გარდა არსებულის წინააღმდეგ გალაშქრებისა ნონკონფორმიზმი, ასევე გარკვეული მაგიის მატარებელია, დაუმორჩილებლობის, წინააღმდეგობის და გმირობის მაგიის, მართლაც ძალიან რთულია საკუთარი ნებით უარი თქვა მომხმარებლური საზოგადოების სიკეთეებზე, ყველაფერზე რასაც კაპიტალიზმი ქმნის იმისთვის რომ მოიხმარო და საკუთარი გაუცხობა დაძლიო. სწორედ ეს მაგია აიძულებს ძალიან ბევრს გადადგას ნაბიჯები ნონკონფორმიზმისკენ, ჩაიცვას ფერადი კეტები და დაიწყოს საშინელი ლექსების წერა (თანამედროვე ქართული ნონკონფორმიზმის ერთ–ერთი ნაირსახეობა), ან უბრალოდ ადგეს და არამარტო გარეგნულად შეიცვალოს არამედ მართლა დაიწყოს, რეალური ბრძოლა მომხმარებლური საზოგადოების წინააღმდეგ. ეკლესიის, სახელმწიფოს, განათლების სისტემის თუ სხვა არსებული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლა.
არსებობს მეორე მხარეც, დროთა განმავლობაში როგორც ყველაფერი კაპიტალიზმის პირობებებში, ნონკონფორმიზმიც გადაიქცა პროდუქტად, კარგად გაყიდვად პროდუქტად , ამის მაგალითია ალბერტ კორდას მიერ 1960 წელს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტების მიერ აფეთქებული ნავის ფონზე გადაღებული ჩეს სურათი, დღეს ის არამხოლოდ წინააღმდეგობის და გმირობის სიმბოლოა, არამედ ერთ–ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი ბრენდიცაა, კორდას ოჯახი დიდი ხანი ებრძოდა ერთ–ერთ არაყის მწარმოებელ კომპანიას რომელიც ჩეს გამოსახულებას იყენებდა არაყის ბოთლზე.
ამბოხებული 1960 იანების შემდგომ ნონკონფორისტების მთელი თაობა გადაიქცა ჯერ მეინსტრიმად ხოლო შემდგომ წარმატებულ პოლიტიკოსებად, ბიზნესმენებად, მეცნიერებად და ასე შემდგომ. გუშინდელი რევოლუციენერები დღეს ევროკავშირის ერთ–ერთი წამყვანი პარტიების ლიდერები ან უბრალოდ იდეოლოგები არიან(კონბენდიტი, გლუქსმანი) მაგრამ არსებობს მეორე ისტორიაც, ისტორია ხალხის რომლებმაც არამარტო გაუძლეს დროს და კაპიტალიზმის ყველა სიკეთეებს, არამედ ბოლომდე ერთგული დარჩნენ საკუთარი იდეების. ბევრი გმირულად დაიღუპა მაგრამ ბევრი კვლავ ცოცხალია და საკუთარი იდეების პროპაგანდირებას და აფიშირება აქტიურად ახერხებს.
ნონკონფორმიზმი არ არის მხოლოდ ფერადი კეტები, ცუდი ლექსები ან მეორად ტანსაცმელებში ჩაცმა, ეს ცხოვრების წესია და არ დაგიმალავთ არც მთლად მარტივი, რეალური და პრაქტიკულად არსებული ვარიანტი გულისხმობს უფულობას, კარიერის არქონას და სხვა უამრავ სიკეთეებს, მოკლედ რომ ვთქვა აი ჩემი რჩევები იმათ ვინც გადაწყვეტს რომ მათი არჩევანი ნონკონფორმიზმია :
1. სექსი
საერთოდ ეს ქართველი ნონკონფორმისტების საყვარელი თემაა, როგორც წესი “ჩემი წრის” ხალხი საკუთარ წარუმატებელ სექსუალურ ცხოვრებას ყველაფერს აბრალებს გარდა საკუთარი თავისა, დაწყებული ქალიშვილობის პრობლემიდან(რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არანაირი პრობლემა აღარ არის) და დამთავრებული ეკლესიის მავნე ზეგავლენით, მაგრამ პრობლემა როგორც ყოველთვის უფრო ბანალურია, პრაქტიკულად ის დადის მარტივ პიროვნულ პრობლემებამდე. დადებითი მხარე ის არის რომ სექსი პრაქტიკულად არანარი დანახარჯებს არ მოითხოვს და არსებობს მთელი კატეგორია საპირისპირო სქესი წარმომადგენლების(ჩემს შემთხვევაში ქალების) რომლებსაც ძალიან მოსწონთ ნონკონფრომისტი ბიჭები/გოგოები. მართალია კონკურენცია დიდია მაგრამ უნიჭო ლექსების დაწერას დიდი ნიჭი არ სჭირდება(იმედია ამ პოსტის შემდგომ ჩემი “პოეტი” მეგობრები დიდი ხნით არ გამინაწყენდებიან)
2.ოჯახი
მე ძალიან გამიმართლა, ინტელექტუალების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე ამიტომაც ჩემს არჩევანს, უფულობას და კარიერაზე უარის თქმას მეტნაკლები გაგებით ხვდებიან მაგრამ სხვა შემთხვევაში, ყველაზე დიდი პრობლემა არა საზოგადოებაა, არამედ საკუთარი ოჯახის წევრები, რომლებისთვისაც ძალიან რთულია იმის ახსნა თუ რატომ არ გინდა ის სიკეთეები რომელსაც გპირდება სისტემა. გარდა უარყოფითისა არსებობს ერთი დადებითი მხარეც, არც ერთი ნორმალური გოგო არ გარისკავს ცოლად გაყოლას უფულო და უკარიერო ტიპზე.
3. კარიერა
ეს ერთ–ერთია რაზეც უარის თქმა გარდაუვალი აუცილებლობაა, გამორიცხულია კარიერის და ნონკონფორმიზმის შეთავსება, მართალია საქართველოში ერთი ცნობილი კინორეჟისორი თვლის რომ შესაძლებელია იყო ნონკონფორმისტი და ხელისუფლების მომხრე მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია, უბრალოდ, რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ გაბატონებული აზრის წინააღმდეგ წასვლა უკვე გულისხმობს ნონკონფორმიზს, მაგრამ აქ არსებობს ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შენიშვნა , დღეისთვის გაბატონებული აზრის, დედამიწა მრგვალიას მოწინააღდეგე ბრტყელი დედამიწის მომხრეები არა ნონკონფორმისტები არამედ იდიოტები არიან.
4. ფული
კიდევ ერთი რამ, რაზეც უარის თქმა გარდაუვალია ეს ფულია, არა იმიტომ რომ აუცილებელია, უბრალოს სხვანაირად შეუძლებელია, მიუხედავად ამისა დღეს უკვე არსებობს საკმაოდ ლეგალური საშუალებები იმისთვის რომ ადამიანმა საკუთარი ინტელექტუალური შრომით მოახერხო და შიმშილით არ მოკვდე. ნუ თუ “გაგიმართლა” მოახერხებ და საკუთარ რადიკალურ პოზიციებსაც კარგად გაყიდი და შეურთდები მრავალს რომლებმაც ეს კარგად მოახერხეს მთელი დროის განმავლობაში.
5. პატივისცემა
არსებობს ერთი რამ რასაც მე არაფერზე გავცლიდი, ეს სულიერი სიმშვიდეა, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ განიცდი როდესაც იცი რომ არ იყიდები, არ ხარ მონა არსებული წყობილების და რაც მთავარია დროთა განმავლობაში აღმოჩნდება რომ ეს შენმა ოპონენტებმაც იციან და ფარულად ეტრფიან. განსაკუთრებით ეს იმ ნაწილს ეხება რომლებმაც ეს ყველაფერი იძულებით თუ საკუთარი სურვილით დათმეს, დაწყებული ოჯახის გამო და დამთავრებული უბრალოდ “ასაკიდან” გამომდინარე.
6. საფრთხეები
რაც არ უნდა მინდოდეს(გვინდოდეს) საქართველოში, უფრო სწორად თანამედროვე საქართველოში არც სამხრეთ ამერიკული სიკვდილის ბრიგადები არსებობს და არც ორუელის უფროსი ძმა, რაც არის ეს თანამედროვე ყაიდის ნეოლიბერალური ავტორიტარიზმია, კარგად აწყობილი პიარ მანქანით და ბევრი პოლიციელით, რომლებიც მაღალი უმუშევრობის პირობებში, კარგი ხელფასის გამო ყველაფერზე მიდიან. გარდა ამისა ხელისუფლებას საკმაოდ კარგი პირობები აქვს შექმნილი ინტელექტუალებისთვის, იქნება ეს სოციალური დახმარება–სამსახური ორ თუ სამ უნივერსიტეტში, თუ უბრალოდ რბილად რომ ვთქვა საეჭვო სტატიებში ჰონორარები, მოკლედ საფრთხე არის, და ეს საფრთხე რეალობაში, უფულობას, კარიერის არქონას და ოჯახში პრობლემებს უფრო გულისხმობს ვიდრე სიკვდილს როგორც ეს რამდენიმე ათეული წლის წინ გულისხმობდა.
ძალიან კარგი პოსტია:)
მეც ძალიან მომეწონა პოსტი გემრიელად და გაღიმებულმა ჩავიკითხე 🙂 არა ნუ რა გინდა რომ ქნა? ჩვენთან ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ურთიერთ გამომრიცხავი იდეების ,,ერთგულება”… ჩვენ ხომ განსაკუთრებული ერი ვართ, მართალია ამ განსაკუთრებულობას ვერავინ ხსნის მაგრამ მერე რა? მაინც ყველაფერი შეგვიძლია…