ჩემს შესახებ

            მოკლედ ბლოგზე შეიძლება არანაირი ინფორმაცია არ იყოს მაგრამ აუცილებლად  იქნება  ინფორმაცია ავტორზე, ვინ არის, რას წარმოადგენს, რაც იტყუება საკუთარ თავზე და ასე შემდგომ,  ხოდა დღეს ნორმალური პოსტის დაწერა(უფრო სწორად დაწყებული 10 პოსტის დამთავრება) შემეზარა და გადავწყიტე ამ გაუგებრობის  აღმოფხრვა, ხოდა მაშ ასე პოსტი ჩემს შესახებ.

             ისე,  ეს არ არის ჩემი პირველი ავტობიოგრაფიული პოსტი.  პირველი,  ორი წლის წინ დავწერე სხვა ბლოგზე,  მაგრამ ვაღიარებ  იმ პოსტს ვივიწყებ, ჯერ ერთი ნამეტანი თინეიჯერულია და მეორე  სტილში არ ჯდება.

             მოკლედ, მე ნიკუშა მარქსი ვარ, 26 წლის ეკონომისტი. წარმოშობით ბათუმიდან გახლავართ, როგორც ყველა ბათუმელს, მეც  მძულს ზღვა და ჩემი ბუნებრივი კანის  სითეთრით ძალიან ვამაყობ, განსაკუთრებით  ზაფხულობით როდესაც ნახევრად დამწვარია მთელი ქალაქი(უფრო სწორად ჩამოსული ტურისტები) , მიუხედავად იმისა რომ თავს ბათუმელად ვთვლი, უბანში სულ უფრო  და უფრო მეტი,  მთვლის რომ უკვე “თბილისელი” ვარ. მეტი ბიოგრაფიული ცნობებიდან რა შეიძლება,  ინტელექტუალების ოჯახიდან ვარ(დედა– რუსული ენის სპეციალისტია, მეცნიერებათა დოქტორი, მამა–ყოველთვის წარმატებული სახელმწიფო ჩინოვნიკი, ოღონდ ხელფასზე მომუშავე(ანუ უფულო)) რამაც ალბათ განაპირობა რომ თავიდანვე ინტელექტუალური მუშაობა   და გატაცებები მქონდა, ალბათ ამიტომაც,  მიგებენ  ჩემი მშობლები თუ რატომ ვამბობ უარს კონფორმისტულ სიკეთეებზე პრინციპების სანაცვლოდ.

               გადავიდეთ მთავარზე– იდეებზე. ამ პოსტის ავტორი  ქართულ ვირტუალურ სივრცეში პირველი მარქსისტი იყო, რითიც რატომ უნდა ვიამაყო არ ვიცი,  მაგრამ იდეაში ხანდახან ვამაყობ ხოლმე. გარდა ამისა  ვაღიარებ რომ ,  მარქსისტი თავიდან  ძირითადად იმიტომ გავხდი რომ ეს პოლიტიკური მიმდინარეობა ყველაზე უფრო რადიკალური ალტერნატივა იყოს იმის რაც ჩემი სტუდენტობის პერიოდში იყო “ცვეტში”(ბანალური ლიბერალობა არ მიტაცებდა და არც მმკ–ნაციონალისტობა გამომივიდოდა, რადიკალური ათეიზმის  გამო) . ხოდა ასე ვიქეცი 21 წლის ასაკში მარქსისტად, თავიდან ძალიან მიამიტ და გულუბრყვილოდ, რომელით თავის მარქსისტობად  ძირითადად რუსეთუმეობად და სტალინისტობად თვლიდა, ნელ–ნელა აღმოსავლეთ ევროპული მარქსისტების გავლენის თავს პოსტ მარქსისტად ვთვლი.

               დაინტერესებული ვარ  ეკონომიკის შესწავლით,  ძირითადად ეკონომიკა მაინტერესებს მეცნიერების სხვა სფეროებთან ურთიერთკავშირში, პირველ რიგში პოლიტოლოგიის და სოცილოგიის კუთხით, განსხავებით მეინსტრიმული ეკონომისტებისგან, რეალური ეკონომიკა მაინტერესებს და არა წარმოსახვაში და აბსტრაქტულ მოდელებში არსებული ეკონომიკური რეალიები, განსხვავებით ბევრი სოციალისტისგან ბიზნესს ისე არ ვუყურებ, როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას, უბრალოდ განსხავებით ჩემი ლიბერტარიანელი მეგობრებისგან(ჩემი მკითხველების ნახევარზე მეტი)  ბიზნესმენებს სულაც არ ვთვლი ზეადამიანებად რომლებიც ზებუნებრივი უნარების წყარობით ახერხებენ წარმატებას მიღწევას–ფულის შოვნას. უბრალოდ მათაც ზუსტად ისეთივე კრიტერიუმებით ვაფასებ როგორც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს თუ კლასებს. მაგრამ განსხვავებით სხვა სოციალისტებისგან , ვიზიარებ შეხედულებას რომ თანამედროვე სოციალიზმი, მოითხოვს ბიზნესის მიმართ შეხედულების გადახედვას, რადგანაც მე–19 საუკუნისგან განსხვავებით, დღეს ბიზნესი სულაც არ არის სავალდებულოდ დამქირავებული ტირანების და წამებული დაქირავებულების მაგალითი, დღეს  ბევრი ადამიანი ახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას ბიზნესში და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტია, ასეთი ნეოლიბერალზმის ასეთი  ტემპების გაგრძელების შემთხვევაში მე–19 საუკუნის რეალიები მალე დაბრუნდება.

             გარდა ეკონომიკისა დაინტერესებული ვარ პოლიტიკით, ამჟამად ქართული სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი ვარ(ნუ რაღა წევრი, ერთი– ერთი ახალგაზრდა ლიდერი), ასე ვთქვათ პარტიაში,  მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი ვარ, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის გაზრდის მომხრე, პროგრესული საგადასახადო სისტემის პოპულარიზატორი, ინდუსტრიალისტი, უფასო განათლების და საერთოდ კეთიდღეობის ქართულის სისტემის აშენების მომხრე,   მაგრამ ასევე უარყოფითად ვარ განწყობილი ერთი შეხედვით ისეთი “სოციალისტური” მიღწევების მიმართ, როგორიცაა სოციალური დახმარებები, პენსიების უაზრო ზრდა და ასე შემდგომ, უბრალოდ ვთვლი რომ დღეს საჭიროა სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ისეთივე მოდერნიზაცია, განვითარების დღეს უკვე აკრძალული პროექტი  რომელიც განახორციელა, ჯერ ევროპამ მე16 საუკუნიდან დაწყებული ხოლო უახლოეს წარსულსი აზიურმა ვეფხვებმა, ანუ ძლიერი სახელმწიფო სექტორი და ბაზრის ურთიერთკავშირი(ხო ბაზრისტი სოციალისტიც ვარ,   უბრალოდ ვერ ვიტან საბაზრო თეოლოგიას, როდესაც ბაზარი უარგუმენტო ჭეშმარიტებად არის ქცეული) და  რაც მთავარია ორიენტირი მრეწველობაზე და მეცნიერულ ტექნოლოგიურ პროცესზე, ეს კი სახელმწიფოს გარეშე უბრალოდ საი ფაის სფეროა.

        პოლიტიკაში გარდა ჩემი იდეებისა და შეხედულებებისა იმითაც მოვდივარ რომ საჯაროდ ვაღიარებ, ათეისტი ვარ. მიმაჩნია საქართველოში სანამ არ განჩდება ძლიერი მემარცხენე სეკულარული ტენდენციები მანამდე ვიქნებით იმ ჭაობში რომელზეც ასე  ხშირად წუწუნებენ ჩვენი  მემარცხენე თუ მემარჯვენე ლიბერალები.

       არ ვარ ტრადიციული გაგების მემარცხენე ანუ არ ვთლი რომ მემარცხენე ბომჟი უნდა იყოს, ოღონდ ძვირად ღირებულ კეტებში ჩაცმული ბომჟი, არც იმას ვთვლი რომ მემარცხენე აუცილებლად რაღაც მაღალმორალური ტიპი უნდა იყოს რომელიც ასკეტურად ცხოვრობს, ჯერ კიდევ ერიხ ფრომის წერდა ამ თემაზე რომ არ შეიძლება არსებულ რეალიებს დაუპირისპირდე ამ რეალობების ამობრუნებული სარკისებული ვერსიით, ერთიც და მეორე საბოლოოდ ანგრევს ადამიანს შინაგანად, მთავარი ადამიანის ინდივიდუალური განთავისუფლება არამხოლოდ კონსუმერული მოთხოვნილებებისგან არამედ ასევე ფსევდო კლიშეებისგანაც რომელიც მიაწერეს ლევაკობას, ხო არ ვეწევი(არაფერს, არც პლანს და არც სიგარეტს, ორივეს იდიოტიზმად ვთვლი, მაგრამ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ვარ, სახელმწიფო მონოპოლიის პირობებში) და ვსვამ მხოლოდ მეგობრების წრეში.  ცუდად ვარ განწყობილი ტრადიციების მიმართ, მყავს უამრავი არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები და მათაც ზუსტად ისევე ვექცევი როგორც ტრადიციული ორიენტაციის ტიპებს, ზოგის მიმართ მეგობრულად ვარ განწყობილი და ვმეგობრობ,  ზოგის მიმართ მკვეთრად უარწყოფითად განწყობილი,  მაგრამ არა ორიენტაციის არამედ პიროვნული თვისებების გამო. ვთვლი რომ სექსუალურ უმცირესებობეს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ის უფლებებიც რაც ტრადიციულ წყვილებს მაგრამ ამისთვის ჯერ საჭიროა პირველ რიგში თავად ამ უმცირესობების წარმომადგენლებმა დაიწყონ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის.

        განსხავავებით სხვა ინტელექტუალებისგან(ჩემი თაობის) თავს არ ვთვლი არც წარუმატებელ ტიპად და არც ლუზერად, არც ჩემს წარუმატებლობებს, რომელიც როგორც ყველა ადამიანს, მეც  გამაჩნია, ვაბრალებ საზოგადოებას ან ქალიშვილობას,  ვარ ერთი ტიპი, ინტელექტუალი, კარგი და დახვეწილი იუმორის გრძნობით, რომელსაც საკუთარ  თავზე ცოტა დიდი წარმოდგენა აქვს მაგრამ ამის საფუძველიც აქვს(ნუ ხო ვამბობ თვითშეფასება მაღალი მაქვს თქო), რომელსაც მუდმივად ჰყავს ხოლმე გვერდით როგორც წესი ლამაზი და ჭკვიანი გოგოები(რა დასამალია და ჭკვიანები ძირითადად მეგობრებად :D,  ნუ ერთი ორი გამონაკლისის გარდა რომელიც ლამაზიცაა და ჭკვიანიც).

          მოკლედ ეს პოსტიც დიდი გამოვივიდა, რავი ეს ჩემი ბლოგია, თუ ვინმეს გაინტერესებთ, პოლიტიკა, ეკონომიკა და ეს ყველაფერი გინდათ წაიკითხოთ ჩემი ცინიკური კომენტარებით და რაც მთავარია განსხავებული მხრიდან მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის, თუ არადა იმას მაინც გაიგებთ რას ფიქრობს, ქართული მემარცხენეობის ერთ–ერთი “უბრალო” წარმომადგენელი.

4 thoughts on “ჩემს შესახებ

  1. MaIkOoOoOo ⌃_⌃

    თავს ბათუმელად ვთვლი, უბანში სულ უფრო და უფრო მეტი, მთვლის რომ უკვე “თბილისელი” ვარ — ჰაჰაა რა ანცნობი სიტუაციაა :დ:დ:დ
    მაგრამ ზღვა რატომ არ გიყვარს ვერ მივხვდი. მეც ბათუმელი ვარ, მეც თეთრი ზაფხულობით მაგრამ ზღვა მიყვარს :)))
    საინტერესო იყო და WELCOME :))

  2. rusabuski

    ეხლა შენი ყველა მეგობარი გოგო იფიქრებს, რომ იმ 1–2 გამონაკლისში მოხვდა :))) დიპლომატი ხარ, ნიკუშა, თავმდაბალი დიპლომატი :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s