო ჩინოვნიკი, ოღონდ ხელფასზე მომუშავე(ანუ უფულო)) რამაც ალბათ განაპირობა რომ თავიდანვე ინტელექტუალური მუშაობა   და გატაცებები მქონდა, ალბათ ამიტომაც,  მიგებენ  ჩემი მშობლები თუ რატომ ვამბობ უარს კონფორმისტულ სიკეთეებზე პრინციპების სანაცვლოდ.

               გადავიდეთ მთავარზე– იდეებზე. ამ პოსტის ავტორი  ქართულ ვირტუალურ სივრცეში პირველი მარქსისტი იყო, რითიც რატომ უნდა ვიამაყო არ ვიცი,  მაგრამ იდეაში ხანდახან ვამაყობ ხოლმე. გარდა ამისა  ვაღიარებ რომ ,  მარქსისტი თავიდან  ძირითადად იმიტომ გავხდი რომ ეს პოლიტიკური მიმდინარეობა ყველაზე უფრო რადიკალური ალტერნატივა იყოს იმის რაც ჩემი სტუდენტობის პერიოდში იყო “ცვეტში”(ბანალური ლიბერალობა არ მიტაცებდა და არც მმკ–ნაციონალისტობა გამომივიდოდა, რადიკალური ათეიზმის  გამო) . ხოდა ასე ვიქეცი 21 წლის ასაკში მარქსისტად, თავიდან ძალიან მიამიტ და გულუბრყვილოდ, რომელით თავის მარქსისტობად  ძირითადად რუსეთუმეობად და სტალინისტობად თვლიდა, ნელ–ნელა აღმოსავლეთ ევროპული მარქსისტების გავლენის თავს პოსტ მარქსისტად ვთვლი.

               დაინტერესებული ვარ  ეკონომიკის შესწავლით,  ძირითადად ეკონომიკა მაინტერესებს მეცნიერების სხვა სფეროებთან ურთიერთკავშირში, პირველ რიგში პოლიტოლოგიის და სოცილოგიის კუთხით, განსხავებით მეინსტრიმული ეკონომისტებისგან, რეალური ეკონომიკა მაინტერესებს და არა წარმოსახვაში და აბსტრაქტულ მოდელებში არსებული ეკონომიკური რეალიები, განსხვავებით ბევრი სოციალისტისგან ბიზნესს ისე არ ვუყურებ, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას, უბრალოდ განსხავებით ჩემი ლიბერტარიანელი მეგობრებისგან(ჩემი მკითხველების ნახევარზე მეტი)  ბიზნესმენებს სულაც არ ვთვლი ზეადამიანებად რომლებიც ზებუნებრივი უნარების წყარობით ახერხებენ წარმატებას მიღწევას–ფულის შოვნას. უბრალოდ მათაც ზუსტად ისეთივე კრიტერიუმებით ვაფასებ როგორც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს თუ კლასებს. მაგრამ განსხვავებით სხვა სოციალისტებისგან , ვიზიარებ შეხედულებას რომ თანამედროვე სოციალიზმი, მოითხოვს ბიზნესის მიმართ შეხედულების გადახედვას, რადგანაც მე–19 საუკუნისგან განსხვავებით, დღეს ბიზნესი სულაც არ არის სავალდებულოდ დამქირავებული ტირანების და წამებული დაქირავებულების მაგალითი, დღეს  ბევრი ადამიანი ახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას ბიზნესში და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია, ასეთი ნეოლიბერალზმის ასეთი  ტემპების გაგრძელების შემთხვევაში მე–19 საუკუნის რეალიები მალე დაბრუნდება.

             გარდა ეკონომიკისა დაინტერესებული ვარ პოლიტიკით, ამჟამად ქართული სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი ვარ(ნუ რაღა წევრი, ერთი– ერთი ახალგაზრდა ლიდერი), ასე ვთქვათ პარტიაში,  მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი ვარ, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაზრდის მომხრე, პროგრესული საგადასახადო სისტემის პოპულარიზატორი, ინდუსტრიალისტი, უფასო განათლების და საერთოდ კეთიდღეობის ქართულის სისტემის აშენების მომხრე,   მაგრამ ასევე უარყოფითად ვარ განწყობილი ერთი შეხედვით ისეთი “სოციალისტური” მიღწევების მიმართ, როგორიცაა სოციალური დახმარებები, პენსიების უაზრო ზრდა და ასე შემდგომ, უბრალოდ ვთვლი რომ დღეს საჭიროა სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ისეთივე მოდერნიზაცია, განვითარების დღეს უკვე აკრძალული პროექტი  რომელიც განახორციელა, ჯერ ევროპამ მე16 საუკუნიდან დაწყებული ხოლო უახლოეს წარსულსი აზიურმა ვეფხვებმა, ანუ ძლიერი სახელმწიფო სექტორი და ბაზრის ურთიერთკავშირი(ხო ბაზრისტი სოციალისტიც ვარ,   უბრალოდ ვერ ვიტან საბაზრო თეოლოგიას, როდესაც ბაზარი უარგუმენტო ჭეშმარიტებად არის ქცეული) და  რაც მთავარია ორიენტირი მრეწველობაზე და მეცნიერულ ტექნოლოგიურ პროცესზე, ეს კი სახელმწიფოს გარეშე უბრალოდ საი ფაის სფეროა.

        პოლიტიკაში გარდა ჩემი იდეებისა და შეხედულებებისა იმითაც მოვდივარ რომ საჯაროდ ვაღიარებ, ათეისტი ვარ. მიმაჩნია საქართველოში სანამ არ განჩდება ძლიერი მემარცხენე სეკულარული ტენდენციები მანამდე ვიქნებით იმ ჭაობში რომელზეც ასე  ხშირად წუწუნებენ ჩვენი  მემარცხენე თუ მემარჯვენე ლიბერალები.

       არ ვარ ტრადიციული გაგების მემარცხენე ანუ არ ვთლი რომ მემარცხენე ბომჟი უნდა იყოს, ოღონდ ძვირად ღირებულ კეტებში ჩაცმული ბომჟი, არც იმას ვთვლი რომ მემარცხენე აუცილებლად რაღაც მაღალმორალური ტიპი უნდა იყოს რომელიც ასკეტურად ცხოვრობს, ჯერ კიდევ ერიხ ფრომის წერდა ამ თემაზე რომ არ შეიძლება არსებულ რეალიებს დაუპირისპირდე ამ რეალობების ამობრუნებული სარკისებული ვერსიით, ერთიც და მეორე საბოლოოდ ანგრევს ადამიანს შინაგანად, მთავარი ადამიანის ინდივიდუალური განთავისუფლება არამხოლოდ კონსუმერული მოთხოვნილებებისგან არამედ ასევე ფსევდო კლიშეებისგანაც რომელიც მიაწერეს ლევაკობას, ხო არ ვეწევი(არაფერს, არც პლანს და არც სიგარეტს, ორივეს იდიოტიზმად ვთვლი, მაგრამ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ვარ, სახელმწიფო მონოპოლიის პირობებში) და ვსვამ მხოლოდ მეგობრების წრეში.  ცუდად ვარ განწყობილი ტრადიციების მიმართ, მყავს უამრავი არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები და მათაც ზუსტად ისევე ვექცევი როგორც ტრადიციული ორიენტაციის ტიპებს, ზოგის მიმართ მეგობრულად ვარ განწყობილი და ვმეგობრობ,  ზოგის მიმართ მკვეთრად უარწყოფითად განწყობილი,  მაგრამ არა ორიენტაციის არამედ პიროვნული თვისებების გამო. ვთვლი რომ სექსუალურ უმცირესებობეს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ის უფლებებიც რაც ტრადიციულ წყვილებს მაგრამ ამისთვის ჯერ საჭიროა პირველ რიგში თავად ამ უმცირესობების წარმომადგენლებმა დაიწყონ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.

        განსხავავებით სხვა ინტელექტუალებისგან(ჩემი თაობის) თავს არ ვთვლი არც წარუმატებელ ტიპად და არც ლუზერად, არც ჩემს წარუმატებლობებს, რომელიც როგორც ყველა ადამიანს, მეც  გამაჩნია, ვაბრალებ საზოგადოებას ან ქალიშვილობას,  ვარ ერთი ტიპი, ინტელექტუალი, კარგი და დახვეწილი იუმორის გრძნობით, რომელსაც საკუთარ  თავზე ცოტა დიდი წარმოდგენა აქვს მაგრამ ამის საფუძველიც აქვს(ნუ ხო ვამბობ თვითშეფასება მაღალი მაქვს თქო), რომელსაც მუდმივად ჰყავს ხოლმე გვერდით როგორც წესი ლამაზი და ჭკვიანი გოგოები(რა დასამალია და ჭკვიანები ძირითადად მეგობრებად :D,  ნუ ერთი ორი გამონაკლისის გარდა რომელიც ლამაზიცაა და ჭკვიანიც).

          მოკლედ ეს პოსტიც დიდი გამოვივიდა, რავი ეს ჩემი ბლოგია, თუ ვინმეს გაინტერესებთ, პოლიტიკა, ეკონომიკა და ეს ყველაფერი გინდათ წაიკითხოთ ჩემი ცინიკური კომენტარებით და რაც მთავარია განსხავებული მხრიდან მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის, თუ არადა იმას მაინც გაიგებთ რას ფიქრობს, ქართული მემარცხენეობის ერთ–ერთი “უბრალო” წარმომადგენელი.

სოციალ–დემოკრატიული ილუზია(იმანუელ ვალერსტაინი)

ავტორი–იმანუელ ვალერსტაინი, თანამედროვების ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი სოციოლოგი, მსოფლიო სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი 1990 იან წლებში, ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი მემარცხენე ინტელექტუალი.

          სოციალ–დემოკრატიის აპოგეა 1945 და გვიანდელი 1960 იანებზე მოდის, ამ დროს ის წარმოადგენდა იდეოლოგიას და პოლიტიკურ მიმდინარეობას რომელიც ცდილობდა სახელმწიფო რესურების გამოყენების ისეთი მექანიზმის შექმნას , რომელიც საშუალებას მისცემდა საზოგადოების ფართო ფენებს არსებული რესურსების გარკვეულ გადანაწილებას.  ამ მიზნებისთვის გამოიყენებოდ შემდგომი მეთოდები: ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, გარანტირებული საყოფაცხოვრებო მინიმუმი , ბავშვების და პენსიონერების განსაკუთრებული ზრუნვა , უმუშევრობის მინიმიზაციის სახელმწიფო პროგრამები. სოციალ–დემოკრატია მომავალზე მიმართულ მოძრაობად რჩებოდა და ის მომავალ თაობებს პირდებოდა ინდივიდუალური და საოჯახო შემოსავალის მუდმივ ზრდას. შედეგად ამას ეწოდა “კეთილდღეობის სახელმწიფო”. ეს იყო იდეოლოგია, მიმართული კაპიტალიზმის რეფორმირების გზით  მისთვის ადამიანური სახის მიცემისკენ.

          ამ იდეოლოგიამ  განსაკუთრებით ძლიერებას,  დასავლეთ ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაშია და ახალ ზელანდიაში, კანადაში და ამერიკაში(სადაც მათ ახალი კურსის დემოკრატებს ეძახონდნენ) მიაღწია –ერთი სიტყვით მსოფლიო სისტემის ძლიერ და მდიდარ ნაწილში ,  ე.წ “პანევროპულ სამყაროში”. ისინი იმდენად წარმატებელებული გახდნენ, რომ მათმა მემარჯვენე ცენტრისტმა ოპონენტებმაც კი დაიწყეს კეთილდღეობის სახელმწიფოს მხარდაჭერა, მაგრამ ყველანაირად ცდილობდნენ მისი ხარჯების და გაფართოების შეზღუდვას. ამ სამყაროს გარეთ დარჩენილმა სახელმწფიფოებმა შეეცადნენ  გამარჯვებულებთან შეერთებას ნაციონალური “განვითარების” კურსის გამოცხადებით.

          სოციალ დემოკრატია წარმოადგენდა ძალიან წარმატებულ პროგრამას, ის მხარდაჭერილი იყო იმდროინდელი სამყაროს ორი რეალობით, მსოფლიო ეკონომიკის დაუჯერებელი ზრდით, რომელიც ქმნიდა რესურებს, რომელთა გადანაწილება შესაძლებელი იყო და ამერიკის ჰეგემონიით რომელიც მხარდაჭერას ახდენდა მსოფლიო სისტემის შედარებით სტაბილურობას, მაგრამ  ყველაზე მთავარი კი კონფლიქტების არარსებობა გახლდათ   კეთილდღეობის ზონაში.

         ბედნიერი ეპოქა დიდხანს არ გაგრძელებულა , ორივე რეალობას მალე მოეღო ბოლო.  მსოფლიო ეკონომიკამ შეწყვიტა ზრდა და შევიდა სტაგნაციის პერიოდში რომელშიც დღემდე ვიმყოფებით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო დიდხნიანი ვარდნის პროცესი, რომელსაც მივყავართ მისი როგორც ჰეგემონის მზის ჩასვენებამდე,  ორივე ეს პროცესი, განსაკუთრებით 21–ე საუკუნეში აჩქარდა.

          1970 იანებში დაწყებულმა ახალმა ერამ, წერტილი დაუსვა მსოფლიო ცენტრისტულ კომპრომის “კეთიდღეობის სახელმწიფოს” ღირსებების შესახებ. ასევე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ “განვითარებას”. ის შეცვლილი იქნა, ახალი, უფრო მემარჯვენე იდეოლოგიით რომელსაც, ნეოლიბერალიზმი ანუ ვაშინგტონის კონსესუსი ეწოდა, ის საკუთარ თავში გულისხმობდა ბაზრის უპირატესობას მთავრობასთან შედარებით. ეს პროგრამა გამოცხადა ახალ რეალობად–გლობალიზაციად რომელსაც უბრალოდ “არ გააჩნია ალტერნატივა”.

           ერთი პერიოდი ჩანდა რომ ნეოლიბერალური პროგრამა ხელს უწყობს “ზრდას” საფონდო ბირჟაზე– მაგრამ იმავდროულად მან მხოლოდ გაზარდა , გლობალური მსოლფიო დავალიანება , უმუშევრობა და უზრუნველყო უფრო დაბალი შემოსავალი მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობისთვის ვიდრე წინა წლებში , მიუხედავად ამისა პარტიებმა რომლებიც წარმოადგენდენ მემარცხენე, სოციალ–დემოკრატიული კეთილდღეობის სახელმწიფოს დასაყრდენს, დაიწყეს მოძრაობა მარჯვნივ და დათანხდმნენ მოსაზრებას რომ საჭიროა რეფორმისტული მთავრობების როლის მაქსიმალურად შემცირება.

           ამავდროულად ნეგატიური ეფექტებმა დაიწყო ზეგავლენის მოხდენა  მოსახლეობაზე, მისი ეფექტები იგრძნობოდა თვით მდიდარ პანევროპულ სამყაროშიც, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ბუნებრივია  კიდევ უფრო მძაფრად. რა არჩევანი დარჩათ სხვა სახელმწიფოების მთავრობებს??? მათ დაიწყეს აშშ–ს(უფრო ფართო მნიშვნელობით პანევროპული სამყაროს) შედარებითი ეკონომიკური და და გეოპოლიტიკური ვარდნის გამოყენება , მოახდინეს რა ფოკუსირება საკუთარ ნაციონალურ განვითარებაზე. მათ გამოიყენეს საკუთარი სახელმწიფო აპარატი და წარმოებაზე მცირე დანახარჯები იმისთვის რომ გამხდარიყვნენ “სწრაფად განვითარებადი” სახელმწიფოები. რაც უფრო მემარცხენე იყო მათი რიტორიკა და პოლიტიკური გეგმები, მით უფრო მიდრეკილნი აღმოჩნდნენ განვითარებისკენ.

           იმუშავებს კი ეს სტრატეგია, ისევე როგორც ეს მოხდა პანევროპულ სამყაროში 1945 წლის შემდგომ??? სულაც არ არის გარკვეული–მიუხედავად შთამბეჭდავი “ზრდისა” უკანასკნელ 5–10 წლებში, განსაკუთრებით ე.წ ბრიჩ–ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) ქვეყნებში. ეს დაკავშირებულია, მსოფლიო სისტემის განსხავებულ მდგომარეობასთან 1945 წლის მდგომარეობასთან შედარებით.

           ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის წარმოების ღირებულება, რომელიც ნეოლიბერალური ცდის მიუხედავად მაინც გაცილებით უფრო მაღალა ვიდრე ის იყო 1945 წლის შემდგომ და ეს ხელს უშლის კაპიტალის დაგროვების რეალურ შესაძლებლობებს, ეს კაპიტალიზმს ხდის გაცილებით უფრო ნაკლებად მიმზიდველს თავად კაპიტალისტებისთვის და ყველაზე შორსმჭვრეტელნი იწყებენ ძებნას ალტერნატიული გზების, საკუთარი პრივილეგიის შესანარჩულებლად.

           მეორე განსხვავება გახლავთ ის რომ, შესაძლებლობამ სწრაფად განვითარებად ერებს გაზარდოს საკუთარი კეთილდღეობა მოჰყვა დიდი დაძაბულობა რესურსების ხელმისაწვდომობის მხრივ, ამის შედეგად დაიწყო მზარდი რბოლა ტერიტორიების, წყლის და ენერგეტიკული რესურების ფლობისთვის, რაც თავის მხრივ ამცირებს მსოფლიო შესაძლებლობებს კაპიტალისტებისთვის დააგროვოს კაპიტალი.

          მესამე– კაპიტალისტური წარმოების უზარმაზარმა ზრდამ მსოფლიო ეკოლოგიას დიდი საფრთხის წინაშე დააყენა . სამყაროში დაიწყო კლიმატური კრიზისი, რომლის შედეგები კიდევ უფრო ზრდის აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ამის შედეგად გაიზარდა მომხრეების რაოდენობა იმ ხალხის რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებნ “ზრდის” და “განვითარების” არსებულ ეკონომიკურ ტრენდს. ამ მოძრაობას ლათინურ ამერიკაში “buen vivin” სახელი მიიღო, რაც ქართულად საცხოვრებლად გამოსაყენებლ სამყაროს ნიშნავს.

         მეოთხე–დამქვემდებარებული ჯგუფების მოთხოვნა, რომლებიც მოითხოვენ მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მიმართული არამხოლოდ “კაპიტალისტების” წინააღმდეგ არამედ “მემარცხენე” მთავრობებისადმიც რომლებიც მხარ უჭერენ ნაციონალურ “განვითარებას”

         მეხუთე– ყველა ამ ფაქტორის შეერთება და შესამჩნევი ვადნა–ოდესღაც ერთადერთი ძალის– შექმნა მუდმივი სიტუაცია რომელმაც პარალიზება გაუკეთა როგორც მსოფლიო მეწარმეობას ისე მსოფლიო მთავრობებს. შესამჩნევად გაიზარდა გაურკვევლობა არამხოლოდ მოკლევადიან პერიოდში არამედ გრძელვადიანშიც, შედეგად გაიზარდა აგრესიაც.

სოციალ–დემოკრატიული გადაწყვეტილება ილუზია აღმოჩნდა, უბრალოდ საკითხავია რით შეიცვლება ის მსოფლიოს მოსახლოების უმრავლესობისთვის.

http://liva.com.ua/social-democratic-illusion.html

რჩევები დამწყებ ნონკონფორმისტებს

        ნონკონფორმიზმი საზოგადოებაში არსებული წეს–წყობილების და გაბატონებული შეხედულებების წინააღმდეგ გალაშქრებას გულისხმობს, მარქსისტულად რომ ვთარგმნოთ, ეს არის  არსებული ბურჟუაზიული ჰეგემონიის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც  საზოგადოებაში არსებული ინსტიტუტების(ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი, ეკლესია და ასე შემდგომ) მეშვეობით,  ყველა სხვა კლასს თავს ახვევს საკუთარ შეხედულებებს როგორც გარდაუვალ ბუნების კანონებს. ამიტომაც არის ხშირად ვისმენთ ხოლმე ჰალსტუხიანი ძიებიდან შეხედულებებს,  რომ ყველაფერი რაც მათ ინტერესებს ეწინააღდეგება ეს ბუნების წინააღმდეგ წასვლაა, განა შეიძლება ფიზიკის კანონების უარყოფა??? ასევე  არ შეიძლება,  მაგალითად ინდოელ, არაბ თუ მარსიანელ  ინვესტორს აუკრძალო ხელფასის დაკლება და პოლიციის მეშვეობით   დაქირავებული მუშახელის დარბევა, ეს ბუნების კანონების წინააღმდეგ წასვლაა.

        გარდა არსებულის წინააღმდეგ გალაშქრებისა ნონკონფორმიზმი,  ასევე გარკვეული მაგიის მატარებელია, დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის და გმირობის  მაგიის, მართლაც  ძალიან რთულია საკუთარი ნებით უარი  თქვა მომხმარებლური საზოგადოების სიკეთეებზე, ყველაფერზე რასაც კაპიტალიზმი ქმნის იმისთვის რომ მოიხმარო და საკუთარი გაუცხობა დაძლიო.  სწორედ  ეს მაგია აიძულებს ძალიან ბევრს გადადგას ნაბიჯები ნონკონფორმიზმისკენ, ჩაიცვას ფერადი  კეტები და დაიწყოს საშინელი ლექსების წერა  (თანამედროვე ქართული ნონკონფორმიზმის ერთ–ერთი  ნაირსახეობა),  ან უბრალოდ ადგეს და არამარტო გარეგნულად შეიცვალოს არამედ მართლა დაიწყოს, რეალური ბრძოლა მომხმარებლური საზოგადოების წინააღმდეგ. ეკლესიის, სახელმწიფოს, განათლების სისტემის თუ სხვა არსებული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა.

          არსებობს მეორე მხარეც,  დროთა განმავლობაში როგორც ყველაფერი კაპიტალიზმის პირობებებში,  ნონკონფორმიზმიც გადაიქცა პროდუქტად,  კარგად გაყიდვად პროდუქტად , ამის მაგალითია ალბერტ კორდას მიერ 1960 წელს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის  აგენტების მიერ აფეთქებული ნავის ფონზე გადაღებული ჩეს სურათი,  დღეს ის  არამხოლოდ წინააღმდეგობის და გმირობის სიმბოლოა,  არამედ ერთ–ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ბრენდიცაა, კორდას ოჯახი დიდი ხანი ებრძოდა ერთ–ერთ არაყის მწარმოებელ კომპანიას რომელიც ჩეს გამოსახულებას  იყენებდა არაყის ბოთლზე.

         ამბოხებული  1960 იანების შემდგომ ნონკონფორისტების მთელი თაობა გადაიქცა ჯერ მეინსტრიმად ხოლო შემდგომ წარმატებულ პოლიტიკოსებად, ბიზნესმენებად, მეცნიერებად და ასე შემდგომ. გუშინდელი რევოლუციენერები დღეს ევროკავშირის ერთ–ერთი წამყვანი პარტიების ლიდერები ან უბრალოდ იდეოლოგები არიან(კონბენდიტი, გლუქსმანი) მაგრამ  არსებობს მეორე ისტორიაც, ისტორია ხალხის რომლებმაც არამარტო გაუძლეს დროს და კაპიტალიზმის ყველა სიკეთეებს, არამედ ბოლომდე ერთგული დარჩნენ საკუთარი იდეების. ბევრი გმირულად დაიღუპა მაგრამ ბევრი კვლავ ცოცხალია და საკუთარი იდეების პროპაგანდირებას და აფიშირება აქტიურად ახერხებს.

         ნონკონფორმიზმი არ არის მხოლოდ ფერადი კეტები, ცუდი ლექსები ან მეორად ტანსაცმელებში ჩაცმა, ეს ცხოვრების წესია და არ დაგიმალავთ არც მთლად მარტივი, რეალური და პრაქტიკულად არსებული ვარიანტი გულისხმობს უფულობას, კარიერის არქონას და სხვა უამრავ სიკეთეებს, მოკლედ რომ ვთქვა აი ჩემი რჩევები იმათ ვინც გადაწყვეტს რომ მათი არჩევანი ნონკონფორმიზმია :

1. სექსი
        საერთოდ ეს ქართველი ნონკონფორმისტების საყვარელი თემაა, როგორც წესი “ჩემი წრის” ხალხი საკუთარ წარუმატებელ სექსუალურ ცხოვრებას ყველაფერს აბრალებს გარდა საკუთარი თავისა, დაწყებული ქალიშვილობის პრობლემიდან(რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არანაირი პრობლემა აღარ არის) და დამთავრებული ეკლესიის მავნე ზეგავლენით, მაგრამ პრობლემა როგორც ყოველთვის უფრო ბანალურია, პრაქტიკულად ის დადის მარტივ პიროვნულ პრობლემებამდე.  დადებითი მხარე ის არის რომ სექსი პრაქტიკულად არანარი დანახარჯებს არ მოითხოვს და არსებობს მთელი კატეგორია საპირისპირო სქესი წარმომადგენლების(ჩემს შემთხვევაში ქალების) რომლებსაც ძალიან მოსწონთ ნონკონფრომისტი ბიჭები/გოგოები. მართალია კონკურენცია დიდია მაგრამ უნიჭო ლექსების დაწერას დიდი ნიჭი არ სჭირდება(იმედია ამ პოსტის შემდგომ ჩემი “პოეტი” მეგობრები დიდი ხნით არ გამინაწყენდებიან)

2.ოჯახი
      მე ძალიან გამიმართლა, ინტელექტუალების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე ამიტომაც ჩემს არჩევანს, უფულობას და კარიერაზე უარის თქმას მეტნაკლები გაგებით ხვდებიან მაგრამ სხვა შემთხვევაში,  ყველაზე დიდი პრობლემა არა საზოგადოებაა, არამედ საკუთარი  ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც ძალიან რთულია  იმის ახსნა   თუ რატომ არ გინდა ის სიკეთეები რომელსაც გპირდება სისტემა. გარდა უარყოფითისა  არსებობს  ერთი დადებითი მხარეც, არც ერთი ნორმალური გოგო არ გარისკავს ცოლად გაყოლას უფულო და უკარიერო ტიპზე.

3. კარიერა
      ეს ერთ–ერთია რაზეც უარის თქმა გარდაუვალი აუცილებლობაა, გამორიცხულია კარიერის და ნონკონფორმიზმის შეთავსება, მართალია საქართველოში ერთი ცნობილი კინორეჟისორი თვლის რომ შესაძლებელია იყო ნონკონფორმისტი და ხელისუფლების მომხრე მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია, უბრალოდ, რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ გაბატონებული აზრის წინააღმდეგ წასვლა უკვე გულისხმობს ნონკონფორმიზს,  მაგრამ აქ  არსებობს ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შენიშვნა , დღეისთვის  გაბატონებული აზრის,  დედამიწა მრგვალიას  მოწინააღდეგე  ბრტყელი დედამიწის მომხრეები  არა  ნონკონფორმისტები არამედ იდიოტები არიან.

4. ფული
      კიდევ ერთი რამ, რაზეც უარის თქმა გარდაუვალია ეს ფულია, არა იმიტომ რომ აუცილებელია, უბრალოს სხვანაირად შეუძლებელია, მიუხედავად ამისა დღეს უკვე არსებობს საკმაოდ ლეგალური საშუალებები იმისთვის რომ  ადამიანმა საკუთარი ინტელექტუალური შრომით მოახერხო და შიმშილით არ მოკვდე. ნუ თუ “გაგიმართლა” მოახერხებ და საკუთარ რადიკალურ პოზიციებსაც კარგად გაყიდი და შეურთდები მრავალს რომლებმაც ეს კარგად მოახერხეს მთელი  დროის განმავლობაში.

5. პატივისცემა
    არსებობს ერთი რამ რასაც მე არაფერზე გავცლიდი, ეს სულიერი სიმშვიდეა,  რომელსაც საკუთარი თავის მიმართ განიცდი როდესაც იცი რომ არ იყიდები, არ ხარ მონა არსებული წყობილების და რაც მთავარია დროთა განმავლობაში აღმოჩნდება რომ ეს შენმა ოპონენტებმაც იციან და ფარულად ეტრფიან. განსაკუთრებით ეს იმ ნაწილს ეხება რომლებმაც ეს ყველაფერი იძულებით თუ საკუთარი სურვილით დათმეს, დაწყებული ოჯახის გამო და დამთავრებული უბრალოდ “ასაკიდან” გამომდინარე.

6. საფრთხეები
    რაც არ უნდა  მინდოდეს(გვინდოდეს) საქართველოში, უფრო სწორად თანამედროვე საქართველოში არც სამხრეთ ამერიკული სიკვდილის ბრიგადები არსებობს და არც ორუელის უფროსი ძმა, რაც არის ეს თანამედროვე ყაიდის  ნეოლიბერალური ავტორიტარიზმია, კარგად აწყობილი პიარ მანქანით და ბევრი პოლიციელით, რომლებიც მაღალი უმუშევრობის პირობებში, კარგი ხელფასის  გამო ყველაფერზე მიდიან. გარდა ამისა ხელისუფლებას საკმაოდ კარგი პირობები აქვს შექმნილი ინტელექტუალებისთვის, იქნება ეს სოციალური დახმარება–სამსახური  ორ თუ სამ უნივერსიტეტში, თუ  უბრალოდ რბილად რომ ვთქვა საეჭვო სტატიებში ჰონორარები, მოკლედ საფრთხე არის, და ეს საფრთხე რეალობაში, უფულობას, კარიერის არქონას და ოჯახში პრობლემებს უფრო გულისხმობს ვიდრე  სიკვდილს როგორც ეს რამდენიმე ათეული წლის წინ გულისხმობდა.